You are on page 1of 3

11.საერთაშორისო ხელ.

დადების წესი და სტადიები

სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს


საერთაშორისო ხელშეკრულების დადების უფლება. ნებისმიერი სახელმწიფო
უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა ხელშეკრულების შემმუშავებელ
კონფერენციაზე, ან შეუერთდეს უკვე არსებულ ხელშეკრულებას თუ იგი
დაინტერესებულია ასეთი შეთანხმებით. სახელმწიფოები თავად
განსაზღვრავენ რომელ ორგანოს აქვს უფლება იმოქმედოს საერთაშორისო
ასპარეზზე მისი სახელით და დადოს საერთაშორისო ხელშეკრულება,
ჩვეულებრივ, ეს უფლება სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურს აქვს
მინიჭებული. იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულებას ხელს აწერს სახელმწიფოს
ან მთავრობის მეთაური, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ არ სჭირდებათ
სპეციალური უფლებამოსილება. მაგრამ თუ ხელშეკრულებას ხელს აწერს
რწმუნებული პირი, ამისათვის მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რწმუნების
დამადასტურებელი საბუთი. ამასთან რწმუნებულს გააჩნია ინსტრუქცია,
რომლითაც ის ხელმძღვანელობს ხელშეკრულების დადების დროს და
რომლიდან გადახვევა მთავრობის გარეშე მას არ შეუძლია. დაუშვებელია
რწმუნებულის ძალდატანება, მას უფლება უნდა ჰქონდეს თავისუფლად
დაუკავშირდეს თავის მთავრობას დამატებითი ინსტრუქციების
მისაღებად.ხელშეკრულებისათვის მოწერა უფლებამოსილების და
ინსტრუქციის დარღვევით სახელმწიფოსათვის იურიდიულად ნულია ანუ
ბათილია. ამიტომაც ამოწმებენ ხელშეკრულების დადების წინ მხარეები
თავიანთ უფლებამოსილებებს. ყველა ხელშეკრულების პრეამბულაში
ვხვდებით, რომ „მხარეება შეამოწმეს ერთმანეთის უფლებამოსილება,
რომლებიც შეესაბამებიან სათანადო ფორმას და სათანადო წესრიგში არიან.

საერთაშორისო ხელშეკრულება იდება ან უშუალო დიპლომატიური


მოლაპარაკების შედეგად ან საერთაშორისო კონფერენციის მოწვევით. ამ წესს
იყენებენ ძირითადად მრავალმხრივ ხელშეკრულებათა დადებისათვის. ასეთ
ხელშეკრულებათა ტექსტი წინასწარ მუშავდება გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო რეგიონალური და სპეციალიზებული
ონგანიზაციების ორგანოების მიერ და კონფერენციებზე ხდება ამ ტექსტების
დაზუსტება ან მხოლოდ ხელმოწერა. შესაძლოა მხარეებმა ჯერ პარაფირება
ირჩიონ ანუ ხელი მოაწერონ მხოლოდ ინიციალების აღნიშვნით, რის შემდეგაც
ტექსტის შეცვლა აღარ დაიშვება.

მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერისას მხარეები სვამენ თავის


ხელმოწერას ქვეყნების სახელწოდების ანბანური წესის მიხედვით, როგორც
წესი გამოიყენება ინგლისური ანბანი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის
კი რუსული ანბანი.

ხელშეკრულება ძალაში შედის:1.ხელმოწერის დღიდან, 2.ხელმოწერიდან


გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, 3.სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის
დღიდან ან ამ დღიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, 4.სარატიფიკაციო
სიგელების სათანადო რაოდენობის დაგროვების დღიდან ან ამ დღიდან
გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, 5.ხელშეკრულების დამტკიცების დღიდან
ან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. გასათვალისწინებელია ის, რომ
ხელშეკრულების ძალაში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი სავალდებულო
ხდება ყველა მხარისათვის. სავალდებულოა მხოლოდ მათთვის ვინც
შეასრულა აქტის ძალაში შეყვანისათვის საჭირო ყველა პროცედურა,
მაგალითად, მოახდინა რატიფიკაცია, შეუერთდა მას და სხვა. რატიფიკაციაში
იგულისხმება ხელშეკრულების დამტკიცება სახელმწიფოს უზენაესი
ხელისუფლების მიერ. ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს
რატიფიკაციის წესებს და იმ ორგანოს, რომლის კომპეტენციაშიც შედის
რატიფიკაციის უფლება.

თუკი ხელშეკრულება ღია ხასიათისა, ყველა სახელმწიფოს შეუძლია


შეუერთდეს უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რისთვისაც საჭიროა
სპეციალური განცხადების გაკეთება და შეერთების აქტის ჩაბარება
სახელმწიფო-დეპოზიტორისათვის. ორმხრივი ხელშეკრულების დადების
დროს ერთ ქვეყანაში ხდება ხელშეკრულების ხელმოწერა, მეორე
სახელმწიფოს დედაქალაქში კი სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა.
მრავალმხრივ ხელშეკრულებათა რატიფიკაციის დროს სარატიფიკაციო
სიგელის დეპონირებისათვის ამოირჩევა სახელმწიფო-დეპოზიტორი ან
შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციი აღმასრულებელი ორგანო.
სარატიფიკაციო სიგელის შესანახად გადაცემისას შედგება სპეციალური ოქმი ,
რომლის ასლი ეგზავნება ხელშეკრულების ყველა მონაწილეს. დადებული
ხელშეკრულება უნდა იყოს სათანად წესით პრომულგირებული
(გამოქვეყნებული) ყოველი მხარის მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციების
აღმასრულებელ ორგანოებში აუცილებელია მათ მიერ დადებული ყველა
ხელშეკრულების რეგისტრაცია, სხვა შემთვევაში ამ აქტებზე დაყრდნობის
უფლება ერთმევათ მხარეებს. რაც შეეხება თვით ხელშეკრულების იურიდულ
ძალას, რეგისტრაციას არ საჭიროებს, იგი რეგისტრაციის გარეშეც
სავალდებულოა მხარეთათვის.

You might also like