You are on page 1of 10

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

ცნება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული პირველად წამოიჭრა 1915 წელს,


ოტომანებიის იმპერიის პერიოდში სომხების მასიური მკვლელობისას. 1915 წლის 28
ნოემბერს საფრანგეთის, ბრიტანეთის და რუსეთის მთვარობამ გადაწყვიტეს მკაცრი რეაქცია
მიეცათ ამ ფაქტის მიმართ და გამოსცეს ერთობლივი განცხადება სადაც აღნიშნულ
დანაშაულს უწოდეს კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
და რომ ისინი უზრუნველყოფდნენ პასუხისგებაში მიცემას ოტომანთა ხელისუფლებაში
მყოფი ყველა იმ პირის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ მასობრივი მკვლელობის
განხორციელებაში.

ნიურბერგის ტრიბუნალის წესდების თანახმად, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული


დანაშაული წარმოადგენდა, მკვლელობას, განადგურებას, დამონებას, დეპორტაციას და სხვა
არაჰუმანურ ქმედებას, რომელიც ჩადენილი იყო ნებისმიერი სამოქალაო მოსახლეობის
წინააღმდეგ ომის დროს, ან ომამდე, ან დევნა, პოლიტიკურ, რასობრივ, რელიგიურ
ნიადაგზე. მიუხედავად იმისა ასეთი დანაშაული ჩადენილი იყო თუ არა ეროვნული
კანონმდებლობის დარღვევით.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩვეულებითი სამართლის თანახმად.

ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალით, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული


დანაშაული წარმოადგენს ოდიოზურ დანაშაულს, რაც მოიცავს სერიოზულ თავდასხმას
ადამიანის ღირსებაზე, ან პიროვნების სერიოზულ დამცირებას, ან დეგრადაციას. ეს
ქმედებები არ არის იზოლირებული, ან სპორადული ხასიათის, არამედ წარმოადგენს
ფართომაშტაბურს, ან სისტემატური თავდასხმის ნაწილს, რომელიც გახლავთ,
ხელისუფლების, ან დე ფაქტო პოლიტიკური ორგანოს, ან ორგანიზებული ჯგუფის
პოლიტიკის ნაწილი, ან შეწყნარებულია და მდუმარე თანხმობაა მიცემული ჩამოთვლილი
სტრუქტურების მიერ მის განსახორციელებლად.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს, როგორც


ომის ასევე მშვიდობის დროს.

კიაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კონტექსტუალური ელემენტები:

პირველ რიგში ეს დანაშაული არის ფართო მაშტაბური, ან მასიური ხასიათის, ეს დანაშაული


ცალსახად, მკაცრად მოითხოვს, რომ უკიდურასად დიდი სიმძიმის თავდასხმა
განხორციელდეს კაცობრიობაზე და არ უნდა იყოს სპორადული, არამედ უნდა
წარმოადგენდეს დანაშაულთა ერთობლიობას.
ისეთი კრიმინალური ქმედებები, როგორიცაა, მკვლელობა, განადგურება, წამება,
გაუპატიურება, რასობრივი, ან რელიგიური დევნა, ან სხვა ქმედებები მიაღწევენ
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზღვარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ისინი წარმოადგენენ ფართო მაშტაბურს, ან სისტემატურს. იზოლირებულმა, არაჰუმანურმა
ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები, მაგრამ ვერ
მიაღწევენ იმ ზღვარს, რომელიც დადგენილია კაცობრიობის წინააღმდეგ მიართული
დანაშაულისთვის.

იუგოსლავიის ტრიბუნალმა, Limaj and Others - საქმეში დაადგინა, რომ ფართომაშტაბური,


ან სიტემური თავდასხმა რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის მახასიათებელ ელემენტს, ძირითად შემთხვევებში ხდება სახელმწიფოს
მითითებით, ვინაიდან მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია მარტივად და ეფექტურად
მიმართოს ძალები ისე, რომ განახორციელოს ფართო მაშატბური და სისტემატური
თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე, თუმცა როგოც პრაქტიკა მოწმობს, ასეთი
თავდასხმები მოსახლეობაზე შეიძლება ჩადენილი იყოს სახელმწიფოებრივი ჯგუფის, ან
გასამხედროებული შენაერთების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების მდუმარე თანხმობით,
ან იმ შემთხვევაში, სადაც სახელმწიფოს არ გააჩნია იმდენი ძალაუფლება, რომ აღკვეთოს
ასეთი თავდასხმები.

