You are on page 1of 6

1. კანონისა და სამართლის ანალოგია და ვის აქვს მისი გამოყენების უფლება?

- სამართლის ანალოგიის დროს ნორმის მოქმედება ვრცელდება სამართლით


მოუწესრიგებელ, მაგრამ მსგავს ურთიერთობებეზე. თუ მსგავსი ურთიერთობის
გადაწყვეტა ხდება ერთეული ნორმიდან გამომდინარე, მაშინ სახეზეა კანონის
ანალოგია, ხოლო თუ ერთდროულად რამდენიმე ნორმიდან ან სამართლის
სისტემიდან, მაშინ სამართლის ანალოგია. ანალოგია გამოიყენება მხოლოდ მაშინ,
როცა კონკრეტული ურთიერთობის მოსაწესრიგებელი ნორმა გამოსაყენებელ
კანონში არ არის. შესაბამისად, მოსამართლე უნდა დარწმუნდეს ასეთი ნორმის არ
არსებობაში. კანონის ხარვეზი ობიექტურად უნდა არსებობდეს. კანონის ნორმის
არცოდნა არ აძლევს მოსამართლეს ანალოგიით სხვა ნორმის გამოყენების
უფლებას. ანალოგიად არ მიიჩნევა შემთხვევა, როცა კანონი შეიცავს მითითებას
სხვა ნორმაზე და ამ ნორმის გამოყენებაზე. ანალოგიის ადრესატი არის
მოსამართლე. მხოლოდ მას შეუძლია სამართალგამოყენების ამ მეთოდით
სარგებლობა. 4 სხვა თანამდებობის პირს ან სახელმწიფო ორგანოს
წარმომადგენელს უფლება არა აქვს გამოიყენოს კანონის ან სამართლის ანალოგია.
2. რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო და სამართალი (თანამედროვე
საზოგადოება სახელმწიფოსა და სამართლის გარეშე)
- სამართლის მიზნებია: 1. საზოგადოებაში სტაბილურობისა და განვითარების
უზრუნველყოფა; 2. ადამიანებისთვის ისეთი საშუალებების შექმნა, რომელიც
ხელს შეუწყობს მათ იმოქმედონ დამოუკიდებლად და ურთიერთობის წესები
თავად შექმნან; 3. კანონის განმარტებასთან დაკავშირებული კონფლიქტების
მოგვარება ანუ იმის გარკვევა თუ რა უნდა ჩაითვალოს სამართლიან საქციელად
და რა კანონის დარღვევად; 4. სახელმწიფო მოწყობის სისტემის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფოს მიზნები მრავალფეროვანია. თუმცა,
ისინი ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ თითქოს მხოლოდ სახელმწიფო
ხელისუფლების სურვილებისა და ინტერესებისაგან გამომდინარეობდეს.
მათში საზოგადოებრივი მიზნებიც იგულისხმება, რადგან სახელმწიფო
საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესების და ადამიანებისთვის
კეთილდღეობის მინიჭებისთვისაა შექმნილი. უფრო სწორი იქნება იმის
მტკიცება, რომ სახელმწიფო აუცილებლობით გამოწვეული გაერთიანებაა.
აუცილებლობა ხშირად განაპირობებს გარკვეული მიზნების წარმოშობას.
სახელმწიფო ადამიანებისთვის მიზნის მიღწევის საშუალებაა.
სახელმწიფოს მიზნების განსაზღვრამდე უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ
არა იგი ცალკე სუბიექტს და აქვს თუ არა იმგვარი საკუთარი მიზნები,
რომლებიც განსხვავებულია საზოგადოებრივისგან. ბოლო დროს, საკმაოდ
დიდი მნიშვნელობა შეიძინა პოლიტიკურმა ნიშნებმა. პოლიტიკას კი
სახელმწიფო ხელისუფლება განსაზღვრავს და არა ხალხი. აქედან
გამომდინარე, სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მიზნები, რომლებიც
საზოგადოებისას შესაძლებლია არ ემთხვეოდეს. თუმცა, ისიც უნდა
აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ძირითადად საზოგადოების ინტერესებიდან
გამომდინარე მოქმედებს და მისი იმგვარი მიზნები, რაც საზოგადოებისას
არ ემთხვევა, საკმაოდ შეზღუდულია.

