You are on page 1of 58

ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი

წამების აკრძალვა
მსოფლიო
საზოგადოებისათვის იმდენად
დიდი იყო წამების აკრძალვის
მნიშვნელობა, რომ იგი
მიჩნეულ იქნა საერთაშორისო
ჩვეულებითი სამართლის
ნაწილად და ითვლება jus
cogens-ად.
ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაცია
(მე-5 მუხლი);
ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენცია (მე-3
მუხლი);
ჟენევის 4 კონვენცია;
1966 წლის სამოქალაქო
და პოლიტიკურ უფლებათა
საერთაშორისო პაქტის მე-
7 მუხლი, რომლის
თანახმადაც, „არავინ
შეიძლება
დაექვემდებაროს წამებას
ან სასტიკ, არაადამიანურ
ან დამამცირებელ
მოპყრობას ან სასჯელს“;
წამების და სხვა სახის
სასტიკი, არაადამიანური
და დამამცირებელი
მოპყრობისა და სასჯელის
საწინააღმდეგო
გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის 1984 წლის
კონვენცია;
წამებისა და
არაადამიანურ ან
დამამცირებელ
მოპყრობის ან სასჯელის
აკრძალვის 1987 წლის
ევროპული კონვენცია.
 ყველა ტიპის უხეში მოპყრობა არ ხვდება
ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების
სფეროში.
 სტრასბურგის სასამართლომ განმარტა,
რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა
მიაღწიოს მინიმალურ ზღვარს იმისათვის,
რათა მოხვდეს მე-3 მუხლის მოქმედების
სფეროში.
გაეროს წამების საწინააღმდეგო
კონვენციის 1-ლი მუხლი
 წამებანიშნავს ნებისმიერ ქმედებას,
რომლითაც პირს განზრახ მიეყენება
ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, სულერთია
ეს იქნება ფიზიკური თუ სულიერი
ხასიათის, ისეთი მიზნით, როგორიცაა
მისგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის
ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა იმ
ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა მან ან
მესამე პირმა,
 ან იმ მიზნით, რომელიც ეფუძნება ნებისმიერი
სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთი
ტკივილი ან ტანჯვა პირს მიეყენება
ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლის
ან თანამდებობის პირის მიერ, მისი
წაქეზებით, ან მისი თანხმობით ან დუმილით
გამოხატული მისი თანხმობით.
 აღნიშნული არ გულისხმობს ტკივილს ან
ტანჯვას, რომელიც თან სდევს კანონიერ
სანქციებს.
 აღნიშნული განსაზღვრების
თანახმად „წამება“ მოიცავს ძლიერ
ტკივილსა და ტანჯვას.
 მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ
ხსენებული ტანჯვა შესაძლოა იყოს
როგორც ფიზიკური, ასევე
სულიერი.
 არისთუ არა გაეროს წამების
საწინააღმდეგო კონვენციის 1-ელ
მუხლში სუბიექტური ელემენტების
ჭარბი არსებობა?
 მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს გააჩნია
ცალკეული ქმედების შედეგად მიყენებული
ტკივილის თმენის მომეტებული
შესაძლებლობა, უნდა გამოირიცხოს თუ არა
აღნიშნულ შემთხვევაში წამების არსებობა?
 განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანმა
შესაძლოა განიცადოს განსაკუთრებული
ტკივილი, ტრავმა და ზიანი შედარებით
მსუბუქი ხასიათის ქმედების შედეგად.
საინტერსოა, არის თუ არა შესაძლებელი
წამების დადგენა?
 წამების განსაზღვრებაში ხსენებული
განზრახვა გულისხმობს ტკივილისა და
ტანჯვის მიყენებას, ან სულ მცირე
დანაშაულებრივ გულგრილობას ტკივილის ან
ტანჯვის მიყენებასთან დაკავშირებით.
 აქედან გამომდინარე, „გაუფრთხილებლად“
ტკივილის ან ტანჯვის მიყენება, რომელიც
მორალურად ისე გასაკიცხი არ არის როგორც
იგივე ქმედების განზრახ განხორციელება, არ
წარმოადგენს წამებას.
