You are on page 1of 5

თავი VI: პოლიტიკური აზრის განვითარება

ძველი აღმოსავლეთის ხალხებისაგან განსხვავებით ძვ.წ. V-IV


საუკუნეების ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს, მმართველობის როგორც
მონარქიული, ისე რესპუბლიკური ფორმა ჰქონდათ. უზენაეს
ხელისუფლებას მოქალაქეთა სახალხო კრება წარმოადგენდა, რის გამოც
მათ წყობილებას დემოკრეტიული ეწოდებოდა. ზოგან კი ქალაქს
წარჩინებული თუ მდიდარი უმცირესობა — არისტოკრატია, ოლიგარქია
მართავდა. სახელმწიფოს წარმოშობა, მისი უკეთ ფუნქციონირება და
მმართველობის ხასიათი ძველი საბერძნეთიდან მოდის.

პლატონი. პლატონი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის რამდენიმე


ფორმას გამოყოფა. ესენი იყო ტიმოკრატია და ოლიგარქია, რომლებიც
პლატონის აზრით, უვარგისია, რადგან ხელისუფლების სათავეში
მოსვლა ფულისა და წარჩინებული წარმომავლობის გარეშე, მხოლოდ
უნარისა და დამსახურების მიხედვით სრულიად შეუძლებელია.
პლატონისათვის მიუღებელია სახელმწიფო დემოკრატიული
მმართველობაც, რომელიც მის თვალში წარმოადგენს გამარჯვებული
ღარიბების ძალმომრეობას. დემოკრატიაც, პლატონის აზრით,
სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის უარყოფითი ფორმაა, სადაც
ადამიანს აფასებენ არა უნარის, არამედ ბრბოს კეთილი
განწყობის მიხედვით. ტირანიას ჩვეულებრივ ტირანიის გაფეტიშება
ღუპავს, ოლიგარქიას — სიმდიდრის, ხოლო დემოკრატიას
თავისუფლების წყურვილის გაფეტიშება, რომელიც კანონის
უპატივცემულობაში და სრულ ანარქიაში იზრდება.

არისტოტელე სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მიიჩნევს


ერთიან ტერიტორიას, რომელშიც ცხოვრობენ მოქალაქეები. ის
ერთმანეთისგან გამოჰყოფს მმართველობის სწორ და არასწორ ფორმებს.
სწორ ფორმებს, მისი აზრით, მიეკუთვნება მონარქია, არისტოკრატია და
პოლიტია. მმართველობის ამ სხვადასხვა ფორმებს აერთიანებს
საზოგადოების კეთილდღეობისათვის ზრუნვა. აქედან, მონარქია, ეს
მმართველობის ისეთი ფორმაა, როდესაც ერთი კაცი ზრუნავს
საზოგადოების სარგებელზე; არისტოკრატია, როდესაც უმცირესობა
ზრუნავს საზოგადოებაზე, ხოლო პოლიტიას არისტოტელე უწოდებს
ისეთ წყობილებას, როდესაც ხელისუფალნი, რომლებიც უმრავლესობას
წარმოადგენენ, ზრუნავენ საზოგადო კეთილდღეობაზე.
აბსოლუტური მონარქია სრული სახით XVI ს-ის II ნახევრისა და XVIII ს-
ის I ნახევარში გაბატონდა. აბსოლუტური მონარქიის ერთ-ერთ
უმთავრეს იდეოლოგად ფრანგი სწავლული (იურისტი, ფილოსოფოსი)
და პოლიტიკური მოღვაწე ჟან ბოდენი უნდა ჩაითვალოს.

ჟან ბოდენი თავის თხზულებებში განიხილავს სახელმწიფო


მმართველობის სამ ფორმას: დემოკრატიას, არისტოკრატიულ
მმართველობას და მონარქიას. აბსოლუტური მონარქი, მისი აზრით, გარე
ხელისუფლებისაგან სრულიადდამოუკიდებელი სახელმწიფოს
მმართველი — სუვერენია (უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელი),
რომელიც მხოლოდ ყველა ხალხისთვის საერთო ღვთიურ და ბუნებრივ
კანონებს ემორჩილება.

თანდათან ვითარდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა


განმანათლებლობა. XVII-XVIII საუკუნეში ინგლისში ჩაეყარა
საფუძველი, ხოლო კლასიკური სახე საფრანგეთში მიირო. ამ პერიოდს
განმანათლებლობის ხანასაც უწოდებენ და ხშირად „გონების ეპოქასაც“.

ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთ ფუძემდებლად შარლ ლუი


მონტესკიე მიიჩნევა. „სპარსულ წერილებში“ მონტესკიე ზოგადად
განიხილავს ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. ამ
წერილებში ის ასევე ახსენებს თბილისს, იმერეთის სამეფოსა და გურიის
სამთავროს. ის ერთ-ერთ ნაწარმოებში „კანონთა გონი“ მეცნიერულად
აშუქებს სხვადასხვა ქვეყანაში კანონისა და კანონმდებლობის წარმოშობა-
განვითარებას. მონტესკიეს იდეალურად ისეთი საზოგადოებრივი წყობა
მიაჩნია, რომელიც იცავს, როგორც დემოკრატიის, ისე არისტოკრატიის
ინტერესებს და უზრუნველყოფს ადამიანთა პოლიტიკურ უფლებებს.
მისი აზრით, ადამიანთა თავისუფლებისათვის სახელმწიფო ისე უნდა
მოეწყოს, რომ გამოყოფილი იყოს საკაკონმდებლო, აღმასრულებელი და
სასამართლო ხელისუფლება. მისივე აზრით ბუნებრივი და კლიმატური
ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის შესაძლებლობებზე. იგი
განასხვავებს მონარქიულ, რესპუბლიკურ და დესპოტურ მმართველობას.
მას რესპუბლიკურ მმართველობად მიაჩნია ისეთი სახელმწიფო წყობა,
სადაც ხელისუფლება მთელ ხალხს ან მის დიდ ნაწილს ეკუთვნის.
მონარქიაში მისი აზრით, მთელი ხელისუფლება ერთ ადამიანს
ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფოს მართავს უცვლელი კანონების
მიხედვით. მისგან განსხავავებით დესპოტური სახელმწიფო
ისეთი სახელმწიფოა, სადაც მმართველი (მონარქი) თავის
თავს კანონებზე მაღლა აყენებს და იგნორირებას უკეთებს
ნებისმიერ კანონს.

ენციკლოპედისტებს შორის განსაკუთრებით ფრანგი ფილოსოფოსი და


მწერალი დენი დიდრო გამოირჩეოდა. მისი დამსახურებაა სახალხო
განათლების თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება.

ფრანგი განმანათლებლებიდან ევროპის საზოგადოებრივ აზრზე


განსაკუთრებით დიდი გავლენა ვოლტერმა მოახდინა. ის იყო ფრანგი
მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი. მისი აზრით, ყველა მოქალაქე
უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე, სახელმწიფოში უნდა იყოს
სიტყვის თავისუფლება, გადასახადებს უნდა იხდიდნენ ქონების
პროპორციულად.

გოტლიბ ჰაინრიხ ტოტლებენი - გერმანული წარმოშობის რუსი


მხედართ-მთავარი, რუსეთ-ოსმალეთის I ომის დროს რუსეთის მიერ
საქართველოში გამოგზავნილი. ტოტლებენმა 1770 წ. იმერეთის მეფე
სოლომონ I-თან ერთად ქუთაისის ციხე აიღო. ეკატერინე II ვოლტერს
აცნობებდა ტოტლებენის მიერ ქუთაისის აღებას და ფოთზე
გალაშქრებას.

ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი


ჟან-ჟაკ რუსოა. ის წარმოშობით შვეიცარიელი ფრანგი იყო. მისი აზრით
ადამიანები თანაბარნი და თავისუფალნი იბადებიან, ასევე ის ფიქრობდა
რომ კანონი ხალხის ნებას უნდა გამოხატავდეს. . ჟან-ჟაკ რუსო
განასხვავებს სახელმწიფო მმართველობის სამ ძირითად ფორმას:
დემოკრატიას, არისტოკრატიას და მონარქიას. მისი აზრით, თუ
სახელმწიფოში ხელისუფლება ხალხს ან მის უდიდეს ნაწილს ეკუთვნის,
ასეთი სახელმწიფო დემოკრატიულია, თუ ხელისუფლებას
მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი ფლობს, არისტოკრატიულ
სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ ქვეყანას ერთი ადამიანი
განაგებს, ეს უკვე მონარქიული სახელმწიფოა.

პირველი ქართველი განმანათლებლები იყვნენ ვახტანგ VI და მისი


გუნდი, მათ შორის „სწავლულ კაცთა კომისია“, რომელიც განათლებისა
და ქვეყანაში კანონიერების განმტკიცების გზით, ქვეყნის წინსვლის
უზრუნველყოფას ცდილობდა.

ასევე განათლებული ხელმწიფის იდეალუა სულხან-საბა ორბელიანი და


მისი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“. საზოგადოებაში მეცნიერული
ცოდნის შემოტანა ვახტანგ VI-ის შვილის ვახუშტი ბაგრატიონს
მიეწერება.

