You are on page 1of 6

იურისდიქციის განხორციელება.

1. პროკურორს მიმართავს წევრი სახელმწიფო,


2. პროკურორს მიმართა უშიშროების საბჭომ
3. პროკურორმა თავისი ინიციატივით დაიწყო საქმის გამოძიება- Proprio motu- On
His/her own Initiative.

სტატუტის მე -15 მუხლის თანახმად, თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ არსებობს


გონივრული საფუძველი იმისა, რომ გახსნას გამოძიება, დაიმახსოვრეთ გამოძიების
გახსნამდე გვაქვს სიტუაციის წინასწარი მოკვლევა, რის დროსაც პროკურორს შეუძლია
მოთხოვოს ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ორგანოებს ,არასამთავრობოებს, გაეროს
სხვადასხვა ორგანოებს და ამის საფუძველზე თუ გადაწყვეტს რომ არსებობს გონივრული
საფუძველი იმისა რომ დაიწყოს გამოძიება მიმართავს წინასწარი წარმოების პალატას მისცეს
ავტორიზაცია გამოძიების დასაწყებად. დაზარალებულებს შეუძლიათ გააკეთონ
წარდგინებები წინასწარი წარმოების პალატაში პროცედურისა და მტკიცების წესების
შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ, წინასწარი წარმოების პალატა თხოვნისა და დამადასტურებელი


მასალის განხილვის შედეგად ჩათვლის, რომ არსებობს გამოძიების გაგრძელების საკმარისი
საფუძველი და ეს საქმე შედის სასამართლოს იურისდიქციაში, იგი გასცემს გამოძიების
დაწყების სანქციას, რაც ზიანს არ აყენებს სასამართლოს შემდგომ დადგენილებებს
იურისდიქციისა და საქმის წარმოებაში დაშვების შესახებ.

წინასწარი წარმოების პალატის უარი გამოძიების დაწყებაზე სანქციის გაცემის თაობაზე არ


წარმოადგენს დაბრკოლებას პროკურორის მიერ შემდგომში თხოვნის წარდგენისათვის იგივე
ვითარებასთან დაკავშირებული ახალი ფაქტების ან მტკიცებულებების საფუძველზე. რაც
ნიშნავს, რომ თუ წინასწარი წარმოების პალატა არ გასცემს სანქციას, პროკურორს ახალი
ფაქტების და გარემოებების საფუძველზე ხელახლა შეუძლია მიმართოს პალატას გამოძიების
დაწყების ავტორიზაციისთვის.

როდესაც პროკურორს მიმართა სახელმწიფომ ან მან დაიწყო გამოძიება საკუთარი


ინიციატივით, პროკურორმა უნდა შეატყობინოს ამის შესახემ წვერ სახელმწიფოებს და იმ
არაწევრ სახელმწიფოსაც, რომელსაც შეუძლია იურისდიქციის განხორციელება,
შეტყობინების შემდეგ სახელმწიფოს ერთი თვის ვადაში შეუძლია აცნობოს სასამართლოს,
რომ ის თავად იძიებს საქმეს, ან უკვე გამოიძია, ასეთ შემთხვევაში პროკურორმა უნდა
დაუთმოს საქმის გამოძიებ სახელმწიფოს, სანამ წინასწარი წარმოების პალატა არ გადაწყვეტს
სხვანაირად. მას შემდეგ რაც პროკურორი გამოძიებას დაუთმობს სახელმწიფოს, პროკურორს
შეუძლია მოთხოვოს სახელმწიფოს პერიოდულად ჩააყენოს საქმის კურსში, თუ როგორ
მიმდინარეობს გამოძიება. პროკურორს შეუძლია გამოძიების დათმობიდან 6 თვის შემდეგ
გადახედოს სახელმწიფოს გამოძიების პროცესს თუ ადგილი აქვს გარემოებების შეცვლას,
რაც ავლენს, რომ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია აწარმოოს სამართლიანი გამოძიება.

