You are on page 1of 2

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ფორმალური

ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს


კანონით პირდაპირაა გათვალისწინებული. ეს დათქმა გულისხმოვს შემთხვევას,როდესაც
მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მოსალოდნელია ადამიანის უფლებების
არსებიოთი შეზღუდვა ან საჯარო უფლების ინტერესზე არსებითი
ზეგავლენა.დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ფორმალური ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში განსხვავდება მისი მონაწილეობისაგან მარტივ
ადმინისტრაციულ წარმოებაში.ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა აცნობოს
ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ადმინისტრაციულმა ორგანომ და უზრუნველყოთ
მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.დაინტერესებულ მხარეს უნდა შეეძლოს
წარადგინოს საკუთარი მოსაზრებ ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა
გარემოებასთან დაკავშირებით.კანონი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების
ჩატარების ვალდებულებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების
მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი. გადაწყბეტილების მიღების პროცესში
დაინტერესებული პირების ჩართვა მიზნად ისახავს როგორც მათი ინტერესების დაცვას ,
ასევე ადმისინტრაციული წარმოების მიზნებს. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების
დროს მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტი – დასკვნა.ამით შესაძლებელია
ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მოწმის მიერ
ჩვენების ან ექსპერტის მიერ დასკვნაზე უარის შემღთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანო
ულფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ჩვენების ან დასკვნის მოპოვების თხოვნით.
ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმისნიტრაციული ორგანო
გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის საფუძველზე ამას კი აქვს შემდეგი
ფუნქცია:1. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირს ეძლევა შესაძლებლობა ,
უშუალოდ გაეცნოს და შეექმნას წარმოდგენა გადაწყვეტილების მისაღებ მნიშვნელოვან
ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ შეხედულებებზე.3. პროცესში მონაწილეების
მოსმენის უფლება შეუზღუდავი და უზრუნველყოფილია4. გადაწყვეტილების
შინაარსობრივი სისწორის გარანტია მაღალია5. ზეპირი მოსმენის 1 სამუშაო დღეზე
კონცენტრაციით პროცესის დაჩქარება უზრუნველყოფილია. ზეპირი მოსემნის შესახებ
დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 7 დღით ადრე და მიწვეული
იქნეს მონაწილეობის მისაღებად თუ დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი აღემატება 50–ს
მაშინ ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებულ მხარეებს ზეპირ მოსმენაში
მონაწილეობის მისაღებად იწვევს ოფიციალრ ბეჭვდით ორგანოში ცნობის გამოქვეყნების
მეშვეობით.ცნობაში უნდა მიეთითოს: საკითხი რაზეც იმართება ზეპირი მოსმენა,
ადმინისტრაციულიორგანოს დასახელება,ადმინისტრაციული წარმოების საფუძველი,
ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით
საჯაროა,რომელიც არ უნდა გაგრძელდეს 1 დღეზე მეტი. სხდომის თვამჯდომარე
უფლებამოსილია სხდომა გამოაცხადოს დახურულად
:სახელმწიფო,კომერციული,პროფესიული ან მხარის პერსონალური მონაცემების დაცვის
უზრუნველყოფის მიზნით.ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ:
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოს
წარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, მოწმეს და ექსპერტს. ზეპირი მოსმენის
თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს თუ რომელი საქმე განიხილება.ადგენს ვინ
გამოცხადდა გასახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან,ჩააბარეს თუ არა გამოუცხადებელ
პირებს შეტყობინებები და რა იყო მათი არ გამოცხადების მიზეზი არკვევს ამასაც. სხდომის
თავმჯდომარე უზრუნველყოფს სხდომაზე წერიგს, ის ჯერ აფრთხილებს შემდეგ კი აძევებს
დარბაზიდან წესრიგის დამრღვევს და განაგრძობს სხდმოას მის გარეშე.სხდომის დროს
დგება ოქმი. რაც შეეხება კოლეგიურ ორგანის მისი ყველა წევრი იღებს მონაწილეობას
გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სვამს შეკითხვებს საქმის გარემოებასთან
დაკავშირებით . ფორმალური ადმინსიტრაციულ–სამართლებრივი აქტის მიმღების ამ დროს
არის რამოდენიმე სუბიექტი.გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს კოლეგიური
ორგანოს მხოლოდ ის წევრები,ვინც მონაწილობდა ზეპირ მოსმენაში. ფორმალურ
ადმინისტრაციულ წარმოებაში გადაწყვეტილება მიიღება ზეპირი მოსმენიდან 5 დღის
ვადაში .ზეპირი სხდომა არ სრულდება გადაწყვეტილების გამოცხადებით, ეს
გადაწყვეტილება ეცნობება დაინტერესებულ მხარეს სზაკ-ით დადგენილი წესით.

You might also like