You are on page 1of 7

სახელი: ლიზი

გვარი: გეთიაშვილი

კაზუსი 1.

მაიამ წარმატებული ბიზნესსაქმიანობის შედეგად გადაწყვიტა ზღვის პირას მდებარე


ძვირადღრებული სახლის შეძენა, თუმცა რადგან მის ღირებულებას დანაზოგი არ
ჰყოფნიდა, გადაწყვიტა სურამში მის საკუთრებაში არსებული სახლი გაეყიდა. ბევრი არც
უფიქრია და შესაბამის ვებ გვერდზე განათავსა განცხადება: „ვყიდი კეთილმოწყობილ
სახლს სურამში, ფასი შეთანხმებით” . მის განცხადებას თან დაურთო სახლის საუკეთესო
ფოტოებიც.

კოვიდსიტუაციიდან გამომიდნარე მათე დაინტერესებულია კერძო სახლის შეძენით,


სადაც შეძლებს მის დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრებას. ამ მიზნით ის ყოველ დღე
ამოწმებდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებებს. ერთ დღეს ნახულობს
ის მაიას განცხადებას და ფოტოებით აღფრთოვანებული ურეკავს მას. მაია და მათე
შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რათა ფასზე მორიგებულიყვნენ.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მაიასთვის ცნობილია რომ ნასყიდობის


საფასურის მიღების შემდეგ წარმოეშობა სახელმწიფოსათვის საშემოსავლო გადასახადის
ვალდებულება, რაც სურამის სახლის შემთხვევაში მისთვის საკმაოდ სოლიდურია,
ამიტომ მათეს სთავაზობს რომ 540 000 ლარის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულების
ფასად განსაზღვრონ 100 000 ლარი. მათე აღფრთოვანებული იყო სახლით და ამ
პირობაზეც სიხარულით დასთანხმდა მაიას.

ერთი კვირის შემდეგ მაია და მათე წარსდგენენ იუსტიციის სახლში და წარადგინეს


ნასყიდობის ხელშეკრულება, დაარეგისტრირეს იგი. ნასყდობის ფასად შეთანხმებისამებრ
განსაზღვრეს 100 000 ლარი. ქონების მესაკუთრედ აღირიცხა მათე.

პროცედურის დამთავრების შემდეგ მაიამ მოსთხოვა მათეს 540 000 ლარის მისთვის
გადახდა, ისე როგორც შეთანხმდენენ. მათე აპირებდა თანხის მიცემას, მაგრამ ცოლთან
თათბირის შემდეგ უარი უთხრა მაიას, მიზეზად მიუთითა, რომ სურამში მდებარე
სახლისთვის გადაჭარბებული იყო ეს ფასი, თან სახლი საჭიროებდა კოსმეტიკურ
რემონტს, ამიტომ გადაუხდიდა მხოლოდ 100 000 ლარს.

მაიამ გადაწყვიტა იდავოს სასამართლოში.

კაზუსის ამოხსნის სქემის ფორმით გადაწყვიტეთ აღნიშნული დავა (არგუმენტირებული


დასაბუთება!), რომელმაც მათ შორის უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
1. არის თუ არა 100 000 ლარზე ზეპირი გარიგება ნამდვილი? (განსაზღვრეთ
გარიგების სამართლებრივი ბუნება და სამართლებრივი შედეგები)
2. არის თუ არა 540 000 ლარზე წერილობითი გარიგება ნამდვილი? (განსაზღვრეთ
გარიგების სამართლებრივი ბუნება და სამართლებრივი შედეგები)

კაზუსის ამოხსნა:

I. ჰიპოთეზა: მაიას შესაძლოა ჰქონდეს უფლება მათესაგან მოითხოვოს


სახლის საფასური 540 000 ლარი სსკ-ის 477 მუხლის მე-2 ნაწილისა და 56
მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

