You are on page 1of 2

შუალედური გამოცდა

საგანი - „ადამიანების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები“

პროფესორი: ნანა მჭედლიძე

სტუდენტი: თამარ მარჩილაშვილი

კაზუსი: კიოფტე თურქეთის წინააღმდეგ

. . ყოველთვის, როდესაც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე


ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის
უფლებათა ვროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო ჩვენი, როგორც ადამიანების
უფლებების დაცვასა და იმ სამართლიანობის აღდგენაში, რასაც ეროვნულ დონეზე ვერ
ვაღწევთ. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი და მნიშვნელოვანი უფლება არის სიცოცხლის
უფლება, რომელიც იწყება ადამიანის დაბადების მომენტიდან და სრულდება მაშინ,
როდესაც დაფიქსირდება ადამიანის გარდაცვალება, კერძოდ ტვინის სიკვდილი. სიცოცხლის
უფლება ერთი მხრივ სახელმწიფოს უკრძალავს სიცოცხლის ხელყოფას, მეორე მხრივ კი
ავალდებულებს, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჩაატაროს ქმედითი გამოძიება. ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით „ ყოველი
ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ
ხელყოფა “. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . .. . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აღნიშნულ კაზუსში ნათლად იკვეთება სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2


მუხლი) დარღვევა, ვინაიდან განმცხადებლის შვილი მარწყვის კრეფისას ჭურვზე აფეთქდა
და გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ჭურვი აფეთქდა იმ ბილიკზე, რომელსაც
გადასაადგილებლად სოფლის მაცხოვრებლები და ჯარისკაცები იყენებდნენ, ხელისუფლებას
ევალებოდა ამ ტერიტორიის შემოწმება და ჭურვის აღმოჩენის შემთხვევაში მისი განაღმვა,
რაც გულისხმობს, რომ სახეზე გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების
დარღვევა. ჩვენ ვიცნობთ სახელმწიფოს ვალდებულებების 2 სახეს. ესენია: სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულება და სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება. სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვას და
ქმედითი გამოძიების ჩატარებას. ნეგატიური ვალდებულება კი გულისხმობს ადამიანის
სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას სახელმწიფოს მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ
სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას
შეიძლებოდა ტერორისტების მხრიდან ჭურვების მიმოფანტვა და შეგვიძლია ვივარაუდოთ,
რომ ეს ბილიკი საეჭვო ადგილად ყოფილიყო მიჩნეული, მათ უნდა მიეღოთ შესაბამისი
ზომები უფლებამოსილების ფარგლებში და თავიდან აეცილებინათ პატარა გოგონას
სიკვდილი.

რომ განვიხილოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის


მატერიალურსამართლებრივ და საპროცესოსამართლებრივ ასპექტში, სახელმწიფოს
მხრიდან დარღვევა ორივე ასპექტში იკვეთება. მატერიალურსამართლებრივ ასქპექტში
დარღვევა გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ბრალი არის თუ არა გოგონას სიკვდილი.
ვინაიდან სახელმწიფომ არ მიიღო შესაბამისი ზომები ამ ინციდენტის თავიდან
ასაცილებლად, სახელმწიფოს ბრალეულობა მატერიალურ ასპექტში იკვეთება.
საპროცესოსამართლბრივი ასპექტი კი გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია
გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, ზედმიწევით და კეთლსინდისიერად. კაზუსში კი
ნათლად იკვეთება, რომ სამართალწარმოება არ გასცდენია გამოძიების ეტაპს. მიუხედავად
იმისა, რომ პოლიციამ იმ დღესვე შეადგინა ოქმი, გააკეთა შემთხვევის ადგილის სქემა და
გადაიღო ფოტოები, მსხვერპლის სხეულს ჩაუტარდა ექსპერტიზა, მოხდა მისი გაკვეთა და
დადგინდა გარდაცვალების მიზეზი, რაც აფეთქებისგან გამოწვეული თავის ტვინის ტრავმა
აღმოჩნდა, ასევე ჩატარდა ჭურვის ნამსხვრევების ექსპერტიზა, რათა მისი წარმომავლობა
დადგენილიყო და გამოიკითხნენ მოწმეებიც, ხელისუფლება მხოლოდ ზოგადი განცხადებით
შემოიფარგლა და ტერორისტული დაჯგუფება „ დაეში “ დაადანაშაულა, თუმცა შესაბამისი
პირები არ ყოფილან იდენტიფიცირებულები და არ მომხდარა დამნაშავეების დაკავება და
პასუხისგებაში გადაცემა. ყოველივე ამაზე დაყრდნობით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
ხელისუფლების ვალდებულება საპროცესოსამართლებრივ ასპექტში არ შესრულდა
ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და სახელმწიფომ მისი მხოლოდ ნაწილი შეასრულა და
ჩაატარა გამოძიება, მაგრამ შესაბამისი ზომების მიღების ნაცვლად პროკურატურა მხოლოდ
განცხადებით და ტერორისტული ორგანიზაციის დადანაშაულებით შემოიფარგლა.

დასკვნა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით დადგინდა დარღვევა


ევროპული კონვენციის მე-2 მუხლში. კერძოდ დაირღვა ადამიანის სიცოცხლის უფლება
სახელმწიფოს მხრიდან. ვინაიდან სახელმწიფომ არ დაიცვა გოგონას სიცოცხლე და არ მიიღო
შესაბამისი ზომები ამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს
პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. ვინაიდან არაჯეროვნად ჩატარდა გამოძიება და
დამნაშავეები არ დასჯილან , ასევე ვინაიდან სახელმწიფოს ბრალეულობა უშუალოდ
იკვეთება აღნიშნული ინციდენტისათვის, დაირღვა სახელმწიფოს პოზიტიური
ვალდებულების როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო ნაწილი.

You might also like