You are on page 1of 20

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება

მაგისტრატურა კურსი 2

სტუდენტი: ანი მორჩაძე

პროფესიული პრაქტიკის ანგარიში

ქუთაისი 2022
სარჩევი
თიბისი ბანკის ისტორია

საცალო საბანკო მომსახურების სეგმენტის განვითარება

კორპორატიული საბანკო მომსახურება

საცალო საბანკო მომსახურება

საკრედიტო პროდუქტები

ანაბრები

ბარათების ნაკრები

სამუშაოს აღწერა

SWOT ანალიზი

რეკომენდაციები

დასკვნა
თიბისი ბანკის ისტორია

თიბისი ბანკი ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება


მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო
ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და
ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.

შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 4,000 ადამიანი.


ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი
შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი -
აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში.

ბანკის ისტორია 1992 წელს დაიწყო, საწყისი კაპიტალი მხოლოდ 500 აშშ დოლარი იყო,
ორი ქართველი ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაოსნობით.

სახელი- თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის
დაკავშირებული. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული
სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა.

1993 წლის 20 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია (ზოგადი საბანკო


მომსახურების ლიცენზია #85) გასცა, ხოლო 1993 წლის მაისში ბანკს კიდევ ერთი
ლიცენზია მიენიჭა, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ტრანზაქციების
წარმოებას.

დამფუძნებლებმა ბანკი მათი საკუთარი კომპანიის – თბილისის ბიზნეს ცენტრის –


მეშვეობით შექმნეს, რომელიც რამდენიმე საცალო სავაჭრო საწარმოს მოიცავდა. იმ
დროისათვის, საქართველოში ნდობა ბანკების მიმართ უაღრესად დაბალი იყო. მამუკა
ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, გადაწყვიტეს, დაფუძნების პირველი დღიდანვე
შეექმნათ ისეთი ბანკი, რომელიც ყველასგან გამორჩეული იქნებოდა უპირველეს
ყოვლისა, პერსონალით, რომელიც შედგებოდა ნოვატორული და ერთგული
ახალგაზრდა, 27 წლის საშუალო ასაკის მენეჯმენტისგან. ბანკის სამიზნე კლიენტთა
ჯგუფს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობის კომპანიები და ახალგაზრდა ბიზნესმენები.
ბანკის მფლობელების ერთგულება, ასევე, აისახა აქციონერებს შორის მიღწეულ
შეთანხმებაში, რომელიც ითვალისწინებდა მომავალი 10 წლის განმავლობაში
მიღებული მოგების რეინვესტირებას და კონცენტრაციას მხოლოდ ბანკის გაფართოებასა
და განვითარებაზე.

1995 წელს ბანკს ჰქონდა 1 ფილიალი და 29 თანამშრომელი, ხოლო ჯამური აქტივები


შეადგენდა 1.4 მლნ აშშ დოლარს.
თიბისი ბანკი თავიდან მთლიანად კორპორატიულ სეგმენტზე, მცირე და საშუალო
ბიზნესის დაფინანსებაზე იყო ორიენტირებული. ბანკის სწრაფვამ, მიეღო ცოდნა და
გამოცდილება უცხოური დაწესებულებებისგან და, შედეგად, მისმა შესამჩნევად
მზარდმა პოზიციამ ბაზარზე, საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების, მათ შორის
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკისა და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის მხრიდან
დაინტერესება გამოიწვია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის
რეგიონის დაფინანსებაში ოთხმოცდაათიან წლებში. აღნიშნულმა საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტებმა ბანკს დახმარება გაუწიეს ინტენსიური სატრეინინგო და
საკონსულტაციო პროგრამების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის
დაკრედიტებაში, რისკების მენეჯმენტში, ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ადამიანური
რესურსების მართვასა და სტრატეგიის შემუშავებაში. ტექნიკური დახმარების
პროექტებთან ერთად, 1996 წლიდან, ისინი ბანკს აძლევდნენ გრძელვადიან საკრედიტო
ხაზებს კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის, საცალო
სექტორში იპოთეკური სესხების გაცემისთვის, ასევე სუბორდინირებულ სესხებს
მეორადი კაპიტალის შესავსებად და სესხებს სხვა მიზნობრიობებით.

1998 წელს, თიბისი ბანკმა ექსპორტ/იმპორტის საფინანსო ოპერაციების განხორციელება


დაიწყო საქართველოში ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პირველი საფინანსო დაწესებულება იყო,
რომელმაც თიბისისთან გააფორმა ხელშეკრულება აკრედიტივების ხელშეწყობის
პროექტის შესახებ. ამის შემდეგ, თიბისი ბანკმა ინტენსიურად დაიწყო მუშაობა
ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებზე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტებთან და კომერციულ ბანკებთან და სავაჭრო სფეროს დასაფინანსებელი
სესხები მოიზიდა შემდეგი კომპანიებისგან: BSTDB, ADB და IFC. ამ პერიოდისთვის,
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინტერესი იმდენად გაიზარდა თიბისი
ბანკის მიმართ, რომ 2000 წლის მაისში კომპანიებმა IFC და DEG ბანკის სააქციო
კაპიტალი შეიძინეს, თითოეულმა 10%, რაც წარმოადგენდა საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტების პირველ მონაწილეობას კომპანიის სააქციო სტრუქტურაში.

