You are on page 1of 3

პირის მიერ საკუთარი სამართლებრივი ნების გამოხატვა ხელმოწერის

საშუალებით ხდება. ერთმანეთთან არათანმყოფი პირების მიერ დოკუმენტებზე


ხელმოწერის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომელთა შორის ყველაზე
გავრცელებულია:

დასკანერებული- ხელმომწერი დოკუმენტს ბეჭდავს, აწერს ხელს, ასკანერებს და


უგზავნის მეორე მხარეს, რომელიც იმავე გზით აბრუნებს ხელმოწერილ დოკუმენტს.

მატერიალური ხელმოწერა- ე.წ სველი ხელმოწერა, ხელმომწერი ბეჭდავს


დოკუმენტს, აწერს ხელს და ამავე (ორიგინალ) დოკუმენტს ფიზიკური სახით
უგზავნის მეორე მხარეს. მეორე მხარე აწერს ხელს ამავე დოკუმენტში და იმავე გზით
აბრუნებს გამგზავნთან.

ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.

ელ ფოსტაზე გაგზავნილი დასკანერებული დოკუმენტებისა და მატერიალური


ხელმოწერის შემთხვევაში რთულია ერთი შეხედვით მოახდინი ხელომომწერი პირის
იდენტიფიცირება, რადგან, თუ თანდასწრებით არ ხდება ხელმოწერა, ამ ხელმოწერის
ვალიდურობის დადგენა რთულია მხოლოდ ქაღალდზე გამოსახული ხელმოწერის
ვიზუალით. რისკები იზრდება დასკანერებულის შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ
პირს ვისაც წვდომა აქვს დოკუმნეტზე შეუძლია ხელმოწერას ფოტო გადაუღოს და
ჩასვას სასურველ დოკუმენტში. დასკანერებული და ელ. ფოსტით გაგზავნილი
დოკუმენტი არ არის დაცული ცვლილებებისგა, რადგან დღესდღეობით
ელექტრონული დოკუმენტის რედაქტირება სხვადასხვა პროგრამით მარტივადაა
შესაძლებელი. მატერიალური ხელმოწერის დროს კი იმის საშიშროება დგას, რომ
დოკუმენტის შინაარსი ამობეწდვამდე შეიცვალოს, ისე რომ ამის შესახებ ინფორმაცია
ხელმომწერს არ ჰქონდეს და ხელმოწერის პროცესშიც არ მიაქციოს ყურადღება
ცვლილებებს. დოკუმენტის დასკანერება და ელ.ფოსტით გაგზავნა საკმაოდ
ხანგრძლივი პროცესია, მატერიალური ხელმოწერის შემთხვევაში კი პროცხესი კიდევ
უფრო ჭიანურდება დროში, ამავდროულად ამ ფორმით ხელმოწერის
განხორციელება მოითხოვს გაზრდილ მატერიალურ და დროის რესურსს, არ არის
გარემოსთან მეგობრული პროცესი და მომეტებულად დაუცველია მესამე პირთა
წვდომისაგან.

ამ და სხვა პრობლემათა გამო და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად


ელექტრონული ფორმით გამოხატული სამართლებრივი ნება ეტაპობრივად
ანაცვლებს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერას. მსოფლიოში მიმდინარე ამ
ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩა და ელექტრონული ფორმით ხელმოწერის
განხორციელება სულ უფრო პოპულარული ხდება. ელექტრონული ხელმოწერების
განხორციელება შესაძლეებლია signify.geს საშუალებით. აღნიშნული პლატფორმის
გამოყენებით შესაძლებელია როგორც ელექტრონული ასევე კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერით სარგებლობა.

ელექტრონული ხელმოწერა- არის ყველაზე მარტივი და ლეგალური გზა ხელის


მოწერა ელექტრონულად განხორციელდეს სასურველ დოკუმენტზე, აიდი ბარათისა
და მისი წამკითხველის გარეშე. ელექტრონული ხელმოწერა სტანდარტულ,
მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერასთან შედარებით ბევრად აჩქარებს ბიზნეს
შეთანხმებებს, ზოგავს დროს და რესურსებს. სიგნიფაის საშუალებით შესრულებულ
ელექტრონულ ხელმოწერას ადასტურებს თვითონ სიგნიფაის სერტიფიკატი და
დოკუმენტს თან ახლავს მტკიცებულებულების რეპორტიც, სადაც მითითებულია
ხელმომწერის ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, აიპი მისამართი რომლის
მეშვეობითაც ისარგებლა ხელმომწერმა, ხელმომწერი პირის სახელი და გვარი,
ხელმოწერის დროსა და თარიღს, ხელმოწერილი დოკუმენტის ჰეშ კოდს და
ტექნიკური მოწყობილობის იდენტიფიკატორს და ბრაუზერის ვერსიას რომლის
გამოყენებითაც ხელმოწერა ხდება.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა- კვალიფიციური ელექტრონული


