You are on page 1of 4

კანონპროექტისათვის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“

ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/139, 29.07.2013).

კანონპროექტის მიზანია სასამართლოს უპატივცემულობისათვის სასამართლო დარბაზიდან


გაძევებულ პირს (თუ მის მიმართ არ გამოიყენება პატიმრობა) მიეცეს უფლება, ერთჯერადად
გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი განკარგულება, რათა შეძლოს თავისი არგუმენტების
წარდგენა სასამართლოს წინაშე.

საინფორმაციო ფურცელი

სასამართლოს დარბაზში წესრიგის დარღვევის ან

სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მოსამართლის მიერ გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობა

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (16.12.1966) 1


თანახმად, თითოეულს, ვინც მსჯავრდებულია რაიმე დანაშაულისათვის, აქვს უფლება, რომ
მისი მსჯავრდადება და განაჩენი გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ კანონის
შესაბამისად (მუხ. 14-5).

ჩვენ მიერ განხილული ქვეყნებიდან აშშ-ს,2 აზერბაიჯანის,3 ბულგარეთის,4 ესტონეთის,5


ლატვიის,6 რუსეთის7, სომხეთის8 სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით სასამართლოს
დარბაზში წესრიგის დარღვევაში ან სასამართლოს შეურაცხყოფაში შემჩნეული პირის
დარბაზიდან გაძევების თაობაზე მოსამართლის მიერ გამოტანილი განკარგულების
გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ მითითებული არ არის.

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, გერმანიის, მაკედონიის, სერბეთის, სლოვენიის, ფინეთის,


ხორვატიის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ნებადართულია მოსამართლის

1
აღნიშნული პაქტი საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან.
2
აშშ კანონთა კოდექსი, თავი 18, მუხ, 401-402.
3
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 310.
4
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 267.
5
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 267.
6
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 471-473.
7
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 258.
8
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 80-5, 6.
1
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
მიერ სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევის ან/და სასამართლოს
უპატივცემულობისათვის გამოტანილი განკარგულების გასაჩივრება.

ბოსნია და ჰერცეგოვინა
მოსამართლეს უფლება აქვს სასამართლოს შეურაცხყოფისათვის დააკისროს ჯარიმა
პროკურორს, ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან დაზარალებულ მხარეს. განკარგულების
გასაჩივრება ნებადართულია (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 150).

გერმანია
გასაჩივრებას ექვემდებარება განკარგულება მხარეების, განსასჯელის, მოწმის, ექსპერტის ან
პროცესზე დამსწრე სხვა პირების მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის
შემთხვევაში (თუ ეს ქმედება ისჯება სისხლის სამართლის კანონით) დაჯარიმების ან 1
კვირამდე ვადით დაკავების თაობაზე. გასაჩივრება უნდა მოხდეს 1 კვირის ვადაში (კანონი
სასამართლო მოწყობის შესახებ, მუხ. 178-181).

მაკედონია
გასაჩივრებას ექვემდებარება სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულება
განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, პროკურორის, კანონიერი წარმომადგენლის,
მოწმის, ექსპერტის, მთარგმნელის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ წესრიგის დარღვევის
ან სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში
სასამართლოს დარბაზიდან გაძევების ან ჯარიმის დაკისრების შესახებ. სასამართლო კოლეგიას
უფლება აქვს გააუქმოს აღნიშნული განკარგულება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,
მუხ. 287, 288).

სერბეთი
განკარგულება ადვოკატის ან კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების, დაჯარიმების,
სასამართლო დარბაზიდან გაძევების და შედეგად წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლო
სხდომის გადადების ან შეჩერების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ოქმში.
განკარგულება ჯარიმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს, თუმცა სანამ აპელაცია შემდგომი
ინსტანციის სასამართლოში შევა, სასამართლოს კოლეგიამ შეიძლება გააუქმოს განკარგულება.
განკარგულებები სხვა ღონისძიებების გამოყენების შესახებ გასაჩივრებას არ ექვემდებარება
(სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 375).
2
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
სლოვენია
თუ განსასჯელი, ადვოკატი, დაზარალებული, კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი,
მოწმე, ექსპერტი, მთარგმნელი ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირი არღვევს წესრიგს და არ
ემორჩილება სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვის თაობაზე,
შეიძლება გაძევებული იქნეს დარბაზიდან ან/და დაეკისროს ჯარიმა.
სასჯელის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია. სასამართლოს
კოლეგიას შეუძლია გააუქმოს განკარგულება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ.
302, 303).

ფინეთი
მოსამართლის განკარგულებით პირი, რომელიც არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე ან
სხვაგვარად შეურაცხყოფს სასამართლოს, შეიძლება გაძევებული იქნეს დარბაზიდან ან/და
დაეკისროს ჯარიმა ან მოხდეს მისი დაპატიმრება არაუმეტეს 24 საათისა. განკარგულება
ჯარიმისა და დაპატიმრების შესახებ გასაჩივრებას ექვემდებარება (სასამართლო საპროცესო
კოდექსი, თავი 14, მუხ. 6, 7).

ხორვატია
სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულება, რომ სასამართლოს სხდომაზე წესრიგის
დარღვევის ან სხდომის თავმჯდომარის მითითებების დაუმორჩილებლობისათვის დაეკისროს
ჯარიმა ან გაძევებული იქნეს დარბაზიდან განსასჯელი, დაცვის მხარე, დაზარალებული,
კანონიერი მეურვე, კანონიერი წარმომადგენელი, მოწმე, მთარგმნელი ან სხდომაზე დამსწრე
სხვა პირი, გასაჩივრებას ექვემდებარება. სასამართლო კოლეგიას უფლება აქვს გააუქმოს
აღნიშნული განკარგულება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 386, 398).

მოამზადა მაია ხმალაძემ

15.08.2013

გამოყენებული წყაროები:

1. International Covenant on Civil and Political Rights Adopted and opened for signature, ratification
and accession by General Assembly resolution 2200A (XXI) of 16 December 1966 entry into force 23
March 1976, in accordance with Article 49

3
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba
http://www.ohchr.org/en/professionalinterest/pages/ccpr.aspx

2. Law Commission Consultation Paper No 209 CONTEMPT OF COURT


http://lawcommission.justice.gov.uk/consultations/contempt.htm

3. Obstruction of Justice: An Overview of Some of the Federal Statutes That Prohibit Interference with
Judicial, Executive, or Legislative Activities. Charles Doyle. Senior Specialist in American Public Law
November 5, 2010. Congressional Research Service
http://assets.opencrs.com/rpts/RL34303_20101105.pdf

4. Criminal Procedural Legislation


http://www.legislationline.org/documents/section/criminal-codes
http://www.legislationline.org/ru/documents/section/criminal-codes
http://www.law.cornell.edu/uscode/text/18/part-I/chapter-21
http://base.consultant.ru/cons/cgi/online.cgi?req=doc;base=LAW;n=149844
http://www.gesetze-im-internet.de/englisch_gvg/

4
kvleviTi departamenti. kanonSemoqmedebiTi saqmianobis sainformacio uzrunvelyofis ganyofileba

You might also like