 საინტერესოა ის საკითხი,
შესაძლებელია თუ არა წამების
განხორციელება უმოქმედობით.
 მაგალითად, ჩაითვლება თუ არა
წამებად საკვების ან სამედიცინო
დანიშნულების პრეპარატების
განზრახ არ მიცემა შესაბამისი
პირისათვის?
 წამების საწინააღმდეგო კონვენციის 1-
ლი მუხლის თანახმად, წამება
განხორციელებული უნდა იქნეს
გარკვეული მიზნით.
 მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თვით
განსაზღვრება მოიცავს რამდენიმე
მიზანს, აღნიშნული ჩამონათვალი
ამომწურავი არ არის.
 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც
ჩნდება გარკვეული კითხვები,
მაგალითად წარმოადგენს თუ არა
წამებას სადისტის მიერ შემთხვევითი
მსხვერპლის მიმართ
განხორციელებული ქმედება
თვითდაკმაყოფილების მიზნით?
 ნებისმიერი ბოროტი განზრახვა
მოხვდება კონვენციის 1-ლი მუხლის
მოქმედების სფეროში.
 სავარაუდო მსხვერპლის ჯანმრთელობის
სასარგებლოდ განხორციელებული ქმედება
არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს წამებად.
 ასეთ მაგალითს წარმოადგენს ისეთი
შემთხვევა, როგორიცაა პირისათვის
გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში
ნარკოზის გარეშე ამპუტაციის ჩატარება მისი
სიცოცხლის შენარჩუნების მიზნებიდან
გამომდინარე.
ზემოხსენებულიდან შესაძლებელია სამი
უმთავრესი ელემენტის განსაზღვრა, რომლებიც
წარმოადგენს წამებას:
 სასტიკი სულიერი თუ ფიზიკური
ტკივილის ან ტანჯვის მიყენება,
 ტკივილის მიზანმიმართულად და
განზრახ მიყენება,
 ცალკეული მიზნის განხორციელება,
როგორიცაა: ინფორმაციის მოპოვება,
დასჯა ან დაშინება.
 დაკავებული ან დაპატიმრებული პირის
სრულ იზოლაციაში მოთავსება, როდესაც
მას საშუალება არ აქვს შეხვდეს თავის
ადვოკატს, მისი ქვეყნის საკონსულო
წარმომადგენელს, ოჯახის წევრებს,
სამედიცინო პერსონალს, უნდა იქნეს
აკრძალული, რათა მინიმუმამდე იქნეს
დაყვანილი წამების საწინააღმდეგო
კონვენციის 1-ლი მუხლით აკრძალული
არასათანადო მოპყრობა.
 სტრასბურგის სასამართლოს
პრეცედენტული სამართლის თანახმად,
იგმობა მხოლოდ და მხოლოდ პირის
სრულ იზოლაციაში მოთავსება
ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
როდესაც პირს არ აქვს რაიმე სოციალური
კონტაქტი გარე სამყაროსთან და რამაც
მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგი
გამოიწვია მის ფიზიკურ და სულიერ
ჯანმრთელობაში.
 არასათანადო მოპყრობა, რომელიც
არ წარმოადგენს წამებას, რადგანაც
მას არ გააჩნია საკმარისი
ინტენსივობა ან მიზანი,
კვალიფიცირებულ იქნება როგორც
არაადამიანური ან დამამცირებელი.
 დამამცირებელია ქმედება,
რომელიც წარმოშობს მსხვერპლში
შიშის, ტკივილისა და
არასრულფასოვნების განცდას,
რომელსაც შეუძლია მისი
დამცირება და დაკნინება.
 განმარტებისთანახმად,
დამამცირებელი მოპყრობა ასევე
მოიცავს მოპყრობას, რომელიც
არღვევს მსხვერპლის ფიზიკურ თუ
სულიერ ხელშეუვალობას, ან
აიძულებს მსხვერპლს, იმოქმედოს
თავისი სურვილის ან სინდისის
საწინააღმდეგოდ.