3. ტელეოლოგიური, სისტემური და განვრცობითი სისტემების განმარტება და


სუბიქტების ვისაც მათი გამოყენების უფლება აქვთ.
- ტელეოლოგიური განმარტება ნიშნავს სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის
განსაზღვრას. მისი მიზანია განსაზღვროს სამართლის ნორმის განხორციელების
შესაძლებლობა. კერძოდ, რამდენად შეესაბამება კანონ მდებლის წარმოდგენები,
რომელიც საფუძვლად დაედო ნორმის მიღებას, დღეს ამ ნორმის გამოყენებისას
მიღებულ გადაწყვეტილებებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ
სამართლებრივ-ეთიკური პრინციპები გამყარებულია კონსტიტუციით,
ტელეოლოგიური განმარტება მოიცავს სამართლის ნორმის კონსტიტუციასთან
შესაბამის განმარტებასაც.
სისტემური განმარტება მოითხოვს, რომ სამართლის ნორმა უნდა წავიკითხოთ
სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად. სამართალი აყალიბებს ერთ
მთლიან სისტემას. ქვემდგომი ნორმა უნდა შეესაბამებოდეს ზემდგომს. ნორმის
სისტემური განმარტება უნდა განხორცილდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით: 1.
იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმა უნდა გამომდინარეობდეს
ზემდგომი ნორმიდან; 2. იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმა არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს უფრო მაღალს. 3. იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი
ნორმის განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ ზემდგომი ნორმის მოთხოვნები.
განვრცობითი განმარტებაა, როდესაც შინაარსი უნდა გავიგოთ უფრო ფართოდ,
ვიდრე ეს მის ტექსტშია მოცემული. ამ დროს კანონმდებლის მიერ ნორმაში
ჩადებული აზრი უფრო ფართოა, ვიდრე ტექსტის სიტყვა-სიტყვათი მნიშვნელობა.
მაგ: „მოსამართლე დამოუკიდებელია და უნდა ემორჩილებოს მხოლოდ კანონს.“
აქ კანონში იგულისხმება კანონქვემდებარე აქტებიც.

4. რომელ ქვეყნებს არ ახასიათებთ ხარვეზები და რატომ?


- კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის შევსების წესი განსხვავებულია
სხვადასხვა ნაციონალურ სამართლებრივ სისტემებში. საქართველოს ს.კ-ს 4(1)-ის
მიხედვით სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე,
მართმლსაჯულების განხორციელებაზე, იმ შემთხვევაშიც თუკი სამართლის
ნორმა არ არსებობს და იგი ბუნდოვანია. გერმანული სამართალი არ ადგენს
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გადაწყვეტის წესს, ხოლო შვეიცარიაში
არსებული ს.კ-ის მიხედვით საკანონმდებლო ხარვეზისას მოსამართლემ უნდა
გაითვალისწინოს კანონით მოწესრიგებული მსგავსი ურთიერთობები.
5. შესაძლებელია თუ არა ქმედუნარობის დაკარგვა, ჩამორთმევა და შეზღუდვა
- ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, საკუთარი ნებით და დამოუკიდებლად
განახორციელოს სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედებები. 7წლამდე პირი
ითვლება ქმედუუნაროდ, 7დან 18 წლამდე შეზღულ ქმედუნარიანად, ხოლოდ
18წლიდან უკვე ქმედუნარიანად.
სასამართლოს მიერ სრულწლოვანი პირისათვის შეზღუდული ქმედუნარიანობის
დაწესებისას, სასამართლო პირს უნიშნავს კანონიერ წარმომადგენელს -
მზრუნველს. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ არის ის
საუძვლები, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა. ქმედუნარიანობის
სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას. ქმედუნარიანობის
შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
შეუძლებელია მისი შეზღუდვა გარიგებით. რაც შეეხება ქმედუნარიანობის
დაკარგვასა და ჩამორთვას, დაუშვებელია პირისთვის ქმედუნარიანობის
ჩამორთმევა, ხოლო მისი დაკარგვა კი შესაძლებელია.