საქმის დასაშვებობა. აღნიშნულს ეხება წესდების მე-17 მუხლი,


რომლის თანახმად საქმე დაუშვებელია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:

მუხლი 17.
დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები

1. პრეამბულის მე-10 პუნქტისა და პირველი მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო


ადგენს, რომ საქმე არ შეიძლება იყოს წარმოებაში მიღებული, როდესაც:

(ა) საქმეს იძიებს ან სისხლის სამართლებრივი დევნას აღძრავს მოცემულ საქმეზე


იურისდიქციის მქონე სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სახელმწიფოს არ
სურს ან არ შესწევს უნარი სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან განახორციელოს სისხლის
სამართლებრივი დევნა;

(ბ) საქმე გამოიძია მოცემულ საქმეზე იურისდიქციის მქონე სახელმწიფომ და გადაწყვიტა,


არ აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისი პირის მიმართ, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ
სურს ან არ შესწევს უნარი სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან განახორციელოს სისხლის
სამართლებრივი დევნა;

(ც) შესაბამისი პირი უკვე გასამართლებულია იმ ქმედებისთვის, რომელიც განცხადების


საგანს წარმოადგენს და რომლის განხილვა სასამართლოს მიერ, თანახმად მე-20 მუხლის მე-3
პუნქტისა, დაუშვებელია;

(დ) საქმე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სასამართლოს შემდგომი მოქმედება


მიზანშეწონილად ჩაითვალოს.

2. იმისათვის, რომ ცალკეულ შემთხვევაში დადგინდეს სურვილის არარსებობა, სასამართლო,


იღებს რა მხედველობაში საერთაშორისო სამართლით აღიარებულ მართებული პროცესის
პრინციპებს, ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ ფაქტორს, როგორც უნდა
იქნას გამოყენებული:

(ა) სამართალწარმოება განხორციელდა ან ხორციელდება ანდა ეროვნულ დონეზე მიღებული


გადაწყვეტილება გამოტანილი იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა შესაბამისი პირი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმ დანაშაულისთვის, რომელზეც
ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია და რომელიც მითითებულია მე-5 მუხლში;

(ბ) სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოხდა გაუმართლებელი დაყოვნება,


რომელიც, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, არ შეესაბამება შესაბამისი პირის
მართლმსაჯულებისთვის გადაცემის მიზანს;

(ც) სამართალწარმოება არ განხორციელდა ან არ ხორციელდება დამოუკიდებლად ან


მიუკერძოებლად ან ხორციელდება ისეთი სახით, რომელიც, არსებული გარემოებებიდან
გამომდინარე, არ შეესაბამება შესაბამისი პირის მართლმსაჯულებისთვის გადაცემის მიზანს.
3. იმისათვის, რომ ცალკეულ შემთხვევაში დადგინდეს უუნარობა, სასამართლო
ითვალისწინებს, შესწევს თუ არა სახელმწიფოს უნარი, ეროვნული სასამართლო სისტემის
მთლიანი ან არსებითი მოშლის ან მისი არარსებობის გამო, მიიღოს თავის განკარგულებაში
ბრალდებული ან საჭირო მტკიცებულება ან ჩვენება, ანდა თუ სხვა მიზეზის გამო არ ძალუძს
სამართალწარმოების განხორციელება.

სასამართლოს იურისდიქცია შეიძლება გასაჩივრებული იყოს, ბრალდებული პირის მიერ, იმ


სახელმწიფოს მიერ, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია,იმ მოტივით, რომ ის თავად იძიებს, ან
აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას, ან უკვე გამოიძია და გაასამართლა, იმ
სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილი იქნა დანაშაულები, ან ბრალდებულის
მოქალაქეობის სახელმწიფოს მიერ. სასამართლოს იურისდიქცია შეიძლება გასაჩივრდეს
მხოლოდ ერთხელ.

სტატუტი განსაზღვრავს მკაცრ იერარქიას სამართლებრივი წესებისა, რომელსაც მიმართავს


სასამართლო, საუბარია სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართალზე.
წესდების 21-ე მუხლის თანახმად სასამართლო პირველ რიგში მიმართავს რომის სტატუტს,
დანაშაულის ელემენტებს, (დანაშაულის ელემენტები, არის დოკუმენტის სახელწოდება
სადაც განსაზღვრულია თითოეული სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულის
ელემენტები) და ასევე პროცედურებისა და მტკიცებულებების წესებს. ( ესეც ასევე ცალკე
დოკუმენტია)

დანაშაულის ელემენტები (საუბარია დოკუმენტზე) წაკითხული უნდა იყოს სტატუტის მე-9


მუხლთან ერთად და ეხმარება სასამართლოს დანაშაულის განსაზღვრებების
ინტერპრეტირებასა და გამოყენებაში. ამის შემდგომ სასამართლო მიმართავს, შესაბამის
საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს,
მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებული პრინციპებს;

