You are on page 1of 3

საქართველო

სანოტარო აქტი
პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა

ორიათას ოცდასამი წლის ოცდაათ ოქტომბერს, მე, ანჟელა მანიას ნოტარიუსს ქ.თბილისში,
ჩემს სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, იონა ვაკელის ქ. №
1, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დამიკავშირდა ფერდა
ნამდარ, რომელმაც განაცხადა, რომ სურს ნოტარიუსის წინაშე ონლაინ რეჟიმში, როგორც შპს
„მედიქალ მარქეთ“-ის (ს/კ: 445509628) პარტნიორმა, უფლებამოსილება მიანიჭოს მუზაფფერ
ალთინტაშს (დაბ: 02.03.1972წ. თბილისში, 10348409458, U00835668, 61491005919,
რეგისტრირებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. #5, ბ. #2) (შემდგომში
„მინდობილი პირი“).

ვინაიდან ფერდა ნამდარ არ ფლობს ქართულ ენას და ფლობს თურქულ ენას თარჯიმნის
ფუნქციებს შეასრულებს მის მიერ არჩეული თარჯიმანი ნათია კილასონია (დაბ. 15.03.1980წ. ქ.
სოხუმში, მცხ. ქ. თბილისი , პეკინის ქ. #9, ბ. #20 პ/#62001010080, სერტიფიკატი #57 გაცემული
ქ. თბილისში თურქეთის საელჩოს მიერ 2013 წლის 23 დეკემბერს). მე, ნოტარიუსმა,
გავაფრთხილე თარჯიმანი, რომ იგი პასუხს აგებს თარგმნის სიზუსტეზე, რომელმაც
დაადასტურა, რომ ჯეროვნად იცის თურქული ენა და უზრუნველყოფს თარგმნის სიზუსტეს. ასევე
სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილე, მათ შორის თარჯიმანი, გაფრთხილებულია
თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ. მხარემ და თარჯიმანმა დაადასტურეს
თარჯიმნობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის შესახებ.

მე დავადგინე სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობა სსიპ სამოქალაქო რეესტრის


სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მეშვეობით და დავრწმუნდი, რომ მე ნამდვილად
მომმართა ფერდა ნამდარმა (დაბ: 04.07.1979წ. თურქეთში, პ/ნ 01891048619, 19481634130,
U23618281, რეგ. მის: ქ. თბილისი რაფიელ აგლაძის ქ. N 87 ბ. 20) შემდგომში „მიმნდობი პირი“.

სანოტარო მოქმედების შესრულებას მიმნდობის ნების შესაბამისად ესწრებოდნენ: აიდა


ჯანჯარია (დაბ: 30.04.1987წ. გალში, პ/ნ 62006026529, რეგ. მის: გალი, სოფელი პირველი გალი),
როგორც მიმნდობის ნდობით აღჭურვილი პირი (ხელმომწერი) და მარიამ თოფალაშვილი
(დაბ: 15.08.1994წ. ბოლნისში, პირადი № 10001051743, რეგისტრირებული მისამართზე:
ბოლნისი, ს. რატევანი მე–15 I ჩიხი N 10), როგორც მოწმე. მე, ნოტარიუსმა, სანოტარო
მოქმედების ყველა მონაწილეს, (მოწმის ჩათვლით) განვუმარტე მოწმეობის გამომრიცხავი
გარემოებების შესახებ, მხარეებმა და მოწმემ დამიდასტურეს მოწმეობის გამომრიცხავი
გარემოებების არარსებობის შესახებ. მე დავადგინე მათი პირადობა წარმოდგენილი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით და დავრწმუნდი, რომ სანოტარო ბიუროში ჩემს
წინაშე ნამდვილად წარსდგნენ აღნიშნული პიროვნებები. ვადასტურებ, რომ სანოტარო
მოქმედების მონაწილეთა ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამაჩნდა. მე,
ნოტარიუსმა, სანოტარო მოქმედების მონაწილეებს განვუმარტე სანოტარო მოქმედების
შინაარსი და მისი შესრულების სამართლებრივი შედეგები, რის შემდგომაც, ფერდა ნამდარმა
ხელმომწერისა და მოწმის თანდასწრებით მიკარნახა შემდეგი შინაარსის მინდობილობა:

