You are on page 1of 2

2თავი კვლევა

1. ფსიქოლოგიის კვლევის მიზნებია:


1. აღწერა.
2. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
3. თეორიების აგება.
4. გამოყენება.
2. რეპრეზენტატული შერჩევა- არის როდესაც კვლევის ობიექტი წარმოადგენს ბევრი ჯგუფის
ნაწილს რათა შემდგომ ფსიქოლოგებმა შეძლონ ინფორმაციის განზოგადება.
3. შემთხვევითი შერჩევა- შემთხვევითი შერჩევის დროს თითოეულ ადამიანს გააჩნია
ერთნაირი შანსი რომ კვლევის ობიექტი გახდეს მაგალითად თუ კი მკვლევარებმა გააკეთეს
სატელეფონო ნომრების შერჩევა ისინი ცნობარიდან შემთხვევითი წესით შერჩეულ ნომრებს
აირჩევენ რაც მოგვცემს საშუალებას ფართო მაშტაბებზე გასვლის ამ ადამიანებში იქნებიან
ქალებიც , კაცებიც, განქორწინებულიც, დაქორწინებულიც და დაუოჯახებელიც .
4. კორელაციური კვლევების დროს ხორციელდება ორ ან მეტ ფაქტორს შორის კავშირზე
დაკვირვება, რომლებსაც სხვაგვარად უწოდებენ „ცვლადებს“.
5.ექსპერიმენტალური კვლევის დროს მკვევარი ქმნის პირობას ორს ან მეტს და
შემთხვევითობის პრინციპით ადამიანები ხვდებიან ამ სიტუაციებში და მკვლევარი
აკვირდება მათ რეაქციებს .

3 თავი სოციალუირი შემეცნება


1.სოციალური შემეცნება – ეს არის განსჯის ჩამოყალიბების პროცესების შესწავლა გარედან
მიღებული სოციალური ინფორმაციის საფუძველზე.
2. სოციალური განსჯის ფორმირება გადის სამ ეტაპს:
1. ინფორმაციის შეკრება
2. გადაწყვეტილების მიღება
3. ინფორმაციის გამოყენება განსჯისთვის .
3 .აპრიორული მოლოდინები - წინასწარი მოლოდინები რომელმაც შეიძლება შეგვიყვანოს
შეცდომაში ინფორმაციის შეგროვების დროს, მას გააჩნია სამი ეტაპი როგორ შეიძლება
შეგვიყვანოს შეცდომაში , პირველი ეს არის მცდარი მოლოდინები მეორე როდესაც არ არის
გააზრებული რომ გვაქვს წინასწარი მოლოდინი და მესამე როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ
წინასწარი მოლოდინის საფუძველზე .
4. არასაკმარისი შერჩევა - არასრული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული განსჯა
რომელიც არ შეესაბამება რეალობას მაგალითად როდესაც ადამიანი ცდილობს წარმოდგენა
შეიქმნას ერთ კონკრეტულ ოფისში მომუშავე ადამიანებზე თუ გაიცნობს ბოლოდ 1-2 ს და არ
მოეწონება შეიძლება ჩამოიყალიბოს აზრი რომ არავინ არ იქნება იმ ოფისში სასიამოვნო
პიროვნება .
5. სტატისტიკური ინფორმაცია და „შემთხვევის ისტორია“.- ამ შემთხვევაში ადამიანები
იგნორირებას უკეთებენ სტატისტიკურ ინფორმაციას შემთხვევის ისტორიის საფუძველზე.
6.ნეგატიური ინფორმაციის გავლენა განსჯაზე - ნეგატირუ იინფორმაციის გავლენა გასჯაზე
მეტად ძლიერია ვინაიდან ნეგატიური ინფორმაცია მეტად უფრო „მძიმე წონიანია“ ვიდრე
პოზიტიური ინფორმაცია და როდესაც ჩვენ განსჯას ვაყალიებებთ შესაძლებელია რომ
ნეგატიურმა ინფორმაციამ იმაზე დიდი მნიშვნელობა მიგვანიჭებინოს საკუთარ თავზე
ვიდრე რეალურად არის .
7. კოვარიაციული განსჯა- ეს არის განსჯა რომელიც ყალიბდება ადამიანებს ან საგნებს შორის
კავშირის დაფუძველზე .

4. თავი ეფექტური აზროვნების სტრატეგიები


1. ევრისტიკა- ეფექტური აზროვნების სტრატეგია რომელიც გვეხმარება რთული პრობლემის
მარტივ განსჯამდე დაყვანაში .
2. რეპრეზენტატულობის ევრისტიკა, გვაძლევს საშუალებას სწრაფად შევასრულოთ
მოცემული დავალება. ძირითადად რეპრეზენტულობის ევრისტრიკა გარე სამყაროდან
მიღებულ ინფორმაციას შეუსაბამებს სქემებს იმის ალბათობის დასადგენად, რომ მოცემული
შესაბამისობა შესაფერისია.
შესაბამისობის შეცდომას. იგი წარმოიქმნება ადამიანების რწმენების საფუძველზე, რომ ორი
მოვლენის კომბინაცია უფრო საალბათოა, ვიდრე ცალკე აღებული ნებისმიერი მოვლენა,
4. იმიტაციის ევრისტიკა- არის როდესად ადამიანი საკუთარ გონებაში გამოსახავს შესაძლო
ვარიანტებს კონკრეტული სიტუაციის განვითარებისა.
5- ათვისა და კორექტცისი ევრისტიკა- ეს არის რაიმე სიდიდის შეფასების პროცესი, რომელიც
შემდეგ კორექტირდება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

5 თავი ადამიანის აღქმა .


1.პიროვნებათაშორისი აღქმა: როგორ ვაყალიბებთ შთაბეჭდილებას ადამიანების შესახებ,
რომელ ინფორმაციას ვიყენებთ ამ შთაბეჭდილებების ჩამოსაყალიბებლად, რამდენად
ზუსტია ჩვენი შთაბეჭდილებები და რა წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი ახდენს მასზე
გავლენას.
2. მნიშვნელობებს, რომელსაც აძლევენ ცალკეული დამახასიათებელი თვისებები სხვა
თვისებებს, უწოდებენ პიროვნების იმპლიციტურ თეორიას.
3. თვისებებს, რომლებიც იწვევენ მრავალი სხვა მახასიათებლების ასოციაციებს, ეწოდებათ
ძირითადი დამახასიათებელი თვისებები (Asch, 1946).

ადამიანის აღქმის ზოგადი შეფასებითი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ


მიდრეკილება გვაქვს ადამიანებს მივცეთ დადებითი შეფასება – ამ მოვლენას ეწოდება
პოზიტიური მიკერძოებულობა

ეს ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენ თანაბარ პირობებში, ნებისმიერი ნეგატიური თვისება


შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაზე ახდენს უფრო ძლერ გავლენას, ვიდრე ნებისმიერი
დადებითი (Vonk, 1993). ამ მოვლენას ეწოდება ნეგატიურობის ეფექტი.

You might also like