You are on page 1of 2

კაზუსი -წარმომადგენლობა

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით გიორგი და ვანო გადამზიდი კომპანიისგან


და ტექნიკის მაღაზიისგან ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას.

ხელშეკრულება დადებულია ვანოსა და ნიკას მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის საფუძველზე სამოქალაქო საქმეების


წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის
განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად . ყოველი


პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას
სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი
უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 79-ე
მუხლის მიხედვით სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების
განცხადებით. შესაბამისად დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ ვანო და ნიკა. იქიდან
გამომდინარე რომ ,ხელშეკრულება დადებულია მათ მიერ, ხოლო სარჩელი შეტანილია
გიორგისა და ვანოს მიერ , სასამართლო შეუდგება ვანოს საქმის წაროებას . ხოლო
გიორგი-ჩაითვლება მესამე პირად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის
პირველი ნაწილის საფუძველზე, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს
დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი
ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე, შესაბამისად
გიორგი შეგვიძლია მივიჩნიოთ მესამე პირად,თუმცა ,ამასთანავე ნიკა არის მესამე
პირი,მაგრამ ვინაიდან მან პრეტენზია გამოთქვა დავის საგანზე ,პაექრობის
შემდგომ,აქედან გამომდინარე სასამართლოს თანხმობა არაკანონიერია მოცემული
მუხლის საფუძველზე.

სამოქალაქო პროცესის 93-(1) მიხედვით. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ


სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ
თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ
იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. სამოქალაქო საპროცესო
კოდექსი არ გვიდგენს ამ მხრივ საპროცესო ვადას როდესაც მხარეებს შეეძლებათ
წარმომადგენლის დამატება ან შეცვლა,შესაბამისად საქმის ნებ.ეტაპზე მათ უფლება
ჰქონდათ დაემატებინათ მეორე აცდოკატი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს
თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. შესაბამისად , სასამართლოს
თანხმობა კანონიერი იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94 მუხლის თანახმად სხვა ქმედუნარიანი პირები


წარმომადგენლად შესაძლებელია იყვნენ მხოლოდ კანონის შესაბამისად გაცემულ და
გაფორმებულ მინდობილობაში სსსკ. მუხლი 96.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98(2) საფუძველზე- მხარის


მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება
მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად
კი, წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების
შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ
მინდობილობაში. ვინაიდან ძმები უარს აცხადებდნენ , ადვოკატს არ ქონდა უფლება
შეეცვალა წარმომადგენელი.

კაზუსის მიხედვით, ტექნიკის მაღაზიამ წარმომადგენლობა მიანდო თანამშრომელ -ეკას ,


სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ორგანიზაციების
თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე უფლებამოსილნი
არიან განახორციელონ წარმომადგენლობა ,შესბამისად სასამართლოს უარი ,
უსაფუძვლოა.

საპროცესო კოდექსის 96(1) დადგენილია რომ , წარმომადგენლის უფლებამოსილება


უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ
ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს, შესბამისად ყველა შემთხვევაში
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს მინდობილობის ნოტარიულად დამოწმება .

გადამზიდი კომპანიის სურვილი საქმე მიენდო პროკურორისთვის , სამოქალაქო


პროცესის 95 მუხლის თანახმად,დაუშვებელია-ვინაიდან,სასამართლოში
წარმომადგენლებად არ შეიძლება იყვნენ მოსამართლე, გამომძიებელი და
პროკურორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი პროცესში გამოდიან მშობლებად
(მშვილებლებად), მეურვეებად, მზრუნველებად ან შესაბამისი ორგანოს
წარმომადგენლებად. აქედან გამომდინარე ანა აუცილებლად უნდა ჩამოცილებოდა
საქმეს.

დაკმაყოფილებული სარჩელის გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვიტა


ნიკამ,

სსსკ 364 სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა


და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით
დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ვინაიდან ლამარას
კანონითა და მინდობილობით მინიჭებული არ ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება ,
მხოლოდ ნიკას მიერ შეტანილი საჩივარით მოხდებოდა სააპელაციო წესით გასაჩივრება .

You might also like