You are on page 1of 6

არბიტრაჟის უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულ

მეთოდებთან მიმართებით

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სამართლის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი
მარი ლომთაძე

2021 წლის 3 ოქტომბერი.


კონფლიქტი და დავა ადამიანური ურთიერთობების თანმხლები მოვლენებია,
ურთიერთობათა სირავლე კი დავათა სიმრავლესაც იწვევს. თანამედროვე
ტექნოლოგიების განვითარება შლის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და
ადამიანთა შორის კავშირების დამყარების პროცესს უფრო სწრაფსა და ადვილს ხდის.
კავშირის დამყარების სიმარტივე იწვევს მრავალფეროვან და კომპლექსურ
ურთიერთობათა ჩამოყალიბებას, რაც კონფლიქტთა სიმრავლესა და მათი გადაჭრის
სირთულესაც განაპირობებს. განსახილველ საქმეთა სიმრავლისა და ბიუროკრატიის
გამო სასამართლო შესაძლოა უუნარო აღმოჩნდეს დავათა სწრაფად, ნაკლები
დანახარჯებით, სამართლიანად და ეფექტურად გადაჭრის საკითხში. აღნიშნული
განაპირობებს დავის გადაწყვეტას ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით.
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები- არბიტრაჟი, მედიაცია და მედ-
არბი სულ უფრო პოპულარული და ფართოდ გამოყენებადი ხდება. მიუხედავად
თითოეული ამ საშუალების ეფექტურობისა დავის გადაწყვეტის საქმეში, ვფიქრობ,
არბიტრაჟის ინტიტუტს აქვს უპირატესობა დავის ალტერნატიული გაადწყვეტის
სხვა საშუალებებთან მიმართებით.
არბიტრაჟის უპირატესობის გამოსაკვეთად საჭიროა არბიტრაჟის ინსტიტუტის
შედარება მედიაციისა და მედ-არბის ინსტიტუტთან.
არბიტრაჟი და მედიაცია
არბიტრაჟის ჩამოყალიბებული ერთიანი ცნება არ არსებობს. მეცნიერების და
სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა არბიტრაჟის განსხვავებულ დეფინიციას
გვთავაზობენ. მაგალითად ვან დენ ბერგი შემდეგნაირად განსაზღვრავს არბიტრაჟის
ცნებას „დავის გადაწყვეტა ორ ან მეტ მხარეს შორის, მესამე პირის მიერ, რომლის
უფლებამოსილებაც ეფუძნება მხარეთა შეთანხმებას (საარბიტრაჟო შეთანხმება) და
ვისი გადაწყვეტილებაც სავალდებულოა მათთვის“. არბიტრაჟს აქვს შემდეგი
ძირითადი მახასიათებლები: 1-არბიტრაჟს დავა გადაეცემა მხოლოდ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე; 2-გადაწყვეტილების მიღება ხდება არბიტრის მიერ,
რომელიც არის მხარეების მიერ შერჩეული, ჩვეულებრივი კერძო პირი, ის არ არის
სახელმწიფოს წარმომადგენელი ან მოსამართლე; 3-არბიტრაჟის დასრულებისას
გამოდის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, რომელიც
აღსრულებადია ეროვნულ სასამართლოებში.
საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ მედიას განმარტავს როგორც პროცესს,
მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან მეტი მხარე
ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას“. მედიაციის პროცესში
ჩართული ნეიტრალური პირი- მედიატორი, ცდილობს დაეხმაროს მხარეებს
შეთანხმებაში. მედიაციის შესახებ კანონი იცნობს სასამართლო და კერძო მედიაციას.
მედიაციასა და არბიტრაჟს აქვთ საერთო ნიშნები- კონფიდენციალურობა,
ნეიტრალური პირის ჩართულობა პროცესში და მოქნილობა-მხარეთა შეთანხმება
გამოსაყენებელ პროცედურაზე. მააგრამ არის ნიშნები, რომლებიც მათ განასხვავებს
და არბიტრაჟს დავის გადაწყვეტის უფრო ეფექტურ საშუალებად აქცევს.
საქმის განხილვის ხანგრძლივობა და ხარჯები- საქართველოს კანონი „არბიტრაჟის
შესახებ“ ადგენს რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული, გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის
დაწყებიდან 180 დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრს შეუძლია
აღნიშნული ვადის გაგრძელება არა უმეტეს 180 დღით. კანონმდებელი არბიტრს
საქმის განხილვისას დროის ლიმიტს უწესებს, რითაც ხელს უშლის საქმის
გაჭიანურებას. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლო მედიაციის
ხანგრძლივობას კანონის ჩარჩოებში აქცევს და 45 დღით განსაზღვრავს (მხარეების
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაგრძელება კიდევ 45 დღით), მაგრამ
