You are on page 1of 1

ნიადაგის ბონიტირება- ნიადაგების ვარგისიანობის შეფარდებითი გამოხატულება (Bonitos-ვარგისობა).

ბონიტირებას
საფუძვლად უდევს ნიადაგის მყარი, ძირითადი ნიშანთვისებები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურული მცენარის
ზრდა-განვითარებისთვის. ნიადაგებს შორის განსხვავებულ ვარგისობის ხარისხს გამოხატავენ ბალებით. ბალები გვიჩვენებს
ერთი ნიადაგის ნაყოფიერების თვისება რამდენად უკეთესია ან უარესია მეორეზე. ნიადაგების ბონიტირება ეს მისი
ნაყოფიერების აგრონომიული ინვენტარიზაციაა ბალებით გამოხატული, რომელიც გამოანგარიშებულია ნიადაგის თვისების
და მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მრავალწლიური საშუალო მოსავლისა და სავარგულის ბუნებრივი
პროდუქტულობის მიხედვით.
ნიადაგების ბონიტირება მიწის კადასტრის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიწის ფონდის
რაოდენობრივ და ხარისხობრივ აღრიცხვაზე გვაძლევს წარმოდგენას. მიწის ფონდის რაოდენობრივი აღრიცხვით ირკვევა თუ
როგორაა განაწილებული მიწის საერთო ფართობი მიწათმოსარგებლეთა შორის სავარგულების მიხედვით (სახნავი,
მრავალწლიანი ნარგავები, საძოვარი, სათიბი და სხვა), ხოლო ხარისხობრივი აღრიცხვით დგინდება ნიადაგის, როგორც
ბუნებრივ-ისტორიული სხეულის ნაყოფიერების თვისება. ნიადაგი ამის გამო შრომის ნაყოფიცაა და საგანიც. ამასთან ერთად
განისაზღვრება მეურნეობის, რეგიონის და ა.შ მთელი ტერიტორიის ფაქტობრივი და პოტენციური მწარმოებლურობა.
მიწის ხარისხობრივი აღრიცხვა შესაძლებელს ხდის სოფლის მეურნეობაში ჩართულმა პირებმა განსაზღვრონ მათ
საკუთრებასა ან სარგებლობაში არსებული მიწის პოტენციალი და საჭიროებები, ასევე შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია
სავარგულთა მწარმოებლობის გადიდებისათვის.

You might also like