შესაძლებელია ინდივიდი დამნაშავედ ცნონ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული


დანაშაულის ჩადენისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მან ჩაიდინა ზემოთ ჩამოთვლილ
დანაშაულთაგან ერთ-რთი, ან მეტი და მოიცავს რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ეს დანაშაული
არის ნაწილი, შემადგენელი ერთი დიდი დანაშაულისა.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მოიცავს დანაშაულთა ორ კატეგორიას:

1. არაჰუმანური ქმედებები, როგორიც არის მკვლელობა, განადგურება, დამონება,


დეპორტაცია, ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობისა, ე.ი, ადამიანთა ნებისმიერი
ჯგუფი მიუხედავად მათი ეროვნებისა.
2. დევნა პოლიტიკურ, რასობრივ, ან რელიგიურ ნიადაგზე, ეს მოიცავს ქმდებებს,
რომლებიც მათი ჩადენის მომენტში შეიძლება არ იყოს აკრძალული ქვეყნის
კანონმდებლობით, ვინაიდან დევნას შეიძლება ქონდეს განსხვავებული ხასიათი
ვიდრე ეს არის მკვლელობა, განადგურება, დამონება და ა,შ.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ორ კატეგორიად დაყოფა


გამომდინარეობს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან.

განვიხილოთ ეს ქმედებები ცალცალკე.

1. მკვლელობა- აღნიშნული ქმედების მენტალური ელემენტი- Mens rea, გახლავთ ის


რომ პირს აქვს განზრახვა მოკლას მეორე ადამიანი, განზრახვა, რომ მოკლა ადამიანი
შეიძლება არ იყოს წინასწარ დაგეგმილი, შეიძლება მას ქონდა განზრახვა მიეყენებინა
მისთვის სერიოზული დაზიანება, მაგრამ უგულვებელყო ის რისკი, რომ ამას
მოყვებოდა სიცოცხლის მოსპობა.
2. განადგურება. მასიური ხასიათის, ან ფართომაშტაბური მკვლელობა, ასევე განზრახ
ცხოვრების პირობების ისეთი გაუარესება, როგორიც არის, საკვებზე, მედიკამენტებზე,
სამედიცინო დახმარებაზე ხელსმისაწვდომობის აკრძალვა, რომელიც გათვლილია,
განხორციელებულია იმ მიზნით, რომ მოხდეს მოსახლეობის მთლიანი, ან
ნაწილობრივი განადგურება. ( მუხლი 7 (2) (ბ) რომის სტატუტი)

იუგოსლავიის ტრიბუნალმა Kristic- ის საქმეში დაადგინა, რომ იმისათვის რომ


დადგინდეს, რომ ადგილი აქვს „განადგურების“ დანაშაულის ჩადენას, იმ ზოგადი
ელემენტების გარდა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულს, უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ თავდასხმის ობიექტი იყო
კონკრეტული სამოქალაქო მოსახლეობა, რომლის წევრებიც მოკლეს, ან დაუქვემდებარეს
ცხოვრების ისეთ პირობებს, რაც გათვლილი იყო, რომ გამოეწვია ამ მოსახლეობის
რიცხობრივად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება.

დანაშაულის აღნიშნული კატეგორიიდან არ შეიძლება გამოვრიცხოთ ტერორისტების მიერ


ჩადენილი „განადგურების“ დანაშაული, ჩადენილი იმ მოტივით, რომ გაავრცელონ ტერორი,
თუმცა აქ დაკმაყოფილებული უნდა იყოს აუცილებელი კრიტერიუმი, რომ მათ მიერ
ჩადენილი ასეთი ქმედება უნდა იყოს ფართო მაშტაბური, ან სიტემატური თავდასხმის
ნაწილი.

3. დამონება- დანაშაულის ეს კატეგორია განმარტებული იქნა პრეცედენტული


სამართლით, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ორი სამხედრო ტრიბუნალის
მიერ ნიურბერგში Milch- ის da Pohl and other- ის, ხოლო მოგვიანებით იუგოსლავიის
ტრიბუნალის მიერ kunarac- ის საქმეში. რომის სტატუტის თანახმად დამონება
ნიშნავს ნებისმიერი ფორმით ძალის გამოყენებას, რომელიც დამახასიათებელია
მეპატრონესთვის, მფლობელისთვის და ამ ძალაუფლებას იყენებს ტრეფიკინგის
ასპექტში, კონკრეტულად ქალების და ბავშვების მიმართ.
4. დეპორტაცია- დეპორტაცია, ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, ეს ნიშნავს
მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, გამოგდებით, ან სხვა იძულებითი
ზომებით, იმ ტერიტორიიდან, სადაც ისინი კანონიერად იმყოფებოდნენ და ეს
გამოგდება მოხდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყოველგვარი
საფუძვლის გარეშე. იუგოსლავიის ტრიბუნალის მიერ Kristic- ს საქმეში დადგენილი
იქნა, რომ ორივე დეპორტაცია, ან იძუილებითი გადაადგილება მოიცავს
მოსახლეობის არანებაყოფლობით და უკანონო ევაკუაციას იმ ტერიტორიიდან სადაც
ისინი ცხოვრობდნენ.

