You are on page 1of 8

• ლექცია:2 ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალმხრივი რეგულირების სისტემაში

მოქმედი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები

“საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური ორგანიზაციები” - ეკა ლეკაშვილი გვ. 10-


30

• საერთაშრისო ბიზნეს რეგულაციები

• გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - გაერო (UN)

გაერო 1945 წელს, სან–ფრანცისკოს კონფერენციაზე დაფუძნდა.

გაეროს წესდება მნიშვნელოვანია არამარტო იმით, რომ იგი არის კონსტიტუციური


დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას, არამედ
სახელმწიფოთა კოლექტიური უსაფრთხოების ფუნდამენტია სამხედრო, ეკონომიკურ,
ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

გაეროს წევრია 193 ქვეყანა.

2 დამკვირვებელი სახელმწიფო

• გაეროს მიზნებია:

❑ საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა კოლექტიური


ძალების გამოყენების და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზით;

❑ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება ერებს შორის


თანასწორობის და თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე;

❑ საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება საერთაშორისო ეკონომიკური,


სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადასაწყვეტად
ადამიანთა უფლებების და თავისუფლების დაცვის პატივისცემის საფუძველზე.

• გაეროს პრინციპებია:

➢ მისი წევრების სუვერენული თანასწორობა;

➢ წესდების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება; -

➢ მშვიდობიანი საშუალებებით საერთაშორისო დავების გადაწყვეტა;

➢ სახელმწიფოთა შორის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისგან თავშეკავება;

➢ აღნიშნული პრინციპების შესაბამისად ორგანიზაციის წევრების მიერ დახმარების


გაწევა.

გაეროს სისტემა შედგება:

➢ მთავარი ორგანოები;
➢ დამხმარე ორგანოები;

➢ სპეციალიზებული ორგანიზაციები;

➢ ავტონომიური დაწესებულებები.

• გაეროს მთავარი ორგანოებია:

❖ გენერალური ასამბლეა;

❖ უსაფრთხოების საბჭო;

❖ ეკონომიკური და სოციალური საბჭო;

❖ საერთაშორისო სასამართლო;

❖ ოპეკის საბჭო;

❖ სამდივნო.

გაეროს ერთ–ერთი მთავარი სფეროა საერთაშორისო ეკონომიკური ხასიათის


პრობლემების გადაწყვეტა. ამ პრობლემათა რიცხვშია:

✓ თანამედროვეობის გლობალური ეკონომიკური პრობლემები;

✓ განვითარების მიზნისთვის მხარდაჭერა;

✓ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებაზე


ზემოქმედება;

✓ გარემოს დაცვის პრობლემების საკითხები;

✓ განსაკუთრებულ სიტუაციებში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა

• გენერალური ასამბლეა (General Assembly

გენერალური ასამბლეა (General Assembly) გაეროს მთავარი ორგანოა. მასში


წარმოდგენილნი არიან გაეროს ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

• გენერალური ასამბლეა განსაზღვრავს გაეროს პოლიტიკას, პროგრამს, ამტკიცებს


ბიუჯეტს, იწვევს და ატარებს კონფერენციებს, ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.

გა–ის სტუქტურაში ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობენ:

• ეკონომიკური და საფინანსო საკითხების კომიტეტი (Economic and Financial Committee);

• გაეროს კომისია საერთაშორისო სავაჭრო სამართლის საკითხებზე (UN Commission on


International Trade Low);

• საერთაშორისო სამართლის კომისია (International Low Commission);

• საინვესტიციო კომიტეტი (Investment Committee).

• უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო გაეროს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ორგანოა, რომელიც
15 წევრისაგან შედგება. აქედან 10 უცვლელი წევრი ირჩევა ორი წლის ვადით, 5 ცვალებადი
წევრიდან თითო აფრიკის, აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ხოლო ორი ლათინური ამერიკის
ქვეყნებიდანაა.

მიზანი: საერთაშრისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

• ეკონომიკური და სოციალური საბჭო (Economic and Social Council)

▪ ეკონომიკური და სოციალური საბჭოში (ესს) გაეროს 54 წევრია, რომელთაც ირჩევთ


გენერალური ასამბლეა. მათ შორის - 11 აზიის, 6 აღმოსავლეთ ევროპის, 10 ლათინური
ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის, 13 დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და აშშ–დან

▪ ესს კოორდინაციას უწევს გაეროს სისტემის ეკონომიკურ და სოციალურ სპეციალიზებულ


ორგანიზაციებს და ამავე სისტემის სხვა ინსტიტუტებს.

