You are on page 1of 3

კაზუსი / პასუხი :

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, სახელწიფოებს


ეკისრებათ როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური ვალდებულება. ამ შემთხვევაში
საუბარია ნეგატიურ ვალდებულებაზე, რომელიც უკავშირდება კაზუსში მოცემულ
შინაარსს, ანუ ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს რომ სახელმწიფომ და
ხელისფლების ორგანოების წარმომადგენლებმა არ უნდა წართვან არავის სიცოცხლე,
გარდა კონკრეტული შემთხვევებისა, კონკრეტული შემთხვევა კი ამავე მუხლშია
მოცემული. სწორედ მე-2 პუნქტი, რომელიც განსხაზღვრავს რომ სიცოცხლის წართმევა
არ ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ თუ იგი ისეთი აბსოლუტურად აუცილებელი
ძალის გამოყენების შედეგია როგორიცაა: უკანონო დაკავების ან კანონიერად
დაპატიმრებული პირის ( ამ შემთხვევაში პირების) გაქცევისათვის ხელის შეშლა.
კასუზში კი ნახსენებია რომ ოფიცრების მითითება იყო, ყველა საჭირო საშუალება
გამოეყენებინათ ჯარისკაცების დასაკავებლად, გაქცეული ჯარისკაცების შესაჩერებლად
მოცემული გვაქვს რომ გამოყენებული იქნა გამაფრთხილებელი ნიშნები, ასევე ვიცით
გამოძიებამ დაასკვნა, რომ ოფიცერი ხელმძღვანელობდა იარაღის გამოყენების თაობაზე
კონფიდენციალური სამხედრო რეგულაციებით. მან ჯარისკაცები რამდენიმეჯერ
გააფრთხილა და ჰაერში გაისროლა. ოფიცერმა ჯარისკაცებს ესროლა მხოლოდ იმიტომ,
რომ ეს უკანასკნელები არ დანებდნენ, შეიძლება გაქცეული ყვნენდა ოფიცერი ეცადა
სასიკვდილო ზიანის მიყენების თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ არ ყოფილან
ოფიცრები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი, ექვემდებარებოდნენ
კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დებულებებს. ვინაიდან
აბსოლუტურად აუცილებელი ძალის გამოყენების შედეგად გვაქვს კაზუსში მოცემული
მდგომარეობა ისინი არ მიეცემიან პასუხისგებაში. ამიტომ გარდაცვლილი ნათესავების
მიმართვა სასამართლოსათვის არასაფუძვლიანია.

1. რა შემთხვევაში არის გამართლებული მე–8–მე–11 მუხლებით დაცული უფლებების


შეზღუდვა?

 2.       რას ნიშნავს ოჯახური ცხოვრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს


განმარტებით?

 3.    ისაუბრეთ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის


მიხედვით?

4.    მე-6 მუხლის მიხედვით „მოწმეს“ გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა. ისაუბრეთ


თუ რას მოიცავს აღნიშნული ტერმინი
5. ისაუბრეთ „ბრალდების“ ავტონომიურ მნიშვნელობაზე ევროპული კონვენციის მე-6
მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიხედვით.

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრულია რომ 1-ლი პუნქტით


გათვალისწინებული უფლებები გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. სადაც
დადგენილია შესაბამისი პირობები, როდესაც საჯარო ხელისუფლებას მართლზომიერად
შეუძლია ჩაერიოს მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებებში. ამ
უფლებებისათვის დასაშვებ შეზღუდვად ჩაითვლება ისეთი შეზღუდვები რომელთა
განხორციელების მიზანიც კანონის შესაბამისია, მაგალითად: ქვეყნის ეკონომიკური
კეთილდღეობისათვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, დანაშაულის თავიდან
ასაცილებლად, ჯანმრთელობის, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ასევე 11-ე მუხლის პირველი პუნქტით დათვალისწინებული უფლებები გარკვეულ
შეზღუდვებს ექვემდებარება. მე-11 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით. დასაშვებ
შეზღუდვად ჩაითვლება ისეთი შეზღუდვები რომელთა განხორციელების მიზანიც
კანონის შესაბამისია, და ემსახურება უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთას,
ჯანმრთელობისა და მორალის , უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

2. ოჯახური ცხოვრება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ნიშნავს


რომ ყველას აქვს უფლება , დაცული იყოს მისი პირადი ოჯახური ცხოვრება ,
საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია ამ უფლებების განხორციელებაში ჩარევა თუ
ჩარევის მიზეზი კანონს არ ექვემდებარება.

3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, თითოეული


ბრალდებული, რომელზეც მიმდინარეობს დავა, უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი
ბრალეულობა კანონით არ დამტკიცდება. მათ გააჩნიათ გარკვეული უფლებები,
რომელიც განსაზღვრულია მე-6 მუხლის მესამე პუნქტით, და შემდეგში მდგომარეობს:
ბრალდებულს აქვს უფლება მისთვის გასაგებ ენაზე დაწვრილებით გააცნონ მისი ბრალის
შესახებ ინფორმაცია, დაიცვას თავი პირადად ან საშუალების არ ქონის შემთხვევაში
ისარგებლოს იურიდიული მომსახურებით უფასოდ, შესაბამისი ხაზინის ხარჯზე.
დაკითხოს ან დააკითხინოს მისი ბრალდების მოწმეები, ასევე დაკითხოს ან
დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები, თანაბარი უფლებებთ. ისარგებლოს თარჯიმნის
უფასო მომსახურებით. თუკი მას არ ესმის სასამართლოში გამოყენებული ენა ან ვერ
ლაპარაკობს კონკრეტულ ენაზე. ნებისმიერი შენიშვნა რომელსაც მოსამართლე გააკეთებს
მოსმენის დამთავრების ან ბრალდებულის გასამართლების მმომენტში, უდანაშაულობის
პრეზუმფციის დარღვევად ჩაითვლება. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა ევალება
არა მარტო სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს სხვა ორგანოებსაც.

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის დ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს აქვს უფლება დაკითხოს ან
დაიკითხონ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები და უზრუნველყოფილ იქნეს
დაცვის მოწმეთა დასწრებით და დაკითხვით მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ მოწმეთა
თანაბარ პირობებში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის
კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ ნორმებს, რომელთა მიხედვით მოწმეთა
გარკვეული კატეგორიები მაგ: ოჯახის წევრები, თავისუფლდებიან ჩვენების მიცემის
ვალდებულებისაგან.

5. ევროპული სასამართლოს ახსლა ბრალდების არსთან დაკავშირებით შესაძლოა არ


ემთხვეოდეს ეროვნული სამართლის დადგენილ ანმარტებებს. შეიძლება განვსაზღვროთ
ზოგადი დებულებები რომელებიც, ბრალდების მართებულად ახსნა-განმარტებაში
გვიწყობენ ხელს მაგალითად ბრალდება არსებობს როდესაც : გაიცემა პირის
დაპატიმრების ბრძანება, როდესაც პირი საქმის კურსშია რომ მის წინააღმდეგ
მიმდინარეობს სისხ.სამართ. დევნა, რომელლის შინაარსშიც მოცემულია
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი, სასჯელის სიმკაცრის დონე და ხარისხი.

You might also like