მესამე - თუ ეს შეუძლებელია, სასამართლო იყენებს მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების,


მათ შორის იმ სახელმწიფოთა ეროვნული კანონებიდან ამოკრებილ სამართლის საერთო
პრინციპებს, რომლებიც ჩვეულებრივ გარემოებებში განახორციელებდნენ იურისდიქციას
მოცემულ დანაშაულზე, იმ პირობით, რომ ეს პრინციპები არ ეწინააღმდეგება წინამდებარე
წესდებას, საერთაშორისო სამართალსა და საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და
სტანდარტებს.

სასამართლოს ასევე შეუძლია გამოიყენოს თავისი წინა გადაწყვეტილებებში გაკეთებული


ინტერპრეტაციები სხვადასხვა საკითხებზე.

სასამართლო ასევე განსაზღვრავს სამართლის განმარტების წესებს, რომლის თანახმად

თანახმად სამართლის გამოყენება და განმარტება ამ მუხლის შესაბამისად არ უნდა


ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და არ უნდა
ეფუძნებოდეს რაიმე არაკეთილგონივრულ განსხვავებას ისეთი მოტივებით, როგორიცაა
სქესი,ასაკი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია ან სარწმუნოება, პოლიტიკური თუ სხვა
შეხედულებანი, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობა, მატერიალური, ,
წოდებრივი ან სხვა მდგომარეობა. ანუ ნებისმიერი ნორმის განმარტება უნდა მოხდეს ამ
წესის შესაბამისად. მაგალითად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაული ელემენტების,
ან პროცედურების და მტკიცებულებების წესების გარკვეული დებულებები
წინააღმდეგობრივია ზემოთ მოცემულ სტანდარტებთან ( საუბარია განმარტებასთან
დაკავშირებულ წესებთან) სასამართლო არ გამოიყენებს მათ.

სასამართლო სტრუქტურა შემდეგია:

პრეზიდიუმი, სააპელაციო განყოფილება, სასამართლო წარმოების განყოფილება და


წინასწარი წარმოების განყოფილება. პროკურორის უწყება და რეგისტრატურა.
პროკურორის უწყება არის დამოუკიდებელი სასამართლოსგან. სასამართლოს ყავს 18
მოსამართლე, რომლებიც აირჩევიან წევრი სახელმწიფოების მიერ.

სტატუტის 53-ე მუხლი აძლევს პროკურორს უფლებას არ დაიწყოს გამოძიება ან სისხლის


სამართლებრივი დევნა, თუ ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს.
პროკურორის ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გადახედული იქნეს წინასწარ წარმოების
პალატის მიერ.

წინასწარი წარმოების პალატას პროკურორის მიმართვის საფუძველზე შეუძლია გასცეს


დაპატიმრების ორდერი, თუ ის დარწმუნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმისა
(გონივრული საუძველი ნიშნავს გონივრულ ეჭვს მიღმა, როგორც სასამართლომ განმარტა)
რომ პირმა ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული. სასამართლო
საქმის განხილვას ახდენს პირის თანდასწრებით, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში
შეუძლია განიხილოს მის დაუსწრებლად ( მუხლი 61)
სასამართლოს შეუძლია დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც
მოიცავს: რესტიტუციას, კომპენსაციას, რეაბილიტაციას. სასამართლოს წევრი
სახელმწიფოები ვალდებულნი არიან შეასრულონ სასამართლოს მოთხოვნები.

პატიმრობის მაქსიმალური ვადაა 30 წელი, სიკვდილით დასჯა არ არის გათვალისწინებული


სტატუტით.

წინასწარი წარმოების პალატა განიხილავს საქმეს მანამდე, სანამ არ მოხდება ბრალის


დადება- ( confirmation of charges) საქმის ძირითადი არსებითი განხილვა ხდება სასამართლო
წარმოების პალატაში რომელიც გადაწყვეტს პირს დამნაშავე- უდანაშაულობის საკითხს და
ახდენს სასჯელის მისჯას. ხოლო სააპელაციო პალატაში, შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლო წარმოების პალატის გადაწყვეტილება, პროკურორის, ან ბრალდებულის მიერ.