2000 წელს გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG) მიერ თიბისი


ბანკისთვის მოხდა მეორე საკრედიტო ხაზის - 2 მილიონი ევროს გამოყოფა.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის ინვესტიციებისა და
განვითარების კომპანია (DEG) თიბისი ბანკის აქციების 10-10 პროცენტის მფლობელნი
გახდნენ. სექტემბერში Thomson Financial Bankwatch-მა თიბისი ბანკს საერთაშორისო
რეიტინგი მიანიჭა. ეს იყო ქართული კომპანიისათვის საერთაშორისო რეიტინგის
მინიჭების პირველი შემთხვევა.
2001 წლის 8 მაისს თიბისი ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპენსიო
სადაზღვევო ჰოლდინგის (GPI ჰოლდინგი) დაფუძნებაში. GPI ჰოლდინგი პირველი
სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს საპენსიო დაზღვევა
შესთავაზა.

„2001 წლის საუკეთესო ქართულ კომპანიად“ თიბისი ბანკი დაასახელეს გამომცემლობამ


"ჯორჯიან თაიმს" და მარკეტინგული კვლევის კომპანიამ "გორბი".

ასევე თიბისი ბანკი Financial Times Group-ის ჟურნალ "The Banker"-ის ყოველწლიურ
საბანკო რეიტინგში მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის დასახელდა.

2002 წელს ბანკის მდგრადი განვითარება აისახა მის ეფექტიანობაზე, როდესაც მან უკან
ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი და ქვეყნის უმსხვილესი ბანკი გახდა აქტივებისა და
საკრედიტო პორტფელის მიხედვით.

2004 წლის იანვარში, ბანკის შვილობილმა კომპანიამ, თიბისი ლიზინგმა დაიწყო


მუშაობა.

2005 წელს თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი გაიხსნა თბილისის ერთ-ერთ
ისტორიულ შენობაში, რომელიც ქალაქის არქიტექტურულ ძეგლთა სიაში შედიოდა. მას
შემდეგ, სათავო ოფისი უამრავ ბიზნეს, კულტურულ და მუსიკალურ ღონისძიებას
მასპინძლობს

საცალო საბანკო მომსახურების სეგმენტის განვითარება

2006 წელს თიბისი ბანკის აქტიური დაინტერესება საცალო საბანკო მომსახურების


სეგმენტით დაიწყო. ამ პერიოდისთვის ბანკი უკვე მასშტაბურად იყო წარმოდგენილი
მცირე და საშუალო და კორპორატიულ სეგმენტზე , საკმაოდ ინტენსიური
მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ თიბისი ბანკმა დაიწყო კიდევ უფრო სრულყოფილი
პროდუქტებისა და მომსახურებების შემუშავება საქართველოს საცალო სეგმენტისათვის
და 2007 წელს, ამ სეგმენტის მიმართ ახალ მიდგომას ჩაუყარა საფუძველი. პროექტი
განხორციელდა მარკეტინგული კომპანიის – BBDO და საკონსულტაციო ფირმის –
SENTEO – მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებდა ბრენდის პოზიციონირებას
საცალო კლიენტებისთვის, ფილიალების ახალი კონცეფციის შექმნას, პროდუქტების
შესაბამის დაკომპლექტებას, პროდუქტების პორტფელების სტრუქტურირებას,
საოპერაციო მოდელისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ოპტიმიზებას და
გაყიდვებსა და მომსახურებაზე ორიენტირებული პერსონალის კულტურის შემუშავებას.

2007 წლის დეკემბერში, საცალო სეგმენტის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში,


თიბისი ბანკმა გახსნა და კლიენტებს შესთავაზა საერთაშორისო სტრანდარტების
შესაბამისად დაპროექტებული, ახალი ტიპის 23 დამატებითი ფილიალი, 3 სერვის-
ცენტრი და 80 ბანკომატი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროექტმა საფუძველი
ჩაუყარა ბანკის სტაბილურ ლიდერობას საქართველოს საცალო დეპოზიტების
სეგმენტში 2006 წლიდან.

გეოგრაფიული ზრდა კავკასიის რეგიონში

2007 წლის შემოდგომაზე, თიბისი ბანკმა SOA Kredit-ის სააქციო კაპიტალის 75% შეიძინა,
რომელიც დღეს ოპერირებს TBC Kredit-ის სახელით. SOA Kredit-ი, არასაბანკო
საკრედიტო ორგანიზაცია იყო, რომელიც 1999 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის
საფინანსო მომსახურებების ბაზარზე, მისი დამფუძნებელი ამერიკული ბანკი Shore
Capital-ია, რომელიც დღესაც ფლობს აქციების 25%. -. ეს იყო თიბისი ბანკის პირველი
ინვესტიცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო ამჟამად, თიბისი ბანკი ერთადერთი
უცხოური ბანკია, რომელსაც აქვს კლიენტებისათვის სესხის გაცემის უფლება
აზერბაიჯანში.

ურთიერთობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

2009 წელს, ბანკის აქციონერები, ასევე გახდნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო


ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა: EBRD, FMO, JP Morgan და Ashmore. საკმაოდ
რთული და კომპლექსურიტრანზაქციის მეშვეობით ბანკმა მოიზიდა 170 მლნ აშშ
დოლარის ოდენობის თანხა, საიდანაც 40.0 მლნ და 44.0 მლნ აშშ დოლარი გამიზნული
იყო პირველადი და მეორადი კაპიტალის შესავსებად. ბანკის აქციების პროცენტული
წილი, რომელსაც ქართველი აქციონერები ფლობდნენ, 78.5%-დან 35.0%-მდე შემცირდა
აღნიშნულ პროცესში მათი აქციების ნაწილობრივი გაყიდვის შედეგად.