6. კანონმორჩილება, სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა


კანონმორჩილება - არის სამართლებრივი ქცევა, რაც გამოიხატება ადამიანის
შეგნებული მორჩილებით კანონის მოთხოვნებისადმი. მართლზომიერი მოთხოვნები
ამ შემთხვევაში სრულდება ნებაყოფლობით, სათანადო სამართლშეგნების
საფუძველზე, რაც მართლზომიერი ქცევების სტრუქტურაში ყველაზე ხშირია.
სამართალდარღვევა - არის მხოლოდ ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) რომელიც
იწვევს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ შედეგს, ზიანს აყენებს სამართლის
სუბიექტის ინტერესს ან უქმნის მას რეალურ საფრთხეს. სამართალდარღვევა არის
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სამართლის ნორმების დარღვევა.
სამართალდარღვევად მიჩნეულია მხოლოდ ისეთი ქმედება, რომლის დროსაც
ინდივიდს შეგნებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, თავისი
საქციელით ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს.
პასუხისმგებლობა - პასუხისმგებლობა არის ის მოქმედება, როდესაც ერთი პირი
თავისი ქმედებისთვის იღებს სასჯელს. განასხვავებენ საზოგადოებრივი
პასუხისმგებლობის 3 სახეს : პოლიტიკურს, ზნეობრივს, იურიდიულს.

7. სამართალდარღვევის ცნება
სამართალდარღვევა - არის მხოლოდ ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) რომელიც
იწვევს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ შედეგს, ზიანს აყენებს სამართლის
სუბიექტის ინტერესს ან უქმნის მას რეალურ საფრთხეს. სამართალდარღვევა არის
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სამართლის ნორმების დარღვევა.
სამართალდარღვევად მიჩნეულია მხოლოდ ისეთი ქმედება, რომლის დროსაც
ინდივიდს შეგნებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, თავისი
საქციელით ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს.

8. ადმინისტრაციული სამართალდაღვევა და პასუხისმგებლობა


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და
თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი
მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი)
მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
9. სამოქალაქო და დისციპლინარული სამართალდარვევა
- საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის
პროცესში ანგარიშვალდებულია სახელწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული
მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია
გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
დისციპლინური პასუხისმგებლობა წარმოადგენს საჯარო მოსამსახურისათვის
პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი
დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმას, რომლის მიზანია
საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების
ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის
გაუმჯობესება. საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრება არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის სისხლის-სამართლებრივ ან
სამოქალაქო პასუხისმგებლობას შესაბამისი ხასიათის დარღვევის არსებობის
შემთხვევაში.
10. სამართლებრივი სისტემები
- სამართლებრივი სისტემები შედგება:
1. კონსტიტუციური საჯარო სამართალისგან, რომელიც აწესრიგებს საჯარო
მოხელეებისა და მოსაქალეების ურთიერთობასა და ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმებს
2. სისხლის სამართლისაგან, რომელიც განსაზღვრავს იმ დანაშაულსა და
დარღვევებს, რომელთაც სახელმწიფო არასწორად მიიჩნევს და მათ
პრევენციასა და აღკვეთას ცდილობს.
3. კერძო სამართლისაგან, რომელიც ეხება კერძო პირების უფლბებსა და
მოვალეობებს, ისეთ ურთიერთობებში როგორებიცაა კონტრაქტის დადება და
სხვა პირისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება. აქ სახელმწიფო კერძო პირებს
უფლებას უტოვებს თავად განსაზღვრონ თუ რა ზომები იყოს გატარებული
მათი უფლებების დარღვევისას.
11. რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა
რომანულ-გერმანულ კონტინენტური სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს
რომანული და გერმანული სამართლის ქვეყნები. რომანული სამართალი
ჩამოყალიბდა ნაპოლეონის ეპოქის კანონმდებლობის გავლენით. რომის სამართლის
გავრცელებაში უდიდესი როლი ითამაშეს უნივერსიტეტებმა, განსაკუთრებით,
ბოლონიის უნივერსიტეტმა. ყველა უნივესრიტეტმა, რომლებიც XII-XV საუკუნეების
ევროპაში დაარსდნენ, სავალდებულო სასწავლო და სამეცნიერო დისციპლინად
დაამკვიდრეს რომისა და კანონიკური სამართალი. რომის სამართალი
განსაკუთრებულად გავრცელდა გერმანიაში, სადაც იგი სუბსიდიარულად
მოქმედებდა ადგილობრივ სამართლებრივ ჩვეულებებთან ერთად. საფრანგეთში
რომის სამართალს, როგორც ასეთი, არასდროს უმოქმედია. ევროპის ერთიანი
სამართლებრივი კულტურის ფორმირება ბევრად დააჩქარა რომის სამართლის
მეცნიერულმა გამოკვლევებმა. რომის სამართლის გავრცელება ასევე მნიშვნელოვნად
განაპირობა ევროპული ცივილიზაციის ერთიანმა ხასიათმა.
12. ანგლო-საქსური ამერიკული სისტემა
ანგლო-ამერიკულ სამართალს განეკუთვნება ინგლისის სამართალი, დიდი
ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნებისა და ბრიტანეთის იმპერიის ყოფილი
კოლონიების სამართალი, ასევე აშშ-ს სამართალი. დიდ ბრიტანეთში დღემდე
მოქმედებს ფიქცია, რომლის თანახმადაც უზენაეს მართლმსაჯულებას
ახორციელებს პარლამენტის ზედა პალატა. თუმცა, სინამდვილეში საქმე ეხება
პარლამენტისგან განცალკევებულ, დამოუკიდებელ სასამართლოს. თანამედროვე
ინგლისელ მოსამართლეთა შეხედულებები ნაკლებად განსხვავდება
კონტინენტური ევროპის მოსამართლეთა შეხედულებებისგან. ამერიკულ და
ინგლისურ სამართალს შორის განსხვავება, ძირითადად, ეფუძნება პოლიტიკურ
და სოციალურ ფაქტორებს. ამერიკის შტატებს აქვთ ფართო კანონშემოქმედებითი
უფლებამოსილებები. ამერიკული სამართალი აყალიბებს ერთიან სისტემას და
საბოლოოდ ანგლო-საქსური ამერიკული სამართლის სისტემა ეყრდნობა
პრეცედენტს.

