You are on page 1of 7

გარიგების ფორმა

გარიგების ფორმის ცნება

1)ნების გამოვლენა შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობით, მოქმედებით ან უქმედობით,


ეს ყველაფერი ნების გამოვლენის ფფორმებს წქარმოადგენს და მნიშვნელოვანია
გარიგებისთვის.

2)გარიგების ფორმა შეიძლება გავიგოთ ორი გაგებით:

ა)ფართო გაგებით- გარიგება როგორც ზეპირი, ისე წერილობით


ბ)ვიწრო გაგებით- მხოლოდ წერილობითი ფორმის სახეები.

3)გარიგების მონაწილეებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ გარიგების ფორმა, გარდა იმ


შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ ფორმას და მისი
დაცვა სავალდებულოა.

4)კოდექსი განამტკიცებს გარიგების ფორმის თავისუფლების პრინციპს,რომელსაც


ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპს უწოდებენ. ამრიგად გარიგების მონაწილეებს
თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ გარიგების ფორმა. ეს წესი გამოიყენება მაშნ, როცა
გარიგების ფორმას კანონი პირდაპირ ადგენს.

გარიგების ფორმის ფუნქციები

1)უზენაესმა სასამართლომ გარიგების ფორმის ფუნქციის ორი მნიშვნელოვანი ასპექტი


გამოყო:
ა)მტკიცების გაადვილება
ბ)განზრახვის სერიოზულობის დადასტურება

2) წერილობითი დოკუმენტის არსებობა აიოლებს გარიგების მონაწილეთა ნების


დადგენას და ამით კი მტკიცების პროცესს. ამით არუს გამოწვეული ის გარემოება რომ
იურიდიული პირები ერთმანეთთან ხელშეკრულებებს წერილობით სახით აფორმებენ,
თუმცა სამოქალაქო კოდექსი ამის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. წერილობითი
ფორმა ასევე სერიოზულობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

3)გარიგების ფორმის დახასიათებისას მნიშვნელოვანია მისი განხილვა, როგორც


გარიგების ერთ-ერთი ატრიბუტის, ხოლო მეორე შემთვევაში, როგორც აბსოლუტური
ფორმის. ამ კლასიფიკაციაზეა დამოკიდებული განზრხაული ნების გამოვლენის
ბედი.როცა გარიგების ფორმა გარიგების ატრიბუტიკად მოიაზრება შეიძლება მისმა
დაუცველობამ გამოიწვიოს გარიგების ბათილობა.

გარიგების ფორმის სახეები

1)ზეპირი ფორმა- ნების გამოვლენის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ზეპირი


გარიგება. ე.ი ზეპირად კონტრაჰენტთან პირისპირ მოლაპარაკებით თუ სატელოფონო
საუბრით შეიძლება დაიდოს ყველა ის გარიგება, რომელთათვისაც არაა აუცილებელი
წერილობით ფორმა.

2)კანონით განსაზღვრული წეილობითი ფორმა:

ა)ხელმოწერა, როგორც წერილობითი ფორმა- წერილობითი ფორმისას გარიგების


ნამდვილობისთვის საკმარისია გარიგებაში მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ხელმოწერა
გულისხმობს გარიგებისთვის სპეციალურად შედგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერას.
ცალმხრივი გარიგებისას საკმარისია ერთი პირის ხელმოწერა, ორმხრივი ან
მრავალმხრივისას კი ორი ან მეტი პირის.უნდა იყოს შესრულებული საკუთარი ხელით ან
კანონიერი წეარმომადგენლით, ორიგინალ დოკუმენტზე.

