You are on page 1of 2

კაზუსი N4.

საპროცესო კოდექსის მე3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას


სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად , სარჩელის ან
განცხადების შეტანის გზით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად . ყოველი


პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას
სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი
უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად ამავე კოდექსის 79-ე
მუხლის მიხედვით სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების
განცხადებით. დაინტერესებულ მხარეს კაზუსის მიხედვით წარმოადგენს ვახტანგიშვილი -
ხოლო მის სასარჩელო მოთხოვნას 4000ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და
სესხის (2000) ლარის გადახდევინება.

საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე,სასამართლოს,


მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს
სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ
მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან , რის
თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება . აქედან
გამომდინარე,ვინაიდან სახეზე გვქონდა მოსარჩელის მიერ უტყუარი მტკიცებულებები ,
სასამართლოს დასაბუთება არ იყო კანონიერი.

საპროცესო კოდექსის 201 მუხლის მიხედვით მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და


თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ
განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი)
სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე ,სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა კი არ
უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

საპროცესო კოდექსის 71 მუხლით განსაზღვრულია ,რომ თუ მოსარჩელეს მის მიერ


მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება . ეს
წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე
უწყების გაგზავნის შემთხვევაში. სსსკ 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თუ
სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა
მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის
რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

ამავე კოდექსის , 75-ე მუხლის მიხედვით , თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების


მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე , რომელიც
სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად
ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. აქედან
გამომდინარე,სასამართლო უფლებამოსილი იყო ჩაბარებულად ჩაეთვალა უწყება .

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი გვიდგენს რომ, საპროცესო ვადის დენა
იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან ,
რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აქედან გამომდინარე მოპასუხეს ვადა
ჰქონდა არა 23 ნოემბრამდე,არამედ 24 ნოემბრამდე.

საპროცესო კოდექსის 201 მუხლით მოპასუხეს შეუძლია არ სცნოს, ნაწილობრივ სცნოს ან


სრულად სცნოს სარჩელი.

კაზუსის მიხედვით სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა , ხოლო


სახელმწიფო ბაჟი სრულად დააკისრა მოსარჩელეს, საპროცესო კოდექსის 47(3) -ე
მუხლის მიხედვით ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან
მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს .
ასევე, ამავე კოდექსის 49(3) შესაბამისად , თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა
დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება
განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ბაჟის
გამოთვლა უნდა მომხდარიყო დარჩენილი ნაწილის მიხედვით.

You might also like