You are on page 1of 18

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

რეფერატი თემაზე: მსოფლიო ბანკი


ხელმძღვანელი: თ.ყანდაშვილი
რეფერატის ავტორები: თეიმურაზ
სინატაშვილი, გიორგი ლეჟავა, თეო
მაისურაძე

თბილისი 2018
რეფერატში განხილული თემები

1. მსოფლიო ბანკი--------------------------------------------------------------------------3
2. მსოფლიო ბანკის ისტორიული რაკურსი---------------------------------------------3
3. მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები-----------------------------------4
4. რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი(IBRD)-------------5
5. საერთაშორისო ფინანასური კორპორაცია (IFC)-------------------------------------6
6. განვითარების საერთაშოორისო ასოციაცია (IDA)-----------------------------------6
7. ინვესტიციური დარეგულირების საერთაშორისო ცენტრი (ICSID)---------------7
8. ინვესტიციების გარანტიის მრავალმხრივი სააგენტო (MIGA)---------------------7
9. მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ურთიერთობა-------------------------------8
10. მსოფლიო ბანკის პროექტების ფინანსური და რაოდენობრივი ანალიზი
საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში----------------------------------------9
11. დასკვნა---------------------------------------------------------------------------------- 17
12. გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------------------18

2
მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი — საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომლის შექმნის


მიზანიც განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარებაა.
თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში ბანკმა განიცადა სხვადასხვა
სტრუქტურული ცვლილება, ამიტომ ტერმინ მსოფლიო ბანკის ქვეშ სხვადასხვა
დროს სხვადასხვა ორგანიზაციები მოიაზრებოდა. თავდაპირველად მსოფლიო
ბანკი ასოცირდებოდა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკთან, რომლის მიზანიც დასავლეთ ევროპისა და იაპონიისთვის მეორე
მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური დახმარება იყო. ხოლო,
მოგვიანებით, 1960წელს შეიქმნა განვითარების საერთაშორისო ასოციაცია,
რომელმაც მსოფლიო ბანკის ფუნქციების ნაწილი იტვირთა.
ამჟამად მსოფლიო ბანკი თავის მხრივ ორ ორგანიზაციას მოიაზრებს,
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და განვითარების
საერთაშორისო ასოციაციას. მოგვიანებით მას შეურთდა კიდევ სამი
ორგანიზაციაც, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება ევალებათ,
ესენია: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, მრავალმხრივი საინვესტიციო
გარანტიების სააგენტო და საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო
ცენტრი. საერთო ჯამში ერთიანდება ხუთივე ორგანიზაცია და ეწოდება მსოფლიო
ბანკის ჯგუფი.

მსოფლიო ბანკის ისტორიული რაკურსი

მსოფლიობანკი გაეროს (UN) საეთაშორისო ფინანსური და სპეციალიზებული


ინსიტუტია, რომლის მიზანიამსოფლიოში ცხოვრების დონის ამაღლება და
სიღარიბის დაძლევა, რასაც ის ახორციელებს კრედიტებისგაცემით განვითარებად
სახელმწიფოებზე. გარდა ამისა,მსოფლიო ბანკი არის მსოფლიო ბანკისჯგუფის
(WBG) და გაეროს განვითარების ჯგუფის საპატიო წევრი.ფუძემდებლური
ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ბანკი ორიენტირებულია მდგრად
განვითარებასა და სხვადასხვა სახის ინვესტიციების წახალისებაზე.მისი
უმაღლესი ორგანოა მმართველთასაბჭო, ხოლო ოპერატიულ სამუშაოებს
ახორციელებს დირექტორატი. მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებებიმიიღება
კენჭისყრით, თითო სახელმწიფოს ხმის „წონა“დამოკიდებულია მისი წილობრივ
შენატანზებანკის საფინანსო რესურსებში. დღევანდელი მონაცემებით ყველაზე
მძიმე წონიანი სახელმწიფოებია[1]: აშშ (15.85%), იაპონია( 6.8%),ჩინეთი
(4.4%),გერმანია(4%), საფრანგეთი (3.75%), ბრიტანეთი (3.75%) და ინდოეთი(
2.9%). აშშ-ს მძიმე „წონიანობა“განსაზღვრავს მსოფლიო ბანკში მის ყველაზე დიდ
უპირატესობას.მას საშუალება აქვს ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაადოს „ ვეტო“
და დაბლოკოს მმართველის საბჭოს გადაწყვეტილება.იმ თვალსაზრისით,რომ
მსოფლიო ბანკის მომხმარებელთა უმეტესობა განვითარებადი ქვეყანაა,
მიუხედავათ ამისა, აშშ-ს განუსაზღვრელიუფლება მმათველს საბჭოში დღესაც
განხილვის საგნად რჩება.