II. ნამდვილობა: აუცილებელია გავითვალისწინოთ კაზუსში არსებული


გარემოებები. მაიას სურს სახლის გაყიდვა სურამში, ამიტომაც განცხადება
განათავსა ვებ გვერდზე. მათემ ნახა მაიას განცხადება და სურს მისი
სახლის შეძენა. როგორც შემთხვევაშია ნახსენები, საშემოსავლო
გადასახადის თავიდან აცილების გამო, მათესა და მაიას შორის დაიდო
უძრავი ნივთის თაობაზე მოჩვენებითი გარიგება. სსკ-ის 56 მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია
მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი
იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). აქედან
გამომდინარე, 100 000 ლარზე დადებული ზეპირი გარიგება ბათილია.
III. ხოლო რაც შეეხება 540 000 ლარზე დადებულ ხელშეკრულებას, კაზუსის
მოცემულობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას დაიდო თუ არა 540 000
ლარზე წერილობითი ხელშეკრულება, თუ დავუშვებთ იმას, რომ
ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა, მაშინ გამოდის, რომ ის
ბათილია, რადგან განეკუთვნება თვალთმაქცური გარიგებების რიცხვს,
რომელიც ნამდვილი არაა თუ კანონსაწინააღმდეგოა (სსკ-ის 54 მუხლი) და
ფორმა დაუცველია. სსკ-ის 56 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ
მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების
დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი
წესები (თვალთმაქცური გარიგება). სსკ-ის 69 მუხლის მუხლის მე-2
ნაწილის, 323 და 183 მუხლების თანახმად, ასევე 59 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა მისი საჯარო
რეესტრში რეგისტრაცია და ფორმის დაცვა. გამომდინარე იქედან, რომ 540
000 ლარზე დადებული გარიგებისას ფორმა დაცული არაა და ნასყიდობის
ხელშეკრულება დარეგისტრირებული არაა საჯარო რეესტრში, ის
ბათილია.
IV. დასკვნა: ამრიგად, 540 000 ლარზე დადებული ხელშეკრულება არ
განეკუთვნება ნამდვილი გარიგებების რიცხვს, 100 000 ლარზე დადებული
ხელშეკრულებაც ბათილია, მაიას არ აქვს უფლება მათესაგან მოითხოვოს
სახლის საფასურის, 540 000 ლარის გადახდა სსკ-ის 477 მუხლის მე-2
ნაწილის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს, რომ მყიდველი მოვალეა
გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება
და 56 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს, რომ
თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა
გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ
მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). მათეს კი არ აქვს უფლება
მაიასგან მოითხოვოს უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა.

კაზუსი 2.

ნოტარიუსმა 2004 წლის 30 ივნისს დაამოწმა უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ


გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „განთიადმა” სახელმწიფოს
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ქ. თბილისში მდებარე 2832 კვ.მ ფართობის მიწის
ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1211.63 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობით.

შპს-ს უთითებს, რომ ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო საწარმოს დომინანტი


პარტნიორის (ნიკო შერვაშიძის, მამუკა შერვაშიძის) მიმართ სახელმწიფოს მხრიდან
მართლსაწინააღმდეგო იძულებით, რომლის ძალადობრივი აქტით საზოგადოებამ
დაკარგა საკუთრების უფლება ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე. მითითებული ქონება
ეკონომიკის სამინისტრომ მალევე გაასხვისა მესამე პირზე, ამ უკანასკნელმა კი, უძრავ
ქონებაზე საკუთრება, ასევე, სხვა პირზე გადააფორმა.

უძრავი ქონების უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერა, 2004


წლის 30 ივნისს, განპირობებული იყო საწარმოს დომინანტი პარტნიორების ნიკა
შერვაშიძისა და მამუკა შერვაშიძის მართლსაწინააღმდეგო იძულებით, რომელიც
გამომდინარეობდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის
პირების მხრიდან. კერძოდ, შპს უთითებს, რომ 2004 წლისათვის ხელისუფლების ერთ-
ერთი მთავარი საჯარო მოწოდება მდგომარეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის
ოჯახის წევრებისაგან ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობაში,
რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ იქნა გაცხადებული თავად
ქვეყნის იმდროინდელი პირველი პირისგან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან მიმართებით გაცხადებული


ზემოხსენებული სახელმწიფო პოლიტიკა, სამართლადამცავი ორგანოების გამოყენებით,
შპს-ს შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ნებაზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებაში
აისახა, რადგან მამუკა შერვაშიძე და ნიკო შერვაშიძე განეკუთვნებოდნენ ყოფილი
პრეზიდენტის უახლოესი ნათესავების წრეს, ამასთან, ისინი წარმოადგენენ შპს
„განთიადის” დომინანტ პარტნიორებს. სადავო ჩუქების ხელშეკრულების
გაფორმებისათვის ზემოქმედება განხორციელდა უშუალოდ მამუკა შერვაშიძის მიმართ,
რათა ამ უკანასკნელის მეშვეობით განხორციელებულიყო შპს-ს განკუთვნილი ქონების
სახელმწიფოსათვის გადაცემა.

შს სამინისტროს გამომძიებლებმა, 2004 წლის ივნისის დასაწყისში, მოითხოვეს, რომ


მამუკა შერვაშიძეს უზრუნველეყო შერვაშიძეების ოჯახის კომპანიების საკუთრებაში
რიცხული რამდენიმე ქონების, მათ შორის, ზემოხსენებული სადავო უძრავი ნივთის,
სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, რის სანაცვლოდ
მესაკუთრე და მისი ოჯახის წევრები არ მიეცემოდნენ სისხლის სამართლებრივ
პასუხისგებაში. მოთხოვნა უნდა შესრულებულიყო სამი დღის ვადაში, წინააღმდეგ
შემთხვევაში მესაკუთრეს დააკავებდნენ. ამ უკანასკნელის დაკავება მომდევნო დღეს
დაიგეგმა, თუმცა, ეს სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი პირის სახლიდან გაქცევის გამო.