ახლა, როდესაც ბანკის სააქციო კაპიტალის სტრუქტურაში ოთხი საერთაშორისო


საფინანსო დაწესებულებაა, კორპორატიული მმართველობა იზრდება და სულ უფრო
სრულყოფილი ხდება. თითოეულ საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებას მიენიჭა
საზედამხედველო საბჭოში მისი წარმომადგენლის დასახელების უფლება. ამან გაზარდა
ბანკის კორპორატიული მართვის გამჭვირვალობა, რადგან საბჭოს 7 წევრიდან 4
დასახელებული იყო EBRD, IFC, DEG და FMO-ს მიერ. საერთაშორისო საფინანსო
დაწესებულებები განაგრძობდნენ მხარდაჭერას ტექნიკური დახმარების რიგი
პროექტებისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.

მიკრო სეგმენტის ათვისება და გაფართოება ისრაელში

თიბისი ბანკის შესვლა მიკროსაფინანსო სეგმენტში პირველად 2007 წელს დაიწყო


აზერბაიჯანში თიბისი კრედიტის შეძენით. ბანკის მომსახურება კონცენტრირებულია
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და საბანკო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე
შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე პირებისათვის აზერბაიჯანში. ამ
სტრატეგიას თან მოჰყვა ოპერაციების განხორციელება მიკროსაფინანსო სეგმენტში
ახლად შეძენილი შვილობილი კომპანიის – ბანკი კონსტანტას – მეშვეობით, რომელიც
მხოლოდ მიკროსაფინანსო სეგმენტზე იყო ორიენტირებული საქართველოში.
აღნიშნული პროცესი დასრულდა 2011 წლის მაისში, რის შემდეგაც თიბისი ბანკმა კარგი
პოზიციები დაიკავა საქართველოს რეგიონებში და სოფლებში, სადაც მისი შვილობილი
კომპანიის 25 ფილიალია განლაგებული. ბანკი კონსტანტას შეძენა თიბისის მხრიდან
სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენდა, ვინაიდან ის შევიდა მომგებიან მიკრო სეგმენტში
მიმზიდველი სპრედებითა და მაღალი რენტაბელობის პოტენციალით.

კორპორატიული საბანკო მომსახურება

თიბისი ბანკი მეორე ბანკია საქართველოში კორპორატიული სესხებისა და ანაბრების


პორტფელის და, ასევე, კლიენტთა რაოდენობის მიხედვით. აღნიშნულ სეგმენტში ბანკი
ემსახურება 1,319 კლიენტს, 6,010 კორპორატიული საანაბრე ანგარიშით და 563
გაცემული სესხით. ბანკი კორპორატიულ ბიზნეს სექტორს, რომლის კლიენტები
დაჯგუფებულია 21 დარგობრივ სექტორში , ინდივიდუალურ საფინანსო გადაწყვეტებს
სთავაზობს. თიბისის განსაკუთრებით მძლავრი კორპორატიული საბანკო
წარმომადგენლობა აქვს მომსახურების, უძრავი ქონების, ნავთობისა და გაზის,
ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორში.

ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურება მოიცავს სესხების გაცემას, ანგარიშებსა


და ვადიან ანაბრებს, უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს, ვაჭრობის დაფინანსებას
და ესქრო ანგარიშებს. საბროკერო და სალიზინგო მომსახურებებს, ბანკი მომხმარებელს
სთავაზობს შვილობილი კომპანიების – თიბისი ბროკერისა და თიბისი ლიზინგის –
მეშვეობით. ჯგუფს ისტორიულად გააჩნია მტკიცე კორპორატიული საბანკო ქსელი,
საქართველოს ბევრ ლიდერ კორპორაციასთან დამყარებული ურთიერთობებისა და მისი
მძლავრი სადეპოზიტო ბაზის საფუძვლად. ბანკი მომხმარებლებს კორპორატიულ
საბანკო მომსახურებებსა და პროდუქტებს სთავაზობს თბილისში არსებული სათავო
ოფისში და ფილიალებში და, ასევე, ინტერნეტ-ბანკისა და თბილისში არსებული
სატელეფონო მომსახურების ცენტრების მეშვეობით. ამჟამად, ბანკის კორპორატიული
საბანკო ტრანზაქციების 81% ელექტრონული არხების მეშვეობით სრულდება.

ჯგუფი მის კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს:

1. უცხოური ვალუტის გაცვლის მომსახურებებსა და დერივატივებს


2. ელექტრონულ გადარიცხვებ
3. ბიზნეს საკრედიტო ბარათებს
4. სახელფასო მომსახურებებს
5. ვაჭრობის დაფინანსებას
6. ფულადი საშუალებების ინკასოსა და ტრანსპორტირებას
7. პირდაპირ დებეტს
8. ესქრო ანგარიშებს

საცალო საბანკო მომსახურება

თიბისი ბანკი წამყვანი ბანკია საქართველოს საცალო საბანკო მომსახურების


სექტორში. ინარჩუნებს რა ლიდერის პოზიციას საცალო ანაბრების ბაზარზე. ბანკი
ემსახურება თითქმის 800,000 საცალო მომხმარებელს, მათ შორის VIP კლიენტებს,
სტატუს კლიენტებს (პერსონალური ბანკინგი) და სხვა, საშუალო და მაღალი
შემოსავლის მქონე პირებს. საცალო კლიენტებს ბანკი სთავაზობს სხვადასხვა
მრავალარხიან შესაძლებლობას, მათ შორის ინტერნეტ-ბანკინგს, SMS ბანკინგს, TBC
Pays (გადახდის ტერმინალებს) და სატელეფონო მომსახურების ცენტრს.