3
მსოფლიობანკი შეიქმნა ბრეტონ-ვუდსის 1944 წლის ხელშეკრულების
საფუძველზე, მაშინ როდესაც ჩამოყალიბდაკიდევ სამი მნიშვნელოვანი
ინსტიტუტი, მათ შორის მსოფლიო სავალუტო ფონდი(IMF). ამ
უკანასკნელშიგაწევრიანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა
სახელმწიფოსთვის რომ გახდეს მსოფლიობანკის წევრიც. მიუხედავად იმისა, რომ
ბრეტონ-ვუდსონის კონფერენციას სხვა სახელმწიფოებიცესწრებოდა,
ხელშეკრულების ორგანიზება ორმა, იმ დროს ყველაზე ძლიერმა
სახელმწიფოებმააშშ-მ და ბრიტანეთმა მოახერხა. დღესდღეობით მსოფლიო ბანკში
180-ზე მეტი სახელმწიფოაგაწევრიანებული.
მსოფლიობანკს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ტრადიციულად
ამერიკელია.[2]დღესდღეობითმსოფლიო ბანკის მმართველი პირი, კორეული
წარმოშობის ჯიმ იონ კიმია.
მსოფლიოსავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სათაო ოფისები, ორივე
ვაშინგტონშია(D.C.)[3] და მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან.
მსოფლიობანკმა პირველად სესხი საფრანგეთზე გასცა 1947წელს 250 მლნ
დოლარის რაოდენობით.საფრანგეთი იძულებული აღმოჩნდა დათანხმებოდა
მსოფლიო ბანკის მთელ რიგ მოთხოვნებს, რადგან მეორე მსოფლიო ომისშემდეგ
ის ყველაზე დასუსტებული სახელმწიფო აღმოჩნდა დასავლეთ ევროპაში,
რომელიც საჭიროებდაფინანსურ დახმარებას. საფრანგეთს უნდა შეენარჩუნებინა
საბიუჯეტო ბალანსი და დახმარებაგაეწია სახელმწიფოს ყველაზე სუსტი
ორგანოებისთვის. საფრანგეთის ქმედებებს ზედმიწევნითუწევდა მონიტორინგს
მსოფლიო ბანკის მომსახურე პერსონალი, რომელიც აკონტროლებდა
ქვეყნისქმედებებს ფინანსების გამოყენებასთან მიმართებაში.გარდა ამისა,
საფრანგეთზე სესხისგაცემის წინაპირობად აშშ-ს დეპარტამენტის მხრიდან
ქვეყანაში კომუნისტური პარტიის გაუქმებაა ღმოჩნდა. საფრანგეთმა შეასრულა
დონორი სახელმწიფოს მოთხოვნა და ამის შემდეგ მიიღოფინანსური დახმარება.
მარშალისგეგმის ამოქმედების შემდეგ ევროპულმა სახელმწიფოებმა
შემოსავლების ძიება სხვადასხვაგზით დაიწყეს, რა დროსაც მსოფლიო ბანკის
ძირითადი ყურადღება უკვე, არაევროპულ სახელმწიფოებსდაეთმო.1968 წლამდე
სესხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხმარდებოდა,
როგორიციყო: საზღვაო პორტების, საგზაო სისტემების, ელექტროსადგურების
მშენებლობა-განახლება,რომლებიც შემდგომში უნდა გამხდარიყო
სახელმწიფოსთვის დასაყრდენი საშემოსავლო წყარო,რისი მეშვეობითაც ის
დაფარავდა მსოფლიო ბანკისგან აღებულ კრედიტს.

მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები


მსოფლიო ბანკი საკრედიტო ინსტიტუტებს შორის ყველაზე პოპულარული
ინსტიტუტია. ცნობილია „მსოფლიო ბანკის“ შემადგენელი სხვადასხვა
ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის ოდენობა. ახლანდელი პაკეტი, რომელიც
დონორთა კონფერენციის შემდეგ შემუშავდა, 875 მილიონ დოლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკი, რეალურად, სამი ინსტიტუტისაგან - საერთაშორისო

4
განვითარების ასოციაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისაგან შემდგარი ჯგუფია.

ამ ბანკებს შორის ორი ძირითადი განსხვავებაა. პირველი, საერთაშორისო


განვითარების ასოციაცია, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკი კრედიტებს მთავრობას აძლევენ და არა კერძო კომპანიებს, საერთაშორისო
საფინანსო კორპორაცია კი მხოლოდ კერძო კომპანიებს. მეორე, საერთაშორისო
განვითარების ასოციაცია კრედიტებს ღარიბ ქვეყნებს ძალზე შეღავათიანი
პირობებით აძლევს, ხოლო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკი მხოლოდ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს, ოდნავ მაღალი საპროცენტო
განაკვეთით.

მსოფლიო ბანკი ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგიას ყოველ ოთხ წელიწადში


ერთხელ ამუშავებს (ამჟამად იგი ამთავრებს ქვეყნის ახალ სტარტეგიას).
ქვეყანასთან პარტნიორობის ბოლო სტრატეგიაში გამოყოფილია
ელექტროენერგიის, გზების, სასოფლო ინფრასტრუქტურის და მომსახურების,
განათლებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროები1.