ბ)ბლანკეტური ხელმოწერა- დოკუმენტზე ხელმოწერისას არაა აუცილებელი რომ


დოკუმეტნსი შედგენა და მასზე ხელმოწერა დროით ემთხვეოდეს ერთმანეთს.
ხელმოწერა შეიძლება ე.წ ბლანკეტური ხელმოწერის ფორმით. მისი გავრცელებული
ფორმაა საფირმო ბლანკები, რომლებზეც აღნიშნულია კანონით განსაზღვრული ყველა
რეკვიზიტი ან სხვაგვარი ბლანკები, რომლებითაც საწარმოები ან კერძო პირები საქმიან
ურთიერთობებში მონაწილეობენ. საქმე გვაქვს ხელმოწერილ, მაგრამ ბოლომდე
შეუვსებელ დოკუმენტთან. ბლანკეტური დოკუმენტის გადაცემას სხვა პირისთვის ისეთივე
მნიშვნელობა აქვს როგორც მინდობილ დოკუმენტს.

გ)გარიგებით განსაზღვრული წერილობითი ფორმა- გარიგების ფორმის თავისუფლება


ყველაზე პრაქტიკულ გამოხატულებას იმაში პოულობს რომ გარიგების მხარეებს თვითონ
შეუძლიათ გადაწყვიტონ გარიგების ფორმის საკითხი. როგორც წესი, ფორმის განსაზღვრა
მხარეების მიერ მათი თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე ხდება.

3)) გარიგების სანოტარო ფორმა- მარტივი წერილობითი ფორმის გარდა სამოქალაქო


კოდექსი ითვალისწინებს რთულ წერილობით ფორმასაც, რომლის დროსაც გარიგების
ნამდვილობისთვის არაა საკმარისი მხოლოდ გარიგების მხარეთა ხელმოწერა.
დამათებით საჭიროა ნოტარიუსის მიერ მისი დამოწმება. მართალია ასეთი
გარიიეგებების რაოდენობა კანონმდებლობით შემცირდა მაგრამ პრაქტიკაში
მოქალაქეები კვლავინდებურად ხშირად მიმართავენ ნოტარიუსს გარიგებათა
დასამოწმებლად, განსაკუთრებით უძრავი ქონების ნივთებზე.

4)სანოტარო სამართალი ერთმანეთისგან განასხვავებს სანოტარო დამოწმებასა და


სანოტარო დადასტურებას. დამოწმება გულისხმობს კანონიერების დამოწმებას და
შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, დადასტურება კი ნოტარიუსი აფიქსირებს
იმ ფაქტს რომ ხელმოწერა ეკუთვნის ხელმომწერს.

5)ამ დროს ნოტარიუსი პასუხს არ აგებს დოკუმენტის შინაარსზე და არც არის ვალდებული,
რომ იგი წაუკითხოს მხარეებს. მისი მოვალეობაა გარიგების მხარეთა ხელმოწერის
ნამდვილობის დადასტურება. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ხელმომწერი პირი
იმყოფებოდეს ნოტარიუსთან და ხელმოწერა მის თვალწინ განახორციელოს.

6)ენა, როგორც გარიგების გამოხატვის ფორმა- ზოგადი პრინციპის თანახმად ნების


გამოვლენა რომლის ნამდვილობისთვის აუცილებელია მისი მიღება ადრესატის მიერ
უნდა ითვალისწინებდეს ადრესატის მხრიდან ამ ენის გაგების შესაძლებლობას.

7)სხვა ფორმები- ნების გამოვლენა სპეციალური სახელმწიფო ორგანოს წინაშე, ამის


მაგალითია დაქორწინება. ქორწინებად ითვლება მამაკაცისა და ქალის მხოლოდ ისეთი
კავშირი რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაო რეესსტრის სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურში. ამისთვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა ერთდროული ყოფნა ამ
ორგანოში.

8)ბოლო წლებში გავრცელდა ინტერნეტის გამოყენებით შესრულებული ხელშეკრულებები.


ე.წ ელექტრონულმა ვაჭრობამ მოიცვა სამოქალაქო ბრუნვის თითქმის ყველა სფერო.
ხელშეკრულების მონაწილეები ისე დებენ ხელშეკრულებას რომ არ ხვდებიან და არც
იცნობენ ერთმანეთს. ელ. საშუალებებით გამოყენებით დადებული ხელშეკრულება
სრულად პასუხობს გარიგების მარტივი წერილობითი ფორმისადმი წაყენებულ
მოთხოვნებს.

