You are on page 1of 3

კაზუსი #1:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული “მოქალაქეთა


პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის“ თანახმად, მოქალაქეთა
ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ანარქიული იდეოლოგია,
მსოფლმხედველობა გააჩნიათ, საჯარო რეესტრმა დარეგისტრირებაზე უარი უნდა
განუცხადოს. საქართველოს მოქალაქე, მიხაკო წერეთელმა საჯარო რეესტრს პოლიტიკური
გაერთიანების, “საქართველოს ანარქისტთა კავშირის”, დარეგისტრირების მოთხოვნით
მიმართა. მან საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, მათ შორის, პარტიის წესდება, რომელშიც,
მათ შორის, აღნიშნული იყო გაერთიანების იდეოლოგია. საჯარო რეესტრმა, მინისტრის
ბრძანების შესაბამისად, მიხაკო წერეთელს პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირებაზე
უარი განუცხადა. მიხაკო წერეთელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები და
მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კითხვა: დაირღვა თუ არა ძირითადი უფლება?

1.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ვლინდება რომ საქართველოს მოქალაქე, მიხაკო


წერეთელმა საჯარო რეესტრს პოლიტიკური გაერთიანების, “საქართველოს ანარქისტთა
კავშირის”, დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა. მან საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა,
მათ შორის, პარტიის წესდება, რომელშიც, მათ შორის, აღნიშნული იყო გაერთიანების
იდეოლოგია. საჯარო რეესტრმა, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მიხაკო წერეთელს
პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა. მიხაკო წერეთელი
მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები და მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო
სასამართლოში გაასაჩივრა,რაც მიხაკოს მხრიდან სრულიად მართებულია რადგან
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სქართველოს ორგანული კანონის 23
მუხლის 4 პუნქტის მიხედვით არ არსებობდა უარის თქმის საბაბბი.

2.ასევე საქართველოს მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე აქტია და ორგანული კანონი


უფრო მაღლა დგას.

კაზუსი #2:

საქართველოში ეპიდემიის გავრცელების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა


საქართველოს პრეზიდენტს მიმართა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით შემდეგ
საკითხზე: სურდათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება.
რამდენადაც საკითხი სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებდა, პრეზიდენტმა, დანიშნა
რეფერენდუმი მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირაში. რეფერენდუმის შედეგების თანახმად,
მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას.
თუმცა, შედეგების გამოქვეყნებამდე, საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო მიიღო გადაწყვეტილება ე.წ.
კომენდანტის საათის აუციელებლად შენარჩუნების თაობაზე. საბოლოოდ, საქართველოს
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო რეფერენდუმის შედეგები არაკონსტიტუციურობის
მოტივით.
მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების მიზნით ქვეყანაში გააქტიურდა პოლიტიკური
გაერთიანება (პარტია) – „რკო“. ერთ-ერთმა მოსამართლემ, თავის მეგობართან, შინაგან
საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ერთად, გადაწყვიტა, შეერთებოდა პროტესტს,
შესაბამისად, ისინი გაწევრიანდნენ აღნიშნულ პარტიაში. ამასთან, თითოეულმა მათგანმა
პარტიას საწევრო შენატანების სახით გადაურიცხა 5,000-5,000 ლარი. სწორედ ამ საფუძვლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და აკრძალა დასახელებული
პარტია.

1. კაზუსის ფაქობრივი გარემოებიდან ვლინდება რომ პრემიერ მინისტრმა მიმართა


პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე რაც არაკანონიერია,რადგან ამით
ირღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ საქართველოს ორგანლი კანონის
174 მუხლის 1 პუნქტი რომლის მიხედვით რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-
მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი
საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ინიშნება.
2. მეორე დარღვევად ასევე შესაძლოა მივიჩნიოთ თვითონ რეფერენდუმის გამართვა,
ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაში იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარება არ შეიძლება
დანიშნულიყო რეფერენდუმი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის 171 მუხლის 2 პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად
რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება ასობრივი არეულობის, სამხედრო
გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და
ეპიდემიების დროს ან სხვა შემთვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური
განხორციელების შესაძლებლობას.

3. კაზუსის ფატობრივი გარემოებიდან ვლინდება რომ რეფერენდუმის შედეგების


თანახმად, მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ე.წ. კომენდანტის
საათის გაუქმებას. თუმცა, შედეგების გამოქვეყნებამდე, საქართველოს მთავრობამ
იმსჯელა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო მიიღო
გადაწყვეტილება ე.წ. კომენდანტის საათის აუციელებლად შენარჩუნების თაობაზე,
რაც მთავრობის მხრიდან კანონდარღვევაა კერძოდ საქართველოს საარჩევნო
კოდექსის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლის 2 პუქტის თანახმად
რეფერენდუმის დანიშვნიდან რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე
დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

4. კაზუსში ვკითხულობთ რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო


რეფერენდუმის შედეგები არაკონსტიტუციურობის მოტივით,რაც არაკანონიერია.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 183
მუხლის 6 პუნქტის თანახმად რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება
აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
5. კფგდან ირკვევა რომ მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების მიზნით ქვეყანაში
გააქტიურდა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) – „რკო“. ერთ-ერთმა მოსამართლემ,
თავის მეგობართან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ერთად,
გადაწყვიტა, შეერთებოდა პროტესტს, შესაბამისად, ისინი გაწევრიანდნენ აღნიშნულ
პარტიაში მათი ქმედება არაკანონიერია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ სქართველოს ორგანული კანონის 7 მუხლის 2 პუქტის და 10 მუხლის 1
პუნქტის თანახმად დაუშვებელია მათი პარტიაში ყოფნა.
6. კფგდან ირკვევა რომ პარტიაში. ამასთან, თითოეულმა მათგანმა პარტიას საწევრო
შენატანების სახით გადაურიცხა 5,000-5,000 ლარი,რითაც ისინი არღვევენ ამავე
კანონის 27 მუხლის 1 ქვეპუქტს.
7. ასევე კანონდარღვევად შეიძლება ცაიტვალოს ის რომ პარტიას აეკრძალა საქმიანობა
რაც არღვევს ამავე კანონის 36 მუხლს.

You might also like