ამ სესხების უმეტესობა ზემოაღნიშნულ სტრატეგიას შეესაბამება. საერთაშორისო


განვითარების ასოციაცია სესხების უმეტესობას მთავრობას პირდაპირი საბიუჯეტი
დახმარების სახით აძლევს, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის
გავლით მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებასაც უწყობს ხელს.
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი ფულის უდიდეს
ნაწილს განსაზღვრულ პრიორიტეტზე, გზებზე ხარჯავს. ვინაიდან უპირველესი
ვალდებულება მეორადი და შიდა გზების რეაბილიტაციის დაფინანსებაში
დახმარებაა, ეს დახმარება სოფლის განვითარების ვალდებულებადაც შეიძლება
ჩაითვალოს. მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გადაუხვია ამ
სტრატეგიას ომისშემდგომი ვალდებულებების ფოკუსირებით საბანკო და უძრავი
ქონების სექტორებზე, რომლებიც ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგიაში არ
არის პრიორიტეტებად განსაზღვრული. ელექტროენერგეტიკის სექტორის
დახმარება არ წარმოადგენს მთავარ საკითხს რომელიმე ამჟამად შეთანხმებულ
ომისშემდგომ გარიგებაში, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ
განაცხადა, რომ ეს სფერო მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება
მომდევნო ორი წლის განმავლობაში და დახმარება, სავარაუდოდ,
ჰიდროელექტროენერგიის სფეროს გაეწევა.

რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო


ბანკი(IBRD)

მსოფლიობანკის შექმნის დრიდან (1944 წ) ფუნქციონირებს მისი ერთ-ერთი


უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფი- რეკონსტრუქციებისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკია,( IBRD)[4] რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოებისათვის

5
კრედიტების უმსხვილეს მიმწოდებელს.ამასთანავე, გათვალისწინებულია
სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება განვითარებადდა
განვითარების დაბალ დონეზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.
ინფრასტრუქტურული დაფინანსებებისგარდა, რომელიც ითვალისწინებს
ენერგეტიკული ობიექტების, საავტომობილო გზების, ტელეკომუნიკაციებისდა ა.შ
განვითარებას, რეკონსტუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
ახორციელებს სხვადასხვა სახის ინვესტიციებს,რომელიც ეხმარება ღარიბ
სახელმწიფოებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისაბანკის
ძირითადი მიზანია ინდივიდუალურად მიუდგნენ ადამიანურ პრობლემებს და
გაუწიონპერსონალური დახმარებები.
საკრედიტოოპერაციები, რომელსაც ახორციელებს რეკონსტრუქციებისა და
განვითარების საერთაშორისობანკი, უზრუნველყოფს საკრედიტო
საშუალებებიდან, როგორიცაა: საკუთარი ფინანსური ბაზრებიმსოფლიოში და
ამასთანავე გაუნაწილებელი მოგებები და გადასახადები.კრედიტები
ძირითადადგანვითარებად სახელმწიფოებზე გაიცემა. კრედიტის გადასახადის
გადავადების მაქსიმალურივადა 5 წელია.კრედიტების გაცემა მხოლოდ და
მხოლოდ ეკონომიკურ მიზნებს ემსახურება.
საკუთარიარსებობის მანძილზე ბანკს გაცემული აქვს 26.7 მლრდ დოლარის
ოდენობის კრედიტი, რომელიცმოხმარდა 130-ზე მეტ პროექტს.
დღესდღეობითრეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში 188
წევრი სახელმწიფოა. შტაბ-ბინამდებარეობს ვაშინგტონში (D.C.)

საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია(IFC)

საერთაშორისოფინანსური კორპორაცია(IFC) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის


ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ახორციელებსეკონომიკურ რეფორმებს
განვითრებად და განვითარების დაბალ დონეზე მყოფ
სახელმწიფოებში.გარდაამისა მის პრეროგატივაში შედის კონსულტაციების
ჩატარება ნაციონალური და უცხოური ინვესტიციებისმოზიდვის
მიზნით.აღნიშნული კორპორაცია დაარსდა 1956 წლის 24 ივლისს. შტაბ-ბინა
მდებარეობსვაშინგტონში და დღესდღეობით ის 184 წევრ სახელმწიფოს ითვლის.
განვითარების საერთაშორისო ასოციაცია(IDA)

განვითარებისსაერთაშორისო ასოციაცია (IDA)[6],რომელიც მსოფლიო ბანკის


ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი სტუქტურაა, დაარსა 1960 წელს დამისი მიზანია
მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყნების დახმარება კრედიტებისა და
გრანტებისგაცემის ხარჯზე, რაც ხელს უწყობს ზემოთ ხსენებული ქვეყნებში
ეკონომიკურ განვითარებასდა ცხოვრების დონის ამაღლებას.
განვითარებისსაერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი
სადამხმარებლო გაერთიანებაა, რომელიცუზრუნველყოფს მსოფლიოში 77
უღარიბესი ქვეყნის დახმარებას, რომელთაგან 39 არის
აფრიკულისახელმწიფოები.მოცემულ ქვეყნებს ასოციაციის მხრიდან მიეცემა