ლიბერალიზმი - ლათინური სიტყვიდან ლიბერ - მომდინარეობას და


თავისუფალს ნიშნავს. ის საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლად
მიიჩნევს ადამიანის ბუნებრივ უფლებებს: სიცოცხლის, პირადი
თავისუფლების, კერძო საკუთრების; აღიარებს კანონის წინაშე
მოქალაქეთა თანასწორობას; ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას.

მარქსიზმი - ფუძემდებლები იყვნენ კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი.


მისი ძირითადი დებულება პირველად 1848 წელს გამოქვეყნებულ
„კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ გაჟღერდა. მარქსიზმი ამბობს:
„დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა
ბრძოლის ისტორია“, „სახელმწიფო კი გაბატონებული კლასის
ბატონობის იარაღია“.

სტაგნაცია - შეფერხება, შეჩერება;

ექსპროპრიაცია - ჩამორთმევა.

კაპიტალისტურ სისტემაში არსებობს ორი დაპირისპირებული კლასი


კაპიტალისტი და მუშა — პროლეტარი. პროლეტარიატი რევოლუციის
შედეგად დაამხობს კაპიტალისტურ სოციალურ-ეკონომიკურ
სისტემას და კომუნისტურ — უკლასო საზოგადოებას შექმნის.- ეს
მიიღწევა როდესაც ყველაფერი საზოგადო იქნება.

ბოლშევიზმი - ზოგჯერ ლენინის მიხედვით ლინინიზმსაც უწოდებენ.


ლენინი აღნიშნავდა, რაც უფრო დაწინაურებულია იმპერიალისტური
სახელმწიფო, მით უფრო ძლიერია მისი სამხედრო მანქანა და
პროლეტარიატის მიერ მისი დამსხვრევა სულაც არ იქნება იოლი.

ფაშიზმი - XX საუკუნის 20-30 წლებში წარმოიშვა. წამყვანი ქვეყნები


არიან: გერმანია, იტალია და ესპანეთი. ტერმინი ფაშიზმი იტალიური
სიტყვა ფაშო-დან (კონა) მომდინარეობს. გერმანიაში ეწოდებოდა
ნაციზმი, იტალიაში ფაშიზმი.

ექსტრემიზმი - ლათინური სიტყვიდან „ეხტრემუს“ მომდინარეობს და


უკიდურესს ნიშნავს.

ბოლშევიზმი მემარცხენე იდეებს — სახელმწიფო საკუთრების


მონოპოლიას, სახელმწიფოდან მართულ გეგმიურ ეკონომიკას,
შესაბამისად, კერძო საკუთრების მინიმუმამდე შეზღუდვას ქადაგებდა.
ბოლშევიზმისგან განსხვავებით, რომელიც ინტერნაციონალიზმს
ქადაგებდა, ფაშიზმი რასისტული მიდგომით გამოირჩეოდა.

ბოლშევიკებს იმ ხანად უკიდურესი მემარცხენეები, ფაშისტებს კი


მემარჯვენეები ეწოდათ.

„მემარცხენე“ და „მემარჯვენე“. ტერმინები „მემარცხენეები“ და


„მემარჯვენეები“ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანიდან მოდის. 1790
წელს, როდესაც საფრანგეთში კონსტიტუციურ-მონარქიული წყობილება
იყო საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე დეპუტატები სამად იყვნენ
დაყოფილნი. მარჯვნივ „ფელიანები“ — კონსტიტუციური
მონარქიის მომხრეები ისხდნენ, ცენტრში „ჟირონდისტები“ — ზომიერი
რესპუბლიკის მომხრეები, ხოლო სხდომათა დარბაზში ყველაზე
მარცხნივ „იაკობინელები“ დასხდნენ.

„მემარჯვენე“ - არსებული ვითარების შენარჩუნება.

„მემარცხენე“ - არსებული ვითარების შეცვლა.

XIX საუკუნის შუა წლებამდე, ლიბერალები, რომლებიც როგორც


გვახსოვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებას ქადაგებდნენ,
მემარცხენეებად მიიჩნეოდნენ, ხოლო ამავე საუკუნის მეორე ნახევარში,
როდესაც საზოგადოებაში სოციალისტური იდეები გავრცელდა,
ლიბერალები მემარჯვენეებად გადაიქცნენ, ხოლო მემარცხენეებს
სოციალური თანასწორობის მომხრეებს —სოციალ-დემოკრატებს,
ანარქისტებს, ანარქო-სინდიკალისტებს უწოდებდნენ.

You might also like