სტატუტის მე-9 მუხლი ეხება სასამართლოსთან სახელმწიფოს თანამშრომლობას. სტატუტის


წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სასამართლოსთან და მათ
უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდეს სისხლის
სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობის იმ პროცედურებს, რომლებიც დადგენილია
სტატუტის 86-88 მუხლებით. როდესაც წევრი სახელმწიფო იღებს მოთხოვნას პირის
გადაცემის შესახებ სასამართლოსგან და სხვა სახელმწიფოსგან ერთი და იგივე
დანაშაულისთვის, მან უნდა მიანიჭოს უპირატესობა სასამართლოს მოთხოვნას, თუ ამ
უკანასკნელმა უკვე გადაწყვიტა რომ საქმე არის დასაშვები. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს
შეუძლია თვითონ განსაზღვროს ვის გადასცეს პირი.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გადაცემის შესახებ შეეხება იგივე პირს მაგრამ სხვადასხვა
დანაშაულისათვის,წევრმა სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მისცეს სასამართლოს
მოთხოვნას.
( მუხლი 90) წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სასამართლოსთან
სხვა მიმართულებითაც, რაც მოიცავს, შესაბამისი დოკუმენტაციის, ინფორმაციის მიწოდებას,
სასამართლოში, მოწმეთა, ექსპერტთა გამოცხადებას, მოწმეთა და მსხვერპლთა დაცვის მხრივ
ზომების მიღებას, სამხილების დაცვის უზრუნველყოფა და ა შ.

წევრ სახელმწიფოს შეუძლია გადაავადოს სასამართლოსთან თანამშრომლობა, თუ ის


გადაწყვეტს, რომ მოთხოვნის შესრულება ხელს შეუშლის სახელმწიფოში მიმდინარე
გამოძიებას ან სისხლის სამართლებრივ დევნის განხორციელებას. ასევე სასამართლოს
მოთხოვნის შესრულების შეფერხება შესაძლებელია თუ სასამართლოში ამ სახელმწიფოს
მიერ გასაჩივრებულია საქმის დასაშვებობა და მიმდინარეობს განხილვა დასაშვებობასთან
დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ თანამშრომლობს სასამართლოსთან,
სასამართლო ამის შესახებ აცნობებს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეას, ან უშიშროების საბჭოს,
თუ სასამართლოს საქმე გადაეცა უშიშროების საბჭოს მიერ.

სტატუტის 98 მუხლი ეხება ერთი სახელმწიფოს ვალდებულებების კონფლიქტს


სასამართლოსთან და სხვა სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რომის
კონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე ყურადღება იყო გამახვილებული ორი
მიმართულებით, პირველი შეეხებოდა სასამართლოს მოთხოვნას იმ პირის, ან ქონების
გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით იმ სახელმწიფოში
რომელსაც სასამრთლომ წაუყენა ასეთი მოთხოვნა და მეორე შეეხებოდა სასამართლოს
მოთხოვნას სახელმწიფოსთვის იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც არ არის ამ
სახელმწიფოს მოქალაქე და მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფოს ვალდებულებებს ასეთი
პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს მიმართ რომლის თანხმობაც არის საჭირო. 98 მუხლის 1
პუნქტი ეხება პირველ საკითხს და არეგულირებს შემდეგნაირად, კერძოდ სასამართლოს არ
შეუძლია გააკეთოს ასეთი მოთხოვნა რაც გამოიწვევს მოთხოვნის ადრესატ სახელმწიფოს
მიერ მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას მესამე სახელმწიფოს
მოქალაქის იმუნიტეთთან, ან ქონებასთან დაკავშირებით, სანამ სასამართლო არ მოიპოვებს
მესამე სახელმწიფოს თანხმობას პირისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.

სასჯელის მოხდა ხდება იმ იმ სახელმწიფოებში, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მიიღონ


ასეთი პირები. სასამართლო ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს რომ პატიმრობის
პირობები და დაკავშირებული კანონმდებლობა იმ სახელმწიფოსი სადაც პირი იგზავნება
სასჯელის მოსახდელად შესაბამისობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ
სტანდარტებთან.
სტატუტის მე 11 თავი ეხება სახელმწიფოთა ასამბლეას, რომლის ფუნქციაა
ზედამხედველობა გაუწიოს სასამრთლოს და მის ფუნქციონირებას.

You might also like