 კონვენციისმე-3 მუხლის მიზანს
წარმოადგენს პირის ღირსებისა და
ფიზიკური შეუვალობის დაცვა და
ამიტომაც ფიზიკური ძალის
ნებისმიერი გამოყენება ამცირებს
პირის ღირსებას.
კონვენციის გაგებით წამება
მოიცავს:
 პალესტინურ დაკიდებას: უკან შეკრული
ხელებით ჩამოკიდება;
 ცემის სასტიკ ფორმებს;
 სასტიკ ცემას სამედიცინო მკურნალობის
აღმოუჩენლობასთან ერთობლიობაში;
 ელექტროშოკს;
 გაუპატიურებას;
 ფალანგას: ფეხის გულებზე ცემა.
 საქმეში Aydin v. Turkey სასამართლომ, მოიპოვა რა
მტკიცებულებები, რომ გაუპატიურებას ჰქონდა
ადგილი, განაცხადა:
 „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს
წარმომადგენლის მიერ პატიმრის გაუპატიურება
უნდა ჩაითვალოს არაადამიანური მოპყრობის
განსაკუთრებით მძიმე და დასაგმობ ფორმად,
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ
დამნაშავეს ადვილად შეუძლია მსხვერპლის
უსუსურობისა და სუსტი წინააღმდეგობის
გამოყენება.
 გარდა ამისა, გაუპატიურება ტოვებს ღრმა
ფსიქოლოგიურ იარებს, რომელთა
აღმოფხვრაც ისე სწრაფად არ ექვემდებარება
დროის გასვლას, როგორც ფიზიკური და
სულიერი დარღვევების სხვა ფორმების
დროს.
 მსხვეროლმა ასევე განიცადა მწვავე
ფიზიკური ტკივილი ძალადობრივი
გაუპატიურებისაგან, რომელსაც მასში უნდა
დაეტოვებინა დაკნინების გრძნობა და ზიანი
მიაყენა მას როგორც ფიზიკური, ასევე
ემოციური თვალსაზრისით“.
 სასამართლომ დაადგინა, რომ
გაუპატიურება წარმოადგენდა
კონვენციის მე-3 მუხლით
აკრძალულ წამებას.
 საქმეში Selmouni v. France განმცხადებელი იყო
ნიდერლანდების სამეფოსა და მაროკოს
მოქალაქე, რომელიც დააპატიმრეს საფრანგეთში.
 განმცხადებელს თმებით ითრევდნენ;
არბენინებდნენ დერეფანში, ხოლო ორივე
მხარეს განლაგებული პოლიციელები ფეხს
უდებდნენ; იგი დააჩოქეს ახალგაზრდა ქალის
წინ, რომელსაც ვიღაცამ მიმართა შემდეგი
სიტყვებით: „ნახე, შენ ახლა სიმღერას
გაიგონებ“; მას ზედ დააშარდეს.
 სასამართლომ დაადგინა, რომ
„საკმარისი იყო ის ფაქტი, რომ ერთად
აღებულმა ფიზიკურმა და სულიერმა
ძალადობამ, რომელიც ჩადენილ იქნა
განმცხადებლის წინააღმდეგ, გამოიწვია
„ძლიერი“ ტკივილი და ტანჯვა, რაც
ატარებდა განსაკუთრებით სერიოზულ და
სასტიკ ხასიათს. ასეთი ქმედება უნდა
ჩაითვალოს წამებად კონვენციის მე-3
მუხლის მიზნებისათვის“.
