You are on page 1of 4

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

დროებითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება (Provisional Measures, 15.10.2008)


წინასწარი შეპასუხების შესახებ გადაწყვეტილება (Preliminary Objections, 01.04.2011)

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ სარჩელით მიმართა მართლმსაჯულების


საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, უკანასკნელის მიერ
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის კონვენციის
დარღვევის გამო.

აღნიშნული საქმე ეხებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის


ტერიტორიებზე, ასევე შემოგარენში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ
მიმართულ ეთნიკურ წმენდას და რასობრივი დიკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის
აკრძალვის შესახებ კონვენციის სხვა დარღვევებს, საქართველოს მიერ კონვენციისადმი
მიერთების პერიოდიდან (2 ივლისი 1999) სარჩელის წარდგენის მომენტისათვის.

ფაქტობრივი გარემოებები

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო


ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
სეპარატისტული ძალების მხარდასაჭერად, რომელსაც ამართლებდა საქართველოს მხრიდა
ოსი და აფხაზი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გენოციდური ქმედებების აღკვეთის
მოტივით. რუსულმა სამხედრო აგრესიამ გამოიწვია ასობით სამოქალაქო პირის სიკვდილი,
კერძო საკუთრების მასობრივი განადგურება და ეთნიკური ქართველების მასობრივი
გამოძევება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რაც დასტურდება საერთაშორისო
არასამთავრობო და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ანგარიშებით. ასევე
მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რუსული სამხედრო ძალებისა და სამხრეთ ოსეთის
სეპარატისტული შენაერთების მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდა, რომელიც გამოიხატა
მკვლელობაში, ეთნიკური ქართველების გაძევებასა და ეთნიკური ქართველებით
დასახლებული სოფლებისა და მათი ქონების სრულ განადგურებაში, რაც მოტივირებული
იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის აღნიშნული ტერიტორიებიდან გაძევებით და
მათი დაბრუნების უფლების ხელყოფით.
იურისდიქცია

სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა კონვენციის 22-ე მუხლი,


რომლის თანახმად:

“მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონვენციის გამოყენების ან განმარტების


დროს წამოჭრილი ნებისმიერი დავა, რომელიც არ წყდება მოლაპარაკებების ან
კონვენციაში სპეციალურად გათვალისწინებული პროცედურების გზით,
რომელიმე ნებისმიერი მოდავე მხარის მოთხოვნით გადაეცემა გადასაწყვეტად
საერთაშორისო სასამართლოს, თუკი მხარეები არ შეთანხმდებიან დავის
გადაწყვეტის სხვა საშუალებებზე.”

საქართველო, თავის განცხადებაში დავობდა, რომ რუსეთის ფედერაციამ, თავისი


სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო აგენტების და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
სეპარატისტული ძალებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული პირების მეშვეობით
დაარღვია 1965 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები (მუხლები 2 (1) (ა), 2 (1) (ბ), 2 (1)
(დ), 3 და 5,) რაც გამოიხატა შემდეგი ქმედებებით :

 სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური წმენდა;


 ქართველთა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების
უფლების ხელყოფა.
 სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ქართული კულტურისა და იდენტობის განადგურება;

საპასუხოდ, რუსეთმა თავის შესაგებელში დააყენა სასამართლოს იურისდიქციის საკითხი.

რუსეთის პირველი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოსა და რუსეთს


შორის ზოგადად არ არსებობდა კონვენციის გამოყენებისა თუ ინტერპრეტაციის საკითხიდან
გამომდინარე დავა, და თუ მათ შორის არსებობდა რაიმე სახის დავა ის შეეხებოდა სამხედრო
ინტერვენციას, ძალის გამოყენებასა თუ ჰუმანიტარული ნორმების დარღვევას.
რუსეთის მტკიცებით 22-ე მუხლში ნახსენები „დავა“ ვიწრო მნიშვნელობის მატარებელია და
მოიცავს მხარეთა შორის კონვენციის გამოყენებასა თუ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით
წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მტკიცებით საქართველოსა და
რუსეთს შორის წარმოშობილი სიტუაციას მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს დავა როდესაც
იგი გაივლის კონვენციის 11-16 მუხლებით გათვალისწინებულ პროცედურებს.

რუსეთის ფედერაციის მეორე და გადამწყვეტ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ დავის


არსებობის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვას წინ უსწრებდეს
კონვენციის 22-ე მუხლით მოთხოვნილი დავის მოგვარების პროცედურა, კერძოდ, დავის
მოლაპარაკებით თუ კონვენციით გათვალისწინებული სხვა მექანიზმით მოგვარების
მცდელობა. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნდა იურისდიქცია ამ საქმის CERD-ის
ჭრილში განსახილველად.
რუსეთის ფედერაციის მესამე და მეოთხე არგუმენტი ეხებოდა სასამართლოს დროით და
ტერიტორიულ იურისდიქციას, კერძოდ იმას რომ რუსეთი არ შეიძლებოდა პასუხისმგებელი
ყოფილიყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე კონვენციის დარღვევისთვის და
რომ დროითი იურისდიქცია შეზღუდულია მხარეთა შორის კონვენციის ამოქმედების
თარიღით (1999 2 ივლისი).

დროებითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება


(Provisional Measures, 15.10.2008)

2008 წლის ოქტომბერში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო


დროებითი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც ორივე მხარეს
უკრძალავდა რაიმე სახის აგრესიულ მოქმედებას ერთმანეთის წინააღმდეგ და მოუწოდებდა
მხარეებს დაეცვათ კონვენციის დებულებები. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ
ასევე მიუთითა რომ კონვენციის 22-ე მუხლით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის
პროცედურა არ წარმოადგენდა სავალდებულო წინაპირობას და დავის არსებობის გამო მას
გააჩნდა იურსდიქცია აღნიშნულ საქმეზე. ამასთან, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ
სასამართლო არანაირ პოზიციას არ გამოხატავს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც
მიიღებს საქმის არსებითი განხილვის შემდეგ.