შპს-ს მტკიცებით, მხარეთა საერთო ნაცნობის, შუამავლის მეშვეობით მამუკა შერვაშიძე


შეხვდა შს სამინისტროს მაღალჩინოსანს რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა მისი
დაკავების დავალების არსებობა, რაც უკავშირდებოდა ქონების მიმართ სახელმწიფოს
ინტერესს. შუამავლის მეშვეობით მაღალჩინოსანთან შეხვედრა გაგრძელდა საქართველოს
შს სამინისტროს ე.წ „მოდული”-ს შენობაში მთელი ღამის განმავლობაში, რის შემდეგაც
მამუკა შერვაშიძეს შეხვდა ქ. თბილისის მთავარი პროკურორი ამ უკანასკნელმა შემდეგ
უშუალოდ და პირადად უზრუნველყო სადავო ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება
ნოტარიუსთან და პროკურორი თავადაც ესწრებოდა ხელშეკრულების ხელმოწერას.
მამუკა შავაძეზე მიმაგრებულ იქნა ოპერატიული სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი,
რომლებიც მუდმივად იმყოფებოდნენ მასთან, მიუთითებდნენ სადავო ხელშეკრულების
ხელმოწერის აუცილებლობაზე და არ აძლევდნენ საშუალებას, თავისუფლად
გადაადგილებულიყო. მაღალჩინოსანთა მხრიდან ცალსახად იქნა გაცხადებული, რომ
მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მამუკა შერვაშიძესა მის ოჯახის წევრებს
არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.

საწარმოს დომინანტ პარტნიორზე სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა განხორციელებული


ზეწოლის გამო, შპს-ს დანარჩენი პარტნიორები იძულებული იყვნენ, დათანხმებოდნენ
სახელმწიფოსათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას.

შპს „განთიადის” მითითებით, მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედება მდგომარეობდა


საწარმოს პარტნიორების ნიკო და მამუკა შერვაშიძეების ოჯახის მიმართ
სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მხრიდან გამოვლენილ
მართლსაწინააღმდეგო იძულებაში. მართლსაწინააღმდეგო იძულება კი გამოვლინდა,
მამუკა შერვაშიძის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და
დაპატიმრებასთან დაკავშირებით განხორციელებულ მუქარაში. იმის მიუხედავად, რომ
მამუკა და ნიკო შერვაშიძეების მიმართ არ განხორცილებულა სისხლისსამმართლებრივი
დევნა, შპს „განთიადის” მტკიცებით, საწარმოს დომინანტი პარტნიორის წინააღმდეგ
განხორციელებული ზემოხსენებული მუქარის რეალობა მდგომარეობდა შერვაშიძეების
ოჯახთან დაახლოებული პირის რატი ხერხეულიძის დაპატიმრებაში. შპს-მ წარმოადგინა
არაერთი საგაზეთო სტატია და ვიდეო კოლაჟი, რომლებიც ასახავს სამართალდამცავი
უწყებების თანამშრომელთა, სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა მითითებას, საჯარო
ინტერვიუებს, სადაც აღბეჭდილია მინიშნება ზემოთ დასახელებულ სისხლის სამართლის
საქმესთან ნიკო და მამუკა შერვაშიძეების ოჯახის შემხებლობის თაობაზე, რაც
სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ დათმობას მოიაზრებს.

შპს ყურადღებას ამახვილებს რატი ხერხეულიძის პატიმრობის ვადაზეც, რომელიც


გრძელდებოდა 2004 წლის 2 ივნისიდან იმავე წლის 28 ივნისის ჩათვლით, რაც ემთხვევა
სადავო ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობის პერიოდს. ამ საქმესთან
დაკავშირებითაც, 2004 წლის 24 მაისს, მამუკა შერვაშიძე იმყოფებოდა ე.წ მოდულის
შენობაში. შპს-ს მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს იმის საილუსტრაციო
მაგალითს, თუ რა შედეგები დადგებოდა მამუკა შერვაშიძის მიმართ, თუკი
სახელმწიფოსთვის სადავო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა არ მოხდებოდა.

შპს „განთიადმა” 2014 წლის 30 ივნისს სარჩელი აღძრა სამინისტროს წინააღმდეგ და


მოითხოვა სახელმწიფოსთან 2004 წლის 22 ივნისს დადებული უძრავი ქონების
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა,
რომლითაც შპს-მ უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებად უსასყიდლოდ გადასცა.

კაზუსის ამოხსნის სქემის ფორმით გადაწყვიტეთ აღნიშნული დავა (არგუმენტირებული


დასაბუთება!) , რომელმაც მათ შორის უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
1. რის საფუძველზე შეუძლია შპს-ს მოითხოვოს ქონების უკან
დაბრუნება/ხელშეკრულების ბათილობა?
2. რა შესაგებლის დაყენება შეუძლია მოპასუხეს/სახელმწიფოს?