წამებას წარმოადგენს ე.წ. 5
მეთოდი:
 კედელთან დგომა: პატიმრების იძულება
რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფილიყვნენ
„სტრესულ მდგომარეობაში“, რასაც ისინი, ვინც
დაექვემდებარნენ ამგვარ ქმედებას, აღწერდნენ
შემდეგნაირად: „კედელთან გამართული
დგომა, ხელები თავს ზემოთ აწეული გამართულ
მდგომარეობაში, მუხლებში გაჭიმული და
ტერფები შებრუნებული, რაც აიძულებდა მათ
ცერებზე დგომას, რის გამოც სხეულის მთელი
სიმძიმე ფეხის თითებზე გადადიოდა“;
 თავსაფარი: შავი ან მუქი ლურჯი
ფერის ტომარის ჩამოცმევა პატიმართა
თავზე და, სულ მცირე პირველ
ხანებში, ასეთ მდგომარეობაში
დატოვება დაკითხვის მთელი
პერიოდის განმავლობაში;
 ხმაურისადმი დაქვემდებარება:
დაკითხვის განმავლობაში პატიმართა
ისეთ ოთახში მოთავსება, რომელშიც
ადგილი ჰქონდა განგრძობად,
ხმამაღალ, სისინის მაგვარ ხმაურს;
 ძილის აღკვეთა: დაკითხვის გამო
პატიმრებისათვის ძილის აღკვეთა;
 საჭმელისადა სასმელის აღკვეთა:
პატიმართა დაქვემდებარება
შემცირებული დიეტისადმი მათი
დაკითხვების განმავლობაში.
 სპეციფიკური სიტუაციები და პრაქტიკა,
რომლებიც შესაძლოა განხილულ იქნეს
როგორც დამამცირებელი კონვენციის მე-3
მუხლის თანახმად, ცალკე აღებული თუ სხვა
პირობასთან ერთად, არის გადატვირთვა,
გარესამყაროსთან კავშირის არ ქონა,
ჰიგიენისა და ტუალეტის არაადეკვატური
სტანდარტები, ადეკვატური სამედიცინო
მკურნალობის ან პირის ღრუს დაავადების
პროფილაქტიკის არარსებობა.
 ხელისუფლების ორგანოებს
ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან
თავისუფლებააღკვეთილ პირთა
ჯანმრთელობა. შესაბამისი სამედიცინო
მკურნალობის არარსებობა შესაძლოა
წარმოადგენდეს კონვენციის მე-3
მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.
 პირველ რიგში, კონვენციის მე-3 მუხლის
მიზანია პირის ფიზიკური
ხელშეუხებლობის დაცვა.
 გარდა ამისა, სასამართლოს
განმარტებით, ეს დებულება ემსახურება
ტკივილის მიყენებისგან ან სხვა ისეთი
ქმედებებისგან დაცვას, რომლებიც იწვევს
სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობას.
 კონვენციის მე-3 მუხლი
სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ
ვალდებულებებს, აღკვეთოს სხვათა
მიერ მე-3 მუხლით აკრძალული
მოპყრობის ჩადენა.
 მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ კერძო
სკოლა იყენებს დასჯას, რომელიც
აღწევს მე-3 მუხლით დადგენილ
სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, ასეთ
ქმედებებზე სახელმწიფოს
პასუხისმგებლობა დგება, ვინაიდან
საბოლოოდ სახელმწიფო აგებს პასუხს
განათლების უფლების დაცვაზე.
 ამასთანავე,სახელმწიფოს
ვალდებულებები ვრცელდება იმ
შემთხვევებზეც, როდესაც კერძო
პირები, მაგალითად ოჯახის
წევრები, ტკივილსა და ზიანს
აყენებენ მათი მეურვეობის ქვეშ
მყოფ ბავშვებს.
 მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის
მოპყრობა შესაძლებელია არ იქნას
მოწონებული მორალური მოტივით, როგორიცაა
ბავშვებზე დისციპლინარული სახდელის
გამოყენება ფიზიკური დასჯის მეშვეობით, ან
ზოგადი სისხლის სამართლებრივი მოტივით,
როგორიცაა პოლიციის მიერ ძალის
გამოყენება, მაგალითად დაკავებულის ცემა,
იგი შესაძლებელია არ აიკრძალოს კონვენციის
მე-3 მუხლით.
 ანალოგიურად, კონვენციის მე-3
მუხლით დაშვებულმა მოპყრობამ
შესაძლებელია მაინც გამოიწვიოს
პიროვნებაში სირცხვილის გრძნობა
და მისი დამცირება, მაგალითად,
სამართლებრივი სანქციების
გამოყენებამ.
