You are on page 1of 1

… ძიებ

გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია
უნივერსალური წევრობის მრავალფუნქციური
საერთაშორისო ორგანიზაცია

… … …

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,


გაერო (United Nations Organization, UNO;
შემოკლებით - United Nations, UN) —
საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა
და სახელმწიფოთა თანამშრომლობის
საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა
1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-
ფრანცისკოს კონფერენციაზე 50
სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას.
წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24
ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად
აღინიშნება მსოფლიოში როგორც
გაერთიანებული ერების დღე.

სია
United Nations

!"#$%&' ()*'

Organisation des Nations unies

Организация Объединённых
Наций

Naciones Unidas

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

დროშა

გაეროს წევრი სახელმწიფოები

შტაბ-ბინა ნიუ-იორკი

ოფიციალური ენები ინგლისური


არაბული
ჩინური
ფრანგული
ესპანური
რუსული

ტიპი საერთაშორისო
სახელმწიფოთაშორისო
ორგანიზაცია

წევრი 193 წევრი


სახელმწიფო
2 დამკვირვებელი
სახელმწიფო

ლიდერები

-
გენერალური ანტონიუ
მდივანი გუტერეში

-
გენერალური ამინა ჯ.
მდივნის მოჰამედი
მოადგილე

-
გენერალური პიტერ
ასამბლეის ტომსონი
პრეზიდენტი

-
ეკონომიკური ფრედერიკ
და სოციალური მუსივა
საბჭოს მაკამურე
პრეზიდენტი შავა

-
უშიშროების მეთიუ
საბჭოს რიკროფტი
პრეზიდენტი

დაარსება

-
გაეროს 26 ივნისი
ქარტიის 1945
ხელმოწერა

-
ქარტია 24 ოქტომბერი
ძალაში 1945
შევიდა

მოსახლეობა

-
2016 შეფასება 7 403 020 000

საიტი
un.org
un.int

ორგანიზაციის შექმნის

ისტორია

გაეროს შექმნის საფუძველი გახდა


ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის
წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა
გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942
წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს
„გაერთიანებული ერების დეკლარაციას“,
რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა
ორგანიზაციის სახელწოდება.
გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო
ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3
დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი
ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს
მოსკოვის კონფერენციაზე, რაც
გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგის“
არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და
ორგანიზაციუული მანკიერების გამო
უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა
კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი.
ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა
დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და
ყირიმის (1945 წლის თებერვალი)
კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა
წესდების განსახილველად და მისაღებად
სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.

გაეროს წესდება

გაეროს სტრუქტურა …

გაეროს მთავარი ორგანოებია:

გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკში

გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი


სათათბირო ორგანო, სადაც
წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი
სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის
მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა).
გენერალური ასამბლეა მოიწვევა
ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის
შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს
სპეციალური ან საგანგებო სპეციალური
სესიები.

უშიშროების საბჭო - გაეროს


მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს
წესდების შესაბამისად უშიშროების
საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი
პასუხისმგებლობა საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების
შენარჩუნებაზე.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო -


გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია
ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს
ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე
ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა,
კულტურის, განათლების, ჯანდაცვის,
ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და
სხვა სფეროებში

სამეურვეო საბჭო - გაეროს ორგანო,


რომლის მიზანია კოლონიებისა და
დამოკიდებული ტერიტორიების
განვითარებაზე ზრუნვა მათ
დამოუკიდებლობამდე.

საერთაშორისო სასამართლო - გაეროს


მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა
1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა
შორის დავების გადაწყვეტა მათი
თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და
დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.

სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული


ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ
ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას
და მის პროექტებს. სამდივნოს
ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი
ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი -
გენერალური მდივანი.

გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:

გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო


სასურსათო საბჭო, გაეროს ბავშვთა
ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა
და სხვები.

გაეროს სპეციალიზებული
დაწესებულებები: საერთაშორისო
სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი,
იუნესკო, იუნიდო და სხვები.

სხვა ავტონომიური საერთაშორისო


ორგანიზაციები: მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაცია, ატომური ენერგიის
საერთაშორისო სააგენტო.

ორგანიზაციის
ფუნქციონირება

გაეროს წევრები

Last edited 19 days ago by Masumreza…

დაკავშირებული გვერდები

გაეროს საერთაშორისო
სასამართლო

გაეროს ქარტია

გაეროს უშიშროების საბჭოს


რეზოლუცია
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუც…

შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0


პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).

უსაფრთხოება • დესკტოპი

You might also like