გარიგების ფორმის დაუცველობის შედეგები

1)გარიგება ბათილია ფორმის დაუცველობის შემთხვევაში, თუმცა თუ ეს ხარვეზი


ფაქტობრივი შესრულებით აღმოიფხვრა ის აღარაა ბათილი, თუმცა ეს ხდება მხოლოდ
გამონაკლის შემთხვევებში.

დაუშვებელი გარიგებები

1)გარიგების დადებისას მხოლოდ ნების გამოვლენა და ფორმა არაა საჭირო, გარიგება არ


უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზნეობის ნორმებს, საჯარო წესრიგს ან არღვევდეს კანონით
დადგენილ წესს.
კანონსაწინააღმდეგო გარიგებები

1)ამკრძალავი კანონების უდიდესი ნაწილი გვხვდება სამოქალაქო სამართლის


ფარგლებს გარეთ, საჯარო სამართლაში, რადგან კერძო სამართალი უფრო
თავისუფლების მიმნიჭებელი სამართალია და შეზღუდვებიც გამონაკლისს შეადგენს.

2)დაუშვებელია ბრუნვაუუნარო საგნაზე გარიგება მაგ. სახელი.

ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებები

1)ანტიზნეობრიობის კრიტერიუმებად მიიჩნეოდა პიეტა და რელიგიო.

2)მთავარი საზომია თუ როგორ შეაფასებდა ხალხის ესა თუ ის ჯგუფი ამ გარიგებას.

საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებები

1)ფრანგულ სამართალში ერთმანეთისგან განასხვავებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ


საჯარო წესრიგს. პირველს განეკუთვნება ყველა ის ნორმა რომელიც არ შეეხება
ეკონომიკურ ურთიერთობებს და განსაზღვრავენ სახელმწიფოს ოჯახისა და ინდივიდის
ძირეულ ინტერესებს.

2)სახელმწიფოს ძირეული ინტერესების დამცავი ნორმების მიზანია სახელმწიფო


ორგანოთა მისი მმართველობის აპარატის, საგადასახადო სისტემის და ა.შ გამართული
ფუნქციონირების უზრუნვეყოფა. ამ ასპექტით საჯარო წესრიგის დარღვევის მაგალითებია
ამომრჩეველთა ხმების ყიდვა, სახელმწიფო მოსამსახურესთან შეთანხმება ამა თუ იმ
სახელმწიოებრივი პრივილეგიის მისაღებად და ა.შ.

3)ოჯახის ინტერესების დამცავი ნორმების მიზანია ოჯახის არსებობის ფუნდამენტური


საფუძვლების არსებობის უზრუნველყოფა და ისეთი მოქმედების აღკვეთა რომელიც ძირს
უთხრის ოჯახის როგორც მნიშვნელოვანი სოციალური წარმონაქმნის არსებობას.

4)ინდივიდის ინტერესების დაცვის ნორმებს განეკუთვნება ნორმები რომლებიც


ადამიანის პიროვნებას მის ღირსებას და თავისუფლებას, დამოუკიდებლობას იცავენ.
საჯარო წესრიგის ამ ნორმებს ასევე მორალური დაცვის ნორმებს უწოდებენ.

5)ეკონომიკური წესრიგის ნორმების როლისა და მნიშვნელობის ზრდა დაკავშირებულია


სახელმწიფოს ახალ ფუნქციებთან რომლებიც მას აქვს სოციალურ სახელმწიფოდ
აღიარებასთან დაკავშირებით. ამით სახელმწიფოს ენიჭება დამატებითი უფლებები
საბაზრო ეკონომიკის მართვის სფეროში, განსაკუთრებით მონოპოლიებისა და
კონკურენციის ურთიერთობათა, სოციალურად ნაკლებად დაცული ფენების ინტერესების
უზრუნველყოფის სფეროში.

