You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

საგანი: ქართული სამართლის ისტორია


პროფესორი: გიორგი დავითაშვილი

ფინალური გამოცდა
25 იანვარი, 2021
სახელი: ლიზი
გვარი: გეთიაშვილი
პირადი ნომერი: 13001062921
2 ქულიანი კითხვები სასემინარო მასალიდან:

1. მოიყვანეთ კვალიფიციური მკვლელობის მაგალითები (მინიმუმ ორი) ვახტანგ მეექვსის


სამართლის წიგნიდან და მიუთითეთ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ფაქტორებზე.
თუ უდანაშაულო კაცს ვინმე ჩაუსაფრდება და მოკლავს ან დაჭრის კვალიფიციურ მკვლელობად
იყო მიჩნეული, მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვლებოდა ჩასაფრება. ამგვარი
მკვლელობისთვის ორმაგი სისხლი უნდა გადაეხდა, ერთი მოკვლისთვის, ერთი -
ჩასაფრებისთვის. ასევე დის მიერ ძმის ან, პირიქით, ძმის მიერ დის მკვლელობა, ეს იმდენად
მძიმე დანაშაულად ითვლებოდა, რომ მკვლელი მეფეს და კათალიკოზს უნდა
გაესამართლებინა. ასევე მოწამვლით მკვლელობა, მოწამვლა მაკვალიფიცირებელი გარემოება
იყო. მსახურის მიერ ბატონის მოკვლა, ან თანამდებობის პირის მკვლელობაც დამამძიმებელ
გარემოებად ითვლებოდა.
2. რას ითვალისწინებდა „შერისხვა“ როგორც სასჯელი ძველი ქართული სამართლის
მიხედვით?
შერისხვის დროს მამული უნდა ჩამორთმეოდათ, სამშობლოდან უნდა გაეძევებინათ და
აღარც ლაშქრობაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. ეს იყო ყველაზე მძიმე სასჯელი,
რომელიც შეეძლო ეკლესიას გამოეყენებინა.
3. რა ტერმინებით გამოიხატებოდა უმოქმედებით ჩადენილი დანაშაულები ძველ ქართულ
სამართალში?
„უდებება“ და „უგულებელყოფა საქმისაი“.
4. რას ნიშნავდა საკარგავი?
გარკვეული სასმსახურის სანაცვლოდ ადამიანს მიეცემოდა საკარგავი, ანუ მიწის ნაკვეთი
დროებით, რომელის გაყიდვაც არ შეიძლებოდა.
5. ვინ ითვლებოდა დანაშაულის სუბიექტად, როდესაც ორსულ ქალს მუცლის მოსაშლელად
აძლევდნენ წამალს ექვთიმე მთაწმინდელის მცირე სჯულისკანონის მიხედვით?
ექვთიმე მთაწმინდელის მცირე სჯულისკანონის მიხედვით, როდესაც ორსულ ქალს მუცლის
მოსაშლელად აძლევდნენ წამალს, დანაშაულის სუბიექტად ითვლებოდა ის ვინც წამალი
მისცა ორსულ ქალს და მისი მიმღებელი, რადგან ორივეს ჩვილის სიკვდილი სურდათ.
6. ვის საჩივრებს განიხილავდა სააჯო კარში მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი
ორშაბათობით?
ორშაბათობით მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი განიხილავდა ქვრივ-ობოლთა და
მიმძლავრებულთა საჩივრებს.
7. რა არის ექსორიის და გაძევების, როგორც სასჯელების მიზანი?
ექსორიისა და გაძევების, როგორც სასჯელების მიზანი იყო ქვეყანაში მშვიდობის დამყარება
და მისი დამნაშავეებისაგან განწმენდა.
8. რომელ თანამდებობის პირს ექვემდებარებოდნენ ძველი ქალაქები, ქალაქის ამირები?

ძველი ქალაქის ამირები და ქალაქები ექვემდებარებოდნენ მეჭურჭლეთუხუცესს.