წინასწარ შეპასუხების შესახებ გადაწყვეტილება

(Preliminary Objections, 01.04.2011)

პირველ რიგში, სასამართლომ განიხილა ის თუ რამდენად არსებობდა კონვენციიდან


გამომდინარე დავა მხარეებს შორის. ამისათვის მან ზოგადად განმარტა დავის ცნება და
დაადგინა, რომ დავა არის მხარეთა შორის ფაქტობრივ გარემოებასა თუ სამართლის ნორმის
საკითხზე უთანხმოება, რითიც უარყო რუსეთის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ CERD-ის
ფარგლებში „დავა“ უნდა განვიხილოთ ვიწრო კონტექსტში.

შემდგომ, სასამართლო გადავიდა იმის განხილვაზე თუ რამდენად არსებობდა კონვენციიდან


გამომდინარე დავა მხარეებს შორის. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცბულებების
საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მხარის მიერ არ მომხდარა ისეთი
დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა რომ 1999 წლიდან, ანუ
საქართველოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის პერიოდიდან, 2008 წლამდე რუსეთსა და
საქართველოს შორის არსებობდა დავა კონვენციის ინტერპრეტაციისა და გამოყენების
თაობაზე. კონვენციიდან გამომდინარე დავა მხარეებს შორის არსებობდა მხოლოდ 2008 წლის
კონფლიქტის კონტექსტში, რაზეც მეტყველებს მოდავე სახელმწიფო წარმომადგენლებისა და
სხვა პირების მხრიდან ამ პერიოდში გაკეთებული განცხადებები ეთნიკურ წმენდასა და
ადამიანის უფლებებების უხეშ დარღვევებზე.
სასამართლომ რუსეთის მეორე შუამდგომლობის განხილვაზე დაყრდნობით განიხილა
ზოგადად კონვენციის 22-ე მუხლის კონტექსტი. მხარეთა ერთერთ მთავარ არგუმენტს
წარმოადგენდა შესაბამისი მუხლის, კერძოდ, „ნებისმიერი დავა, რომელიც არ წყდება
მოლაპარაკებების ან კონვენციაში სპეციალურად გათვალისწინებული პროცედურების
გზით„ ნაწილის ინტერპრეტაციის საკითხი. საქართველო აპელირებდა იმაზე, რომ მუხლის
აღნიშნული მონაკვეთი, მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ხაზს უსვამს არსებული
დავის მოუგვარებლობის ხასიათს და არ ადგენს დავის მოგვარების ალტერნატიულ,
კონვენციით გათვალისწინებულ გზებს, როგორც სასამართლოსადმი მიმართვის
სავალდებულო წინაპირობას, აქვე საქართველო იშველიებს სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე
დროებით ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებას,
რომლითაც სასამართლო ამბობს რომ მოლაპარაკებები და კონვენციით დადგენილი
პროცედურები არ წარმოადგენს სასამართლოსადმი მიმართვის სავალდებულო წინაპირობას.
ხოლო რუსეთის ფედერაციის არგუმენტი თავისმხრივ მდგომარეობდა იმაში, რომ სწორედ
დავის მოლაპარაკებისა და კონვენციით დადგენილი პროცედურული გზებით მოგვარების
მცდელობის მოთხოვნა სავალდებულოა იმისათვის, რომ მხარეს გაუჩნდეს უფლება
მიმართოს სასამართლოს. მარტივად რომ ვთქვათ, აპლიკანტს უჩნდება სასამართლოსადმი
მიმართვის უფლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გაივლის მოლაპარაკებისა და კონვენციით
დადგენილი დავის მოგვარების სხვა გზებს.

შესაბამისად, სასამართლომ პირველ რიგში განმარტა კონვენციის 22-ე მუხლი და მისი


გამოყენების ფარგლები. ამ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა რუსეთის პოზიცია,
რომლის მიხედვითაც აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს სასამართლოსადმი მიმართვის
აუცილებელ წინაპირობას. საქართველოს განმარტებით აღნიშნული ჩანაწერი არის
უბრალოდ არსებული მდგომარეობის, ფაქტის აღმნიშვნელი და არანაირ სამართლებრივ
ვალდებულებას არ წარმოშობს. ამის საპირისპიროდ, სასამართლომ შესაბამისი პრაქტიკის
მოშველიებით, რომელიც ეხებოდა მსგავსი ნორმების ინტერპრეტაციას, დაადგინა რომ
მსგავსი დებულებები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ის რაიმე სამართლებრივი შედეგის
მომტანი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩანაწერი სამართლებრივ აზრს იქნებოდა
მოკლებული. ამდენად, სასამართლომ განიხილა ის თუ რამდენად არსებობდა მხარეთა მიერ
მოლაპარაკების გზით საკითხის გადაწყვეტის მცდელობა და დაადგინა, რომ მიუხედავად
იმისა რომ 9-12 აგვისტოს პერიოდში მხარეთა წარმომადგენლები ღიად უთითებდნენ
კონვენციის დარღვევაზე, აღნიშნული განცხადებეები არ ექცევა მოლაპარაკების ცნების
ფარგლებში. ყოველი ზემოთქმულის გათვალისწინებით სასამართლომ ამავე ეტაპზე შეწვიტა
საქმის წარმოება მის არსებით განხილვაზე იურისდიქციის არქონის გამო.

You might also like