You are on page 1of 7

თავი V.

ქორწინების რეგისტრაცია

მუხლი 48. ქორწინების წარმოშობა

ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების


რეგისტრაციის

ორგანოს მიერ.

მუხლი 49. ქორწინების რეგისტრაციის ადგილი

1. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა მიერ


არჩეული ადგილის

მიხედვით.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის ქორწინების რეგისტრაცია


ხორციელდება ამ

დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3559 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

მუხლი 50. ქორწინების რეგისტრაციის პირობები

http://www.matsne.gov.ge 04020001005001016538

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა


საქორწინო ასაკი და

თანხმობა.

მუხლი 51. საქორწინო ასაკი

1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.

2. (ამოღებულია - 16.12.2015, №4650).

3. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვან პირთა ქორწინება დაიშვება


მზრუნველის წინასწარი

წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების


შეუძლებლობის შემთხვევაში –

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4650 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

მუხლი 52. ქორწინების რეგისტრაცია

1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა


წარედგინოს

დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.


2. დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს
განცხადებას წარუდგენენ

პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება


უნდა დასტურდებოდეს

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დაქორწინების მსურველმა პირებმა განცხადებაში უნდა დაადასტურონ , რომ მათთვის


არ არსებობს ამ

კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები


და ცნობილია

ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული


მათგანისათვის ეს

ქორწინება, ასევე უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

4. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და


არანაკლებ ორი

სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების დაქორწინების


მსურველი პირის

წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია .

5. დაქორწინების მსურველ პირთა მოთხოვნით ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება


ჩატარდეს საზეიმო

ვითარებაში.

6. ქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის


ბრძანებით.

მუხლი 53. დაქორწინების მსურველი პირის მიერ გვარის შეცვლა

1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი


აირჩიონ თავიანთ

საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და


მეუღლის გვარის

გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

2. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარების გაერთიანება დაუშვებელია , თუ


ერთ-ერთი მათგანის

ქორწინებამდელი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).

21. ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა ასევე დაუშვებელია , თუ მის


წინააღმდეგ
მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება
საქართველოს ან სხვა

სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური


პოლიციის ორგანიზაციის

(ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია


გვარის შეცვლის

გარეშე.

3. თუ ქორწინებაში მყოფი პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა


და შეიცვალა

გვარი, მისი ხელმეორე ქორწინების ბათილად ცნობამდე მის ნამდვილ გვარად


ჩაითვლება ბოლოს

რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული გვარი .

საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები

1. ქორწინება არ დაიშვება:

ა) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე ;

ბ) პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;

გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;

დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;

ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც


არ დაუდიათ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული


საქორწინო

ხელშეკრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება გაშვილების შედეგად


ნათესაური

ურთიერთობის მოშლის შემთხვევაშიც.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.


საოჯახო სამართალი

კარი პირველი

ქორწინება

თავი პირველი

დაქორწინების წესი და პირობები

მუხლი 1106. ქორწინების ცნება

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ,


რომელიც

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში


მოქმედი საჯარო

სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს


ტერიტორიულ

სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 1107. დაქორწინების პირობები

დაქორწინებისათვის აუცილებელია:

ა) საქორწინო ასაკი;

ბ) დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

მუხლი 1108. საქორწინო ასაკი

1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.

2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება


მზრუნველის

წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. (ამოღებულია - 16.12.2015, №4649).

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4649 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

მუხლი 1109. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ნიშნობა


1. დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს შემდგომში
დაქორწინების

ვალდებულებას.

2. ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ


სარჩელის წარდგენის

საფუძველი.

3. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს


უკან უბრუნდებათ.

მუხლი 1110. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1111. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1112. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1113. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1114. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1115. (ამოღებულია)


საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1116. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1117. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1118. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1393 - სსმ I, №21,03.08.2009წ., მუხ.111

მუხლი 1119. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი

1. დაქორწინება არ დაიშვება:

ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;

ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;

გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;

დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;

ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც


არ დაუდიათ ამ

კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ", „გ", „დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა
ნათესაური

ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება


№2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1121. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

You might also like