You are on page 1of 6

მე-2 შუალედური

ანა ბაქრაძე

შემოდგომა 2021

მსოფლიო პოლიტიკა

სოციალური მოცნიერებები - საერთაშორისო ურთიერთობების მაინორი

რა სარგებლობა შეიძლება მიიღონ პატარა და სუსტმა ქვეყნებმა საერთაშორისო


ორგანიზაციებიდან (მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებიდან)?

ნებისმიერი ქვეყნის შიგნით მთავრობა პასუხისმგებელია ეროვნული პოლიტიკური ,


ეკონომიკური, სამართლებრივი, მონეტარული და სხვა გარემოს სტაბილიზაციაზე, რაც
გავლენას ახდენს ადგილობრივ ბიზნესზე. ბიზნესი როდესაც კვეთს საზღვრებს და
საერთაშორისო ბიზნესის სახეს იღებს, მასაც სჭირდება გარკვეული სტაბილური გარემო
და პროგნოზირებადობა. ამ საჭიროებების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოთაშორისო
თანამშრომლობის შეთანხმებების საფუძველზე მრავალფეროვანი საერთაშორისო
პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა .
საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცოდნა აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო :
პირველი, ისინი მოწოდებულნი არიან იზრუნონ ერებს შორის მშვიდობისა და სტაბილური
ურთიერთობების უზრუნველყოფაზე, რაც მთავარი პირობაა საერთაშორისო ბიზნესის
განვითარებისთვის; მეორე, ისინი ფლობენ ღირებულ კომერციულ ინფორმაციას ბაზრის
პირობების, დემოგრაფიის, რესურსების, ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესახებ ; მესამე , მათ
შეიძლება შეასრულონ მარეგულირებელი ფუნქციები

საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციულ


ფორმას წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების სისტემა 4000-ზე მეტი
საერთაშორისო ორგანიზაციისგან შედგება, რომელთგან 300 მთავრობათაშორისი
ორგანიზაციაა. ამ სისტემის ცენტრში გაერო მოიაზრება. საერთაშორისო ორგანიზაციების
ფარგლებში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება ერთობლივი ორგანოები ,
საკოორდინაციო კომიტეტები და სხვა. საერთაშორისო ორგანიზაციაში სხვადასხვა
ქვეყნების წარმომადგენლები ერთიანებიან. საერთაშორისო ორგანიზაცი:

 მონაწილეების გაწევრიანიების ხასიათის და იურიდიული შინაარსის მიხედვით


საერთაშორისო ორგანიზაციები არის სახელმწიფოთაშორისი (მთავრობათაშორისი ) და
არასამთავრობო. საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია ხელშეკრულებების
საფუძველზე სახელმწიფოთაA გაერთიანებაა, რომელიც ერთიანი მიზნის მისაღწევად
ყალიბდება. მისთვის დამახასიათებელია დაფუძნების დოკუმენტის არსებობა და მუდმივი
წევრობა. ისინი მოქმედებენ წევრი-ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით , მათი
სუვერენიტეტის დაცვით და გვევლინებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად .
არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები იქმნება ფიზიკური ან იურიდიული
პირების გაერთიანების საფუძველზე, რომლებიც ასოციაციების, ან ფედერაციების სახით
არსებობენ და ერთიანდებიან კონკრეტული წევრების მიზნების მისაღწევად .

 მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით არსებობს უნივერსალური და რეგიონული


საერთაშორისო ორგანიზაციები.  კომპეტენციის ხასიათის მიხედვით საერთაშორისო
ორგანიზაციები არის ზოგადი და სპეციალური. ზოგადი კომპეტენციის ორგანიზაციების
საქმიანობა მოიცავს წევრქვეყნებს შორის ურთიერთოებების ყველა სფეროს , ხოლო
სპეციალური კომპეტენციის ორგანიზაციაში ხორციელება თანამშრომლობა ერთ
სფეროში

.  უფლებების განვრცობის მიხედვით არსებობს საერთაშორისო და ზეეროვნული


ორგანიზაციები. პირველ ჯგუფში ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოიაზრება , ხოლო
მეორეში ინტეგრაციის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ორგანიზაციები . მათი
გადაწყვეტილებები ვრცელდება რეგიონის წევრ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე .

 წევრობის პირობების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები არის ღია და


დახურული. ღია საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება თავისუფალია ,
დახურულში კი მიღება წარმოებს პირველი დამფუძნებლების მოწვევის მიხედვით .
საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოყალიბება ემყარება სახელმწიფოთა შეთანხმებულ
ნებაყოფილობას, რომელიც ფიქსირდება ან საერთაშორისო შეთანხმებაში , ან უკვე
არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში . სახელმწიფოთაშორისი
საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების თანმიმდევრობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს :

1. დაფუძნების დოკუმენტის მიღება;


2. ორგანიზაციის სტრუქტურის განსაზღვრა;
3. მთავარი ორგანოს კრების (სხდომის) ჩატარება, რომლის საფუძველზეც
ორგანიზაცია იწყებს ფუნქციონირებას.

II მსოფლიო ომამდე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთოებების მრავალმხრივ


რეგულირებას სერიოზული ხასიათი არ ჰქონდა. მოგვიანებით, მსოფლიო სამეურნეო
კავშირების მრავალმხრივი რეგულირების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი
გარემოებებით:

 მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია;


 საინვესტიციო ნაკადების ზრდამ და ტნკ-ის საქმიანობის გაძლიერება ;
 საქონლისა და მომსახურების ნაკადების ზრდა;
 ეროვნული კანონმდებლობების შეუთავსებლობა;
 სავალუტო-საფინანსო სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა;
 დარგთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კოორდინაცია;
 ქვეყნებს შორის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განსხვავებული
დონეების არსებობა.

თანამედროვე პირობებში, როდესაც სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ ზოგიერთი


ეროვნული და რეგიონული პრობლემა გლობალურ პრობლემად გადააქცია, აამაღლა
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების(სეო), უპირველესად კი გაეროს როლი
მსოფლიო სამეურნეო კავშირების რეგულირებაში.

თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო სამეურნეო კავშირების რეგულირებამ ხასიათი


შეიცვალა, რაც განპირობებულია ეკონომიკური აგენტების შემადგენლობის შეცვლით .
განსაკუთრებული გავლენა იქონიეს უმსხვილესმა ტრანსნაციონალურმა
კომპანიებმა(ტნკ). ეს პროცესი განაპირობა ინტერნაციონალიზაციის შედეგად პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების ნაკადების გაძლიერებამ, რაც ტნკ-ების განვითარებას უწყობს
ხელს.

საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო ურთიერთოებების განვითარებამ გამოიწვია


მსოფლიო საფინანსო ბაზრის გადაქცევა ცენტრალურ სტრუქტურად , რომელიც
განსაზღვრავს არა მარტო ქვეყნების, არამედ რეგიონების ეკონომიკურ და ფინანსურ
მდგომარეობას. საერთაშორისო და რეგიონულ დონეებზე დაფინანსების სისტემის
განვითარებამ საერთაშორისო დავალიანების ზრდა განაპირობა .

მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუციის საფუძველზე შეიცვალა საწარმოო ძალების


შინაარსი როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში , რამაც გამოიწვია
ქვეყნების უთანაბრო განვითარება.

მსოფლიო სამეურნეო პრობლემების რიცხვში შევიდა ბუნებათსარგებლობის და


ეკოლოგიის პრობლემა, რომელიც სო-ის და რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციების
საქმიანობის მთავარ მიმართულებად იქცა.

თანამედროვე ეტაპზე საერთაშორისო რეგულირების ძირითადი ამოცანებია :

 მსოფლიო ეკონომიკის და სავალუტო-საფინანსო სფეროს სტაბილური განვითარების


უზრუნველყოფა;

 ქვეყნებს შორის სხვადასხვა ფორმით ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ;

 ქვეყნებს და დაჯგუფებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში


დისკრიმინაციის აღმოფხვრა;

 კერძო მეწარმეობის განვითარებაზე ზემოქმედება;

 მსოფლიო ბაზარის და კონკრეტული ქვეყნის კრიზისიდან თავის დაღწევა;

 სახელმწიფოთა მაკროეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმება და კოორდინაცია , რაც


განპირობებულია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ობიექტური ტენდენციით .
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ
სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ამ სფეროს სამართლებრივი
რეგულირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაეროს სისტემის ორგანიზაციებს .
მათ მიერ შემუშავბული ნორმები და მექანიზმები გადამწყვეტ როლს თამაშობენ
სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობების და ეროვნული სამართლებრივი
სისტემის ფორმირებაში.