ბანკი საცალო კლიენტებს სთავაზობს ასევე სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებს:

1. VIP მომსახურებას
2. თიბისი სტატუსს
3. სადებეტო ბარათებს
4. საკრედიტო ბარათებს
5. თიბისი პრაიმ ბარათს
6. თიბისი ბარათს
7. განვადების ბარათს
8. პირდაპირ სადებეტო და მუდმივ დავალებებს
9. უცხოურ ვალუტას
10. ფულის გადარიცხვას

მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურება

მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების სექტორში, თიბისი ბანკი


გთავაზობთ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და პროდუქტების ფართო ასორტიმენტს
საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში. ჯგუფის მიზანს წარმოადგენს
ეფექტიანი საფინანსო გადაწყვეტების შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესის
კლიენტებისთვის მისი დივერსიფიცირებული პროდუქტების ასორტიმენტის
მეშვეობით; ბანკი მუდმივად ამუშავებს ახალ პროდუქტებსა და მომსახურეობებს ამ
კლასის კლიენტებისათვის. მენეჯმენტი თვლის, რომ მცირე და საშუალო ბიზნეს
სეგმენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ბირთვია ზრდის პოტენციალის
მაღალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ
აქვეყნებს საბაზრო მონაცემების შედარებებს მცირე და საშუალო ბიზნეს
სეგმენტისათვის, მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია
აღნიშნულ სეგმენტში, როგორც მისი სესხისა და ანაბრების პორტფელის, ისე მისი
კლიენტების რიცხვის თვალსაზრისით. ჯგუფის მცირე და საშუალო ბიზნესის
მომსახურების საქმიანობა მძლავრადაა წარმოდგენილი სხვადასხვა დარგში, მათ
შორის მომსახურების, უძრავი ქონების, მშენებლობის, სასურსათო და
სამომხმარებლო პროდუქტებისა და საავტომობილო ვაჭრობის დარგებში.

მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტის კლიენტებს ჯგუფი სთავაზობს უამრავ სხვა


პროდუქტსა და მომსახურებას:

1. უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს


2. ელექტრონულ გადარიცხვებს
3. ბიზნეს ბარათებს
4. სახელფასო მომსახურებებს
5. ვაჭრობის დაფინანსებას
6. ფულადი საშუალებების ინკასოს
7. ფულის გადარიცხვებს
8. პირდაპირ დებეტს

მიკრო-საფინანსო კლიენტებს ჯგუფი სთავაზობს:

1. მცირე სესხებს
2. ბიზნეს სესხებს
3. სოფლის მეურნეობის სესხებს
4. სეზონურ სესხებს
5. უცხოური ვალუტის გაცვლის ოპერაციებს
6. ფულის გადარიცხვებს
7. პირდაპირ დებეტს
8. ფულადი საშუალებების ადგილზე მიტანის მომსახურებებს

შვილობილი კომპანიები:

1. ბანკი კონსტანტა
2. თიბისი ლიზინგი
3. თიბისი კრედიტი
4. თიბისი ინვესთი
5. თიბისი დაზღვევა

თიბისი ბანკმა დააფუძნა სს თიბისი ლიზინგი, რომლის ოფისი ბულაჩაურის


ქუჩაზეა თბილისშია განთავსებული, 2004 წლის იანვარში, 0.5 მლნ ლარის ოდენობის
ჯამური აქტივებით. თიბისი ლიზინგის სააქციო კაპიტალის 89.5%-ს ამჟამად ფლობს
ბანკი, ხოლო დანარჩენს – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
(EBRD). თიბისი ლიზინგის მეშვეობით, ჯგუფი კლიენტებს ლიზინგის სხვადასხვა
სახეობებს სთავაზობს:

• ფინანსური ლიზინგი: თიბისი ლიზინგი იძენს კლიენტისთვის სასურველ აქტივს,


როგორიცაა მანქანა-დანადგარები, ტექნიკა თუ აპარატურა, ყიდულობს და აქირავებს
მას მომხმარებელზე წინასწარგანსაზღვრული ვადით. იჯარის სრულად გადახდის
შემდეგ, მოცემული აქტივის მესაკუთრე მომხმარებელი ხდება. ფინანსური
ლიზინგის ვადა, ჩვეულებრივ, 12-დან 60 თვემდეა.

• უკულიზინგი: თიბისი ლიზინგი იძენს მითითებულ აქტივს თავად


მომხმარებელისგან და შემდეგ ამ აქტივს ამავე მომხმარებელზე აქირავებს. კლიენტი
განაგრძობს აქტივით სარგებლობას და იჯარის სრულად გადახდის შემდეგ
მოცემული აქტივი კვლავ მისი საკუთრება ხდება. უკულიზინგის ვადა, ჩვეულებრივ,
12-დან 60 თვემდეა და ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია
უკვე ფლობს სასურველ დანადგარს/ტექნიკას, მაგრამ მასში ინვეტირებული
თანხების გამოთავისუფლება სურს.