6)საჯარო წესრიგის ცნება გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართალში, როგორც


კოლიზიური ნორმის შეზღუდვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა მისი
დეფინიცია არც დოქტრინით და არც კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.
აღნიშნული შეზღუდვის მიხედვით, ქვეყნის სასამართლოებმა არ უნდა გამოიყენონ ისეთი
უცხოური კანონი, რომელიც არღვევს ან ეწინააღმდეგება მოცემულის სახელმწიფოს
საჯარო წესრიგს.

მოძღვრება ნების ნაკლის შესახებ

1)ვითარებას როდესაც გარეგანად გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამომვლენის


ნამდვილ შინაგან ნებას და გარიგება კი ნების გარეგნული გამოვლენის შედეგად დაიდო
ეწოდება ნების ნაკლი. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ყველას აქვს საერთო
ის, რომ - ყველა ნების გამოვლენა არის ნაკლის მქონე.

2)რიგ შემთხვევებში გარიგებები ბათილია ასეთ დროს, თუმცა არის შემთხვევები


როდესაც ბათილობა დამოკიდებულია იმაზე შეცილებული იქნება თუ არა ეს გარიგება-
საცილო გარიგებანი.
მოჩვენებითი და თვალთმაქცური ანუ კანონის გვერდით

ახვევით დადებული გარიგებანი

1)ნების ნაკლის გავრცელებული შემთხვევებია მოჩვენებითი და თვალთმაქცური


გარიგებები. ორივე შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სიმულაციას, თუმცა ისინი
განსხვავდებიან სიმულაციის მეთოდებით.

2)მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები


თანხმდებიან იმაზე რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ესეიგი
გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას იქცევიან ისე თითქოს სურთ თუმცა სინამდვილეში
არც კი ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე. ამ ტიპის გარიგების მიზანია მესამე პირის
შეცდომაში შეყვანა.

3)უფრო გავრცელებულია ე.წ თვალთმაქცური გარიგებები. ისინი მოჩვენებითი


გარიგებების ნაირსახეობას წარმოადგენენ და განსხვავდებიან მათგან მხოლოდ იმით,
რომ გარიგების მონაწილეებს მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სურთ სხვა
გარიგების დაფარვა რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავენ. 56 მუხლი.

4)მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა მიერ


ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერების შემოწმებით, თვალთმაქცური გარიგებისას კი
უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება მის
მიმართ მოქმედი წესები.

არასერიოზულად განხორციელებული ნების გამოვლენა

1)ნორმები ითვალისწინებენ იმასაც რომ ადამიანი შეიძლება ზოგჯერ არასერიოზული


იყოს და მის მიერ გარეგნულად გამოხატული ნება უფრო ხუმრობის ხასიათს ატარებდეს.
57 მუხლის პირველი ნაწილი ბათილად მიიჩნევს ნების გამოვლენას რომელიც
გაკეთებულია არასერიოზულად იმ ვარაუდით რომ არასერიოზულობა გამოცნობილი
იქნებოდა. აუცილებელია ეს არასერიოზულობა აშკარად იყოს გამოსაცნობი და თუ ამის
გამოუცნობადობის გამო ვინმეს ზიანი მიადგა მას ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
აქვს.

შეცდომით დადებული გარიგებები

1)შეცდომით განხორციელებული ნების გამოვლენა არ არის ნამდვილი, ვინაიდან ამ


გარეგნული გამოხატვის უკან არ დგას ნამდვილი ნება ე.ი ნება და მისი გამოვლენა არ
ემთხვევა ერთმანეთს.

2) 72 მუხლი ამბობს რომ ნების ნაკლმა შეიძლება გამოიწვიოს გარიგების ბათილობა.


მაგრამ სრულიად ბუნებრივად წამოიჭრება საკითხი იმის შესახებ თუ როგორი შეცდომა
შეიძლება გახდეს ბათილობის საფუძველი. კანონი გარიგების სასცილოდ გახდომის
საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ არსებით შეცდომას. შეცდომის არსებითად მიჩნევისთვის
აუცილებელია სხვადასხვა სუბიექტურ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება,
მაგალითად, უნდა დადგინდეს თუ რა ზომებს მიიღებდა მსგავს ვითარებაში გონივრული
ადამიანი რომ სცოდნოდა საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ.