მუხლი 1. უფლებამოსილების შინაარსი


მინდობილი პირი უფლებამოსილია:
• ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რაც გათვალისწინებულია შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორისათვის საქართველოს კანონმდებლობით
და საზოგადოების წესდებით, კერძოდ კი ჩემი სახელით მონაწილეობა მიიღოს
„მიმნდობი პირის“, როგორც პარტნიორის უფლებამოსილებით, საზოგადოების - შპს
„მედიქალ მარქეთ“-ის (ს/კ: 445509628) პარტნიორთა კრებაზე, „მიმნდობი პირის“
სახელით ხმა მისცეს და მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ
შემდეგ საკითხებზე: იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის ცვლილება;
სარეგისტრაციო მონაცემების (მათ შორის სადამფუძნებლო დოკუმენტების)
საქართველოს კანონმდებლობასთან (04.08.2021-ის "მეწარმეთა შესახებ"
საქართველოს კანონთან) შესაბამისომაში მოყვანა;

• ჩემი სახელით ხელი მოაწეროს შპს „მედიქალ მარქეთ“-ის (ს/კ: 445509628) სარეგისტრაციო
მონაცემების (მათ შორის სადამფუძნებლო დოკუმენტების) საქართველოს
კანონმდებლობასთან (04.08.2021-ის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან)
შესაბამისომაში მოყვანისათვის აუცილებელ დოკუმენტებს (მათ შორის: წესდება,
სადამფუძნებლო შეთანხმება, პარტნიორთა კრების ოქმი, განაცხადი და ა.შ.),
ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რაც საზოგადოების წესდებითა და საქართველოს
კანონმდებლობით მინიჭებული აქვს საზოგადოების პარტნიორს;
• ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიტანოს ყოველგვარი განცხადება, მიიღოს
და წარადგინოს ყველა საჭირო ცნობა, მოწმობა და სხვა დოკუმენტი, შეავსოს
დადგენილი განაცხადები, გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ყველა გადასახადი და მოსაკრებელი;

• თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყოს ჩემი წარმომადგენელი და


წარმოადგინოს ჩემი ინტერესები ყველა სახელმწიფო, არასახელმწიფო,
ადმინისტრაციულ ორგანოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მათ
შორის სანოტარო ბიუროში, იუსტიციის სახლში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში, სამეწარმეო რეესტრში, ხელი მოაწეროს ჩემი სახელით საჭირო
დოკუმენტებს და შეასრულოს ყველა ის მოქმედება და ისარგებლოს ყველა იმ უფლებით,
რაც დაკავშირებულია და აუცილებელია წინამდებარე მინდობილობით
გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად.

მუხლი 2. უფლებამოსილების ვადა:


მინდობილობა გაცემულია 1 (ერთი) თვის ვადით.
მინდობილობა გაცემულია სხვა პირზე უფლებამოსილების გადანდობის უფლების გარეშე.

წინამდებარე მინდობილობის ტექსტი ჩავიწერე მე, ნოტარიუსმა, რომელიც პირდაპირი


კომუნიკაციის რეჟიმში წავუკითხე მიმნდობს, ასევე განვუმარტე, რომ მას უფლება აქვს
ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს მინდობილობა. მან დამიდასტურა, რომ სანოტარო აქტის ტექსტი
სრულად შეესაბამება მის ნებას და, რომ მინდობილობის კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალების გამოყენებით დამოწმებისას იგი არ იმყოფება ფიზიკური, ფსიქიკური ან რაიმე
სხვა სახის ზეწოლის ქვეშ და რომ მის ნაცვლად მისივე თხოვნით მინდობილობას ხელს
მოაწერს - აიდა ჯანჯარია. მე, ნოტარიუსმა, მინდობილობა დავამოწმე კომუნიკაციის
ელექტრონული საშუალების გამოყენებით და სანოტარო მოქმედება ჩავიწერე ვიდეო ფაილის
სახით.

აქტის ეგზემპლარები:
წინამდებარე აქტი შედგენილია ქართულ და თურქულ ენაზე სამ თანაბარმნიშვნელოვან
ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი შეინახება აქტის მიმღები ნოტარიუსის სანოტარო არქივში,
ხოლო დანარჩენი გადაეცემა სანოტარო მოქმედების მონაწილეებს.

სანოტარო მომსახურების ხარჯები:


გადახდილია სანოტარო მომსახურების საზღაური ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის
საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის
ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ’’
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 507-ისა (29.12.2011 წ.) და ამ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 მაისის დადგენილება
№ 272-ის 32-ე მუხლის საფუძველზე - 60 (სამოცი) ლარი, საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის
საფუძველზე დ.ღ.გ. – 10.80 (ათი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი, 39-ე მუხლის საფუძველზე 5
(ხუთი) ლარი ჯამში: 75.80 ლარი.

ხელმოწერები:

მიმნდობის ნაცვლად მისივე თხოვნით

ხელს აწერს (ხელმომწერი პირი) :

_______________________________________________________________

მოწმე:
_______________________________________________________________

მთარგნელი _______________________________________________________________

ნოტარიუსი ანჟელა მანია

You might also like