• საოპერაციო ლიზინგი: გულისხმობს მანქანა-დანადგარების, ტექნიკის თუ სხვა


ძირითადი საშუალებების დაფინანსებას ფინანსური ლიზინგის მსგავსი პირობებით,
თუმცა სალიზინგო ვადის ამოწურვის შემდეგ კლიენტს ეძლევა საშუალება აირჩიოს
რამდენიმე ალტერნატივიდან ერთი: 1) გაახანგრძლივოს ლიზინგის ვადა, 2)
გამოისყიდოს აქტივი და დაასრულოს კონტრაქტი ან 3) გაცვალოს არსებული აქტივი
განახლებულზე და განაგრძოს გადახდა. მსგავსი მომსახურებით სარგებლობა
მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც მხოლოდ მცირე ხნით
ესაჭიროება ესა თუ ის ტექნიკა ან სურთ მუდმივად განაახლონ თავიანთი აქტივი.

"თიბისი ლიზინგი" ემსახურება ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც შესაფერისი


ისტორია, ფინანსური მდგომარეობა და სამომავლო გათვლები აქვს. "თიბისი
ლიზინგის" პორტფელი დივერსიფიცირებულია და ფარავს ისეთ სექტორებს,
როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა,
მომსახურება და სხვა.

2014 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თიბისი ლიზინგი მართავს 450-მდე


იურიდიული პირისგან შემდგარ 58 მილიონი ლარის ოდენობის პორტფელს და
ამგვარად, ფლობს სალიზინგო ბაზრის 67%-ს. კომპანიის აღმასრულებელი
დირექტორია ქ-ნი ნანა მიქაშავიძე.
კომპანიის საკრედიტო პოლიტიკით შეზღუდულია ისეთი პროექტების დაფინანსება,
რომლებიც ხორციელდება კანონის დარღვევით ან/და შეიცავს ნებისმიერი სახის
კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე, ისეთი კომპანიების დაფინანსება, რომლებიც
დაკავშირებულია ნარკოტიკებით, ეკოლოგიური გარემოს გაუარესების გამომწვევი
პროდუქციით ვაჭრობასთან ან წარმოებასთან; ასევე, პროსტიტუციასთან, ფინანსურ
სპეკულაციებთან ან აზარტულ სათამაშო ბიზნესთან.

გარემოსთვის ზიანის მომტანი პროექტების ფინანსირება თიბისი ლიზინგისთვის


ასევე შეზღუდულია მისი კრედიტორების მიერ, მათთან გაფორმებული
კონტრაქტების საფუძველზე.

თიბისი კრედიტი კავკასიის რეგიონში თიბისი ბანკის გაფართოების სტრატეგიის


ფარგლებში, თიბისი ბანკმა 2007 წლის ბოლოს შეიძინა თიბისი კრედიტის სააქციო
კაპიტალის 75.0%. კომპანია მანამდე ცნობილი იყო SOA Kredit სახელმწოდებით,
როგორც არა-საბანკო საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობდა
მიკრო და მცირე და საშუალო ბიზნესის საფინანსო მომსახურეობების ბაზარზე
აზერბაიჯანში.

თიბისი კრედიტს დიდი გამოცდილება გააჩნია მიკრო და მცირე და საშუალო


ბიზნესის დაფინანსების სფეროში, ასევე, სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებში.
იგი აზერბაიჯანში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთ უმთავრეს
კრედიტორად იქცა, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 41.4 მლნ აშშ
დოლარის ოდენობის სესხის პორტფელით. 2013 წელს, მიკრო და მცირე და საშუალო
ბიზნესის დაკრედიტებამ თიბისი კრედიტის სესხის პორტფელის 48.8% შეადგინა,
ხოლო სამომხმარებლო და იპოთეკურმა სესხებმა შესაბამისად 34.9% და 16.3%

თიბისი ინვესტი დაარსდა რა 2011 წელს, სს თიბისი ბანკის სრულ მფლობელობაში


არსებულ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. იგი საქმიანობას ისრაელის ბაზარზე
აწარმოებს და ასრულებს შუამავლის როლს ისრაელის კლიენტებსა და თიბისი ბანკს
შორის. თიბისი ბანკის მიზანს წარმოადგენს გაზარდოს არარეზიდენტი კლიენტების
დეპოზიტები.

თიბისი დაზღვევა

2016 წელს თიბისი ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია კოპენბური შეიძინა, რის


შედეგადაც ახალი სადაზღვევო კომპანია, თიბისი დაზღვევა შეიქმნა. თავიდანვე
ჩვენი მიზანი იყო, მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო
ასევე კორპორატიული სექტორისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა
ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის
გამარტივებას უზრულვეყოფს. კომპანიის ზრდასთან ერთად თიბისი დაზღვევამ
ახალი მიმართულებები და პროდუქტები დაამატა. თიბისი დაზღვევის თითქმის
ყველა საცალო პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, online არის
შესაძლებელი. ასევე პირველი ქართული დაზღვევის ბოტიც სწორედ თიბისი
დაზღვევამ შექმნა, ბი ბოტი დაზღვევას პირდაპირ facebook messenger - ში,
გიფორმებს. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხარებლებს 20 მილიონი
ლარის ზარალი აუნაზღაურა. თიბისი დაზღვევა არაჯანმრთელობის დაზღვევის
ბაზრის 22,8% წილის მფლობელია. თიბისი დაზღვევის გუნდში დღეს 300
ადამიანამდე მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას პაატა ღაძაძე
იკავებს, რომელიც თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი წევრია. მას მრავალწლიანი
სამუშაო გამოცდილება აქვს ფინანსურ სექტორში, როგორც საბანკო ასევე,
სადაზღვევო მიმართულებით.