13. სამართლის მეცნიერება და სამართლის დარგები


დღემდე არ არის ჩამოყალიბებული სამართლის ზუსტი ცნება. ამის
მიზეზია ის რომ სამართალი იცვლება დროსა და გარემოებებთან ერთად,
შესაბამისად, იცვლება და სადაოა მისი დეფინიციაც. სამართალი
აწესრიგებს ინდივიდთა თანაცხოვრებას. მისი დანიშნულებაა, გადაჭრას
ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. სამართალი მოიცავს
საზოგადოებრივი წესრიგის, მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. სამართალი
ასრულებს სოციალური მართვის ფუნქციასაც. ინდივიდის ქცევამ არ უნდა
დაარღვიოს საზოგადოების და სხვა ინდივიდის ინტერესები, ასე რომ
სამართალი გვევლინება, როგორც სოციალური კონტროლის
საშუალება.ყველაზე ზოგადი სახით, სამართლის სისტემა მოიცავს საჯარო
და კერძო სამართალს.საჯარო სამართალს განეკუთვნება სამართლის ისეთი
დარგები, როგრიცაა საკონსტიტუციო სამართალი, საგადასახადო
სამართალი,სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი,
საპროცესო სამართალი,საერთაშორისო სამართალი, საეკლესიო
სამართალი.... კერძო სამართალი მოიცავს სამართლის ისეთ დარგებს
როგორიცაა სამოქალაქო სამართალი, სავაჭრო სამართალი, საპატენტო და
საავტტორო სამართალი,საერთაშორისო და კერძო სამართალი....
14. დამამძიმებელი, შემამსუბუქებელი და პასუხისმგებლობის გამომრიცხველი
გარემოებები.
- პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან
დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.
დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს
ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად
შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს
დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. სასჯელის დანიშვნის დროს
სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ
და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს,
ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის
ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და
მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და
ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის
მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
15. რა არის ამხანაგობა და არის თუ არა ამხანაგობა სამართლის სუბიქტი.
- ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოშობს უფლება-მოვალეობებს როგორც
ამხანაგობის წევრებს, ასევე ამხანაგობასა და ამხანაგობის წევრებს შორის
ურთიერთობაში. ამ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობას ამხანაგობის წევრობა
ეწოდება. იგი არა მხოლოდ ცალკეული ამხანაგობის წევრის მდგომარეობას
გამოხატავს, არამედ ამავდროულად სუბიექტურ უფლებადაც გვევლინება.
ამხანაგობის წევრობა არის ერთიანი. აღნიშნული გულისხმობს, რომ ამხანაგობის
წევრობა არ შეიძლება რამდენიმე წილად დაიყოს. ამხანაგობის წევრს არ შეუძლია
ერთდროულად რამდენიმე წილის მფლობელი იყოს. თუ ამხნაგობის წევრი სხვა
წილს შეიძენს, მაშინ იგი ერთიანდება მის არსებულ წილთან.

You might also like