6
უპრეცედენტო სესხები, რომლისდაფარვა შესაძლებელია 25-38 წლამდე ვადებში
პროცენტების დარიცხვის გარეშე.აღსანიშნავიაის ფაქტი რომ ზემოთხსენებული
ქვეყნების დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ
წევრისახელმწიფოების შემოწირულობით.
განვითარებისსაერთაშორისო ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისობანკთან (IBRD), რომელთა
აღმასრულებელ სამუშაოებს ასრულებს ერთი და იგივე მომუშავეპერსონალი,
ამასთანავე მათი სათაო ოფისები გაერთაინებულია ერთ შენობაში და
მდებარეობსვაშინგტონში, აშშ-ში.
დღესდღეობითასოციაციას ჰყავს 172 სახელმწიფო, რომელთა უმრავლესობა
განვითარების დაბალ დონეზე მყოფიქვეყნებია.

ინვესტიციური დავების დარეგულირების საერთაშორისო


ცენტრი(ICSID)

ინვესტიციურიდავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრი( ICSID)


2 წარმოადგენსსაერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტს , რომელიც ხელ უწყობს
სამართლებრივი დავების მოგვარებას საერთაშორისო მაშტაბით ინვესტორებს
შორის. ცენტრი დაარსდა 1966 წელს , როგორ ავტონომიური,მრავალმხრივი
სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს უცხოური
ინვესტიციებისსამართლებრივ გადანაწილებას და უზრუნველყოფს
არაკომერციული რისკების თავიდან აცილებასგანვითარებად ქვეყნებში. ამ
წესდებას ხელს აწერს რეკონსტრუქციებისა და განვითარებისსაერთაშორისო
ბანკის აღმასრულებელი დირექტორები და ორგანიზაციის წევრი
სახელმწიფოები.2012 წლის ხელშეკრულების თანახმად 158 ქვეყანა
შეთანხმდა,ისინი რომ დაიცავენ საერთაშორისო ცენტრის( ICSID) კონვენციით
გათვალისწინებულპირობებს და მოთხოვნებს.
დღესდღეობით ინვესტიციური დავების დარეგულირები საერთაშორისოცენტრში
159 ქვეყანაა გაწევრიანებული. შტაბ-ბინამდებარეობს ვაშინგტონში. ცენტს
ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. დღევანდელი მონაცემებითაღნიშნული
ცენტრის გენერალური მდივანი - მეგ კინერია.

ინვესტიციების გარანტიის მრავალმხრივი სააგენტო(MIGA)

ინვესტიციებისგარანტიის მრავალმხრივი სააგენტო (MIGA)[8]დაარსდა1988


წელს. ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტი, რომელიც სახელმწიფოებზე
გასცემსგარანტიას, რომ მის მიერ ჩადებული ინვესტიცია განვითარებად
სახელმწიფოებში იქნება დაზღვეულიარაკომერციული რისკებისგან.
ინვესტიციებისგარანტიის მრავალმხრივი სააგენტოს ჰყავს 181 წევრი
სახელმწიფო. მას დღევანდელი მონაცემებითხელმძღვანელობს ვიცე-პრეზიდენტი
კეიკო ჰონდა. შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში.

7
მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ურთიერთობა

საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუერდა, საერთაშორისო განვითარების


