You are on page 1of 8

ხელშეკრულების როლი საერთასორისო საჯარო სამართლის

პრინციპებში

სარჩევი:
1. შესავალი
2. ხელშეკრულების მნიშველობა
3. საერთაშორისო პრინციპის ცნება და იურიდიული ბუნება
4. ხელშეკრულების როლი დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში
5. სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის შენარჩუნება ხელშეკრულების
საფუძველზე.
6. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება ხელშეკრულების გამოყენებით.
7. დასკივნა
8. ბიბლიოგრაფია
შესავალი
ხელშეკრულების თავისუფლება საერთაშორისო საჯარო სამართლის ბრუნვის
სტაბილურობის განმსაზღველია. ის საჯარო სამართლის მნიშვნელოვან ინსტიტუტს
წამოადგენს, რომლის ფარგლებშიც, ასეთი უფლების რეალიზაცია სახელმწიფოებს შორის
თითქმის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ელემენტადაა ქცეული. წინამდებარე
ნაშრომის მიზანია საერთაშორისო საჯარო სამართალში ხელშეკრულების როლის წარმოჩენა,
თუ რა კავშირი არსებობს ხელშეკრულებასა და პრინციპებს შორის. ნაშრომში
გამოყენებულია მაგალითები, რომლებიც უფრო მარტივად აღსაქმელსა და საინტერესოს
გახდის წარმოდგენილ თემას.პრეზენტაციაში ნათლად ჩანს ამ ორ ელემენტს შორის
შედარებისა და კავშირის მნიშვნელოვანი თავისებურებანი. ნაშრომი გარდა შესავლისა და
დასკვნისა, დაყოფიოლია ხუთ ძირითად ნაწილად, რომელში განვითარებული მსჯელობაც
დასკვნააში პასუხს სცემს ნაშრომის შესავალში დასმულ საკითხებსა და ძირითად
სამართლებრივ პრობლემებს.

2. ხელშეკრულების მნიშველობა
ხელშეკრულება არის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ორ ან მეტ მხარეს
შორის.ხელმოწერის შემდეგ, ეს სახელშეკრულებო ხელშეკრულება ქმნის დაპირებას, რომ
გარკვეული უფლებები და ვალდებულებები შესრულდება თითოეული მხარის მიერ.
ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშველობა ძირითადად გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი
ასრულებს შემდეგ მიზნებს: ხელშეკრულება ემსახურება უფლებების, პასუხისმგებლობების
და ვალდებულებების ჩანაწერს. უპირველეს ყოვლისა კონტრაქტები ფუნქციონირებს
როგორც მასზე ხელმომწერი მხარეების უფლებების, პასუხისმგებლობბეისა და
ვალდებულებების სანდო ჩაანწერი. ქმედითი მხარე აღწერს იმ მოვალეობებს, რომლებიც
თითოეულ მხარეს აქვს ერთ-ერთ მათგანის შესასულებლად, თუ რა უნდა შეასრულონ.
ხელშეკრულებები მოქმედებს, როგორც სასიცოცხლო ინსტიტუტი ახალი ურთიეთობების
დამყარებისეთვის, არსებულის გაფართოებისა და ტრანზაქციების დასასრულებლად.
ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულების წარმოშობას.
ტერმინი „ხელშეკრულება“ ყოველთვის ერთი და იმავე მნიშვნელობით არ გამოიყენება.
გარდა იმისა, რომ ასე ეწოდება მხარეთა შეთანხმებას, ზოგჯერ ხელშეკრულებაში
გულისხმობენ თვით იმ ვალდებულებას, რომელიც ასეთი ხელშეკრულებიდან წარმოიშვა,
ზოგჯერ კი ის ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ვალდებულების წარმოშობას
მისი მონაწილეთა ნებით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა
არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად
ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით
მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთებად მიჩნეულია კანონის
მიხედვით.