3)შეცდომა გარიგების ტიპის არჩევაში- 73 მეხულის ა ქვეპუნქტის თანახმად არსებით


შეცდომად ითვლება როცა პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის რაზედაც მან
გამოთქვა თავისი თანხმობა. ასეთი შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი
გარემოება.

4)შეცდომა გარიგების შინაარსში- გარიგების ტიპის არჩევაში შეცდომისგან განსხვავებით


გარიგების შინააარსში შეცდომისას გარიგების მონაწილეს სურს გარიგების დადება და
ამიტომ მისი ნება ემთხვევა გამოვლენილ ნებას, მაგრამ სურდა ამ გარემოებაში სხვა
აზრი, სხვა შინაარსი ჩაექსოვებინა, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა.

5)შეცდომა გარიგების საფუძველში- გარიგების საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული


გარიგების მხარეების ერთობლივი წარმოდგენა იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც
დებენ მხარეები გარიგებას. ამ შემთხვევაში შეცდომის წინაპირობას წარმოადგენს ის
რომ გარიგების მხარეები კეთილსინდისიერად ენდობოდნენ ამ გარემოების არსებობას.
გარიგების დადების შემდეგ კი აღმოჩნდება რომ თურმე ეს გარემოებები არ არსებობდა
ან არსებობდა მაგრამ არა ისე როგორც ეს მხარეებს წარმოედგინათ.

6)შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში- არსებით შეცდომად და გარიგების შეცილების


საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს კონტრაჰენტის პიროვნებაში შეცდომა. ასეთი
შეცდომა სრულიაად შესაძლოა სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად ასაკით.
მისი უნარით, პროფესიონალიზმით და ა,შ იმისთვის რომ შეცდომა გაბათილების
საფუძველი გახდეს სსკ აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. შეცდომა არა პიროვნების
თვისებებში, არამედ პირად თვისებებში და თვით პიროვნებაში შეცდომა იწვევს
ბათილობას.

7)შეცდომა საგნის ძირითად თისებებში- გარიგების შეცილების საფუძველი შეიძლება


იყოს შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში, ასეთია თვისება რომელიც საფუძველი
გახდა საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.-74 მუხლი 2 ნაწილი.

8)შეცდომა უფლებაში- უფლებაში შეცდომა გულისხმობს პირის არასწორ წარმოდგენას


მის მიერ დადებულ გარიგების უფლებრივ შედეგებზე. კერძოდ გარიგების დადებისას
პირი ცდებოდა და არ ეგონა თუ მის მიერ გარეგნულად გამოხატული ნება ამა თუ იმ
გამოთქმისთვის მინიჭებული მნიშვნელობა ასეთ შედეგებს გამოიწვევდა.

9)შეცდომა მოტივში- გარიგებების დადებისას მოტივი ხშირად მნიშვნელოვან როლს


თამაშობს. გარიგების მოტივებს განეკუთვნება ისეთი წარმოდგენები რომლებსაც ერთი
მონაწილე იქმნის გარიგების სხვა მონაწილეების შესახებ ან გარიგების საგნის
თვისებების თაობაზე. ამ დროს სახეზეა არა შეცდომა ნების გამოვლენაში, არამედ მის
ფორმირებაში. 76 მუხლის თანახმად შეცდომა გარიგების მოტივში არსებით შეცდომად
მხოლოდ მაშინ ჩაითვლება როდესაც მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

10)შეცდომის გამო გარიგების შეცილების წინაპირობები-საცილო გარიგება ითვლება


ნამდვილად მანამდე ვიდრე დაინტერესებული პირი არ გახდის მას სადავოდ ე.ი
მოითხოვს გაბათილებას. შეცდომით დადებული გარიგებების შეცილებას ახასიათებს
თავისებურებები, რომლებიც ამ გარიგების სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

ა)გარიგების საფუძვლად არსებული შეცდომა უშუალო მიზეზი უნდა იყოს გარიგების


დადებისათვის. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს რომ პირი არ დადებდა მოცემულ
გარიგებას, რომ მას არასწორი წარმოდგენა არ ჰქონოდა გარიგებასთან დაკავშირებული
ფაქტებისა და გარემოებების გამო.

