You are on page 1of 7

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება

ბაკალავრიატი: კურსი 4

სტუდენტი: ნინო შავლაძე

პროფესიული პრაქტიკის ანგარიში

ქუთაისი 2022

1
სარჩევი

თიბისი ბანკის ისტორია.............................................................................................................3

2
თიბისი ბანკის ისტორია

1992 წლის 17 დეკემბერს ორი ქართველი ბიზნესმენის (მამუკა ხაზარაძისე და ბადრი


ჯაფარიძე) თაოსნობით დაფუძნდა სააქციო საზოგადოება ‘’თიბისი ბანკი’’. ის
უნივერსალური ბანკია საქართველოში 370 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით
და 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებით. ბანკი ემსახურება 1,000,000-მდე
მომხმარებელს ოთხ ბიზნეს-სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო
ბიზნესი და მიკრო-საფინანსო საბანკო მომსახურება (რომელიც ხორციელდება
შვილობილი კომპანია, ბანკი „კონსტანტას" საშუალებით).

სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან - თბილისის ბიზნეს ცენტრი - არის
დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი
ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა.

1993 წლის 20 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (“სებ”) ლიცენზია (ზოგადი


საბანკო მომსახურების ლიცენზია #85) გასცა, ხოლო 1993 წლის მაისში ბანკს კიდევ ერთი
ლიცენზია მიენიჭა, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო ოპერაციების წარმოებას.

1995 წელს ბანკს ჰქონდა 1 ფილიალი და 29 თანამშრომელი, ხოლო ჯამური აქტივები


შეადგენდა 1.4 მლნ აშშ დოლარს.

1996 წლის ივნისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება "Coopers


& Lybrand"-ის მიერ.

 Coopers & Lybrand - საერთაშორისო საბუღალტრო ფირმა.

ამავე წლის აგვისტოში TACIS-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა პირველი საკრედიტო
ხელშეკრულება.

 TACIS (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States) -


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტექნიკური დახმარების პროგრამა,
რომელსაც ახორციელებს ევროკომისია.

3
დეკემბერში კი თიბისი ბანკმა დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. გაიხსნა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი საკრედიტო ხაზი -
3 მილიონი აშშ დოლარი.

1997 წელს თიბისი ბანკმა პირველი სადებეტო ბარათი გამოუშვა.

 სადებეტო ბარათი - ბარათი, რომლის საშუალებით შესაძლებელია მიმდინარე


ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა. განაღდება ყველა ადგილობრივ და
საერთაშორისო ბანკებსა და ბანკომატებში. უნაღდო ანგარიშსწორება ყველა
ადგილობრივ. საერთაშორისო ობიექტსა და ინტერნეტში.

1998 წლის თებერვალში გაიხსნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)


საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც კვლავ მიმართული იყო მცირე და
საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე.

17 მარტს თიბისი ბანკსა და EBRD-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოში


"აკრედიტივების ხელშემწყობი პროექტის" განხორციელების თაობაზე, 2 მილიონი აშშ
დოლარის ოდენობით. პროექტი ეხმარებოდა საქართველოში ვაჭრობის განვითარებას და
ახალი კომერციული კონტაქტების ჩამოყალიბებას.

 EBRD (The European Bank for Reconstruction and Development) - ევროპის


რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

16 აპრილს გაიხსნა გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG)


საკრედიტო ხაზი - 3 მილიონი გერმანული მარკა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის

განვითარებას მოხმარდა.

1999 წელს თიბისი ბანკი გადავიდა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე.

4
17 აგვისტოს EBRD-ის "აკრედიტივების ხელშემწყობი პროექტის" თანხა გაიზარდა 2
მილიონი აშშ დოლარით. ამასთან, EBRD გარანტორად დაუდგა თიბისი ბანკს პირველი
კლასის ბანკების წინაშე.

მაისში თიბისი ბანკმა მონაწილეობა მიიღო "საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის"


(დღევანდელი "პროკრედიტბანკი") დაფუძნებაში.

