You are on page 1of 4

მიბარების ხელშეკრულება

1 აპრილი, 2020წ.

ერთის მხრივ, სს „გეოფრეში“ (ს/ნ 405140137) (შემდგომში _ ,,მიმბარებელი“),


წარმოდგენილი მისი დირექტორის, ნირ იაქოვ ბარექეთის სახით და მეორეს მხრივ, შპს
„სომა მაცივარი“ (ს/კ 404509377), (შემდგომში ,,შემნახველი") წარმოდგენილი
დირექტორის, იოსებ მეზვრიშვილის სახით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის,
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე
ხელშეკრულება შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება

1.1. შემნახველი ვალდებულია, მიიღოს და შეინახოს მიმბარებლის მიერ , მისთვის


გადაცემულისაქონელი (კერძოდ სატაცური) რომელიც იქნება, გარეცხილი,
დაფასოებული, და აწონილი, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით

1.2. შემნახველი ვალდებულია დაუბრუნოს, მიმბარებელს მაცივარში შენახული


სატაცური უვნებლად, შესაბამისი მოთხოვნის მიხედვით

1.3. შემნახველი, ურთიერთ მოლაპარაკების საფუძველზე, მიმბარებელს დამატებით


უთმობს (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში) სამაცივრე კომპლექსის
ტერიტორიას, სადაც მიმბარებელი, მოაწყობს და გადაამუშავებს სატაცურს,
მაცივარში შესანახად.

1.4. თითოეული სამუშაო დღე, პლიუს მაცივარში შენახვის  ყოველდღიური ღირებულება


შეადგენს დღეში 100 (ასი) ლარს, (დრღ ჩათვლით)

1.5. ანგარიშსწორება განხორციელდება კვირაში ერთხელ, მიღება ჩაბარების აქტის


საფუძველზე (დანართი N1)

2. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

2.1. შენახვის განსახორციელებლად შემნახველი საკუთარ მაცივარში ათავსებს


მიმბარებლის საქონელს.

2.2. მიმბარებელი ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა და რეკომენდაცია ; რაც


დააწესა საქართველოს მთავრობამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , (კორონა
ვირუსის გავრცელების, პრევენციასთან დაკავშირებით) რაც გამოიხატება
ნაწილობრივ: სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში , სპეციალურ
აღწურვილობაში, და სამუშაოს ჩატარებისას დისტანციის დაცვაში ,და სხვა , მოქმედი
კანონის მიხედვით. ამ რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა
ენიჭება მიმბარებელს: კომპანია "გეოფრეშს".

2.3. შესანახად საქონლის მიღებისას და მისი დაბრუნებისას მხარეები ამოწმებენ


საქონელს და განსაზღვრავენ მის რაოდენობას, გარეგნულ მდგომარეობას.
2.4. შემნახველი იღებს ყველა აუცილებელ ზომას, რაც გათვალისწინებულია კანონით ,
სხვა სამართლებრივი აქტებით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით
შესანახად მიბარებული საქონლის უზრუნველსაყოფად.

2.5 იმ შემთხვევაში თუ შემნახველი დააბრუნებს ნაკლიან საქონელს ან


რაოდენობრივად ნაკლებ საქონელს, იგი ვალდებულია მიმბარებელს აუნაზღაუროს
მიყენებული ზიანი ან/და დანაკლისი.

2.6 მიმბარებლის მოთხოვნისთანავე შემნახველი აბრუნებს იმავე რაოდენობის,


სახეობისა და ხარისხის საქონელს, რაც იყო მიბარებული შესანახად .

2.7. საწყობიდან საქონლის გაცემა შემნახველის მიერ ხდება საქონლის დაბრუნების


შესახებ მიმბარებლის მოთხოვნის მიღების მომენტიდან დაუყოვნებლივ .

3. დავათა გადაწყვეტა

3.1 ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება


ურთიერთშეთანხმების გზით;
3.2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობით დადგენილი
წესით გადაწყვეტს სასამართლო.