დეპორტაცია და იძულებით გადაადგილება არ არის სინონიმები, ჩვეულებითი


სამართლის თანახმად დეპორტაცია მოიცავს გადაადგილებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ,
მაშინ როცა იძულებითი გადაადგილება გულისხმობს გადაადგილებას ქვეყნის შიგნით.

5. დამონება- ან ფიზიკური თავისუფლების სხვა შეზღუდვა, რომელიც არღვევს


საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. იუგოსლავიის ტრიბუნალი
გახლდათ პირველი საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელმაც Kordic-ის Cerkez- ის
საქმეში განმარტა აღნიშნული დანაშაული. კერძოდ ტრიბუნალმა დაადგინა, რომ
თავისუფლების აღკვეთა, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს, თვითნებურად თავისუფლების
აღკვეთას, რაც ნიშნავს თავისუფლების ჩამორთმევას პიროვნებისთვის სამართლიანი
სასასმართლოს გარეშე, და რომელიც ჩადენილია, როგორც ფართო მაშტაბური, ან
სისტემატური თავდასხმა მოსახლეობაზე.
6. წამება- ნიშნავს განზარხ სასტიკი ტკივილის, ან ტანჯვის მიყენებას, როგორც
ფიზიკურის, ასევე მენტალურის პატიმრობაში მყოფი, ან ბრალდებულის კონტროლის
ქვეშ მყოფი პირისთვის. იუგოსლავიის ტრიბუნალმა Brdanin- ის საქმეში დაადგინა,
რომ ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს შეიძლება მიაღწიოს წამების
ზღვარს, მაშინაც კი როდესაც ამ ქმედებას არ ახლავს სერიოზული დაზიანებები
სხეულზე. ბოლოს Natelic – ის Martinovic- ის საქმეში, იუგოსლავიის ტრიბუნალის
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კონკრეტული და სპეციალური განსაზღვრება
იმისა იწვევს თუ არა ქმედება მწვავე მენტალურ, თუ ფიზიკურ ტკივილს უნდა
განისაზღვროს ინდივიდუალურად, კონკრეტულად ყოველი შემთხვევიდან
გამომდინარე.
7. სექსუალური ძალადობა- დანაშაულის ეს კატეგორია მოიცავს შემდეგ დანაშაულებს:
გაუპატიურება- რომელიც არ იყო განმარტებული ჟან პოლ აკაიესუს საქმის
განხილვამდე რუანდის ტრიბუნალის სააპელაციო პალატის მიერ, რომელმაც
დაადგინა, რომ გაუპატიურება არის, სექსუალური ხასიათის ფიზიკური შეჭრა,
რომელიც ჩადენილია იძულებით. დანაშაულის ამ კატეგორიასთან დაკავშირებით,
იუგოსლავიის ტრიბუნალმა თავის ორ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, Furundjadza და
Kunarac- ის საქმეში გააფართოვა სექსულარი ძალადობის ცნება და მოიცვა
სექსუალური მონობა, იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი ორსულობა- რაც
მოიცავს ქალის იძულებით დაკავებას და იძულებით დაორსულებას, იმ მოტივით,
რომ გავლენა მოახდინო ნებისმიერი მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე.
სექსუალური ძალადობა, ასევე მოიცავს ქმედებებს, როგორიც არის იძულებითი
სტერილიზაცია, და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს, რომელიც არის
შესაბამისი სიმძიმის. ( რომის სტატუტის მე-7 მუხლის (2) (f))