▪ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ

• ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფუნქციებია:

▪ საერთაშორისო ეკონომიკის და სოციალურ, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის


სფეროებში გამოკვლევების ჩატარება და ანგარიშების მომზადება;

▪ გლობალური და დარგთაშორისი ხასითის საერთაშორისო და სოციალური


პრობლემების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

▪ გა–ის მიერ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში განსაზღვრული ერთიანი


სტრატეგიის და პოლიტიკის განხორციელების შეფასება და კონტროლი;

▪ გაეროს კონფერენციებზე მომზადებული და გა–ის/ესს–ს მიერ დამტკიცებული


დირექტიული გადაწყვეტილებების ოპერატიული განხორციელება;

▪ გაეროს სისტემის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში მოქმედი ორგანიზაციების


საერთო კოორდინაცია;

▪ გაეროს სისტემის ფარგლებში ოპერატიული საქმიანობის სფეროში მრავალმხრივი


პოლიტიკის გატარება.

• გაეროს სისტემაში ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები 4 ჯგუფად


იყოფა:

I - ფონდების, პროგრამების და სამუშაო ორგანოები;

II - გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები;

III - გაეროს ასოცირებული ორგანიზაციები;

IV - გაეროსთან დაკავშირებული ავტონომიური ორგანიზაციები.

• I - ფონდების, პროგრამების და სამუშაო ორგანოების ჯგუფში შედის:

• 1. კაპიტალის განვითარების ფონდი (UN Capital Development Fund - UNCDF);


• 2. გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UN Conference on Trade
Development – UNCTAD);

• 3. პროექტების მომსახურების ორგანო (UN Office for Project Services – UNOPS);

• 4. გაეროს განვითარების პროგრამა (UN Development Programm - UNDP);

• 5. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UN Environment Programm – UNEP);

• 6. ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის გაეროს საერთაშორისო პროგრამა (UN


International Drug Control Programm UNIDCP);

• 7. მსოფლიო სასურსათო პროგრამა (World Food Program – WFP).

• II - გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები

• 1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labour Organization – ILO);

• 2. სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (Food and Agriculture Organization –


FAO);

• 3. გაეროს ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებზე (UN


Educational Scientific and Cultural Organization – UNESCO);

• 4. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Civil Aviation


Organization – ICAO);

• 5. მსოფლიო ბანკის ჯგუფი (World Bank Group - WBG), რომელშიც შედის:


რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (International Bank for
Reconstruction and Development – IBRD), განვითარების საერთაშორისო ასოციაცია
(International Development Association – IDA), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
(International Finance Corporation – IFC).

• III გაეროს ასოცირებული ორგანიზაციები

• 1. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary Fund – IMF);

• 2. მსოფლიო საფოსტო კავშირი (Universal Postal Union – UPU);

• 3. ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაცია (World Health Organization – WHO);

• 4. ტელეკომუნიკაციების საერთშორისო კავშირი (International Telecommunication Union –


ITU);

• 5. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (World Meteorogical Organization – WMO);

• 6. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (International Maritime Organization – IMO);

• 7. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (World Intellectual Property


Organization – WIPO);

• 8. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (International Fund for


Agricultural Development – IFAD);
• 9. გაეროს სამრეწველო განვითარების პროგრამა (UN Industrial Development Organizaton –
UNIDO).

• IV გაეროსთან დაკავშირებული ავტონომიური ორგანიზაციები

• 1. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (International Atomic Energy Agency -


IAEA);

• 2. ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის საერთაშორისო საბჭო (International


Narcotics Control Board – INCB);

• 3. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (International Trade Center – ITC);

• 4. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (World Trade Organization – WTO);

• 5. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (World Tourism Organization – WTO).

• გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 1965 წელს დაფუძნდა გაეროს ტექნიკური


დახმარების და სპეციალური ფონდის გაფართოებული პროგრამების გამთლიანების მიზნით.
იგი აფინანსებს მრავალდარგობრივ ეკონომიკურ და ტექნიკურ დახმარებებს.

UNDP – ს მიზნებია:

o განვითარებადი ქვეყნების დაჩქარებული ეკონომიკური და სოციალური


განვითარებისთვის სისტემატური დახმარების გაწევა;

o თანამშრომლობა განვითარებადი ქვეყნების მოსახლობისთვის ეკონომიკური და


სოციალური კეთილდღეობის მაღალი დონის მისაღწევად.