3. საერთაშორისო პრინციპის ცნება და იურიდიული ბუნება


საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი არის საერთასორისო სამართის იმპერატიული და
უნივერსალური ნორმა, რომელიც პასუხობს სახელმწიფოთა თანამეგობრობის განვითარების
ყველა კანონზომიერებასა და დაცულია იძულების უმკაცრესი ნორმებით. საერთაშორისო
სამართლის ყოველი ძირითადი პრინციპი იურიდიული ნორმაა, რომლის სავალდებულოობა
ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ზოგად საერთაშორისო ხელშეკრულებას ან
საერთაშორისო ჩვეულებას, ან ორივეს ერთად. ეს პრინციპები შემდეგია: სუვერენული
თანასწორობა სახელმწიფოებისა, ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვა,
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, საზღვრების ურღვევობა,
საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში
ჩაურევლობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ადამიანის
უფლებათა პატივისცემა, სახელმწიფოს მოვალეობა - ითანამშრომლონ ერთმანეთთან გაეროს
წესდების შესაბამისად, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა
კეთილსინდისიერი შესრულება. ყოველი ისტორიული ეპოქისთვის დამახასიათებელია მისი
შესატყვისი პრინციპები, რომლებიც გამოხატავენ ამ ეპოქის განვითარების ხარისხს.
წარმპდგენილი პრინციპების კომპლექსი ვითარდება არ4ა მხოლოდ ახალი პრინციპების
წარმოშობით და მისი წრის სზრდით, არამედ უკვე არსებულ პრინციპთა შინაარსის
გაფართოვების გზითაც.

4. ხელშეკრულების როლი დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის


პროცესში
ხელშეკრულებები არის პირობების კრებული, რომლებზეც მხარეებმა მიაღწიეს
კონსესუსს, ისინი ძალზე ეფექტურია მომავალში კონფლიქტებისა დაბ დავების თავიდან
ასაცილებლად. ფაქტობრივად, სწორედ ამაზეა აგებული ხელშეკულების მისია, რომ
დავეხმაროთ მსოფლიოს მეტი შეთანხმების მიღწევაში. ხელშეკრულება არამარტო დავების
გადაწყვეტის ძირითადი საშუალებაა, არამედ ხშირად დამხმარე ინსტრუმენტის ფუნქციას
ასრულებს. ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება, სწორედ
ხელშეკრულების მეშვეობით მოდავე მხარეები ერთმანეთთან ამყარებენ უწყვეტ კავშირს და
ცდილობენ შეიმუშავონ მშვიდობიანი გზა კრიზისის დასაძლევად. ის ფაქტობრივი
გარემოების გარდა მოიცავს ფაქტების შეფასებას და გარკვეული რეკომენდაციების
შემუშავებას. ხელშეკრულება დავების გადაწყვეტის პროცესში არის ერთგვარი შუამავალი,
სადაც მხარეები თანხმდებიან მათვის მისაღებ პირობებზე და სწორედ აღნიშნულის
საფუძველზე გეგმავენ დავების მშვიდობიანად მოგვარების საკითხებს

კაზუსი

2022 წელს რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს


მიმართ. წარუდგინა ორი ხელშეკრულების პროექტი, რომლის თანახმადაც ის ითხოვდა
იურიდიულად სავალდებულო დაპირებას, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებოდა,
წინააღმდეგ შემთხვევაში ის განახორციელებდა აგრესიულ ქმედებას უკრაინის მიმართ.
უკრაინამ არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა 2022 წლის 24
თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

კითხვა:
განმარტეთ რომელი საერთაშორისო სამართლის პრინციპი იქნა დარღვეული რუსეთის მიერ?

იქნებოდა თუ არა ხელშეკრულება ერთგვარი შუამავალი, როგორც აგრესიის შემაკავებელი


ძალა?

ამოხსნა

რუსეთის მხრიდან დარღვეული იქნა საერთაშორისო სამართლის შემდეგი


პრინციპები:

1.ძალის გამოყენების და ძალის მუქარისაგან თავის შეკავების პრინციპი- აღნიშნული


პრინციპის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ პირველმა
გამოიყენა ძალა და განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა. აღნიშნული ქმედება
კი სრულიად ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.

