You are on page 1of 3

თბილისის საქალაქო სასამართლოს

ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს

ბატონ X-სს

განმცხადებლები (მოსარჩელეები)-გიორგი ქურასბედიანი (01002062448) / ნუგზარ


ინგოროყვა (01003065448)

მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3

მობ: 595 99 99 99

წარმომადგენელი - ალექსანდრე კალანდაძე (პ/ნ 01008062779)

მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი, კორპუსი 32, ბინა 42)

მობ: 599 99 99 99

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 2

სავალდებულო მოწვევის მესამე პირები-

გივი სულაძე (პ/ნ ......) და ელენე ფხალაძე (პ/ნ ........)

განცხადება
(სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ)

I. მოთხხოვნები

1.1 გთხოვთ სასამართლო დავის დასრულებამდე უფლებრივად დავტირთოთ


და აუკრძალოთ გივი სულაძესა და ელენე ფხალაძეს ამჟამად მათ
საკუთრებაში არსებული შპს „სტამბას“ წილების გასხვისება.

1
II. სამართლებრივი საფუძვლები
სსკ-ის 191-192-ე მუხლები, 198-ე მუხლი.

III. ფაქტობრივი გარემოებები

3.1 2017 წლის 16 ნოემბერს მერაბ წერეთელმა მოსარჩელეებს გადასცა შპს


„სტამბას“ 50-50%-იანი წილები.

მტკციებულება: 2017 წლის 15 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება


(N101) მერაბ წერეთელსა და მოსარჩელეებს შორის. (დანართი #1, 12
ფურცლად)

3.2 შპს „სტამბას“ წილების გასხვისება განხორციელდა პატრნიორთა კრების ოქმის


გამოცემით.

მტკიცებულება: შპს „სტამბას“ პარტნიორთა კრების ოქმი (დანართი #2, 3


ფურცლად)

3.3 გივი სულაძესა და ელენე ფხალაძის მიმართვა საჯარო რეესტრისადმი შპს


„სტამბას“ წილებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელთაც
ეთქვათ უარი 2017 წლის 15 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების არსებობის გამო.

მტკიცებულება: შპს „სტამბას“ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების


შეტანის შესახებ განცხადებაზე პასუხი (დანართი #5, 3 ფურცლად)

3.4 შპს „სტამბას“ წილები ფიქსირდება გივი სულაძესა და ელენე ფხალაძის


საკუთრებაში.

მტკიცებულება: შპს „სტამბას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო


(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. (დანართი #4, 2
ფურცლად)

გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს შემდეგი გარემოება:


ელექტრონული მიმოწერის შედეგად (ე.წ “მესენჯერის“ მიმოწერა) (დანართი 8)
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გივი სულაძეს და ელენე ფხალაძეს განზრახული აქვთ
გაასხვისონ შპს „სტამბას“ წილები, რაც მომავალში მომისპობს საშუალებას
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება
უნარიანობით დავიკმაყოფილო ჩემი მოთხოვნა.

2
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე
გთხოვთ:
2 სასამართლო დავის დასრულებამდე გთხოვთ სასამართლო დავის
დასრულებამდე უფლებრივად დავტირთოთ და აუკრძალოთ გივი სულაძესა და
ელენე ფხალაძეს ამჟამად მათ საკუთრებაში არსებული შპს „სტამბას“ წილების
გასხვისება.

დანართი 1: 2017 წლის 15 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება მერაბ


წერეთელსა და მოსარჩელეებს შორის;
დანართი 2: შპს "სტამბას" პარტნიორთა კრების ოქმი;
დანართი 4: შპს "სტამბას" ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დანართი 5: შპს "სტამბას" სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის
შესახებ განცხადებაზე პასუხი;
დანართი 6: რწმუნებულობის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი-
მინდობილობა;
დანართი 7: სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დანართი 8: ელექტრონული მიმოწერა მოსარჩელეებსა და სავალდებულო მოწვევის


მესამე პირებს შორის.

პატივისცემით,
ალექსანდრე კალანდაძე

11.12.2017

You might also like