 საქმეში„ლოპეზ ოსტრა ესპანეთის
წინააღმდეგ“ განმცხადებელი
მიუთითებდა, რომ იგი გახდა მე-3
მუხლის დარღვევის მსხვერპლი
მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო.
 აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ ის
ცხოვრობდა ნარჩენების
გადამამუშავებელი ქარხნის სიახლოვეს,
საიდანაც გამოდიოდა მომწამლავი ნამწვი
და ხმაური.
 სასამართლომ აღიარა, რომ
განმცხადებელსა და მის ოჯახს ადგებოდა
ზიანი, მაგრამ დაადგინა, რომ ასეთი
ზიანი არ ექცეოდა მე-3 მუხლის
მოქმედების სფეროში.
 საქმეში „სმითი და გრეიდი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ“, განმცხადებლები
იყვნენ შეიარაღებული ძალების წევრები.
გამოძიება ჩატარდა აღმოჩენილი
მტკიცებულებების საფუძველზე, რომლითაც
დასტურდებოდა, რომ ისინი იყვნენ
ჰომოსექსუალები. განმცხადებლებს დაუსვეს
კონკრეტული შეკითხვები მათი სექსუალური
ცხოვრების, ჩვევებისა და სურვილების
შესახებ.
 მტკიცებულებების დადასტურების შემდეგ,
განმცხადებლები გარიცხეს შეიარაღებული
ძალებიდან არსებული საჯარისო წესების
შესაბამისად.
 სასამართლომ მართალია აღიარა, რომ ჯარში
არსებული წესები, გამოძიება და ჯარიდან
გარიცხვაც, უდაოდ, „მტკივნეული და
დამამცირებელი იყო თითოეული
განმცხადებლისთვის“, მაგრამ მან არ ჩათვალა, რომ
მოპყრობა აღწევდა სისასტიკის მინიმალურ დონეს,
ამიტომ მე-3 მუხლის დარღვევაც არ დაადგინა.
 საქმეში „რამირეზ სანჩესი საფრანგეთის
წინააღმდეგ“, განმცხადებელი მოთავსებული იყო
საკანში იზოლირებულად რვა წლისა და ორი
თვის განმავლობაში. იგი მარტოდ იმყოფებოდა
საკანში, არ ჰქონდა კონტაქტი სხვა პატიმრებთან
ან ციხის ზედამხედველებთან, ეკრძალებოდა
საკნიდან გასვლა გარდა ყოველდღიური
ორსაათიანი სეირნობისა, და ვიზიტების უფლებაც
ძალზე შეზღუდული ჰქონდა. თუმცა, მას ჰქონდა
გაზეთების კითხვისა და ტელევიზორის ყურების
უფლება.
 სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი არ განიცდიდა
სრულ ფიზიკურ იზოლაციას, და გარდა
ტელევიზორისა და გაზეთების
ხელმისაწვდომობისა, ის ადვოკატს 57-ჯერ შეხვდა,
ასევე რეგულარულად ექიმებიც სტუმრობდნენ.
 სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც ზოგადი,
ისე კონკრეტული პატიმრობის პირობები და
ხანგრძლივობა არ იყო იმდენად სასტიკი ხასიათის,
რომ ჩათვლილიყო არაადამიანურ მოპყრობად,
განსაკუთრებით განმცხადებლის პიროვნებისა და
მისი საშიში ხასიათის გათვალისწინებით.
 განმცხადებელი თუ ვერ ადასტურებს
კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის
ფაქტს, მას შეუძლია დააყენოს მოთხოვნა
კონვენციის მე-8 მუხლის დარღვეულად
ცნობაზე, რომელიც იცავს პირადი და
ოჯახური ცხოვრების, ასევე
საცხოვრებელი სახლის პატივისცემის
უფლებას.
 საქმეში „სმითი და გრეიდი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ“, მართალია
განმცხადებლების სექსუალური ორიენტაციის
თაობაზე წარმოებული დაკითხვის დროს
განცდილი დამცირება არ ჩაითვალა
არაადამიანურ და ღირსების შემლახავ
მოპყრობად, მაგრამ სასამართლომ აღიარა,
რომ იგი წარმოადგენდა გაუმართლებელ
ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით დაცული
პირადი ცხოვრების უფლებაში.