ხელმოწერა კვალიფიციოურ სერიფიკატზეა დაფუზნებული და წარმოადგენს
ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ელექტრონულ ხელმოწერას. კვალიფიციურ
ელექტრონულ ხელმოწერას იყენებს ფიზიკური პირი ხოლო იურიდიული პირი
კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს. დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის დატანისათვის აუცილებელია აიდი ბარათი (კომპანიის სტამპი),
ბარათის პინკოდი ხელმოწერისათვის, ბარათის წამკითხველი და შესაბამისი
პროგრამული მოდულები კომპიუტერზე.

ხელმიოწერის გაკეთება

სიგნიფაიზე რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი მოწყობილობიდან ან ქლაუდ


დრაივიდან პირი ტვირთავს ხელმოსაწერ დოკუმენტს. ნებისმიერი დოკუმენტის
პდფ ფორმატში ავტომატური დაკონვერტირება ხდება. მიუთითე ხელმომწერები და
მათი ელ.ფოსტის მიმსამართები. ხელმომწერებისათვის დამატებით შესაძლებელიან
სმს კოდით იდენტიფიკაციის გააქტიურება. აარჩიე ხელმოწერის რიგითობა,
თითოეული ხელმომწერისთვის დოკუმენტში დაამატე ხელმოწერის ველები და
გააგზავნე. დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ ყველა ყველა ხელმომწერი მიიღებს
შეტყობინებას მითიტებულ ელ.ფოსტაზე. გამგზავნი მუდამ ინფორმირებული იქნება
დოკუმენტის სტატუსის შესახებ, მას რეალურ დროში შეუზლია ნახვა ვინ ვინ ნახა და
ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს. თუ ხელმომწერი ხელის მოწერას დააგვიანებს
სისტემა მას ავტომატურად გაუგზავნის შემახსენებლ შეტყობინებას.
ხელმომწერისთვის სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. დოკუმენტის
ნახვა და ხელმოწერა ნმებისმიერი მოწყობილობიდან არის შესაძლებელი. სიგნიფაი
სისტემაში მხარდაჭერილია როგორც სტანდარტული ელექტრონული ხელმოწერა,
ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ხელმოწერის შემდეგ ყველა
დოკუმენტს ედება ციფრულიო ხელმოწერა პლატფორმის სერტიფიკატით.
მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს შეტყობინებას როცა ყველა მხარე მოაწერს
ხელს. ამავდროულად სისტემაში გენერირდება მმტკიცებულების რეპორტი.
ხელმოწერილიო დოკუმენტი ავტომატურად ინახება არქივში, სადაც ნებისმიერ
დროს მარტივადაა შესაძლკებელი მისი მოძიება, ნახვა და ჩამოტვირთვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ელექტრონული დოკუმენტისა და


ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონით
გათვალიწინებულ ელექტრონულ დოკუემენტს მტკიცებულების ძალას ანიჭებს.

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ


საქართველოს კანონი ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უფლებას
აძლევს გამოიყენონ ელექტრონული დოკუმენტი ან და ელექტრონული ხელმოწერა.
ამავე კანონი კრძალავს ადმინისტრაციული წარმოებისას ან სასამართლოში
სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმას მხოლოდ იმ
მიტივით ბრომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი ან ასეთი
დოკუმენტისთვის მტკიცებულებითი ზალის მინიჭებაზე უარის თქმას მხოლოდ იმ
მოტოვით რომ ის არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერისთვის ან შტამპისთვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს ადგილობრივი კანონმდებლობა იმეორებს ევროკავშირის N 910/2014
დირექტივის მიდგომას ელექტრონული ხელმოწერის მიმართ, აღნიშნული
დირექტივი ტანახმად ელექტრონულმა ხელმოწერამ როგორც მტკიებულებამ არ
ვშეიძლება დაკარგოს იურიდიული ძალა ან არ შეიძლება იქნას ცნობილი
დაუშვებლად მხოლოდ იმის საფუძველზე რომ ის არის ელექტრონული ფორმით და
არ აკმაყოფუილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის დადგენილ
მოთხოვნებს.

სიგნიფაის მიერ შემოტავაზებული ელექტრონული ხელმოწერის ფორმებიდან


თითოეულს აქვს იურიდიული ძალა და არის ლეგალური როგორც საქართველოს,
ასევე აშშსა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით.

You might also like