You are on page 1of 3

ალექსანდრე ქორჩაშვილი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) წარმოადგენს სამხედრო-


პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის 2 და
ევროპის 28 სახელმწიფოსაგან შემდგარი კავშირი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკურ
სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი მკაცრად იცავს
და პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი,
ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის
უფლებები და კანონის უზენაესობა.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთი ცვლილება


განიცადა, რათა ახალი გამოწვევების წინაშე სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო და დღესაც ალიანსი
ერთიანი ძალისხმევით ცდილობს კონფლიქტების თავიდან აცილებას და მშვიდობის
უზრუნველყოფას.

ნატო არის თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ქმედითუნარიანი სამხედრო-


პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 73 წელზე მეტია უზრუნველყოფს 1 მილიარდი ადამიანის
მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას.
ნატოს ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე,
თითოეული წევრი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს,
განურჩევლად მისი ტერიტორიული სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური თუ
სამხედრო ძლიერებისა გააჩნია თანასწორუფლებიანი სიტყვა განხილვებისა და
გადაწყვეტილებების მიღების დროს. ნატო-ს გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოს
ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების მისაღებად
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების დონეზე,
მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე . მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება.

ნატო საქართველოს ურთიერთობა

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველომ დასავლური კურსი აირჩია, გამოთქვა რა სურვილი,


ეთანამშრომლა ევროკავშირსა და ჩრდილოატლან ტიკურ ალიანსთან, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა
უმძიმესმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ტერიტორიულმა კონფლიქტებმა და
სამოქალაქო ომმა შეაფერხა საქართველოს დასავლური განვითარება, შედეგად საქართველოს ინტეგრაციის
პროცესი ისე სწრაფად ვერ წარიმართა, როგორც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში.
ნატო-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველო შეუერთდა
ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევროატლანტიკური
თანამშრომლობის საბჭო .თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის
პროგრამასთან მიერთებით,.
ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატოს
სამიტი, რომელზეც საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმაურა
საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი.
2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა ნატოსთან
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში საქართველომ
ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო.

საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 2006 წლის 21 სექტემბრიდან


ალიანსმა დაიწყო საქართველოსთან თანამშრომლობა გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური
დიალოგის ფარგლებში.

მოგვიანებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე (2-4 აპრილს) ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ
საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილება
საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება, შეფასდეს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და
მნიშვნელოვან გზავნილად ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ მოკავშირეებმა


გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში დასახმარებლად
და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც
წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების
შესრულებისა და დახმარების პროცესის ზედამხედველობისთვის.

ამავე წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ორდღიანი ვიზიტის


შედეგად (2008 წლის 15-17 სექტემბერი) ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის
დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს, ხოლო დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი
დაუჭირეს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებას ნატო-საქართველოს კომისიის
ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ პირველი ვიზიტის შემდგომ, შედგა ჩრდილოატლანტიკური
საბჭოს 4 ვიზიტი – 2011, 2013, 2016 და 2019 წლებში, რაც საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი
პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დადასტურებაა.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია 2012


წელს ჩიკაგოს სამიტზე ქართული მხარის მონაწილეობა ყველა შეხვედრაში (გარდა უშუალოდ
ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა). ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს
ურთიერთობამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა: მოხდა საქართველოს დაჯგუფება ასპირანტ
ქვეყნებთან, ანუ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან, ვისაც წევრობის აშკარა პერსპექტივები აქვთ.

2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებითი


პაკეტის შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება,
თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება.

2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა


ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). JTEC არის ნატო-
საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს
ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს თავდაცვითი ძალების ნატო-სთან
თავსებადობის ამაღლებას. არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თავდაცვის
ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School-DIB).
2016 წელს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები
საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატოს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ.

ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტი – არის პირველი შემთხევა, როცა წევრი ქვეყნების
სახელმწიფო მეთაურები უმაღლეს დონეზე შეიკრიბნენ კონკრეტულად საქართველოსთან
დაკავშირებული საკითხების განსახილველად. მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის
დეკლარაცია, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა, ვინაიდან არის პირველი დეკლარაცია ნატო-
საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში სახელმწიფო მეთაურთა დონეზე (წარსულში
გვქონდა ერთობლივი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე).

მოგვიანებით, 2019 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოში, ქ. ბათუმში, ნატო-ს გენერალური


მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის ხელმძღვანელობით, რიგით მეხუთე
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-
საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც
მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს.

2020 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული


არსებითი პაკეტი (SNGP) დაამტკიცეს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

2022 წლის 28-30 ივნისს, ქ. მადრიდში გამართულ ნატო-ს წევრ სახელმწიფოების მეთაურთა
სამიტზე კი დამტკიცდა „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.
დოკუმენტი შეიცავს საქართველო თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების
და ამ პროცესში ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.

განვლილი წლების მანძილზე საქართველომ დაადასტურა, რომ ალიანსის ქმედითუნარიანი,


ღირებული, საიმედო პარტნიორი და ასპირანტი.

You might also like