Professional Documents
Culture Documents
ადრეული ბავშვობა 1
ადრეული ბავშვობა 1
ფიზიკური განვითარება
აღქმა
ყურადღება
მეხსიერება
აზროვნება
მეტყველება
ფანტაზია
2-4 წლის ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია ფანტაზიის პასიური ფორმა,
ხოლო 5-6 წლის ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია ფანტაზიის აქტიური ფორმა,
როცა ფანტაზიის პროცესი ხდება ნებისმიერი. თავდაპირველად ფანტაზიის აქტიური
ფორმის განვითარებას ბიძგს აძლევენ უფროსები. მაგალითად, როცა უფროსი სთხოვს
ბავშვს დახატოს ხე ან ააწყოს კუბებიდან სახლი. იმისათვის, რომ შეასრულოს უფროსის
თხოვნა ბავშვმა თავდაპირველად უნდა შექმნას თავის წარმოსახვაში გარკვეული ხატი.
ეს პროცესი ნებისმიერ ხასიათს ატარებს, რადგან ბავშვი ცდილობს თავისი ფანტაზიის
გაკონტროლებას. მოგვიანებით ბავშვი უფროსის მონაწილეობის გარეშეც ახორციელებს
ნებისმიერ ფანტაზიას. ის ხატავს, ძერწავს, აგებს სხვადასხვა კონსტრუქციებს, ქმნის
როლური თამაშის სიუჟეტს.
ამ ასაკში ფანტაზია ასრულებს 2 ფუნქციას: შემეცნებით-ინტელექტუალურს და
დაცვითს.
შემაცნებით-ინტელექტუალური ფუნქცია დაკავშირებულია გარემოზე ახალი
ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან.
ფანტაზიის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში
შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა,
რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში. უნდა აღინიშნოს,
რომ ფანტაზია ამ ასაკში აღწევს ისეთ მაღალ დონეს, რომ ბავშვმა შეიძლება “იცხოვროს”
მის მიერ გამოგონილ სამყარიში, ჰყავდეს წარმოსახული მეგობარი.
ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად
განვითარებული ბავშვებისათვის. მეორეს მხრივ, ის შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის
სურვილების და მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაზე. ამიტომ, სასურველია
ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ფანტაზიების შინაარს.
ფსიქოსოციალური განვითარება
ემოციები
მე-კონცეფცია და თვითშეფასება.