მედიაციის შესახებ კანონი მედიაციის ხანგრძლივობას არ ზრუდავს. ამავე კანონის
მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ მედიაციის ხანგრძლივობა სეზღუდული არ
არის, თუ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. როგორც
არბიტრაჟის, ასევე მედიაციის სემთხვევაში მხარეებს აქვთ სშუალება
ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრონ პროცესის ხანგრძლივობა, მაგრამ შეთანხმების
არ არსებობისას მედიაციის შემთხვევაში იქმნება მედიაციის პროცესის დროში
უსასრულოდ გაჭიანურების საფრთხე. პროცესის დროში გაჭიანურება ხარჯების
გაზრდის და ხარჯის წინასწარ განსაზღვრის შეუძლებლობის საფუძველია.
მართალია, პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული ხარჯები შეფასების საკითხია
და ყოველ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით განსხვავებულია, მაგრამ უდავოა,
რომ პროცესის დროში გაჭიანურება გაზრდილ ხარჯებს ნიშნავს, ხოლო დროის
ლიმიტის არ არსებობა და განუსაზღვრელობა ართულებს გასაწევი ხარჯების
განჭვრეტის შესაძლებლობას.
არბიტრაჟის პროცესის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა- საარბიტრაჟო პროცესისაგან
განსხვავებით მედიაციას არ აქვს რაიმე სავალდებულო წესი და პროცედურა.
აღნშნული მხარეებს თვითნებობის საშუალებას აძლევს და სათუოს ხდის პროცესის
წარმატებით დასრულების შესაძლებლობას. არბიტრაჟისთვის კი დამახასიათებელია:
1- საარბიტრაჟო განხილვისას არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს და
ექვემდებარება ცნობას და აღსრულებას.
2-თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ იქნება გათვალიწინებული, არბიტრს
შეუძლია, ერთ-ერთი მხარის მიერ პროცესზე არასაპატიო მიზეზით
გამოუცხადებლობის ან თავისი პოზიციისა და მტკიცებულებების
წარმოეუდგენლობის შემთხვევაში, განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს
გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებბეის საფუძველზე.
არბიტრს ასევე აქვს დანიშნოს ექსპერტი.
მოცემული რეგულაციები წარმოადგენს მხარეთა დისციპლინირების, მათი
პროცესში მაქსიმალურად ჩართვის და აქტიურობის საშუალებას, რაც
უზრუნველყოფს არბიტრჟის პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვას და
საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას. არბიტრაჟისთვის დამახასიათებელი
საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მხარეთა მიერ საკუთარი მოთხოვნის
რეალურად დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
გადაწყვეტილების სავალდებულოობა- არბიტრაჟისგან განსხვავებით მედიაცია
შეიძლება მხარეთა შეთანხმებისა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების
გარეშე დასრულდეს. მხარეთა შეთანხმების და კონკრეტული გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში კი ის არ ექვემდებარება სავალდებულო წესით აღსრულებას.
მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით სასამართლომ სამედიაციო
მორიგება შეიძლება მხარეთა შეთანხმებით აღასრულოს. არბიტრაჟის შემთხვევაში კი
მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში სავალდებულოა მხარეთათვის.
არბიტრაჟის გადაწყვეტილების სავალდებულოობა უზრუნველყოფს დავის რეალურ
დასრულებას, სადავო ურთიერთობის გარკვევას და მათ დაკმაყოფილებას.
არბიტრაჟი და მედარბი
მედ-არბი მედიაციისა და არბიტრაჟის პროცესების გაერთიანებას წარმოადგენს,
ერთი და იგივე ნეიტრალური მესამე პირი მხარეთა შორის დავის მოგვარებას ჯერ
მედიაციის წესების გამოყენებით ცდილობს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში
არბიტრაჟის წესებს იყენებს. თვლება რომ მედ-არბის ინსტიტუტის გამოყენებით
საქმის წარმატებით დამთავრების შესაძლებლობა იზრდება. ერთი მხრივ მხარეები
მეტად მოტივირებულნი არიან მედიაციის საფეხურზე მიაღწიონ შეთანხმებას.
შეუთარნხმებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის წესებით მოხდება საქმის განხილვა და
დიდი ალბათობით ყველა მოდავე მხარის დაკმაყოფილება ამ შემთხვევაში ვერ
მოხდება. არბიტრაჟის საშუალებით საქმის გადაწყვეტის აუცილებლობის