კაზუსის ამოხსნა:

I. ჰიპოთეზა: შპს „განთიადს“ შესაძლოა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს 2004 წლის 22


ივნისს დადებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის
შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს-მ უძრავი ქონება
სახელმწიფოს საკუთრებად უსასყიდლოდ გადასცა სსკ-ის 85 მუხლის
საფუძველზე.

II. ნამდვილობა: მოდით განვიხილოთ კაზუსში არსებული ფაქტობრივი


გარემოებები.
შპს „განთიადს“ შეუძლია ქონების უკან დაბრუნება/ხელშეკრულების ბათილობა
მოითხოვოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85 მუხლის საფუძველზე,
რომლის თანახმადაც გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა
ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის
მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისგან.
ამ შემთხვევაში იძულება განხორციელდა საწარმოს დომინანტი პარტნიორის
(ნიკო შერვაშიძის, მამუკა შერვაშიძის) მიმართ სახელმწიფოს მხრიდან
მართლსაწინააღმდეგო იძულებით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს
სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. კერძოდ,
შპს უთითებს, რომ 2004 წლისათვის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საჯარო
მოწოდება მდგომარეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის
წევრებისაგან ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობაში.
მართლსაწინააღმდეგო იძულება კი გამოვლინდა, მამუკა შერვაშიძის მიმართ
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და დაპატიმრებასთან
დაკავშირებით განხორციელებულ მუქარაში. ქონების გადაცემის სანაცვლოდ
მესაკუთრე და მისი ოჯახის წევრები არ მიეცემოდნენ სისხლის სამართლებრივ
პასუხისგებაში. როგორც ვხედავთ, მუქარა განხორციელდა მესაკუთრეზე და მის
ოჯახის წევრებსა და ოჯახთან დაახლოებული პირის რატი ხერხეულიძის მიმართ.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მისი (რატი ხერხეულიძის) პატიმრობის
პერიოდი ემთხვევა სადავო ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობის
პერიოდს.
სსკ-ის 87 მუხლის თანახმად, იძულება გარიგების მოთხოვნის საფუძველია
მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის
სხვა წევრების ან ახლო ნათესავების მიმართ, ასევე სსკ-ის 86 მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც
თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის
პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. როგორც ვხედავთ, მუქარა
განხორციელდა როგორც მამუკა შერვაშიძის ისე მისი ოჯახის წევრებისა და
ახლობლების მიმართ, ეს ფაქტი კი შპს „განთიადს“ უფლებას აძლევს შეიტანოს
სარჩელი სასამართლოში. მან 2014 წლის 30 ივნისს შეიტანა სარჩელი
სასამართლოში.

შუალედური დასკვნა: შპს „განთიადის“ დომინანტი პარტნიორის, მამუკა


შერვაშიძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა იძულება სსკ-ის 85, 86, 87
მუხლების საფუძველზე.

III. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხედ გვევლინება სახელმწიფო. თუ


გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შეცილება განხორციელდა 2014 წლის 30
ივნისს, სსკ-ის 89 მუხლის მიხედვით კი იძულებით დადებული გარიგება
შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების
მომენტიდან, მაშინ სახელმწიფოს შეუძლია ეს ფაქტი გამოიყენოს თავის
სასარგებლოდ და მოითხოვოს, რომ შპს „განთიადის“ სარჩელი არ
დაკმაყოფილდეს. მაგრამ სსკ-ის 978 მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ
ხანდაზმულობის ვადა უკვე ამოწურულია, მაინც აძლევს უფლებას შპს
„განთიადს“ მოითხოვოს იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა. რაც
შეეხება ქონების უკან დაბრუნებას, სახელმწიფომ ქონება უკვე სხვა პირს გადასცა,
მაგრამ მოცემული შემთხვევა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას პირი
კეთილსინდისიერია თუ არაკეთილსინდისიერი. თუ ის კეთილსინდისიერია ,
მაშინ სახელმწიფო ვალდებულია მას ზიანი აუნაზღაუროს, ქონება კი იმ პირს
დაუბრუნდეს, რომელსაც იძულებით დადებულ გარიგებამდე ეკუთვნოდა. თუ
არაკეთილსინდისიერია, მაშინ ქონება პირვანდელ პატრონს დაუბრუნდება,
არაკეთილსინდისიერ პირს კი ზიანი აღარ აუნაზღაურდება.

IV. დასკვნა: შპს „განთიადს“ აქვს უფლება მოითხოვოს გარიგების ბათილად ცნობა
და ქონების უკან დაბრუნება სსკ-ის 978 მუხლის საფუძველზე.

You might also like