2000 წლის 2 თებერვალს გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიის (DEG)


მიერ თიბისი ბანკისთვის მოხდა მეორე საკრედიტო ხაზის - 2 მილიონი ევროს გამოყოფა.

26 მაისს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის ინვესტიციებისა და


განვითარების კომპანია (DEG) თიბისი ბანკის აქციების 10-10 პროცენტის მფლობელნი
გახდნენ.

სექტემბერში Thomson Financial Bankwatch-მა თიბისი ბანკს საერთაშორისო რეიტინგი


მიანიჭა. ეს იყო ქართული კომპანიისათვის საერთაშორისო რეიტინგის მინიჭების
პირველი შემთხვევა.

2001 წლის 8 მაისს თიბისი ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპენსიო


სადაზღვევო ჰოლდინგის (GPI ჰოლდინგი) დაფუძნებაში. GPI ჰოლდინგი პირველი
სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს საპენსიო დაზღვევა
შესთავაზა.

13 ივნისს გამომცემლობამ "ჯორჯიან თაიმს" და მარკეტინგული კვლევის კომპანიამ


"გორბი" დაასახელეს თიბისი ბანკი 2001 წლის საუკეთესო ქართულ კომპანიად.

3 სექტემბერს თიბისი ბანკი Financial Times Group-ის ჟურნალ "The Banker"-ის


ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის
დასახელდა.

2002 წელს თიბისი ბანკმა განაახლა კორპორატიული ვებ გვერდი

5
14 მარტს გაიხსნა თიბისი ბანკის ფილიალი თელავში. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის,
ქუთაისისა და ფოთის შემდეგ ეს თიბისი ბანკის მე-5 ფილიალი იყო რეგიონებში.

13 ივნისს გამომცემლობა "Georgian Times"-ისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია


"გორბის" მიერ თიბისი ბანკი 2001 წლის საუკეთესო ქართულ კომპანიად დასახელდა.

დეკემბერში თიბისი ბანკს მიენიჭა ეურომარკეტ ფორუმ-2002-ის (Euromarket Forum-2002)


პრიზი.

2003 წელს თიბისი ბანკმა დაარსა ლიტერატურული პრემია ‘’საბა’’.

 პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და


წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

23 მაისს კომპანია "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ფონდი" თიბისი ბანკის


აქციათა 25%-ის მფლობელი გახდა.

19 დეკემბერს თიბისი ბანკსა და EBRD-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 6 მილიონი აშშ


დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე. ეს იყო პირველი
ინვესტიცია საქართველოს კომერციულ სექტორში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის"
შემდეგ.

2008 წელს თიბისი ბანკმა 5 მილიონი ლარი შეიტანა "თიბისი ფონდში" დაზარალებულთა
დასახმარებლად.

2012 წელს პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა ინტერნეტ


ბანკის აპლიკაციები iPhone-ების, Android-ებისა და სხვა Smartphone-ებისათვის.

ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დააჯილდოვა ერთდროულად ორ ნომინაციაში:


ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც "საუკეთესო
ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი", ხოლო საქართველოს მასშტაბით,
როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი". თიბისი ერთადერთი ბანკია

6
საქართველოში, რომელიც დაჯილდოვდა ამ ნომინაციებში და მიიღო რეგიონალური
აღიარება.

2014 წელს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა
დაიწყო.

2013 წელს თიბისი ბანკმა დანერგა პირველი iPad ბანკის აპლიკაცია საქართველოში.

ჟურნალმა "Global Finance" თიბისი ბანკი დააჯილდოვა, როგორც საუკეთესო ინტერნეტ


ბანკი.

2018 წელს საერთაშორისო გამოცემამ Global Finance თიბისი სოციალური მედიის


მარკეტინგსა და სერვისებში, მსოფლიოში, საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი" სტრატეგიული პარტნიორობის


ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

You might also like