You are on page 1of 11

ნატო

ანა სოხაშვილი
რა არის ნატო

• ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაცია, , NATO არის ჩრდილოეთ
ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან
შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი.
მიზანი

• ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების


თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც
პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
• NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს,
პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და
უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.
• ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა
გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის
საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი
ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს
ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.
წევრები
1949 წელი
ბელგია საფრანგეთ ჩეხეთი ხორვატია

გაერთიანებ 1952 წელი 2004 წელი 2017 წელი
ული
სამეფო
დანია საბერძნეთი ბულგარეთი მონტენეგრ

ისლანდია თურქეთი ლატვია 2020 წელი
იტალია 1955 წელი ლიეტუა ჩრდილოეთ

მაკედონია
კანადა გერმანია რუმინეთი
ლუქსემბურ 1982 წელი სლოვაკეთი
გი
ჰოლანდია ესპანეთი სლოვენია
ნორვეგია 1999 წელი ესტონეთი
ისტორია

• 1948 წლის მარტში, დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ - ბეგიამ , დიდმა


ბრიტანეთმა , ლუქსემბურგმა , ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი
მოაწერეს ბრიუსელის პაქტს ეს კავშირი მიზნად ისახავდა თავდაცვის საერთო
სისტემის შექმნას და ერთმნეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც წინ
აღუდგებოდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო
ექსპანსიას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ბრიუსელის პაქტი დასავლეთ
ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ
ის გახდა საფუძველი NATO-ს დაარსებისა 1949 წელს. ბრიუსელის პაქტის
ქვეყნები, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და კანადასთან,
ასევე დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან
თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე. მოლაპარაკებები 1949 წლის 4
აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება)
ხელმოწერით დასრულდა.
• ნატოს შტაბ-ბინა ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო)
მდებარეობს. მასში განთავსებულია: წევრი
სახელმწიფოების ეროვნული დელეგაციები,
ორგანიზაციის პოლიტიკური და სამხედრო
კომიტეტები, გენერალური მდივნის ოფისი და
საერთაშორისო სამსახური, საერთაშორისო
სამხედრო სამსახური, პარტნიორი ქვეყნების
დიპლომატიური მისიები და სხვა მნიშვნელოვანი
სტრუქტურული ერთეულები.
სამხედრო სტრუქტურა

• ნატოს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი


მთავარსარდლობა: 1. მოკავშირეთა მთავარსარდლობა
ევროპაში, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებულია მონსში
(ბელგიის სამეფო); 2. მოკავშირეთა ტრანსფორმაციის
მთავარსარდლობა, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს
ნორფოლკში (ვირჯინია, აშშ). მოკავშირეთა მთავარსარდალი
ევროპაში მეთაურობს მოკავშირეთა ოპერაციების
სარდლობას და ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ
გადაცემულ ძალებს.
ნატოს მისია ერაყში

• NATO-ს ჩართულობა ერაყში მიმდინარე კოალიციური ჯარების


მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში მხოლოდ ერაყელი
სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოიხატებოდა, რაც
ერაყის გარდამავალი მთავრობის თხოვნის შედეგად
განხორციელდა. ალიანსმა აღნიშნული თხოვნის
დაკმაყოფილების გადაწყვეტილება 2004 წლის სტამბოლის
სამიტზე მიიღო. 2004 წლის 7 აგვისტოდან NATO-ს მისია
ერაყელ სამხედრო მოსამსახურეების წვრთნიდა როგორც
ერაყში, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
ნატოს მისია ავღანეთში

• 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტების მიერ განხორციელებული


ტერაქტის შედეგად, პირველად ალიანსის ისტორიაში, მოკავშირეებმა
აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (კოლექტიური
თავდაცვა).
• ალიანსმა ხომალდები განათავსა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში,
რათა გამოეაშკარავებინა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი
ხომალდები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორაში მისია ავღანეთში იყო
ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, ევროატლანტიკური სივრცის
გარეთ. 2001 წლის დეკემბერში, ავღანეთიდან ტერორისტული
დაჯგუფება ალქაიდასა და თალიბების დამარცხების
შემდეგ, ავღანეთის ოპოზიციის ლიდერებმა ქალაქ ბონში (გერმანია)
გამართულ კონფერენციაზე განიხილეს ქვეყნის სამომავლო განვითარების
გზები.
საქართველო და ნატო

• ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება,


როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს
ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC),
რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური
პარტნიორობის საბჭოთი.
• 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა
ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან
დაკავშირებით.
• 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან
დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების
წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო
გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც
ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like