You are on page 1of 11

სასამართლო

საგანი :სისხლის სამართლის პროცესი და სასამართლო პრაქტიკა


ხელმძღვანელი ირაკლი მინაშვილი
სტუდენტი:მიხეილ გიორგაძე
2023
სასამართლო

 სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა,


რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება,
განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი,
დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
სასამართლს ინსტანციები

უზენაესი

სააპელაციო

რაიონული(საქალაქ
ო)
რაიონული(საქალაქო)სასამართლ

 მაგისტრატი მოსამართლე
 რომელიც იღებს ქვემოთ მოყვანილ საკითხებზე გადაწყვეტილებას,
ესენია:

 სასამართლოს განჩინების გამოტანა


 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის
გადაწყვეტა
 გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო
საჩივრის გადაწყვეტა.
ტერიტორიული განსჯადობა

 სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ


ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა
სასამართლოს
 გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც
ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო
მოქმედება
სააპელაციო სასამართლო

 სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაშია სისხლის


სამართლის საქმეთა პალატა
 საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და
კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი
სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს
 სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე
საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად.
 სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით
განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით
უზენაესი სასამართლო

 სისხლის სამართლის საქმეთა პალატა -3 მოსამართლის შემადგენლობით


 დიდი პალატა -9 მოსამართლის შემადგენლობით
უზენაესი სასამართლო

 სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი


სასამართლო გადაწყვეტილების გამო საკასაციო საჩივარს
განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატა
 საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად
სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა
მოსამართლის შემადგენლობით.
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის
განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი
გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით
განხილვაში მისი მონაწილეობა
დიდი პალატა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა


პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას შეუძლია განჩინებით
საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ:

 ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული


მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბებისათვის;

 ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ


პრობლემას.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
გადაწყვეტა
3. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს
სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე
გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან
განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თუ საჩივარი არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს , საკასაციო სასამართლო
ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც
საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ
მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს
განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like