ბ)შეიძლება გარიგების დადების საფუძველი იყოს შეცდომა მაგრამ თუ გარიგების მეორე


მხარე თანახმაა ისე შეასრულოს გარიგება როგორც ეს შეცდომის დამშვებ მხარეს სურს,
მაშინ არ დაიშვება გარიგების შეცილება და მისი გამოცხადება ბათილად.

გ)კანონი გარიგების შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ არსებითი შეცდომების


არსებობისას. ხოლო რაც შეეხება წვრილმან შეცდომებს გამოანგარიშებებში ან
წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაშ, იგი მხოლოდ ამ შეცდომის
გამოსწორების უფლებას იძლევა და არა გარიგების გაბათილების მოთხოვნის უფლებას.

მოტყუებით ადებული გარიგებანი


1)ცნება და გამოყენების წინაპირობები- ნების გამოვლენის თავისუფლება შეიძლება
ხელყოფილ იქნეს არა მხოლოდ გარიგების მონაწილის შეცდომითბ არამედ გარიგების
კონტრაჰენტის შეგნებული განზრახი ქმედებით-მოტყუებით. მოტყუებად კი ითვლება
ცდომილებაში განზრახ შეყვანა. მართალია ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების
ნაკლთან რომელიც გარიგების შეცილების საფუძველს იძლევა მაგრამ მათ შორის
მნიშვნელოვანი განსხვავებაა. შეცდომის შემთხვევაში ნების ნაკლის წყარო თავად
გამოვლენის პირობებშია მის მიერ არასწორად განხორციელებულ ქმედობაშ ან
გარემოებათა არასწორ შეფასებაში. მოტყუებას კი საფუძვლად უდევს გარიგების
პარტიორის შეგნებული სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედება რომელიც მიზნად
ისახავს ნების გამოვლენის შეყვანას შეცდომაში.
2)81 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად როცა აშკარაა რომ მოტყუების გარეშე
გარიგება არ დაიდებოდა.

3)მოტყუება შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ აქტიურ მოქმედებაში არამედ იმ


მონაცემების დამალვაში, რომლებიც გარიგების მხარეს უნდა შეეტყობინებინა მეორე
მხარისთვის.მაგალითად ნივთის გამყიდველი ვალდებულია მყიდველს აცნობოს ნივთის
ნაკლის შესახებ.

4)უნდა დავეთანხმოთ ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულ შეხედულებას,


რომ მოტყუება შესაძლებელია იყოს მხოლოდ განზრახი ქმედობა. ამიტომ გამოთქმული
კრიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაუფრთხილებლობით მოტყუების
შესაძლებლობასაც უშვებენ, სამართლიანად მიმაჩნია. მოტყუებით დადებული გარიგების
ბათილობისთვის არა აქვს მნიშვნელობა იმას მოტყუება უშუალოდ გარიგების საგანს
ეხება თუ სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გარიგების
მონაწილის ნებაზე.

5)არის შემთხვევები როცა არასწორი ცნობები უშუალოდ გარიგების მონაწილიდან კი არ


მომდინარეობს არამედ მესამე პირისაგან, მაგრამ მონაწილემ იცის ამის შესახებ.

6)შეცილების პირობები- შეცდომით დადებული გარიგების მსგავსად მოტყუების


საფუძველზე დადებული გარიგების შემთხვევაშიც საქმე გვაქვს საცილო გარიგებებთან
ე.ი. ისეთ გარიგებებთან რომლებიც ნამდვილია მანამდე ვიდრე მისი მონაწილეები არ
მოითხოვენ ამ გარიგების გაბათილებას.