ასოციაციას კი 1993 წელს. საქართველო ერთ-ერთი „მსუბუქ წონიანი“
სახელმწიფოა მსოფლიო ბანკში. მისი ხმის „წონა“0.11%
წარმოადგენს.საქართველოს გაწევრიანების შემდეგ მსოფლიო ბანკმა 50-ზე მეტი
პროექტი დააფინანსა.დაფინანსებისმთლიანმათანხამ1.68 მილიარდი დოლარი
შეადგინა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების,გრანტების
დარეკონსტრუქციისა და განვითარებისსაერთაშორის ობანკის სესხების
სახით,რომელთა დაახლოებით 90
პროცენტიუკვეგადარიცხულია.მსოფლიობანკისმიერსაქართველოსათვისგამოყოფ
ილიდაფინანსების67 % საინვესტიციოპროექტებზემოდის,33% კი განვითარების
პოლიტიკის ღონისძიებებისფარგლებშიბიუჯეტისათვისგაწეულიდახმარებაა.
საქართველომყველაზე დიდი დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან 2010-2013
ფისკალურ წლებში მიიღო. დაფინანსების650 მლნ დოლარს
აღმატებოდა.დაფინანსების შედეგად განხორციელდა შემდეგი პროექტები: 600კი-
ლომეტრზემეტიგზისრეაბილიტაცია;შეიქმნასამუშაოადგილების – დაახლოებით
20,000 კაც– დღე;
გაუმჯობესდაბაზრებთანდასოციალურიმომსახურებისცენტრებთანმისასვლელიგ
ზები;აშენდაშვიდიახალისკოლა,სადაც4150
მოსწავლესწავლობს(მათგანთითქმისნახევარიგოგონებია)და300
მასწავლებელიმუშაობს;გარდაამისა მსოფლიო ბანკმა 2008 წლის საქართველო-
რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული 30,000 იძულებით გადაადგილებულ
პირთათვის გამოყჰო კრედითი ელემენტარული საცხოვრებელი
პირობებისშესაქმენად.
.მსოფლიობანკი დღესაც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.ამა წლის
აპრილ- მაისში აქტიურადმიმდინარეობდა სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.ეს
პროექტებია:
· აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის(ავტო-ბანის)
კეთილმოწყობის I ,II ,III პროექტი, დაფინანსდა 184.12 მლნ დოლარით2007-2009
წლები
· რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტუქტურის
განვითარებისპროექტი, დაფინანსდა 85 მლნ დოლარით 2008 წელს. პროექტი
დასრულდა 2013 წლის 30 ივნისს
· კახეთის რეგიონული გზების კეთილმოწყობის პროექტი 30მლნ დოლარით
2009 წლის დეკემბერში. პროექტი დასრულდა 2013 წლის ივნისში
· განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები, დაფინანსდა175 მლნ დოლარით
2009 წელს.პროექტი დასრულდა 2011 წლის 31 მარტს
გარადა ამისამსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანმა სტუქტურებმა,
როგორიცაა საერთაშორისო განვითარების ასოციაცია და რეკონსტრუქციისადა
განვითარების საერთაშორისო ბანკმა დააფინანსა კიდევ რამდენიმე პროექტი
რომელიც საქართველოსმთავრობის მიერ ჯერ არ განხორციელებულა. მათ შორის
არის:

8
· რეგიონალური განვითარების პროექტი, რომელიც დაფინანსდა60 მლნ
დოლარით 2012 წლის 20 მარტს. პროექტის დასრულების თარიღად მიჩნეულია
2016 წლის31 დეკემბერი
· შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტი,რომელიც
დაფინანსდა 2012 წელს 70 მლნ დოლარით. პროექტის დასრულების თარიღად
მიჩნეუილია2017 წლის 30 ივნისი.
როგორც განვითარებადისახელმწიფო, საქართველო იძულებულია აიღოს
კრედიტები მსოფლიოს სხვადასხვა სტუქტურებისათუ მეგობარი
სახელმწიფოებისაგან, რათა მოახერხოს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ
ინფრასტრუქტურულიგანვითარება.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მსოფლიოს მაშტაბით 11-ზე მეტი
„მევალე“ ჰყავს. მათ შორის კი შეღავათიანისესხების გაცემის კუთხით მსოფლიო
ბანკი საქართველოს უდიდესი კრედიტორი ინსტიტუტია.

ცხრილის თანახმად საქართველოს საგარეო ვალის შეადგენს:

საქართველოს საგარეო ვალი

სხვა მსოფლიო ბანკის კრედიტები


IFAD
EBRD 10%
იაპონია
-1%
1%
თურქეთი
აშშ 2% ევროობლიგაციები
2% 2%
ევროკავშირი მსოფლიო ბანკის
საერთაშორისო სავალუტო
4% კრედიტები
გერმანია ფონდი
40%
8% გერმანია
საერთაშორისო
სავალუტო ფონდი
10% ევროკავშირი

ევროობლიგაციები აშშ
21%

მსოფლიო ბანკის პროექტების ფინანსური და რაოდენობრივი


ანალიზი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში

კავკასიის რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ


განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გაანალიზებულ იქნას
იმ პროექტების რაოდენობრივი და ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც
საქართველოში, მსოფლიო ბანკის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის
ფარგლებში (IDA) იქნა განხორციელებული. იმისათვის, რომ პროექტის ფინანსური
თუ რაოდენობრივი მაჩვენებლები დინამიკაში დავინახოთ, საჭიროა რამდენიმე
წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დაკვირდვება. შესაბამისად,
დაკვირვების პერიოდად განისაზღვრა 2009-2012 წლები და მსოფლიო ბანკის მიერ

9
ოფიციალურად გაცხადებული მაჩვენებლები 2013 წლის ორი კვარტლის შემდგომ
პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის რეგიონის მიმართ მსოფლიო ბანკის
(IBRD, IDA) პოლიტიკა და საქმიანობა საკმაოდ დინამიურია განსაკუთრებით იმ
სფეროებში, რომელიც პოტენციურად საინტერესოა მსოფლიო ბანკის
საქმიანობისათვის. აღნიშნული სფეროებიდან უპირატესი ინფრასტრუქტურაა,
რომელიც კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის და რეგიონის ყველა
ქვეყნისთვის მნიშნელოვანია, როგორც სოციალური, ისე ბიზნესის განვითარების
მიმართულებით.