9. ჩამოთვალეთ განქორწინების საფუძვლები ძველი ქართული სამართლის მიხედვით.
განქორწინების საფუძვლებია:ცოლის ავადმყოფობა და დასნეულება, მრუშობა,მონაზვნად
აღკვეცა, ცოლის ქორწინებამდე ორსულობა, ერთ-ერთი მეუღლის მიერ სახელმწიფოს
ღალატი, მოწამვლით მკვლელობის მცდელობა,უშვილობა,ცოლის მოტაცება.
10. როდის იყო აუცილებელი შეგდებული და როდის შეუგდებელი თანამოფიცარი ვახტანგ
მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით და სასამართლო პრაქტიკით?
დამოკიდებული იყო იმაზე, ბრალდება მთხრობლით (თვითმხილველი მოწმით) ხდებოდა
თუ უმთხრობლოდ. ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით, მთხრობლით საქმის
განხილვისას საჭიროა შეგდებელი თანამოფიცარი, ხოლო უმთხრობლოდ - შეუგდებელი.
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სასამართლო თავად წყვეტდა თანამოფიცრის სახეს,
მხედველობაში იყო მისაღები დანაშაულის სიმძიმე და ზოგჯერ სოცილაური ფენაც.

11. რას გულისხმობს ფათერაკი ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით?

ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით ფათერაკი გულისხმობდა


გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, ზოგიერთ შემთხვევაში კი კაზუსის შინაარსს.
12. რა საქმეებს განიხილავდა ფეოდალი გვიანფეოდალურ ქართლ-კახეთში?
ფეოდალი განიხილავდა თავის საფეოდალოში მომხდარ შედარებით უმნიშვნელო საქმეებს,
რომლებიც ხელისუფლების ინტერესს არ წარმოადგენდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო
სამართლის მიმართულებით. ზოგიერთი ფეოდალი განიხილავდა დაწღის, გაუპატიურების,
ტყვედ შეპყრობის, ციხეების დაქცევის, საადგილმამულო დავის შესახებ საქმეებს.
13. რა დანაშაულისათვის შემორჩა სიკვდილით დასჯა თამარის მეფობისას თამარის მეორე
ისტორიკოსის მიხედვით?
თამარის დროს მხოლოდ მეკობრეობისათვის, ანუ ავაზაკობისთვის, ქვეყნის ღალატისთვის
და მეფის შეურაცხყოფისათვის გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯა.
14. რა ფუნქცია ჰქონდა ათაბაგს და რა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს სამეცნიერო
ლიტერატურაში ამ სახელოსთან დაკავშირებით?
ათაბაგის ფუნქცია იყო უფლისწულის აღზრდა. სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა
სხავადსხვაობაა მისი წარმოშობის საკითხზე. პროფ. ივ. სურგულაძის აზრით, ათაბაგობა
სელჩუკების სამეფოში იყო გავრცელებული და ტახტის მემკვიდრის მეორვე იყო და ასეთი
ფუნქცია ჰქონდა საქარტველოშიც. ხოლო ივ. ჯავახიშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და
ამბობს, რომ თამარმა, როდესაც ეს თანამდებობა შემოიღო ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ
ჰყავდა, ამიტომ მას იგივე ფუნქცია ვერ ექნებოდა, როგორიც მას სელჩუკთა სახელმწიფოში
ჰქონდა.

2 ქულიანი კითხვები სალექციო მასალიდან (ე. წ. „პოდკასტებიდან“):

1. რომელი ეპიგრაფიკული წარწერის მეშვეობით ამტკიცებს ისტორიკოსი შოთა მესხია, რომ


ამირსასალარობა საქართველოში ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის, ან მისი შვილის დემეტრე
პირველის დროს იქნა შემოღებული? რა შინაარსისაა ეს წარწერა?
იმის დასამტკიცებლად, რომ ამირსპასალარობა საქართველოში ჯერ კიდევ დავით
აღმაშენებლის, ან მისი შვილის დემეტრეს დროს შემოიღებს შოთა მესსხია იყენებს ძველი
ჭეშმარიტის, ანუ ხნელანქის ეპიგრაფიკულ წარწერას. წარწერის მიხედვით, ივანე
მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის ძემ განაახლა ეს საყდარი საკუთარი სულის
სახსენებლად 1156 წელს.