გლობალურ და რეგიონულ დონეებზე საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების


მიზნები და ფუნქციებია:

 სეუ-ის ძირითადი პრობლემების შესწავლა და მათ დასაძლევად ღონისძიებების


გატარება; ვალუტის სტაბილიზაცის უზრუნველყოფა;
 სავაჭრო ბარიერების მოხსნა და სახელმწიფოებს შორის ფართო საქონელბრუნვის
ხელშეწყობა;
 კერძო კაპიტალისათვის დამატებითი სახსრების მოძიება ტექნოლოგიური და
ეკონომიკური პროგრესის სტიმულირების მიზნით;
 შრომის პირობების და შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზემოქმედება ;
 მსოფლიო სამეურნეო კავშირების სფეროში რეკომენდაციების შემუშავება და
რეზოლუციების მიღება.

საერთაშორისო რეგულირება ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით :

o ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობა;


o თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში;
o თანამშრომლობა სავალუტო-საფინანსო სფეროში;
o თანამშრომლობა მსოფლიო ვაჭრობის სფეროში;
o თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
o თანამშრომლობა პროდუქციის სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სფეროში ;
o თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში;
o სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა;
o თანამშრომლობა საერთაშორისო კომერციული პრაქტიკის სფეროში.

მაგალითად, გაეროს ეკონომიკური და სოციალური განვითარების კომისია ეკონომიკური


განვითარების საკითხებზე მუშაობს; გაეროს სამრეწველო განვითარების პროგრამა
მრეწველობის სფეროში თანამშრომლობას არეგულირებს; სავალუტო-საფინანსო
სფროში საერთაშორისო თანამშრომლობას ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო
ფონდი(სსფ), რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკი(რგმბ), ასევე
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი(რგებ) და საერთაშორისო
ანგარიშსწორების ბანკი; გაეროს ფარგლებში ტრანსპორტის განვითარების
რეგულირებას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სპეციალიზებული ორგანიზაცია და
საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზაცია; სარკინიგზო ტრანსპორტისათვის ფუნქციონირებს
ევროპის კონფერენცია სამგზავრო ტარიფების შესახებ, საავტომობილო ტრანსპორტის
სფეროში კი _ საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი; მსოფლიო
ვაჭრობის საერთაშორისო რეგულირება ხორციელდება გაეროს ფარგლებში არსებული
სტრუქტურებით: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია(ვმო), UNCTAD, UNSTAL. ცალკეული
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით მსოფლიო ვაჭრობის დასარეგულირებლად შექმნილია
სპეციალური საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები. ვაჭრობის სფეროში
ფუნქციონირებენ საერთაშორისო არასამთავრობო საერთაშორისო ეკონომიკური
ორგანიზაციებიც, მათ შორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატა , საბაჟო ტარიფების
პუბლიკაციის საერთაშორისო ბიურო; ინტელექტუალუირ საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაციას ინტელექტუალური სფეროს საერთაშორისო რეგულირებაში წამყვანი
ადგილი უკავია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for


Economic Cooperation and Development –OECD) შეიქმნა 1961 წელს წევრი სახელმწიფოების
მიერ, მისი დაფუძნების კონვენციის რატიფიკაციის საფუძველზე. იგი გვევლინება 1948
წელს შექმნილი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის
სამართალმემკვიდრედ. მისი წევრია 29 ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა . მის
მუშაობაში მონაწილეობენ ევროკომისია, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია ,
ევრატომი და ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება . OECD –ს
ოფიციალური მიზნებია: მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე
ზემოქმედება. წევრი ქვეყნების სავაჭრო და საერთოეკონომიკური პოლიტიკის
კოორდინაციის ეფექტიანი მეთოდების შემუშავება; მდგრადი ეკონომიკური ზრდის
მაღალი ტემპის, ცხოვრების მაღალი დონის, დასაქმების და ფინანსურის სტაბილიზაციის
შენარჩუნებაზე ზემოქმედება; მრავალმხრივი არადისკრიმინაციული პრინციპის
საფუძველზე მსოფლიო ვაჭრობის განვითარებაზე ზემოქმედება საერთაშორისო
ვალდებულებების შესაბამისად; განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის
სტიმულირება და კოორდინაცია.