საკრედიტო პროდუქტები

თიბისი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის სესხს:

1. იპოთეკური სესხი
2. ონლაინ სამომხმარებლო სესხი
3. სამომხმარებლო სესხი
4. სამომხმარებლო სესხი თვით დასაქმებულებისთვის
5. განვადება
6. ავტოგანვადება
7. მარტივი ავტოსესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე
8. ოვერდრაფტი
9. სესხზე მიბმული დაზღვევის პირობები

ანაბრები

ანაბარი ფულის შენახვის და დაგროვების ყველაზე ეფექტური საშულებაა.

თიბისი ბანკში არსებობს სხვადასხვა სახის ანაბარი, ესენია:

1. ვადიანი ანაბარი

შენს თანხას, რომელიც შენივე არჩეული ვადით "ილუქება", დაერიცხება ყველაზე


მაღალი გარანტირებული პროცენტი. პროცენტის მიღება შესაძლებელია როგორც
ვადის ბოლოს, ასევე ყოველთვიურად, ან წინასწარ, ანაბრის გახსნისას.

2. ანაბარი „ჩემი მიზანი“


ანაბრის „ჩემი მიზანი" მეშვეობით შენ შეგიძლია აუჩქარებლად და მცირე შენატანებით
დააგროვო შენთვის საჭირო თანხა. ამასთან, ანაბარს შეგიძლია დაარქვა სახელი და
მოარგო ის შენს მიზანს, მაგალითად „ჩემი ახალი მანქანა", „ჩემი დასვენება" და ა.შ.

ეს ანაბარი წარმოადგენს ე.წ. "ყულაბას", რომელიც დაგეხმარება შეაგროვო თანხა


ყოველთვიური დანაზოგების სახით. ბანკი დაარიცხავს სარგებელს შენს თითოეულ
შენატანს, რაც საშუალებას მოგცემს სწრაფად შეაგროვო თანხა თქვენი მიზნებისათვის.

3. ანაბარი „მინდა“

ანაბარი „მინდას" მეშვეობით შენ შეგიძლია აუჩქარებლად და მცირე შენატანებით


დააგროვო შენთვის საჭირო თანხა. ამასთან, ანაბარი შეგიძლია მოარგო კატალოგიდან
შენს მიზანს, მაგალითად „მინდა ტექნიკა", „მინდა დასვენება" და ა.შ.

ეს ანაბარი წარმოადგენს ე.წ. "ყულაბას", რომელიც დაგეხმარება შეაგროვო თანხა


ყოველთვიური დანაზოგების სახით. ბანკი დაარიცხავს სარგებელს შენს თითოეულ
შენატანს, რაც საშუალებას მოგცემს სწრაფად შეაგროვო თანხა თქვენი მიზნებისათვის.
ანაბარი მინდას გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის არხის მეშვეობით.

4. ანაბარი „ჩემი სეიფი“

ანაბრის „ჩემი სეიფის" მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა, მიიღოთ


სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე, ხოლო საჭიროებისას გქონდეთ წვდომა დანაზოგზე
ნებისმიერ დროს. თქვენ ყოველთვის გაქვთ წვდომა თანხაზე და ამავე დროს, იღებთ
მაღალ საპროცენტო სარგებელს ხელუხლებელ ნაშთზე.

5. საბავშვო ანაბარი

დააგროვეთ თანხა თქვენი შვილის მომავლისთვის და გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი


მის სრულწლოვნებაზე. საბავშვო ანაბრის გახსნისთვის თქვენ არ დაგჭირდებათ
პირველადი შენატანის გაკეთება, ხოლო შემდგომი მინიმალური შენატანები მხოლოდ 10
ერთეულს შეადგენს. საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ თანხა ბავშვის
სრულწლოვანებამდე. ამასთან, შენატანების გაკეთების გრაფიკი განსაზღვრული არ
არის.

6. დისკონტური სერტიფიკატი

თიბისი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტის


დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდი და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას
სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, ამავე სერტიფიკატით გათვალისწინებული ყველა
პირობის შესრულებაზე. დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება
სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად (დისკონტით), ხოლო ვადის
ბოლოს იფარება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების მიხედვით (ნომინალით).
სხვაობა სერტიფიკატის ნომინალურ და ყიდვის ღირებულებას შორის წარმოადგენს
კლიენტის საპროცენტო სარგებელს, რომელსაც ბანკი უხდის კლიენტს ვადის ბოლოს.

7. საპროცენტო სერტიფიკატი

თიბისი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტის


დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდი და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას
სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, ამავე სერტიფიკატით გათვალისწინებული ყველა
პირობის შესრულებაზე. საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება
სერტიფიკატის ნომინალური ღირებულებით (ნომინალით), მასზე საპროცენტო
სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად და ვადის ბოლოს იფარება ნომინალური
ღირებულებით.