უფრო დეტალურად განვიხილოთ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული


პროექტების რაოდენობრივი და ფინანსური მაჩვენებლები 33 ჯერ ცალკეული
ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) დონეზე და შემდგომ გავაკეთოთ
მისი შედარებითი ანალიზი.

საქართველო

კვლევაში 2009-2013 წლების მაჩვენებლებია მოცემული, რომელიც პროცესების


დინამიკაში ანალიზის საშუალებას მოგვცემს. პირველ რიგში, გადავხედოთ
მსოფლიო ბანკის მიერ 2009-2013 წლების განმავლობაში საქართველოში
განხორციელებული პროექტების რაოდენობრივი მაჩვენებელს:

დიაგრამა 1. წყარო : მსოფლიო ბანკი

დიაგრამიდან ჩანს, რომ მხოლოდ 2011 წელი შეიძლება ჩაითალოს ნაკლებ


აქტიურად საქართველოს და მსოფლიო ბანკის ურთიერთობაში. სხვა დანარჩენ
პერიოდში აქტივობა მაღალია.
დინამიურობის განხილვისთვის პროექტების რაოდენობრივი ანალიზი საკმარისი
არ არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტია პროექტების ფინანსური
უზრუნველყოფის შესწავლა: კერძოდ, რა მოცულობის პროექტებია
დაფინანსებული მსოფლიო ბანკის მხრიდან. აღნიშნული შედარება, უფრო 34
სრულყოფილ წარმოადგენს რეგიონის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის მიერ
განხორციელებულ საქმიანობას.
შინაარსობრივად მსოფლიო ბანკის პროექტების დიდი ნაწილი საქართველოს
შემთხვევაში მიმართულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

10
მოწესრიგების მიმართულებით (დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
მსოფლიო ბანკის დოკუმენტი INTERNATIONAL BANK FOR RECONSTRUCTION
AND DEVELOPMENT AND THE INTERNATIONAL DEVELOPMENT ASSOCIATION
AND INTERNATIONAL FINANCE CORPORATION COUNTRY PARTNERSHIP
STRATEGY FOR GEORGIA For the Period FY 10‐FY 13 August 1 1,2009). პროექტების
საერთო მოცულობაში დიდი წილი უჭირავს აღმოსავლეთ‐დასავლეთის
მაგისტრალის მოწესრიგებას, რაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ ღირებული და
მნიშვნელოვანი პროექტია. შევისწავლოთ მსოფლიო ბანკის მიერ 2009-2013 წლებში
საქართველოში განხორციელებული პროექტების ფინანსური მაჩვენებელი:

დიაგრამა ხაზს უსვამს ერთ ტენდენციას: მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო


ბანკის მიერ 2009-2010-2012 წელს თანაბარი ოდენობის პროექტები განხორციელდა
საქართველოში, წლების მიხედვით დაფინანსების მოცულობა ერთმანეთისაგან
საკმაოდ განსხვავებულია (დეტალური ინფორმაციისათის იხილეთ მსოფლიო
ბანკის დოკუმენტი The World Bank Group ‐ Georgia Partnership Country Program
Snapshot, April 2013). ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბანკის მიერ
საქართველოში 2011 წელს - ორი, 2013 წლის 35 განახლებული მონაცემების
მიხედვით კი, უკვე სამი პროექტია დაფინანსებული. თუმცა, 2011 წელს მსოფლიო
ბანკის მიერ ორ პროექტზე გამოყოფილ იქნა გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ეს 2013
წელს სამი პროექტისთვის ფიქსირდება.
თანხობრივი მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში
განხორციელებული პროექტების პიკი იყო 2010 წელი. აღნიშნულ პერიოდში
გამოყოფილი დაფინანსება მნიშვნელოვნად აღემატება სხვა წლების ანალოგიურ
მაჩვენებელს.

სომხეთი

11
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს
სომხეთთან ქვეყნისათვის საჭირო სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით.
გადავხედოთ მსოფლიო ბანკის მიერ 2009-2012 წლების განმავლობაში სომხეთში
განხორციელებული პროექტების რაოდენობრივ მაჩვენებელს (2013 წლის ორი
კვარტლის მონაცემებში, საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკი სომხეთს
არ მოიხსენიებს):

2009-2012 წლების მონაცემების ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ მსოფლიო


ბანკისათვის (IBRD, IDA) სომხეთში განხორციელებული პროექტების
რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე აქტიური 2009 წელი იყო.

მსოფლიო ბანკმა სწორედ 2009 წელს განახორციელა 7 პროექტი სომხეთში.


შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს მსოფლიო ბანკს საქართველოში
მხოლოდ ოთხი პროექტი აქვს განხორციელებული.
2009 წლის შემდგომ 2010‐2011 წლებში მსოფლიო ბანკმა სომხეთში 6‐6 (სულ 12)
პროექტი განახორციელა, რაოდენობრივი კუთხით საქართველოში მსოფლიო
ბანკმა 2010 წელს 4 პროექტი, ხოლო 2011 წელს მხოლოდ ორი პროექტი
განახორციელა (აღნიშნულ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ
მსოფლიო ბანკის დოკუმენტი INTERNATIONAL BANK FOR RECONSTRUCTION
AND DEVELOPMENT INTERNATIONAL DEVELOPMENT ASSOCIATION
INTERNATIONAL FINANCE CORPORATION COUNTRY PARTNERSHIP STRATEGY
FOR THE REPUBLIC OF ARMENIA For the Period of FY09‐FY12 May 12, 2009).

მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობრივი


მაჩვენებლის შედარებითი ანალიზით თუ ვიმსჯელებთ, 2012 წელი სომხეთში
შედარებით პასიური იყო, ვინაიდან მხოლოდ ხუთი პროექტი განხორციელდა.
თუმცა, აქვე უნდა მივუთითოთ რომ, საქართველოში 2009-2012 წლების
განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ ოთხ პროექტზე მეტი არც ერთ წელს არ
განხორციელებულა.

12
სრული ანალიზისათვის შევადაროთ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული
პროექტების ფინანსური მოცულობები სომხეთსა და საქართველოში ერთსადაიმავე
პერიოდში.
გადავხედოთ მსოფლიო ბანკის მიერ 2009-2012 წლების განმავლობაში სომხეთში
განხორციელებული პროექტების ფინანსურ მაჩვენებელს:

დიაგრამიდან ჩანს, რომ სომხეთში მსოფლიო ბანკის მიერ ყველაზე მსხვილი


დაფინანსება განხორციელდა 2011 წელს (მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის
მიერ სომხეთში ყველაზე მეტი პროექტი (7) 2009 წელს განხორციელდა). 2011 წელს
დაფინანსების მოცულობამ 163 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა შედარებისათვის
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში 2011 წელს
დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებულება 95 მილიონ აშშ დოლარს არ
აღემატებოდა.
სხვა სურათია 2009 წლის მონაცემებით. აღნიშნულ წელს სომხეთში მსოფლიო
ბანკმა შვიდი პროექტის განხორციელებისათვის 131.5 მილიონი აშშ დოლარი
დახარჯა, მაშინ, როდესაც საქართველოში ამავე წელს მსოფლიო 38 ბანკმა
განახორციელა მხოლოდ ოთხი პროექტი და პროექტების ჯამურმა დაფინანსებამ
170 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2010 წელს სომხეთში მსოფლიო ბანკმა 6 პროექტი დააფინანსა. დაფინანსებული
პროექტების საერთო მოცულობამ 147.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე
პერიოდში 2009 წლის მსგავსად, მსოფლიო ბანკმა საქართველოში მხოლოდ ოთხი
პროექტი დააფინანსა, თუმცა, დაფინანსების საერთო მოცულობამ 290 მილიონი აშშ
დოლარი შეადგინა.
2012 წელს სომხეთში მსოფლიო ბანკმა 2009-2012 წლებში ყველაზე ცოტა, ხუთი
პროექტი დააფინანსა და ჯამურად 125.82 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ამავე

13
წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოში კვლავ ოთხი პროექტი დააფინანსა და
დაფინანსების ჯამურმა ოდენობა 213 მილიონი აშშ დოლარი იყო.

აზერბაიჯანი

მსოფლიო ბანკის მიერ 2009-2013 წლების განმავლობაში აზერბაიჯანში


განხორციელებული პროექტების რაოდენობრივი მაჩვენებელი ასეთია:

დიაგრამიდან ჩანს, რომ აზერბაიჯანში მსოფლიო ბანკის მიერ


განხორციელებული პროექტების რაოდენობის მიხედვით პიკი 2011 წელია და ეს
მაჩვენებელი მხოლოდ სამს შეადგენს. შედარებისათვის გავიხსენოთ, რომ 2011
წელს მსოფლიო ბანკის მიერ სომხეთში ექვსი, ხოლო საქართველოში - ოთხი
პროექტი განხორციელდა.
ზოგადად, აზერბაიჯანი მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების
რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით მნიშვნელოვნად ჩამორჩება
საქართველოსაც და სომხეთსაც. ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა მსოფლიო
ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების ფინანსური მაჩვენებლის კუთხით
(დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მსოფლიო ბანკის დოკუმენტი
INTERNATIONAL BANK FOR RECONSTRUCTION AND DEVELOPMENT AND THE
INTERNATIONAL DEVELOPMENT ASSOCIATION AND INTERNATIONAL
FINANCE CORPORATION COUNTRY PARTNERSHIP STRATEGY FOR AZERBAIJAN
For the Period FY 11‐14 September 15, 2010).