8. დევნა- დევნა ნებისმიერი იდენტიფიცირებული ჯგუფის, ან ერთობის წინააღმდეგ


პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური,
გენდერული, ან სხვა ნიადაგზე, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც
დისკრიმინაციის დაუშვებელ საფუძვლად საერთაშორისო სამართლით. დევნა
ნიშნავს განზარ და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ ფუნდამენტური
უფლებების ძლიერ შეზღუდვას, ჩამორთმევას.
იუგოსლავიის ტრიბუნალმა Kupreskic- ის საქმეში მოახდინა აღნიშნული დანაშაულის
განმარტება. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ბრალდებული იყო დამნაშავე დევნის
დანაშაულისთვის, რადგან განზრახ და სისტემატური მკვლელობა მუსლიმი
ბოსნიელების, ისევე როგორც მათი ორგანიზებული დაპატიმრებები და გამოგდება
აჰმიჩიდან ( სოფელი სადაც დანაშაულები იქნა ჩადენილი) შეადგენდა დევნის
დანაშაულს. ტრიბუნალმა ასევე დაადგინა, რომ ბოსნიელი მუსლიმების
საცხოვრებელი ადგილების და ქონების ყოველმხრივი განადგურება, წარმოადგენს
მკაფიოდ უარყოფას ფუნდამენტური უფლებებისა და ჩადენილი იყო
დისკრიმინაციულ ნიადაგზე. ეს კი უტოლდებოდა და ხვდებოდა დანაშაულის
დევნით კატეგორიაში.

9. პირის იძულებითი გაუჩინარება- კერძოდ, დაპატიმრება, ან პირის მოტაცება,


სახელმწიფოს, ან პოლიტიკური ორგანიზაციის ავტორიზაციით, ან მხარდაჭერით,
რომლებიც უარს აცხადებენ აღიარონ პირის თავისუფლების შეზღუდვა, ან გასცენ
რამე ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია პირს.

დანაშაულის სუბიექტური ელემენტები

აღნიშნული დანაშაული მოითხოვს ორ მენტალურ ელემენტს: სუბიექტური ელემენტი - mens


rea- (განზრახვა- მკვლელობის, გაუპატიურების წამების დეპორტაციის და აშ) და
ინფორმირება, ცოდნა ფართომაშტაბური და სისტემატური პრაქტიკის შესახებ, უმეტეს
შემთხვევაში პირველი ელემენტის mens rea- არის განზრახვა, დადგეს გარკვეული შედეგი.

მკვლელობის შემთხვევაში პრეცედენტულმა სამართალმა განავითარა შემდეგი მიდგომა,


იმისათვის, რომ მკვლელობამ მიაღწიოს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ზღვარს, როგორც ასეთი საჭიროა განზრახვა, რომ მოკლა, ან სხვა განზრახვის ელემენტი,
კერძოდ განზრახვა, რომ მიაყენო მძიმე სერიოზული დაზიანება და ამის დროს უგუნურად
უგულებელყოფ იმ რისკს, რომ ამ ქმედებას შეიძლება მოყვეს ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.

ზოგადად, როდესაც დამნაშავე მოქმედებს, როგორც სისტემის აგენტი, არ არის


სავალდებულო მოთხოვნა, რომ მან მოახდინოს მისი ყოველი არასწორი საქციელის შედეგის
გაანალიზება, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მან იცოდეს იმ რისკის შესახებ, რომ მისმა
ქმედებებმა შეიძლება მოიტანოს სერიოზული შედეგი მსხვერპლისთვის, იმ სისტემის
ძალადობის და დესპოტისზმის გათვალისწინებით, ვისაც გადასცემს მსხვერპლს.

როდესაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს აქვს დევნის ხასიათი, (დევნის


ტიპის ქმედებები) საჭირო ხდება სხვა სუბიექტური ელემენტის არსებობა, კერძოდ დევნის, ან
დისკრიმინაციული განზრახვა. განზრახვა მდგომარეობს შემდეგში, რომ პირს სურს პირი, ან
ჯგუფი დაუქვემდებაროს, დისკრიმინაციას, ცუდ მოპყრობას, შევიწროვებას, რითაც
გამოწვეული იქნება მძიმე ტანჯვა, დაზიანება, პირის, ან ჯგუფის, რელიგიურ, პოლიტიკურ,
ან სხვა მსგავს საფუძველზე.

მეორე მოთხოვნა გახლავთ, ის, რომ აგენტმა უნდა იცოდეს კავშირის შესახებ, მის
დანაშაულებრივ ქმედებასა და ფართო მაშტაბურ და სისტემატურ სქემებთან.