2. რატომ მძიმდებოდა პასუხისმგებლობა ძველი ქართული სამართლის მიხედვით სასულიერო


პირთა და სწავლულთა თუ მეცნიერთა მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის?
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული იმიტომ მძიმდებოდა, რომ მართალია თავიანთი
მდგომარეობა, განათლებულობა, სამღვდელო პატივი უპირატესობას აძლევდათ
უსწავლელთა და ერისკაცთა მიმართ, მაგრამ უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც აკისრებდათ.
დავითის ისტორიკოსის თქმით, მათ იციან ნება უფლისა, მაგრამ დანაშაული მაინც
ჩაიდინეს.

3. სისხლის სამართლის რომელ საქმეებს განიხილავდა მდივანბეგი ელში დასტურლამალის


მიხედვით?
მკვლელობა, კბილის ჩამოგდება, თვალის ამოგდება, ქალწულობის წართმევა.

4. რატომ არ შეიძლებოდა ქალის ნაცვლად დაეფიცა უცხო მამაკაცს?


როგორც ვიცით, ქალს სასამართლო ნდობას არ უცხადებდა, არ შეიძლებოდა ქალის ნაცვლად
დაეფიცა უცხო მამაკაცს, რადგან თვლიდნენ, რომ ამ სემთხვევაში ქალს უცხო მამაკაცის ბედი
არ ანაღვლებდა თუ ის ტყუილზე დაიფიცებდა და ღვთის რისხვა დაატყდებოდა თავს,
ამიტომ ძირითადად ქალის ნაცვლად მისი ოჯახის წევრები, ძმა ან მამა იფიცებდა.

5. რის საფუძველზე დასტურდება, რომ ძველქართულ სამართალში ანდერძის შედგენის


უფლება პიროვნებას 14-15 წლიდან ენიჭებოდა?
ძველი ქართული სამართლის მიხედვით, 14-15 წელს მიღწეული პირი უკვე ქმედუნარიანი
ხდებოდა. ამის დამადასტურებელია, ვახტანგის სამართლის წიგნი, რომლის მიხედვითაც,
მოვალემ უნდა მოიცადოს ობლების გაზრდამდე, ანუ 14-15 წლამდე, ამის შემდეგ კი ისინი
შეძლებენ ვალის გადახდას, ანუ ქმედუნარიანები ხდებიან. შესაბამისად მათ უკვე შეეძლოთ
ანდერძის შედგენა.

6. ვისი მოწმობაა დაუშვებელი დავით ბატონიშვილის (ბაგრატიონის) მიერ შედგენილი


სამართლის ძეგლების მიხედვით?
დაუშვებელია მოწმე იყოს ქალი, ასევე ხელქვეითი, პირი, რომელიც ახალი ჩამოსულია და
მას არ იცნობენ, ნათლია, მოყვარე, მკვლელი, ქურდი, შეურაცხადი ადამიანი, ფიცის გამტეხი,
მღვდელმთავართაგან დაწყევლილი, გაძევებული, მცირეწლოვანი, მოღალატე, მეძავი.

საგამოცდო საკითხების ატვირთვიდან სამ საათში შესრულებული ნაშრომი (Word-ის ფაილის


სახით) უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- giorgi.davitashvili@tsu.ge

დაგვიანებით ატვირთული საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და ავტომატურად შეფასდება


ნული ქულით.

საგამოცდო ნაშრომის პირველ გვერდზე სტუდენტმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი, გვარი და
პირადი ნომერი.

გაითვალისწინეთ, რომ საკითხების კოპირება სხვა დოკუმენტიდან აკრძალულია და შეფასდება


ნული ქულით.

You might also like