8. შემნახველი ანაბარი

შემნახველი ანაბრით თქვენ შეგიძლიათ ანაბარზე თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ


დროს და შეუზღუდავად, საპროცენტო სარგებელი კი დაგერიცხებათ ანგარიშზე ყოველი
დღის ბოლოს არსებული ნაშთის გათვალისწინებით. გაიტანეთ და გამოიყენეთ თქვენი
დანაზოგი თავისუფლად ნებისმიერ დროს, სრულად ან ნაწილობრივ. დანაზოგის
ნაწილობრივ სარგებლობის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი მაინც დაგერიცხებათ.

9. ჩემი ყულაბა

"ჩემი ყულაბა" არის დაგროვების სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს


დააგროვოს ანაბარზე თანხა მარტივად სადებეტო ბარათით შესრულებული
ტრანზაქციების მიხედვით.
ნაკრები

თიბისის ნაკრები

თიბისის ნაკრები საშუალებას გაძლევს მარტივად მართო შენი ფინანსები. ნაკრებში


თავმოყრილია მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტები, რაც საშუალებას
მოგცემს კომფორტულად ისარგებლო ბანკის მომსახურებით. თავად გაქვს საშუალება
აირჩიო ნაკრები 2, 5 ან 10 საჭიროებების მიხედვით და გააერთიანო ყველა ხარჯი ერთ
ტარიფში.

სტუდენტის ნაკრები

სტუდენტის ნაკრები არის საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ერთობლიობა ,


რომელიც სტუდენტს უმარტივებს ყოველდღიურობას და მოიცავს ყველა იმ საბაზისო
საბანკო პროდუქტს, რომლებიც მას სჭირება. სტუდენტის ნაკრები განკუთვნილია 18-
დან 23 წლის ჩათვლით ასაკის ფიზიკური პირებისთვის.

მოსწავლის ნაკრები

მოსწავლის ნაკრები მოიცავს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომელიც მოსწავლეს


და მის მშობლებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას. მოსწავლის ნაკრები
განკუთვნილია 6-დან 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირებისთვის.

ციფრული ბარათი
თიბისის და ვიზას მომხმარებლებისთვის ციფრული ბარათი ხელმისაწვდომია, როგორც
ონლაინ ასევე სავაჭრო ობიექტებში გადახდისთვის. ციფრული ბარათი პლასტიკური
ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი
გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების
გამოყენებით, ელექტრონულ კომერციაში და ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

სადებეტო ბარათი "მიქსი"

უსახელო/არაპერსონიფიცირებული (არ არის მითითებული კლიენტის სახელი და გვარი


ბარათზე) ან სახელიანი/პერსონიფიცირებული MasterCard Standard საერთაშორისო
სადებეტო ბარათი, რომელიც გამოიყენება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ:

ნებისმიერი ბანკის ბანკომატში, ნებისმიერ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, ელ.


კომერციაში.

ბარათი არის წინასწარ დამზადებული და კლიენტს შეუძლია აიღოს თიბისი ბანკის


ნებისმიერ ფილიალში თუ სერვის ცენტრში მოთხოვნისთანავე და არ მოუწევს
ფილიალში განმეორებით მოსვლა. ამასთან, ბარათი ავტომატურად აქტიურდება გაცემის
მომენტში და კლიენტს შეუძლია ბარათის მაშინვე გამოყენება.

ბარათის ვადა - 4 წელი

ბარათის ტიპი - MC Standard

ბარათის ვალუტა - ლარი/დოლარი/ევრო.

ერთგული ბარათი

ერთგული ბარათის საშუალებით შესაძლებელია ისარგებლოთ 55 დღიანი უპროცენტო


საშეღავათო პერიოდით.
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკში პროფესიული პრაქტიკის პერიოდში შევისწავლე ოპერატორის სამუშაო
პროცესი, მისი ფუნქცია-მოვალეობები. ოპერატორი თავის კლიენტებს სთავაზობს
სხვადასხვა მომსახურებას, რომელიც უკვე არსებულ თიბისის მომხმარებელს ან ახალ
კლიენტს უმარტივებს ისეთი ტრანზაქციების შესრულებას, რომელიც მომხმარებელს
დამოუკიდებლად არ შეუძლია. როგორც ვიცით ბანკი ვერ მოგვემსახურება ჩვენი
პირადობის მოწმობის გარეშე.

რაც შეეხება იმ მომსახურებებს თუ რისთვის მოდიოდნენ კლიენტები ოპერატორთან


ესენია:

ბარათის შეკვეთა

გზავნილის აღება

განვადების გაკეთება

სამომხმარებლო სესხის გაცემა


რამდენიმე სეახის გადარფა/გაერთიანება

ანაბრის გახსნა

საშემოსავლოს და საპენსიოს ჩარიცხვა

სახელფასოს გახსნა

საკუთარი სეიფის ანგარიშზე თანხის შენახვა

უცხო ქვეყნის მოქალაქის დარეგისტრირება და მისთვის ბარათის გახსნა.