იუგოსლავიის ტრიბუნალმა დაადგინა ტადიჩის საქმეში, რომ დამნაშავემ ყველაზე ცოტა


უნდა იცოდეს, იმ რისკის შესახებ, რომ მისი ქმედება არის შემადგენელი ნაწილი თავდასხმის
და ის იღებს ამ რისკს. კუნარიჩის საქმეში კი სასამართლომ დაადგინა, რომ სულაც არ არის
აუცილებელი აგენტმა იცოდეს თავდასხმის დეტალები, მთავარია იცოდეს, რომ ეს არის
თავდასხმა.

ვინ არის კაცობრიბის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მსხვერპლი?

ნიურბერგის წესდების მე-6 მუხლი მკაფიოდ გამოხატავს, რომ დანაშაული ჩადენილია


ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ, Committed against any civilian population.
თუმცა აღნიშნული მოითხოვს ფრთხილ ინტერპრეტაციას. ნიურბერგის ტრიბუნალის
წესდების შემუშავების ისტორიული კონტექსტიდან ირკვევა, რომ წესდებაზე მომუშავე
პირების განზრახვა იყო, რომ მოეცვათ სამოქალაქო მოსახლეობა, ვიდრე ისინი, ვინც
ასოცირდებოდნენ მტერთან, რომლებიც ისედაც იყვნენ დაცულნი ომის წარმოების
ტრადიციული წესებით. სიტყვა ნებისმიერის გამოყენებით წესდების შემმუშავებლებს
ქონდათ განზრახვა დაეცვათ სამოქალაქო მოსახლეობა სახელმწიფოსი, რომელიც ჩადიოდა
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე სამოქალაქო მოსახლეობა იმ
სახელმწიფოსი, რომელიც იმყოფებოდა ამ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. სიტყვა
„სამოქალაქო მოსახლეობა ერთი შეხედვით არ ფარავს კომბატანტებს, თუმცა ასევე
შესაძლებელია შეიარაღებული ძალების წევრებიც გახდნენ მსხვერპლი დევნის ტიპის
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ომის
წარმოების ტრადიციული წესებით, კომბატანტები დაცულნი არიან მკვლელობის ტიპის
დანაშაულებისგან, თუ ისინი შეპყრობილნი არიან მტრის მიერ (POW) ან მტრის მიერ სხვა
არაკანონოერი ქმედებებისგან, როგორიც არის მუხანათობა და აკრძალული ომის წარმოების
მეთოდებისა და წესების გამოყენებისაგან, ეს კი სრულიად არ მოიცავს იმას, რომ ისინი
დაცულები არიან დევნისგან, როგორც მტრისგან, ასევე სხვა მოკავშირე სახელმწიფოსგან და
ნებისმიერი ავტორიტეტისგან, რომლის კონტროლის ქვეშაც იმყოფებიან შეიარაღებული
ძალების წევრები. ტექსტუალური და ლოგიკური განმარტება ნიურბერგის წესდების მე-6
მუხლის მოახდინა გერმანიის საკასაციო სასამართლომ Pilz- ის და საფრანგეთის
სასამართლომ Barbie and Touvier- ის საქმეში სადაც აღნიშნა, რომ წესდებით
გათვალისწინებული რეგულაცია, რომ თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს სამოქალაქო
მოსახლეობა, არ გამორიცხავს, რომ ინდივიდუალური მსხვერპლი ამ დანაშაულისა შეიძლება
იყოს ასევე არასამოაქლაო პირებიც. ის ფაქტი, რომ თავდასხმის ძირითადი ობიექტი უნდა
იყოს სამოქალაქო მოსახლეობა, სულაც არ გამორიცხავს იმას რომ ზოგიერთი ჩამოთვლილი
დანაშაული ჩადენილი იყოს სამხედრო პირების, ან შეპყრობილი კომბატანტების
წინააღმდეგ, თუ დამტკიცდება რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული/ები გახლდათ
შემადგენელი ნაწილი ზოგადი თავდასხმის. (იგულისხმება შემადგენელი ნაწილი ფართო
მაშტაბური და სისტემატური თავდასხმის) გერმანიის უზენაესი სასამართლო ბრიტანეთის
საოკუპაციო ზონებში კი უფრო შორს წავიდა და დაადგინა, რომ სამხედრო პირები შეიძლება
იყვნენ მსხვრეპლი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, იმ სიტუაციაშიც კი
როდესაც დანაშაულს არ ააქვს დევნითი ხასიათი.
ვინაიდან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს
მშვიდობის დროსაც, აზრს კარგავს იმის მოთხოვნა, რომ ეს დანაშაული ჩადენილი იყოს
მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ. არ არსებობს მიზეზი რატომაც უნდა მოხდეს
მსხვერპლის კატეგორიიდან სამხედრო პერსონალის გამორიცხვა, ვინაიდან კონფლიქტის
არარსებობის შემთხვევაში ასეთი პირები არ იმყოფებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლით გათვალისწინებული დაცვის ქვეშ, შესაბამისად მშვიდობის დროს სამხედრო
პერსონალი ასევე შეიძლება გახდეს დანაშაულის ამ კატეგორიის მსხვრეპლი.