მსოფლიო ბანკი, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი, ჩამოყალიბდა 1945 წლის 27
დეკემბერს. შტაბ-ბინა განთავსებულია ვაშინგტონში (აშშ). მსოფლიო ბანკი ახორციელებს
სოციალურ სექტორზე, სიღარიბის დაძლევაზე, ვალის შემსუბუქებასა და ეფექტურ
მმართველობაზე მიმართულ პროექტებს. მსოფლიო ბანკი განვითარებადი
ქვეყნებისათვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან წყაროს
წარმოადგენს. მისი მისიაა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ათასწლეულის
განვითარების მიზნების მიღწევაში, განახორციელოს ინვესტიციები სამუშაო ადგილების
შექმნის, მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს ფორმირების და
განვითარების პროცესის უზრუნველყოფად. მსოფლიო ბანკი შედგება ორი ძირითადი
ინსტიტუტისაგან _ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და
განვითარების საერთაშორისო ასოციაციისაგან (IDA). თითოეულ უწყებას გააჩნია
განსხვავებული, მაგრამ არსებითი როლი გლობალური მასშტაბით სიღარიბის
შემცირებაში. კერძოდ, IBRD-ს საქმიანობა ფოკუსირებულია საშუალო შემოსავლიან და
კრედიტუნარიან ღარიბ ქვეყნებზე, მაშინ როცა IDA კონცენტრირებულია მსოფლიოს
უღარიბეს ქვეყნებზე. მიზნების მისაღწევად აღნიშნული ინსტიტუტები განვითარებად
ქვეყნებზე გასცემენ დაბალ პროცენტიან სესხებს, უპროცენტო კრედიტებსა და გრანტებს
რომლებიც მიმართულია განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის , კომუნიკაციების
და სხვა მიზნებზე.

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ძირითადად სთავაზობს ორი სახის სესხს: საინვესტიციო


სესხებს და განვითარების პოლიტიკის მხარდამჭერ სესხებს. პირველის მიზანია
ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტების მხარდაჭერა , ხოლო მეორე –
მხარს უჭერს ქვეყნის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. ამასთან ბანკი
შეისწავლის მსესხებელის საპროექტო შემოთავაზების ფინანსურ , სოციალურ და
გარემოსდაცვით ასპექტებს, რათა დარწმუნდეს პროექტის განხორციელების
შესაძლებლობაში.

საქართველოსთვის, მსოფლიო ბანკის მისიიდან გამომდინარე, ბანკი მოწოდებულია


დაეხმაროს ქვეყანას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში , სამუშაო
ადგილების შექმნაში, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებაში და გარემოს დაცვაში .
ამ მიზნით იგი ახორციელებს ქვეყნის ფინანსურ დახამარებას, ანალიზსა და
კონსულტაციებს, ხოლო მის პრიორიტეტულ სფეროებს განეკუთვნება: ინფრასტრუქტურა ,
განათლება და ეკონომიკური რეფორმა. რეფორმების მეორე ეტაპის განხორციელებაში
საქართველოს დასახმარებლად შემუშავდა 2006-2009 წლებში მსოფლიო ბანკის ჯგუფის
ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგია, რომელიც აგებულია ქვეყნის ეკონომიკური
განვითარებისა და სიღარიბის შემცირების პროგრამის (EDPRP) გათვალისწინებით და
მიზნად ისახავს:
 ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნას კერძო სექტორის
განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრითა და
ინფრასტრუქტურის, საფინანსო სექტორისა და ბაზრების გაუმჯობესებით ;
 ადამიანური განვითარების ხელშეწყობასა და სოციალურ დაცვას უკეთესი
განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების
ჩამოყალიბებითა და კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებით ;
 კორუფციის შემცირებისა და განვითარების უკეთესად დაგეგმვის მიზნით
სახელმწიფო სექტორის მართვისა და საბიუჯეტო პროცესების გაძლიერებას ;

ამრიგად, სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაცია მნიშვნელოვნად ზრდის რა


მსოფლიო ეკონომიკის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების რიცხვს, მათი
გადაწყვეტა მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე მით უფრო შეუძლებელია .
ისინი მოითხოვენ მრავალი სახელმწიფოს, ზოგ შემთხვევაში კი მსოფლიოს ყველა
სახელმწიფოს მონაწილეობას, განსაკუთრებით კი კაცობრიობის წინაშე მდგარი.

გლობალური პრობლემების გადაწყვეტისას. საქმე მხოლოდ რაოდენობრივ მხარეს არ


ეხება. პრობლემების შინაარსის გართულებამ განაპირობა მუდმივმოქმედი
ინსტიტუცონალური მექანიზმის აუცილებლობა, რომელიც ოპერატიულ
გადაწყვეტილებებზე მუშაობს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა წამროადგენს რა ამ
პრობლემათაგან ერთ-ერთის, კერძოდ, მსოფლიო სავაჭრო ფორმირების წარმმართველ
უმთავრეს ინსტრუმენტს, ნამდვილად ფასდაუდებელ როლს თამაშობს საერთაშორისო
ვაჭრობის განვითარებაში.

You might also like