რაც შეეხება პროგრამებს თუ რა ქვია იმ პროგრამებს სადაც თიბისის თანამშრომლები


მუშაობენ ესენია:

გზავნილების პროგრამა- umts

თანხის შეტანა გატანა გადარიცხვა, კლიენტების მოსაძიებლად, ბარათების , ანგარიშებს-


b6 იგივე ოდებე

ტოტალიზატორებისთვის, საქართველოს ლატარია- money cash out

კომუნალურებისთვის- mps

სესხებისთვის,განვადებებისთვის- loss

სმს რეგისტრაცია, ინტერნეტ ბანკის განახლება, სატარიფო პაკეტები- bpm

ინტრანეტი- შიდა ნეტი, თანამშრომლებისთვის. აქ ისინი ხედავენ ინფორმაციას


ერთმანეთის შესახებ.

SWOT ანალიზი
ანალიზი ეს არის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდი, რომელიც აფასებს კომპანიის
მდგომარეობას. ამ ანალიზის გაკეთების დროს განიხილება ორგანიზაციის ძლიერი,
სუსტი მხარეები, ასევე შესაძლებლობები და საფრთხეები. რაც შეეხება უშუალოდ
თიბისი ბანკის მიმართ ჩემეულ ანალიზს გამოიყურება ასე:

S- არსებული თანამშრომლების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი ხარისხი.

W- პროფესიონალი კადრების დენადობა, მომსახურე პროცესის პრობლემები.


O- ბაზარზე წილის გაზრდა, ახალი მომხმარებლების შეძენა, ინოვაციური პროექტების
განხორციელება.

T- მაღალი კონკურენცია, პროფესიონალი კადრების სიმცირე, მომხმარებლების


დაკარგვა.

სტრატეგიული განვითარების გეგმა


სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, რომ ვისაუბროთ ჩემი აზრით თიბისი ბანკს
სჭირდება სიახლე და ახალი სეგმენტი, ასეთია პენსიონერები. ახალი სეგმენტი
მომგებიანია ყოველთვის. შემდეგი ჩემი აზრით სტრატეგიული განვითარებისთვის
თიბისი ბანკისთვის კარგი იქნება თუ შექმნის ახალ ბრენდს (SOLO-ს მსგავსს), რომელიც
იქნება მთლიანად მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე გათვლილი, რათა შესთავაზოს
უნიკალური მომსახურება. ბოლოს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მოიზიდავს
სხვა ბანკის მომხმარებლების დიდ ნაწილს ეს არის სესხზე ნაკლები პროცენტის
შეთავაზება.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თიბისი ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი
მოთამაშე ქართულ საბანკო სფეროში. ბანკი ქვეყანაში ოპერირების დღიდან აქტიურადაა
დაკავებული სოციალური პასუხისმგებლობით, რითაც ნამდვილად გამოირჩევა
კონკურენტებისგან, მხოლოდ ბოლო წლების მაგალითები რომ გავიხსენოთ ერთ-ერთი
მათი პროექტია „წერექართულად“,Statusdonates.ge საქველმოქმედო
ონლაინპლატფორმაა, რომელიც, თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების
სახელით, ხელს უწყობს ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში. მისი მხარდაჭერა
კულტურისადმი. ლიტერატურული პრემია საბა, ყველა ქართველისადმი საამაყო
სპორტის რაგბის ხელშეწყობა და „რაგბი ჩვენი თამაშია“.

ბანკი ორიენტირებულია მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად გაუწიოს


მომსახურება თავის კლიენტებს. თანამშრომლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა
და ყურადღებით.

პრაქტიკის მანძილზე ამომწურავად მივიღე ინფორმაცია ბანკის საქმიანობის შესახებ,


გავეცანი საბანკო პროცესებს, დავამყარე მეგობრული ურთიერთობა დასაქმებულ
პერსონალთან, ავისრულე სურვილი გამეგო რა ხდება ბანკის შიდა სამზარეულოში,
მენახა თუ როგორია თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესი, გავიცანი ბანკის
სტრუქტურა შიგნიდან, იმ მხრიდან საიდანაც მომხმარებელი ვერ შეძლებს მის დანახვას.

მივიღე გამოცდილება თუ როგორ გადავჭრათ პრობლემები სწრაფად, როგორ შეიძლება


დიპლომატიური გზით განაწყენებულ ადამიანთან საერთო ენის გამოძებნა და მისი
დამშვიდება.

რეკომენდაციები
რაც შეეხება რეკომენდაციებს ერთ-ერთია, რომ მოახერხოს და შეაჩეროს კადრების
დენადობა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თიბისი ბანკის პრობლემა არ არის და ქვეყნის
პრობლემაა, თუმცა მაინც შეეცადოს მაქსიმუმი გააკეთოს რათა მოახერხოს
პროფესიონალი კადრების შენარჩუნება. შემდეგი რეკომენდაცია ეს არის მომსახურების
ხარისხის მუდმივი განვითარება, მიუხედავ იმისა, რომ თიბისი ამას ასე თუ ისე აკეთებს,
მაინც მოვუწოდებდი, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ბოლოს რაც
შემიძლია ვთქვა რეკომენდაციის სახით ეს არის- მომხმარებლის კმაყოფილების
გაზომვის სიღრმისეული მეთოდის დანერგვა. ერთ-ერთი ამის მეთოდი შეიძლება იყოს
„იდუმალი მყიდველის“ მეთოდი ან ბანკის მომხმარებლების გამოკითხვა თუ როგორი
კმაყოფილები არიან ბანკის მომსახურებით.

You might also like