7)როგორც წესი მოტყუება შეცდომის საფუძველია ამიტომ შეცდომით გარიგების დამდები


პირი შეიძლება იმავდროულად მოტყუებულიც იყოს. მას შეუძლია სარჩელი ორივე მხრივ
შეიტანოს: შეცილების უფლების ვადა შეადგენს ერთ წელს მაშნ, როცა შეცდომის
საფუძველზე დადებული გარიგების შეცილების ვადა შეადგენს ერთ თვეს-79 მყხლის
პირველი ნაწილი. შეცდომით დადებული გარიგების შეცილების დროს შეცილების
უფლების მქონეს შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება თუ შეცდომა მას
დაუდევრობის გამო მოუვიდა.

იძულებით დადებული გარიგებანი

1)ნების ნაკლის გამო დადებული გარიგებების ყველაზე მძიმე და მკაცრ ფორმას


წარმოადგენს იძულებით დადებული გარიგებანი. განსხვავებით მოტყუებისგან, იძლებას
შედეგად შეცდომა კი არ მოჰყვება არამედ ნების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება.
იძულება არის აშკარა ჩარევა ნების გამოვლენის პროცესში.

2)იძულება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს. ერთ შემთხვევაში შეიძლება


არსებობდეს ფიზიკური ზემოქმედების ფორმით, როცა პირს ძალადობით მოაწერინეს
ხელი. სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს როგორც ფარული ისევე აშკარა მუქარის სახით.
მუქარა შეიძლება მიმართული იყოს როგორც პირადად კონკრეტულ პირზე, ასევე მის
ქონებაზე.

3)85 მუხლის თანახმად იძულებით ან იძულების მუქარით დადებული გარიგებების


შეცილების უფლება აქვს ხელყოფილ პირს მაგრამ თვით იძულების საშუალებები და
მიზნები შეიძლება იმდენად განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან რომ არ არის
გამორიცხული ეჭვის დაბადება- რამდენად სწორი იქნებოდა ბათილობის მოთხვონა.

4)იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები რომლებიც არ ხორციელდება არც


მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებების
გამოყენებით. -88 მუხლი

5)კანონის ეს მოთხოვნა კუმულატიურია ე.ი. მიზანიც და მისი მიღწევის საშუალებაც


მართლზომიერი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში 85 მუხლით გაგათვალისწინებულ
შედეგს მივიღებთ.
6)მართლსაწინააღმდეგობა არსებობს მაშნ როცა მართლსაწინააღმდეგოა მუქარის
საშალება ან მიზანი ანდა ერთმანეთთან შეუსაბამოა მიზანიცა და საშუალებაც.
სასამართლოში მიმართვა თავდაცვის მართლლზომიერი საშუალებაა.

7)საკმაოდ რთულია მიზნის მართლზომიერების საკითხის დადგენა. ზოგი სახის მიზნის


განხილვისას მისი მართლსაწინააღმდეგობა ეჭვს არ იწვევს. მაგალითად როცა პირს
ემუქრებიან რომ თუ ის მონაწილეობას არ მიიღებს დანაშაულის ჩადებაშ პოლიციაში
დაასმენენ.

8)არა მხოლოდ მიზნის და საშუალების მართლზომიერებისას მოითხოვს კანონი არამედ


მათ ურთიერთშესაბამისობასაც.

9)მუქარის საფუძველზე დადებული გარიგების შეცილებისას აუცილებელია რომ მუქარასა


და გარიგებას შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან კანონის თანახმად არ
არის სავალდებულო რომ იძულება გარიგების მონაწილისგან მოდიოდეს. იგი შეიძლება
მომდინარეობდეს მესამე პირისაგან.

10)იძულებით დადებული გარიგებაც როგორც ნების ნაკლის გამო დადებული გარიგება


წარმოადგენს საცილო გარიგებას და მის მიმართ შეცილების იგივე წესწები გამოიყენება
რაც მოტყუების ან შეცდომის დროს.

11)მოტყუებით დადებული გარიგების შეცილებისაგან განსხვავებით იძულებით


დადებული გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადა აითვლება არა იმ მომენტიდან, როცა
შეცილების უფლების მქონე პირმა შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობაზე, არამედ
იძულების დამთავრების მომენტიდან.

You might also like