იგივე ნიშნით შეიარაღებული კონფლიქტის დროს არ არსებობს მიზეზი გამოვრიცხოთ Horse


de Combat ( ის პირები, რომლებმაც დადეს იარაღი) დაჭრილები, ავადმყოფები, ან ომის
პატიმრები POW (Prisoners of War) ამ დანაშაულის მსხვრეპლის კატეგორიიდან.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული რომის სტატუტის მე-7 მუხლით და


ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალით.

რომის სტატუტის მე-7 მუხლი, მოითხოვს, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული


დანაშაული ჩადენილი უნდა იყოს თავდასხმის შესახებ ინფორმირებულობით- რაც ნიშნავს,
რომ პირს უნდა ქონდეს ცოდნა,იმის შესახებ, რომ მისი კრიმინალური ქმედება არის ნაწილი
სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართო მაშტაბური და სისტემატური თავდასხმის.

რომის სტატუტის დამატებითიმა დოკუმენტმა „ დანაშაულის ელემენტები“ მოახდინა mens


rea-ს მნიშვნელოვანი ასპექტების განმარტება, ეს დოკუმენტი მოითხოვს ამ
დანაშაულისთვის, რომ დამნაშავემ იცოდა, ან ქონდა განზრახული მისი ქმედება ყოფილიყო
შემადგენელი ფართო მაშტაბური, ან სიტემატური თავდასხმისა სამოქალაქო მოსახლეობაზე.
ეს არ გულისხმობს, რომ დამნაშავემ იციდა თავდასხმის ყოველი დეტალის, მახასიათებლის
შესახებ, ან სახელმწიფოს, ან ორგანიზაციის პოლიტიკის, ან გეგმის ყოველი დეტალის
შესახებ. აქ იგულისხმება, რომ დანაშაულის mens rea დაკმაყოფილებულია, როდესაც
დამნაშავეს ქონდა სურვილი კონტრიბუცუა შეეტანა თავდასხმაში.

ზოგიერთ შემთხვევაში სტატუტის მე-7 მუხლი განსხვავდება ჩვეულებითი საერთაშორისო


სამართლისგან. მაგალითად მე-7 მუხლი განმარტავს მსხვერპლს, როგორც ნებისმიერ
სამოქალაქო მოსახლეობას, თუ მოხდება ამ მუხლის ვიწრო განმარტება შესაძლებელია
მოხდეს ამ მუხლიდან სამხედრო პირების გამორიცხვა, შესაბამისად ნებისმიერი
დანაშაულებრივი ქმედება რომელიც ჩადენილი იქნება მტრის კომბატანტების მიმართ,
შეიძლება მხოლოდ მიაღწიოს ომის დანაშაულს, ან ჟენევის კონვენციის მძიმე დარღვევებს.
კითხვა რომელიც ასეთ შემთხვევაში ჩნდება გახლავთ ის თუ რამდენად მოიცავს მე-7 მუხლი
Hors de combat-ებს ?

ანუ იმ პირებს, რომლებმაც დადეს იარაღი, არიან დაჭრილნი ან ავად, ან დატყვევებულნი?


რამდენად შესაძლებელია კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩადენილი
იყოს სამხედრო პერსონალზე, როგოც თავდასხმის ძირითად ობიექტზე?

