You are on page 1of 2

საქმის წარმოების განახლება

(მუხლები: 421-432)

1. რა შემთხვევაშია დასაშვები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის


განახლება?
2. რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იქნეს ბათილად ცნობილი სასამართლო
გადაწყვეტილება?
3. მიუხედავად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობისა, რა შემთხვევაში არ
შეიძლება მისი დაკმაყოფილება?
4. რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლება?
5. რა შემთხვევებშია აუცილებელი სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი,
რათა არსებობდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი?
6. რა შემთხვევებშია დასაშვები განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების
განახლების თაობაზე?
7. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში, რა გარემოების
არსებობისას უნდა განიხილოს სასამართლომ კომპენსაციის მიკუთვნების საკითხი?
8. რომელ სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე?
9. თუკი ზემდგომმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომის სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს განმცხადებელმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე?
10. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები რა შემთხვევაში განიხილავენ განცხადებას
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების
განახლების თაობაზე?
11. რა ვადაში უნდა იქნეს შეტანილი განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად
აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე? ვადის დენა როდიდან
იწყება?
12. რა ვადაში უნდა იქნეს შტანილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების განახლების თაობაზე, როდესაც მის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება?
13. ზოგადი ხანდაზმულობა რამდენ წელს შეადგენს, როდესაც დაუშვებელია განცხადების შეტანა
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების
განახლების თაობაზე? ამ საერთო წესიდან რა გამონაკლისები არსებობს?
14. თუ სასამართლოში შესულია განცხადებები ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა
და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახე, სასამართლომ
რომელი განცხადების განხილვა უნდა შეაჩეროს და რომელი განიხილოს?
15. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
განახლების შესახებ განცხადების შინაარსი რას უნდა შეიცავდეს? თუ განცხადება რა აკმაყოფილებს
ფორმალურ მოთხოვნებს სასამართლო რა რეაგირებას მოახდენს?
16. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების
შესახებ განცხადების განხილვაში რომელი მოსამართლის მონაწილეობაა დაუშვებელი?
17. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების
შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმება სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა
მოახდინოს?
18. განცხადება საქმის წარმოებისგანახლების თაობაზე რა ფორმით იხილება?
19. თუ აღმოჩნდება, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, რა
გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ? საჩივრდება თუ არა იგი? რა ფორმით?
20. თუ აღმოჩნდება, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია, რა
გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ? საჩივრდება თუ არა იგი? რა ფორმით?
21. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება აჩერებს თუ არა კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას?
22. როგორ უნდა იქნეს განმარტებული საპროცესო ნორმა: ,,გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში
მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი
შესაბამის გარანტიებს’’?

You might also like