განვიხილოთ მსოფლიო ბანკის მიერ 2009-2013 წლების განმავლობაში


აზერბაიჯანში განხორციელებული პროექტების ფინანსური მაჩვენებელი:

14
წარმოდგენილი ციფრების ანალიზიდან ჩანს, რომ მსოფლიო ბანკმა ყველაზე
დიდი დაფინანსება აზერბაიჯანში განახორციელა 2010 წელს და აღნიშნულმა
თანხამ 241.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის - 2010 წელს
საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებამ შეადგინა 295 მილიონი აშშ
დოლარი, ხოლო სომხეთში 147 მილიონ დოლარზე მეტი. თუმცა, რაოდენობრივად
2010 წელს საქართველოში განხორციელდა ოთხი, სომხეთში კი ექვსი პროექტი.
მაშინ, როცა 2010 წელს მსოფლიო ბანკის მიერ აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი
პროექტი იქნა განხორციელებული.
თუ 2013 წელს არ მივიღებთ მხედველობაში, აზერბაიჯანში 2009-2012 წლებში
მსოფლიო ბანკის მიერ ყველაზე მცირე ინვესტიცია განხორციელდა 2012 წელს და
დაფინანსებული თანხის მოცულობამ 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
(დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მსოფლიო ბანკის დოკუმენტი World
Bank Group – Azerbaijan Partnership Program Snapshot, April 2013). სომხეთშიც 41
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ყველაზე მცირე თანხობრივი
მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 წელს და შეადგინა 125.82 მილიონი აშშ დოლარი,
ხოლო საქართველოში დაფინანსების მინიმალური მოცულობა იყო 2011 წელს და
შეადგინა 95 მილიონი აშშ დოლარი.
დაბოლოს, გავაანალიზოთ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში, სომხეთსა და
აზერბაიჯანში დაფინანსებული პროექტების ჯამური ფინანსური მაჩვენებელი
2009-2012 წლებში:

15
ჯამური მაჩვენებლებიდან ნათლად ჩანს, რომ ფინანსური თვალსაზრისით
ყველაზე დიდი მოცულობის პროექტები მსოფლიო ბანკმა საქართველოში, ხოლო
შემდეგ აზერბაიჯანში განახორციელა, სომხეთი ამ მაჩვენებლით მესამეა რეგიონის
ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზება ნათლად
გვაჩვენებს, რომ მხოლოდ პროექტების რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით
(რომლის მიხედვითაც, რაოდენობრივად მსოფლიო ბანკს სომხეთში ყველაზე მეტი
პროექტი აქვს განხორციელებული) მსოფლიო ბანკის რეგიონალური საქმიანობის
შეფასება შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს.

16
დასკვნა

1980 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულია საოპერაციო პოლიტიკები,


რომლებიც განსაზღვრავენ თუ როგორ უნდა მოხდეს ბანკის მიერ პროგრამებისა და
პროექტების მართვა. მსოფლიო ბანკმა მთელი რიგი გარემოსდაცვითი და
სოციალური პოლიტიკები გააერთიანა „უსაფრთხოების პოლიტიკის“ კატეგორიაში
რომელთაც უნდა დაიცვან გარემო და მოსახლეობა ბანკის მიერ დაფინანსებული
ოპერაციების ნეგატიური ზემოქმედებისაგან. უსაფრთხოების პოლიტიკა
აყალიბებს ი სავალდებულო სტანდარტებსა და პროცედურებს რომელიც უნდა
განახორციელოს მსოფლიო ბანკმა და მსესხებელმა მთავრობამ.
უდავოა, რომ საქართველომ საერთაშორისო დახმარებების, გრანტებისა თუ
კრედიტების საშუალებით უნდა მოახერხოს ქვეყნის პროფიციტური ბიუჯეტის
შექმნა და ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება.
ამ ეტაპზე, იმისათვის, რომ საქართველომ მოახერხოს საგარეო ვალის სრულად
დაფარვა აუცილებელია ფინანსები ჩაიდოს ისეთ პროექტებში, რომელიც
მომგებიანი აღმოჩნდება საქართველოსთვის და საგარეო „მევალეებისთვისაც“.
ჩვენი აზრით, უნდამოხდეს ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურული
კეთილმოწყობა, ამასთანავე სოფლის მეურნეობისგანვითარება და ექსპორტის
გაზრდა მეზობელ სახელმწიფოოებში, რაც მნიშვნელოვანწილად დაეხმარება
ქვეყანას ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

17
გამოყენებული ლიტერატურა
1. http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/samoqmedo%20saxeml
zgvanelo%201.pdf
2. http://iliauni.edu.ge/uploads/other/13/13514.pdf
3. o ზურაბმარშანია - საერთაშორისო ორგანიზაციები“თავი IV -
გაეროსსისტემაში არსებული საერთაშორისო სამთავრობითაშორისო
ორგანიზაციები“
4. http://en.wikipedia.org/wiki/World_Bank
5. http://www.worldbank.org/
6. http://siteresources.worldbank.org/INTGEORGIA/Resources/Georgia_Snaps
hot_Geo.pdf - მსოფლიო ბანკისა და საქართველოს
თანამშრომლობისპროგრამის მოკლე მიმოხილვა

18

You might also like