არ არსებობს კონკრეტული პასუხი, თუმცა რომის სტატუტის მე-7 მუხლის ჰუმანური


მიზნებიდან გამომდინარე პასუხის გაცემა უნდა მოხდეს დადებით ქონტექსტში, კერძოდ
საერთაშორისო სამართლით დაცულ პირთა კატეგორიის გაფართოება კაცობრიობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისგან შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლის ზოგად ტენდენციას- უფრო ფართო გავრცელება ქონდეს ადამიანის ღირსების,
ძირითადი ღირებულებების დაცვას, მიუხედავად იმ პირთა სამართლებრივი სტატუსისა,
რომლებსაც ჭირდებათ ასეთი დაცვა. ამ მიდგომამ გამოვლინება ჰპოვა ისეთი საერთაშორისო
ხელშეკრულებების /კონვენციების მიღებიდან, რომლებიც კრძალავენ გენოციდს, აპართეიდს
წამებას, ასევე ამის დამადასტურებელია გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რამდენიმე
მნიშვნელოვანი რეზოლუცია და საერთაშორისო მართმსაჯულების სასამართლოს
გადაწყვეტილებები. დღეს დღეითობით ადამიანის უფლებათა სტანდარტი მკაფიოდ იცავს
ინდივიდებს თავიანთი სახელმწიფოს, ასევე ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან
შეურაცჰყოფისგან და ბოროტებისგან. აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაირი არსებითი
მიზეზი იმისა, რომ დაცვის სფეროს ქვეშ მოაქციო სამხედრო პერსონალი, მტრის ან
არამტრული სახელმწიფოსი იმ არაჰუმანური ქმედებებისგან, რომლებსაც ააქვთ ფართო
მაშტაბური და სისტემატური ხასიათი და ჩადენილია სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ.

წესდების მე-7 მუხლის (2) პუნქტის თანახმად თავდასხმა ნიშნავს ქმედებათა პროცესს,
დინებას, რომელიც მოიცავს პირველ პარაგრაფში ჩამოთვლილ დანაშაულთა ჩადენას,
ნებისმიერი სამოქალაო მოსახლეობის მიმართ და ამ თავდასხმის განხორციელებას
სახელმწიფოს, ან ორგანიზაციის პოლიტიკის თანახმად , ან ასეთი პოლიტიკის ხელშეწყობის
მიზნით. თუმცა „პოლიტიკა, რომ ჩაიდინო თავდასხმა მოითხოვს უბრალოდ, რომ
სახელმწიფომ, ან ორგანიზაციამ აქტიურად შეუწყოს ხელი, ან წააქეზოს ასეთი თავდასხმა
სამოქალაქო მოსახლეობაზე.

ჩვეულებით საერთაშორისო სამართალთან შედარებით, სტატუტის მე-7 მუხლმა გააფართოვა


იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელიც უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულს. მან მოიცვა დანაშაულის ისეთი კატეგორიები, როგორიც არის იძულებითი
ორსულობა, პირის იძულებითი გაუჩინარება, აპართეიდის დანაშაული, ასევე გააფართოვა
დევნის ტიპის დანაშაულის დისკრიმინაციული საფუძვლები. კერძოდ, თუ ჩვეულებითი
სამართლით ასეთი სუფუძვლები იყო, პოლიტიკური, რასობრივი, ეთნიკური რელიგიური, მე
-7 მუხლმა მას დაუმატა კულტურული, გენდერული, და სხვა საფუძვლები, რომლებიც
დაუშვებელია საერთაშორისო სამართლით.

ორგანიზაცია

რომის სტატუტის მე-7 მუხლის თანახმად ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დეანაშაული


მოითხოვს, რომ დანაშაული ჩადენილი იყოს როგორც ფართომაშტაბური ან სისტემატური
თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე სახელმწიფოს, ან ორგანიზაციის პოლიტიკის
თანახმად, ან ამ პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით.

აქ დებატები გამოიწვია სიტყვა ორგანიზაციამ და საერთაშორისო სამართლის იურისტთა და


მეცნიერთა აზრი ორ ნაწილად გაიყო, კერძოდ ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს მოიცავს
უბრალოდ ორგანიზაციას- პირთა ასოციაციას, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული
სტრუქტურა, ზოგიერთი კი ამტკუიცებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მსგავსი
ორგანიზაცია.

თუმცა ანტონიო კასესე- საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისტი, მოსამართლე, და


ავტორი იმ წიგნისა, რომელითაც თქვენ სწავლობთ ჩამოაყალიბა ესეთი კონცეფცია, კერძოდ
მან თქვა, რომ სახელმწიფო არ არის საწყისი და ამომვალი წერტილი საერთაშორისო
ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლისა, საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართალი ორიენტირებულია დაიცვას ადამიანი, ომის დროსაც კი და ასეთ დროსაც კი
აარიდოს მას გადამეტებული ტანჯვა, როგორც საერთაშორისო, ასევე არასაერთაშორისო
შეიარაღებული კონფლიქტისას, ის ფაქტი, რომ ომი არ არის გაჩაღებული სწახელმწიფოებს
შორის, ადამიანის დაცვის თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და საერთაშორისო სისხლის სამართალი შეიქმნა


იმისათვის, რომ დაიცვას საოქალაქო მოსახლეობა.

საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მოსამართლე ეკატერინა ტრენდაფილოვა-


ამტკიცებდა რომ მე7 მუხლი მოიცავს ყველა ორგანიზაციას, რომელსაც ააქვს შესაძლებლობა
ჩაიდინოს დანაშაული სისტემატურ და ფართომაშტაბურობის ფარგლებში.

მოსამართლე ჰანს პიტერ კოლი კი ამტკიცებდა რომ ეს ორგანიზაცია უნდა იყოს


სახელმწიფოს მსგავსი.

იუგოსლავიის ტრიბუნალმა ტადიჩის საქმეში აღნიშნა, რომ გადამწყვეტი არის მოსახლეობის


დაცვა და არა ის ფაქტი, თუ ვინ ჩადის ამ დანაშაულს.

სიტყვა ორგანიზაციას შეიძლება ქონდეს სამი მნიშვნელობა,

1. რამის წესრიგში მოყვანა, რამის ორგანიზება


2. შეიძლება ნიშნავდეს სტრუქტურას
3. შეიძლება ნიშნავდეს პირთა ასოციაციას.

მე -7 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე სიტყვა ორგანიზაცია ნიშნავს_ ასოცოაციას, პირთა


გარკვეულ ოდენობას, იმ რაოდენობით, რომ არ იყოს დაკვალიფიცირებული, როგორც ბანდა.

და მეორე მოითხოვს სტრუქტურის ისეთ დონეს, რომ აძლევდეს მათ საშუალებას


კოორდინირება გაუწიონ ქმედებებს და ეს ქმედებები შეერაცხოთ მათ. ორგანიზაცია,
რომელიც არსებობდა მცირე დროის მონაკვეთში, რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში არ
შეიძლება იყოს ორგანიზაცია, არამედ არის უბრალოდ ადამიანთა გაერთიანება.
შეიძლება ითქვას, რომ მე-7 მუხლის მიზნებისთვის ორგანიზაცია მოიცავს
ასოციაციას,რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სტრუქტურა, რაც აძლევს მათ საშუალებას,
კოორდინირება გაუწიონ მიზან მიმართულ ქმედებებს და ეს ქმედებები შერაცხადი იყოს ამ
ორგანიზაციისთვის, უფრო მეტჯერ ვიდრე ერთ კონკრეტულ სიტუაციაში.

იმისათვის რომ დადასტურებულიყო რომ მე-7 მუხლი არ მოითხოვს სახელმწიფოს მსგავს


ორგანიზაციის არსებობას, მოხდა სხვა დანაშაულებთან შედარება, საიდანაც ირკვევა, რომ
სტატუტის მე-6 მუხლი არ მოითხოვს გენოციდი ჩადენილი იყოს სახელმწიფოს, ან
სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაციის მიერ, აქ გადამწყვეტი არის ის კი არა, თუ ვინ ჩადის
არამედ ის, რომ ჩამდენს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ საფრთხე შეუქმნას კაცობრიობის
არსებობას.

ასევე გადახედეს ომის დანაშაულებს სადაც დამაკმაყოფილებელია ის რომ ორგანიზებულ


შეიარაღებულ ჯგუფებს ქონდეთ ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც მისცემს მათ
საშუალებას აწარმოონ ხანგრძლივი შეიარაღებული ძალადობა. ეს დადგინდა ლუბანგას
საქმეში და კენიას სიტუაციაში საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ, სადაც მოხდა
ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სტანდარტის შესუსტება.
რომელიც ითხოვდა რომ ორგანიზაციულ შეიარარებულ ჯგუფებს უნდა ქონოდათ
კონტროლი ტერიტორიაზე და ითხოვდა მკაცრ ორგანიზაციულ სტრუქტურას.

მე -7 მუხლში ჩამოთვლილ ყველა ქმედებებს შორის საერთო არის ის, რომ ის მოიცავს
დარღვევებს ყველაზე ფუნდამენტური უფლებების,

ამ მუხლით დადგენილი თვდასხმის სტანდარტი შემდეგია :

თავდასხმა უნდა იყოს სისტემატური ან ფართომაშტაბური, რაც მოიცავს სამ კომპონენტს,


კერძოდ: 1 სახეზეა ადამიანის უფლებათა ყველაზე ფუნდამენტური უფლებების განზრახ
დარღვევა. 2. არსებობს სისტემური კავშირი ამ დანაშაულებს შორის, რაც აერთიანებთ მათ
ერთ, საერთო დანაშაულად. 3. ეს ერთიანი დანაშაული ფართოა მაშტაბით.

You might also like