2.საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის პრინციპი- ამ პრინციპის


დარღვევა გამოიხატა რუსეთის აქტიურ ქმედებაში, კერძოდ მან რეალური საფრთხე
შექმნა იმისა, რომ დავა გადაზრდილიყო მწვავე დაპირისპირებაში, რასაც შედეგად
მოჰყვა აგრესიული ომი

3.საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი- ამ პრინციპის თანახმად


სახელმწიფოებს სრული უფლება აქვთ დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებით
განსაზღვრონ საკუთარი პილიტიკური მდგომარეობა. რუსეთმა კი მოახერხა
უკრაინის საშინაო საქმეებში არამალთზომიერი ჩარევა, რაც გამოიხატა შემდეგ
ქმედებაში: რუსეთის მიზანი იყო უკრაინა ნატოში არ გაწევრიანებულიყო.
4.სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი- ამ პრინციპის
იურიდიული მნიშვნელობა გამოიხატება შემდეგში: სახელმწიფოები ვალდებული
არიან პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს. თითოეულ სახელმწიფოს უფლება
აქვს მონაწილეობა მიიღოს და გაწევრიანდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და
ორგანიზაციებში. ამ პრინციპის თანახმად უკრაინას სრული უფლება ჰქონდა
განცხადება შეეტანა ნატოში გაწევრიანების შესახებ, რუსეთს კი მის მიმართ
აგრესიული ქმედება არ უნდა დაეწყო და ყოველგვარი მუქარის გარეშე უნდა
შეგუებოდა ამ პროცესს.

5. სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის შენარჩუნება


ხელშეკრულების საფუძველზე.
სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა
სახელმწიფოს თანასწორობას და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობას. სუვერენული
თანასწორობის პრინციპი გარანტიაა დიდი სახელმწიფოებისთვის, რომელიც იცავს მათ
მცირე სახელმწიფოების ნების დაკისრებისგან, რომლებსაც აქვთ ციფრული უპირატესობა
თანამედროვე ზოგად საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი იურიდიული შინანარსი
გამოიხატება შემდეგში:

ა) თითოეული სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს სხვა სახელმწიფოების


სუვერენიტეტს;

ბ) თითოეული სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიულ


მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას;

გ) თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს და განავითაროს თავისი


პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული სისტემები;

დ) ყველა სახელმწიფო იურიდიულად თანასწორია. მათ აქვთ იგივე უფლებები და


მოვალეობები, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრები, განურჩევლად მათი
ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური სისტემებისა.

ე) თითოეული სახელმწიფო დაარსების მომენტიდან საერთაშორისო სამართლის სუბიექტია;

ვ) ვ) თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო


საკითხების მოგვარებაში, ამა თუ იმ ფორმით, რაც გავლენას ახდენს მის ინტერესებზე;

ზ) სახელმწიფოებმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ ნაკისრი საერთაშორისო


ვალდბულებები.

რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულების მნიშვნელობას სუვერენული თანასწორობის


შენარჩუნების პროცესში, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ ის რომ, სახელმწიფოები
სწორედ ხელშეკრულების საფუძველზე ქმნიან საერთაშორისო სამართლის ნორმებს თანაბარ
საფუძველზე. სახელმწიფოთა არცერთ ჯგუფს არ შეუძლია სხვა სახელმწიფოებს დააკისროს
მის მიერ შექმნილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები. გარდა ამისა სახელმწიფოთა
მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, წარმოადგენენ სახელმწიფო ნებათა
კოორდინაციის განსახიერებას, ასახავენ სუვერენული თანასწორობის პრინციპს და ხშირად
შეიცავს მასზე პირდაპირ მითითებებს. ასევე კარგად თუ დავუკვირდებით სუვერენული
თანასწორობის პრინციპის კონკრეტული მანიფესტაცია მიიღება ხელშეკრულების ისეთ
ფორმულირებებში, როგორიცაა: ”ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა სახელმწიფოს აქვს
უფლება ...”, ”ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას”, ”არც
ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია”- აღნიშნული ფორმულირება პირდაპირ მიუთითებს იმაზე
რომ ხელშეკრულებას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სუვერენული თანასწორობის
შენარჩუნების პროცესში

6. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება


ხელშეკრულების გამოყენებით.
კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც
ხელშეკრულების დადების, ასევე მისი შესრულების პროცესშიც. მხარეთა შორის დავის
წარმოშობის შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს სახელშეკრულებო ურთიერთობის
მონაწილეთა კეთილსინდისიერებას და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ საფუძვლით იღებს
პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.მოცემული პრინციპის თანახამად
სუბიექტებს შეუძლიათ: მოითხოვონ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ჩვეულებების
შესრულება, მათი შესრულებისგან სარგებლის მიღება, სახელმწიფოსთვის დახმარების
აღმოჩენა, რომლის უფლებები დაირღვა; კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია
ეკისრება:

1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან


გამომდინარე;

2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის)


შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და
კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია;

3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება არ ნიშნავს კანონის უგულვებელყოფას და


პირიქით, კანონის გამოყენება არ ნიშნავს კეთილსინდისიერების პრინციპის
უგულვებელყოფას. კეთილსინდსიერების პრინციპი მხარეთა შორის არსებული
ურთიერთობის მოწესრიგების მეორად წყაროს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ
პირველ რიგში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი უნდა გამოიყენოს,
ხოლო როცა ამგვარი კანონი არ არსებობს, ან მისი გამოყენება ვერ უზრუნველყოფს მხარეთა
შორის სამართლიანი ბალანსის დამყარებას, სწორედ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული
კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც მხარეთა ურთიერთობის დაბალანსების
დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამართლიანი
შედეგების დადგომის უზრუნველყოფა კონკრეტულ საქმეზე.
დასკვნა
ნაშრომზე მუშაობისას გავეცანით თემის შინაარსობრივ და პრაქტიკულ ნაწილებს, რამაც
საშუალება მოგვცა გადმოგვეცა სიღრმისეულად საკითხის ძირითადი და სპეციფიკური
მხარეები. განვიხილეთ საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და
ხელშეკრულებების ურთიერთმიმართება, ვისაუბრეთ დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის
საშუალებებზე, საკითხის უკეთ გასაგებად მოვიყვანეთ მაგალითები, რამაც საშუალება
მოგვცა დაგვენახა მსოფლიოში არსებული დღევანდელი ვითარება, თუ რამდენად ხშირად
იყენებენ სახელმწიფოები მშვიდობიანად მოგვარების საშუალებებს და ითვალისწინებენ თუ
არა გაეროს წესდებით გათვალისწინებულ მითითებებს.

კაზუსი აუდიტორიისთვის
სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რაც გამოწვეული იყო
სომხეთის მიერ თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჯგუფების წვრთნით. სომხეთის
ქმედება თურქეთისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ ამ უკანასკნელმა სომხეთს მოუწოდა
შეჩერებისკენ. სომხეთი გაფრთხილების მიუხედავად მაინც აგრძელებდა თავის საქმიანობას,
რასაც შედეგად მოჰყვა თურქეთის მხრიდან ძალის გამოყენება. თურქეთმა მიიღო ზომები და
ძალის გამოყენებით მისი ტერიტორიიდან გააძევა სომხეთის სამხედრო ჯგუფები, რადგან
მიიჩნია, რომ სომხეთი აპირებდა თურქეთზე დავდასხმას. ამის შემდეგ, სომხეთმა თურქეთს
ომი გამოუცხადა, რადგან განაცხადა, რომ თურქმეთის ხელისუფლებამ მისი მეზობელი
სახელმწიფოს, ამ შემათხვევაში სომხეთის ჯარის მიმართ განახორციელა აგრესია, იმის
მიუხედავად, რომ სომხეთის სამხედრო ჯარის წვრთა არ ემსახურებოდა თავდასხმის
ოპერაციისთვის მომზადებას.

კითხვები:

საერთაშორისო საჯარო სამართლის რომელი პრინციპები იქნა დარღვეული თითოეული


სახელმწიფოს მიერ?

იქნებოდა თუ არა ხელშეკრულება ერთგვარი შუამავალი, როგორც აგრესიის შემაკავებელი


ძალა?
ბიბლიოგრაფია:
წიგნის ავტორები:
ლევან ჯაყელი-საერთაშორისო საჯარო სამართალი

ლევან ალექსიძე-თანამედროვე საერთაშორისო სამართალი

პიტერ მალანჩუკი-აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისოსამართალი

https://library.alterbridge.edu.ge/author/574/books

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C_
%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AB
%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98

ინტერნეტი:
JURO.COM https://juro.com/

https://www.google.com/search?q=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C
%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwjLme7Chsv4
AhXu8LsIHR4BBL8Q_AUoAXoECAEQAw&biw=1366&bih=625&dpr=1

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA
%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98

You might also like