You are on page 1of 2

საქართველო და ნატო

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ


პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება
წარმოადგენს. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს როლს ქვეყნის
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია,
რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ
თანხვედრაშია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და
ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში
დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც
ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა IPAP - 2004 წლის 29


ოქტომბერს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც ნატომ IPAP-ის ფორმატში
თანამშრომლობა დაიწყო.

IPAP-ი ოთხი თვისაგან შედგება:

➢ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები


➢ თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო საკითხები
➢ საზოგადოების ინფორმირების, მეცნიერების, გარემოს დაცვისა და საგანგებო
სიტუაციების მართვის საკითხები
➢ ადმინისტრაციული, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და რესურსების
საკითხები

რა არის ნატო? ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც


1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსგან
შემდგარი ერთიანი კავშირი, რომლის მიზანი წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკურ
სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფას, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი
მკაცრად იცავს და პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა წევრი ქვეყნების
სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური
თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

ნატო არის ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ


დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსის საფუძველზე, თითოეული წევრი ქვეყნის
ინტერესების გათვალისწინებით. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს, განურჩევლად მისი
ტერიტორიული სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური თუ სამხედრო
ძლიერებისა გააჩნია თანასწორუფლებიანი სიტყვა განხილვებისა და გადაწყვეტილებების
მიღების
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია
ახალი სამხედრო პერსონალის მომზადება დებულების შესაბამისად დაიწყო
1964 წლის 14 ივლისიდან. 1866 წლის 16 იანვარს ოფიციალურად დაფუძნდა
თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი კავკასიის მთავარმართებლის, დიდი
მთავრის მიხეილ რომანოვის მიერ, შენობა განთავსებული იყო ალელოვის კერძო
სახლში (ნიკოლოზის ქუჩა №86). 1868 წელს სასწავლებელი გადავიდა ახალ
შენობაში, მიხეილის ქუჩაზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი), სადაც
მანამდე კავკასიის სასწავლო ასეული იყო განთავსებული. პირველ წელს
სასწავლებელში 50 იუნკერი ჩაირიცხა, მეორე წლისთვის მისაღები კონტიგენტის
რაოდენობა გაოთხმაგდა და განისაზღვრა სწავლების ორწლიანი კურსი.

1871 წელს შტატი 300 კაცამდე გაიზარდა და შეიქმნა იუნკერთა ორი ასეული.
1877 წლის 21 ივნისს იუნკერთა სასწავლებელმა საზაფხულო საველე გასვლა
ბორჯომში გაიარა. 1878 წელს კი - ბელი კლიუჩში (დღევანდელი თეთრიწყარო).
1879 წელს სპეციალურად იუნკერთა სასწავლებლისთვის დაბა სურამში აშენდა და
მოეწყო საზაფხულო საწვრთნელი ბანაკი, სადაც სასწავლო გეგმის შესაბამისად
მიმდინარეობდა იუნკერთა საველე სწავლებები.

დღესდღეობით აკადემიაში გვაქვს ოთხი ფაკულტეტი:

➢ მენეჯმენტი
➢ ინფორმატიკა
➢ ეროვნული თავდაცვა და აკადემია
➢ მექანიკის ინჟინერია

You might also like