შემთხვევაში კი დაიხარჯება ნაკლები დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი,რადგან
არბიტრი უკვე გარკვეული იქნება საქმის არსში და შეძლებს შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებას.
მიუხედავად იმისა, რომ მედ-არბი მდიაციისა და არბიტრაჟის საუკეთესო მხარეების
გამაერთიანებელ ინსტიტურტად მიიჩნევა, მასთან დაკავშირებულია ორი
მნიშვნელოვანი პრობლემა. პირველი ეს არის კონფიდენციალურობის დაცვის
საკითხი- კერძოდ ის, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია რომელიც ცნობილი
გახდა მედიატორისთვის, შესაძლებელია განკარგოს მან როგორც არბიტრმა და ამით
ზიანი მიაყენოს რომელიმე მხრეს. ამ სემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს არა
კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ არბიტრის დამოკიდებულება
ინფორმაციისადმი და საშიშროება, რომ მედიატორად ყოფნისას მიღებული
კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლოა მიზეზი გახდეს მის მიერ სუბიექტური
გადაწყვეტილების მიღებისა. ამის საპირისპიროდ გამოთქულია მოსაზღება, რომ
„მედ-არბისას, რადგან, მხარებმა იციან, რომ მედიატორი მხარეთა შეუთანხმებლობის
შემთხვევაში გახდება არბიტრი, მაშინ ისინი თავიანტ სუსტ მხარეებზე მედიაციის
პროცესში არ ისაუბრებენ და მოერიდებიან კიდეც ყველა ისეთი კონფიდენციალური
ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელსაც შეუძლია შემდეგ გავლენა მოახდინს დავის
მიმდინარეობაზე. ეს არის ადამიანის ბუნებრივი საქციელი“. მედიაციის პროცესის
არის მდგომარეობს, მედიატორის მიერ მხარეთა ნდობის მოპოვებაში. მხარეებმა
მედიატორს დავასტან დაკავსირებით სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რათა მას
შეექმნას სრული წარმოდგენა შექმნილ მდგომარეობაზე და შეძლოს მხარეთათვის
ერთმანეთის პოზიციის მაქსიმალურად კარგად გაცნობა და ოპტიმალური
გადაწყვეტილების შეთავაზება. თუ მედიატორის ნდობის ხარისხი მაღალი არ იქნება
და მხარეების მას ინფორმაციას დაუმალავენ, მედიატორი ვერ შეძლებს
კვალიფიციური დახმარების გაწევას, მხარეთა მორიგებას და მათთვის ხელსაყრელი
გადაწყვეტილების სეთავაზებას, რაც მედიაციის პროცესს შინაარსს აცლის და
ფორმალობად აქცევს.
აგრეთვე მნიშვნელოვან პრობლემა წარმოადგენს მედარბიტრის გავლენა პროცესში.
მედარბიტრის გავლენა იმდენად დიდია პროცესში, რომ იგი მხარეებს არ უტოვებს
საშუალებას შეტანხმდნენ მატთვის სასურველ პირობებზე, რადგან სეშაბამისი
იურიდიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მედარბიტრმა იცის ორივე
მხარის ძლიერი და სუსტი მხარეები და, როდესაც, სრულად მოიპოვებს პროცესში
ჩართულობის უფლებას, იგი ვეღარ იქნება ისეთი ნეიტრალური, როგორიც
მედიაციისას არის და ვერ მიიღებს ისეთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას,
როგორსაც არბიტრაჟის დროს მიიღებდა.
მედ-არბისთვის დამახასიათებელი აღნიშნული პრობლემები მედ-არბის მედიაციის
პროცესს უსარგებლოს ხდის და გადაწყვეტილების მიღების დროში გაჭიანურებას
იწვევს, ამავდროულად ზრდის არაობეიქტური და უსამართლო გადაწყვეტილების
მიღების შანსებს ან დავის შეთანხმებით დასრულებისას, ისეთი შეთანხმების
დადებას, რაც მხარეთა რეალური სურვილების გამომხატველი ნაკლებად იქნება.
ამ მოცემულობაში არბიტრაჟი წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უფრო სწრაფ,
ეფექტურ და ობიეტურ საშუალებას.
დავის ალტერნატიურლი მეთოდებით გადაწყვეტა, თანამედროვე მრავალფეროვან,
გლობალიზებულ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. დავის
ალტერნატიული გადაწყვეტის თითოეულ საშუალებას თავისი ღირსებები და
უპირატესობები გააჩნია. თუმცა დავის გადაწყვეტის ნაკლები ფორმალურობა,
კონფიდენციალურობა, მხარეთა მიერ დავის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი წესების
განსაზღვრის შესაძლებლობა, ნაკლები დროისა და მატერიალური დანახარჯები,
მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულოობა არბიტრაჟს დავის გაადწყვეტის
ალტერნატიულ საშუალებებს შორის გამოარჩევს და უპირატესობას აძლევს.

You might also like