4. ხელშეკრულების ვადა და მისი შეწყვეტის წესი

4.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 1


(ერთი) თვის ვადით.

4.2  ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს, თუ მხარეები შეთანხმდებიან წერილობით

4.2.1 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

4.2.2 მიმბარებლის მიერ, მიბარებული საქონლის სრულიად გამოთხოვის შემთხვევაში ;


რაც აისახება, მიღება-ჩაბარების აქტში.

4.2.3 ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივად, რის შესახებაც შეწყვეტის ინიციატორმა მხარემ
1 (ერთი) კვირით ადრე უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ.

4.2.4 ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივად, მეორე მხარის მიერ ნაკისრი


ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში

5. სხვა პირობები

5.1. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, მეორე მხარისაგან წერილობითი შეტყობინების
გარეშე თავისი უფლებები ან ვალდებულებანი გაასხვისოს ან გადასცეს მესამე
პირებს.

5.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც არ არის


მოწესრიგებული ამ ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
5.3  ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, მიმბარებელი ვალდებულია წესრიგში
მოიყვანოს გადმოცემული სამუშაო ტერიტორია,გაუკეთოს დეზინფექცია , მოქმედი
კანონის მიხედვით.

5.4 ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და/ან დამატებები ძალაში შედის


მხარეთა მიერ მათი წერილობითი ფორმით შედგენისა და ხელმოწერის დღიდან .

5.5 თუ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, საქართველოს


კანონმდებლობის შესაბამისად დავას განიხილავს სასამართლო.

5.6 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულად, ორი თანაბარი იურიდიული


ძალის მქონე ეგზემპლიარად.

6. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

შემნახველი მიმბარებელი
შპს „სომა მაცივარი“ სს „გეოფრეში“
ს/კ 404509377 ს/კ 405140137
იურ. მის: საქართველო, თბილისი, ძველი იურ.მის: ი.აბაშიძის 81, ბინა 12, ქ.თბილისი
თბილისის რაიონი, თ. ჭოველიძის ქ., №12 

დირექტორის მინდობილი პირი დირექტორი


მამუკა მიქაშავიძე ნირ იაქოვ ბარექეთი

--------------------------------- ---------------------------------
მიღება - ჩაბარების აქტი

საგარეჯო __ აპრილი, 2020


წელი

ერთის მხრივ, სს „გეოფრეში“ (ს/ნ405140137) (შემდგომში _ ,,მიმბარებელი“),


წარმოდგენილი მისი ოპერაციების მენეჯერის, ლევან ჯღარკავას სახით და მეორეს მხრივ,
შპს „სომა მაცივარი“ (ს/კ 404509377), (შემდგომში ,,შემნახველი") წარმოდგენილი
დირექტორის, იოსებ მეზვრიშვილის სახით, ვაფორმებთ წინამდებარე აქტს და
ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ 2020 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, 2020 წლის __ აპრილი - __ აპრილი პერიოდში მიმბარებლის მიერ
შემნახველისთვის მიბარებული ქონება (სატაცური) ინახებოდა ყოველდღიურად --
(სიტყვიერად რაოდენობა) ერთეულ მაცივარში.

შესაბამისად, მიბარების საფასურმა (-- დღის განმავლობაში) 2020 წლის __ აპრილის


მდგომარეობით შეადგინა -- (თანხა სიტყვიერად) ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

შემნახველი მიმბარებელი
შპს „სომა მაცივარი“ სს „გეოფრეში“
ს/კ 404509377 ს/კ 405140137
იურ. მის: საქართველო, თბილისი, ძველი იურ.მის: ი.აბაშიძის 81, ბინა 12, ქ.თბილისი
თბილისის რაიონი, თ. ჭოველიძის ქ., №12 

დირექტორი ოპერაციების მენეჯერი


იოსებ მეზვრიშვილი ლევან ჯღარკავა

---------------------------------
---------------------------------

You might also like