 საქმეში„ლოპეზ ოსტრა ესპანეთის
წინააღმდეგ“, სასამართლომ
დაადგინა, რომ ნარჩენების
გადამამუშავებელი ქარხნის მიერ
მიყენებული ზიანი წარმოადგენდა
გაუმართლებელ ჩარევას
განმცხადებლის პირად და ოჯახურ
ცხოვრებაში, რაც მე-8 მუხლს
ეწინააღმდეგება.
 საქმეში „ნევმერჟიცკი უკრაინის
წინააღმდეგ“, პატიმრობაში მყოფი
მოშიმშილე განმცხადებლის მიმართ
იძულებითი კვება გამოიყენეს, რამაც, მასში
სერიოზული მენტალური და ფიზიკური ტანჯვა
გამოიწვია. მას ხშირად აბამდნენ სკამზე ან
გამათბობელზე ბორკილებით და
აიძულებდნენ რეზინის მილის გადაყლაპვას,
რომელზეც საკვები მიქსტურით სავსე
ჭურჭელზე იყო მიერთებული.
 სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია
სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ბრძანების
საფუძველზე მიმართეს იძულებით კვებას,
მაგრამ იძულების საშუალებათა ბორკილები,
პირის გამაფართოებელი, საკვებ არხზე
მიერთებული სპეციალური მილის ძალით
გამოყენება, მიუხედავად მოსარჩელის
წინააღმდეგობისა, იმდენად სასტიკი ხასიათის
იყო, რომ იგი წამებად უნდა ჩაითვალოს.
ერთმანეთისგან განსხვავდება
„მოპყრობა“ და „დასჯა“.
 საქმეში „ტაირერი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ“, განმცხადებელი გაასამართლეს
და მიუსაჯეს „გაროზგვა“.
 ეს გულისხმობდა პოლიციის
თანამშრომლების მიერ განმცხადებლის
მიმართ ძალის გამოყენებას - სპეციალურად
მომზადებული როზგით დუნდულებში ცემას.
რამდენიმე ფაქტორის მხედველობაში
მიღებით, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი
ითვლება ღირსების შემლახავ დასჯად.
 წამებისშემთხვევაში, ერთის მხრივ,
აუცილებელია დადასტურდეს
კონკრეტული მიზნის არსებობა, რაც არ
მოითხოვება მოპყრობის სხვა ფორმების
შემთხვევაში.
 არაადამიანური და უფრო დაბალ დონეზე
ღირსების შემლახავი მოპყრობა
შესაძლებელია გამოიწვიოს უმოქმედობამ
და არა განზრახმა მოქმედებამ.
 სასამართლო თვლის, რომ მოპყრობა არის
„არაადამიანური“, თუ იგი არის წინასწარ
განზრახული, რამდენიმე საათი უწყვეტად
გრძელდება და სხეულის დაზიანება ან
ინტენსიური ფიზიკური და სულიერი ტკივილი
გამოიწვია.
 მოპყრობა ითვლება „ღირსების შემლახავად“,
თუ მან გამოიწვია დაზარალებულში შიშის,
ტანჯვის და დაუცველობის გრძნობა, რაც
ამცირებდა და შეურაცხყოფდა მას.
 საქმეში „რივასი საფრანგეთის
წინააღმდეგ“, პატიმრობის დროს
ჩატარებული დაკითხვისას, პოლიციელმა
აღკვეთა განმცხადებლის გაქცევა
საზარდულში მუხლის ჩარტყმით.
 შედეგად, მას დაუზიანდა სათესლე
ჯირკვალი და დაჭირდა ქირურგიული
ჩარევა, ხოლო ხუთი დღის განმავლობაში
შრომის უნარიანობაც დაკარგა.
 სასამართლომ დაადგინა, რომ
მიყენებული ტკივილისა და
განმცხადებლის ასაკის მხედველობაში
მიღებით, მომხდარი ქმედება
არაადამიანური და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ტოლფასი იყო.

You might also like