პროგრამის მმართველო ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 36 წევრი


სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შედგება, რომელსაც 3 წლის ვადით ირჩევენ ეკონომიკური
და სოციალური საბჭოს საორგანიზაციო სესიაზე. აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტილებას
იღებს კონსესუსის საფუძველზე. საბჭო განიხილავს და ამტკიცებს პროექტებს

UNDP–ის მთავარი თანამდებობის პირია ადმინისტრატორი, რომელიც გაეროს


გენერალური სამდივნოს მიერ ინიშნება. UNDP–ის აღმასრულებელი საბჭოსთან კონსულტაციის
საფუძველზე გენერალური ასამბლეა მის კანდიდატურას ამტკიცებს 4 წლის ვადით.

• გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UN Industrial Development


Organizaton – UNIDO)

UNIDO – ს მიზნებია:

o გაეროს სისტემაში სამრეწველო განვითარების სფეროში მაკოორდინირებელი როლის


შესრულება;

o გლობალურ, რეგიონულ, ეროვნულ და დარგობრივ დონეებზე განვითარებადი


ქვეყნების სამრეწველო განვითარებაზე ზემოქმედება;
o განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციაზე ზემოქმედება მათ შორის ბუნებრივი
რესურსების გადამუშავების და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში;

o გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნებისთვის რესტრუქტურიზაციის და


მრეწველობაში პრივატიზაციის პროცესში დახმარება;

o კონკრეტული პროექტების რეალიზაციის გზით განვითარებადი ქვეყნებისთვის


ტექნიკური დახმარების გაწევა.

გენერალური კონფერენცია ორ წელიწადში ერთ სესიას მართავს, სადაც განისაზღვრება


UNIDO–ს სახელმძღვანელო პრინციპები, მტკიცდება ბიუჯეტი და ხორციელდება ფინანსების
კონტროლი. იგი გენერალურ ასაბლეას ეეს–ს მეშვეობით წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს.

• სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (Food and Agriculture Organization –


FAO)

სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (Food and Agriculture Organization –


FAO) გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის სახით შეიქმნა 1945 წელს. მასში 174 წევრი -
სახელმწიფოა და ერთი საერთაშორისო ორანიზაცია ევროკავშირის სახით.

FAO – ს მიზნებია:

o სურსათის, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და თევზჭერის პროდუქციის


წარმოებაზე, გადამუშავებაზე, გასაღებასა და განაწილებაზე ზემოქმედება;

o სასოფლო რაიონების განვითარებაზე ზემოქმედება;

o სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;

o ხალხთა კვების გაუმჯობესება და შიმშილის აღმოფხვრა;

o კაპიტალდაბანდებების ზრდა სოფლის მეურნეობაში; განვითარებადი ქვეყნებისთვის


ტექნოლოგიების გადაცემა და სოფლის მურნეობის დარგში გამოკვლევების ჩატარება;

o რესურსების განვითარების ტექნიკური პროგრამების განხორციელება;

o სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და თევზჭერის წარმოებაში საინვესტიციო


პროგრამების შემუშავება;

o სასოფლო–სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებაში კონსულტაციების გაწევა და წევრ


ქვეყნებზე ინფორმაციის გაცემა აღნიშნულ სფეროში.

• საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (International Maritime Organization – IMO)

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (International Maritime Organization – IMO) 1958


წელს შეიქმნა. 1982 წლამდე მას ეწოდებოდა საზღვაო კონსულტაციების მთავრობათაშორისი
ორგანიზაცია. IMO გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებაა. მასში 155 წევრი ქვეყანაა.

IMO – ს მიზნებია:

o მთავრობებს შორის ტექნიკურ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობა და


ინფორმაციის გაცვლა, რომელიც გემების საერთაშორისო სავაჭრო მიმოსვლას ეხება;
o ზღვაზე უსაფრთხოების, საზღვაო ნავიგაციის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება;
ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა; აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული
სამართლებრივი საკითხების განხილვა;

o გემების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული


მოქმედებების და მთავრობების მიერ დადგენილი ზედმეტი დაბრკოლებების
შემოღებაზე ზემოქმედება

IMO–ს უმაღლესი ორგანოა ასამბლეა, რომელიც ორგანიზაციის პოლიტიკას


განსაზღვრავს, იღებს პროგრამებს და ბიუჯეტს, გადაწყვეტილებას ფინანსური ოპერაციების
გატარებაზე. IMO–ს საქმიანობას სესიებს შორის წარმართავს ასამბლეის საბჭო, რომელიც
ორგანიზაციის ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს. ორგანიზაციაში 5
კომიტეტია, ხოლო სამდივნო 6 განყოფილებისაგან შედგება.

• ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (World Tourism Organization – WTO)

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (World Tourism Organization – WTO) შეიქმნა 1975


წელს წესდების მიღების საფუძველზე. იგი 1925 წელს დაარსებული მთავრობათაშორისი
ორგანიზაციის–,,ტურიზმის პროპაგანის ოფიციალური ორგანიზაციის“ სამართალმემკვიდრეა.
იგი ავტონიმიური ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობს WTO –ს და გაეროს შორის
თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

WTO –ს წევრები სამ კატეგორიად იყოფიან:

I – სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოები, რომელთა რიცხვიც 130–ს აღწევს;

II _ ასოცირებლი წევრები(4), რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიებად ითვლებიან, მაგრამ


აქვთ ინდივიდუალურად საგარეო პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობა;

III _ მიერთებული წევრები (329) – ტურიზმის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და


მთავრობათაშორისი ორგანიზაციები, ასევე კომერციული ორგანიზაციები და ასოციაციები:
სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, რესტორნები, საფინანსო ინსტიტუტები,
ავიაკომპანიები, მწარმოებლები, კადრების გადამზადების ცენტრები ტურიზმის სფეროში,
კვლევითი ინსტიტუტები, გამომცემლობები და ა.შ

WTO –ს მიზნებია:

o ტურიზმის განვითარებაზე ზემოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნების


ეკონომიკურ ზრდას;

o ტურიზმის სფეროში განვითარებადი ქვეყნების ინტერესების დაცვა;

o ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტექნიკური დახმარების


გაწევა.

WTO-ს გენერალური ასამბლეა არის მთავარი ყრილობა. ის იმართება ყოველ 2


წელიწადში ერთხელ, რომ დაამტკიცოს ბიუჯეტი, შეიმუშავოს სხვადასხვა პროგრამები და
იმსჯელოს ტურიზმის სექტორის არსებით თემებზე. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ
გენერალური ასამბლეა ირჩევს გენერალურ მდივანს, რომელსაც ევალება გენერალური
ასამბლეის მიერ მიღებული პროგრამების და საქმიანობის განხორციელება.
• საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (International Energy Agency - IEA)

• საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო4 (International Energy Agency - IEA) შეიქმნა


1974 წელს საერთაშორისო ენერგეტიკული პროგრამის შესაბამისად. მასში OECD–ს
ყველა წევრი– ქვეყანაა ისლანდიისა და მექსიკის გარდა. მის მუშაობაში მონაწილეობს
ევროკავშირი. IEA –ს მიზნებია: · ენერგიის მრავალფეროვანი წყროების მიღების მიზნით
თანამშრომლობა; ენერგიის ეფექტიანი მოხმარების ამაღლება; · წევრი–ქვეყნების
ენერგეტიკული და ეკოლოგიური პოლიტიკის კოორდინაციაზე ზემოქმედება; · ენერგიის
მოხმარების სისტემაში არსებული დარღვევების აღმოფხვრა; · ენერგეტიკის
განვითარების გლობალური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა; · ნავთობის
მსოფლიო ბაზრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა. IEA–ს
ხელმძღვანელი საბჭო, სამდივნო და ექსპერტთა შტატი მართავს ორგანიზაციის
საქმიანობას. შექმნილია სპეციალური კომიტეტები ცალკეულ ასპექტებზე

• ,,დიდი რვიანი”

• ,,დიდი რვიანი” (1997 წლამდე ,,დიდი შვიდეული”) ჩამოყალიბდა 1975 წელს


გლობალური საფინანსო და სავალუტო საკითხების განხილვის მიზნით დასავლეთ
ევროპის სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურთა დონეზე. მასში შედიან დიდი
ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, იაპონია, საფრანგეთი და რუსეთი.
მთავრობის მეთაურთა შეხვედრები ტარდება ყოველწლიურად, ხოლო ფინანსთა
მინისტრების და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების დონეზე მოქმედებს
მუდმივი ჯგუფები.

You might also like