You are on page 1of 4

ნინი ჭელიძე ქვიზი N2 ორშაბათი 09:00

კაზუსი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით „მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში , ამ კოდექსში
ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით .
ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას
სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ“. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს
რომ დავით ფულარიამ და ლევან ხელაძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში გიორგი
ვალაძის წინააღმდეგ და მოითხოვეს სესხის ხელშეკრულებით მოპასუხისათვის დავით
ფულარიას მიერ გადაცემული 10000 აშშ დოლარის, ლევან ხელაძის მიერ
გადაცემული და 5000 ევროს დაბრუნების დაკისრება. შესაბამისად ზემოთხსენებული
მუხლის საფუძველზე დავით ფულარას და ლევამ ხელაძეს ქონდათ უფლება აღეძრათ
სარჩელი და თვითონვე განესაზღვრათ დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი სახეზეა
დისპოზიციურობის პრინციპი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით „სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი
სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში
(მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის
დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი
უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ
სტადიაზე.“. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ საქმის მომზადების ეტაპზე
ლევან ხელაძემ მოითხოვა უფლებამონაცვლით შეცვლა და განმარტა, რომ მან
შეიცვალა გვარი და სახელი, გადავიდა დედის გვარზე და არის დავით დადიანი .
სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე დააკმაყოფილა ლევან ხელაძის
შუამდგომლობა და მის უფლებამონაცვლედ ჩართო დავით დადიანი. აქედან
გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება არის არაკანონიერი , ვინაიდან ლევან
ხელაძემ შეიცვალა სახელი და გვარი, ის გახდა დავით დადიანი , შესაბამისად ლევან
ხელაძე და დავით დადიანი არის ერთი და იმავე პიროვნება . ხოლო ის პიროვნება
რომელიც ითხოვს რომ უფლებამონაცვლით შეცვლას ის ვერ შეიცვლება მისივე
თავით, უფლებამონაცვლე უნდა იყოს სხვა პიროვნება. შესაბამისად სასამართლოს არ
უნდა დაეკმაყოფილებინა ლევან ხელაძის, შემდეგში დავით დადიანად წოდებულის ,
მოთხოვნა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით


“სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან
შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი
მოვალეა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და
მოვალეების გასაფრთხილებლად.”კაზუსი ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ
საქმის მომზადების ეტაპზე უფლებამონაცვლით შეცვლა მოითხოვა ლევან ხელაძემ და
განმარტა, რომ მან შეიცვალა გვარი და სახელი, გადავიდა დედის გვარზე და არის
დავით დადიანი, რის გამოც მან მოითხოვა უფლებამონაცვლით შეცვლა. აქედან
გამომდინარე არ იყო საჭირო ლევან ხელაძეს მოეთხოვა უფლებამონაცვლით
შეცვლა, უბრალოდ მას უნდა ეცნობებინა საქმის მონაწილეებისთვის რომ შეიცვალა
სახელი და ის საქმეში მონაწილეობას გააგრძელებდა დავით დადიანის სახელით .

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით „სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი
სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში
(მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის
დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი
უფლებამონაცვლით.“ კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ სასამართლოს
განცხადებით მიმართა კვაჭაძემ, რადგან სადავო სესხის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე 10000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება დავით ფულარიამ დავის
სასამართლოში მიმდინარეობის დროს ხელშეკრულების საფუძველზე მას დაუთმო.
განმცხადებელმა მოითხოვა ფულარიას უფლებამონაცვლედ დაშვება , რადგან
ფულარია მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით გავიდა სადავო ურთიერთობიდან .
სასამართლომ კვაჭაძეს უარი უთხრა ფულარიას უფლებამონაცვლედ დაშვებაზე ;
უარის განჩინება მოსამართლემ იმით დაასაბუთა, რომ მხარის (ფიზიკური პირის)
საპროცესო უფლებამონაცვლეობა დაიშვება მხოლოდ მისი გარდაცვალების
შემთხვევაში. შესაბამისად ზემოთხსენებული მუხლის საფუძველზე სასამართლო
გადაწყვეტილება არაკანონიერია, ვინაიდან კანონის მიხედვით დავით ფულარიას
მოთხოვნის დათმობით შეეძლო კვაჭაძის უფლებამონაცვლედ დაშვება.
ამავდროულად არასწორია სასამართლოს მიერ მისი უარის დასაბუტება , ის ასაბუთებს
რომ უფლებამონაცვლეობა დაიშვება მხოლოდ პირის გარდაცვალები შემთხვევაში ,
თუმცა კანონის მიხედვიტ უფლებამონაცვლეობა დაიშება (მოქალაქის გარდაცვალება ,
იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა
შემთხვევებში).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის


მეორე წინადადების მიხედვით „უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის
ყოველ სტადიაზე.“ კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს, რომ სასამართლოს
უარის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რომ მათი განმართებით უფლებამონაცვლეობა
დაიშვება მხოლოდ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. აქედან გამომდინარე
სასამართლოს უარის ეს დასაბუთება კანონს ეწინააღმდეგება ვინაიდან
უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ყოველს სტადიაზე .

დასკვნა: 1) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი


ნაწილის მიხედვიტ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლევან ხელაძის
მიერ მოთხოვნილი უფლებამონაცვლეობის დაკმაყოპილება იყო არაკანონიერი .

2) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით სასამართლოს მიერ უარის განცხადება კვაჭაძის მოთხოვნაზე არის
არაკანონიერი.

3) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით სასამართლოს მიერ კვჭაძის განცხადებაზე უარის განმარტება რომ
უფლებამონაცვლეობა ხდება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ და ასევე
უფლებამონაცვლეობა მათი განმარტებით უფლებამონაცვლეობა დაიშვება
მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე. სასამართლოს ეს განმარტება არის
კანონსაწინააღმდეგო.

კაზუსი 2

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით „მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში , ამ კოდექსში
ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით .
ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას
სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ“. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს
რომ შოთამ, ნანამ , დალიმ და გივიმ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ს.ს. „ თელასის“ მიმართ.
მათ მოითხოვეს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ს.ს. „ თელასის“ გენერალური
დირექტორის ბრძანებების ბათილად ცნობა, მათი სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი
განაცდური დროის ანაზღაურება. შესაბამისად ზემოთ ხსენებული ნორმის საფუძველზე
ნანას დალის და გივის ამის ეა უფლება აქვს და სახეზეა დისპოზიციური ნორმა .

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის


მიხედვით თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით ,
რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს. ხოლო ამ უფლებების
კონკრეტულად აღწერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი
ნაწილი „ მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით . მათ უფლება
აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ
ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის,
ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები ,
მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან
მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ
შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა -
განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს
გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები
საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის
შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს
გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის
ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა
უფლებებით.“ აქედან გამომდინარე შოთამ, ნანამ , დალიმ და გივიმ სარჩელი აღძრეს
თავიანთი საპროცესო უფლებების გამოყენებით და მათ არ დაურღვევიათ ეს
უფლებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პივრველი ნაწილის ბ


და გ ქვეპუნქტის მიხედვით სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე
მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ
არა მათი საფუძველი და საგანი. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ
შოთამ, ნანამ, დალიმ და გივიმ სარჩელი აღძრეს და მათი მოთხოვნები
გამომდინარეობდა ერთი და იგივე საფუძვლიდან და მათი მოთხოვნები არის
ერთგვაროვანი. შესაბამისად სარჩელი შეიძლებ წარდგენილი იქნეს ერთად
რამდენიმე მოსარჩელის მიერ. და ის ფაქტი რომ სასამართლომ წარმოებაში არ
მიიღო მათი სარჩელი, რადგან „შრომით დავაზე ყოველმა პირმა დამოუკიდებლად ,
ინდივიდუალურად უნდა მიმართოს სასამართლოს.რამდენიმე მოსარჩელის
მოთხოვნის გაერთიანება ერთ სარჩელში დაუშვებელია.“ არის არაკანონიერი .

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის


მიხედვით „საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი
ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს “. ამ
მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია გამოითხოვოს ისეთი ინფორმაცია ,
რომლის გამოთხოვაც არ შეუძლია ფიზიკურ პირს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილის
მიხედვით წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები . თუ
მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს
მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე , რათა
სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ
მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულების მიღება ს.ს თელასიდან. შესაბამისად მან
სასამართლოს მოთხოვა შუამდგომლობა, რათა სასამართლოს გამოეთხოვა
მტკიცებულება, რის უფლებაც სასამართლოს კანონიერად აქვს თუმცა სასამართლომ
უარი განუცხადა და თქვა რომ მტკიცებულება უნდა წარადგინოს მხარემ. შესაბამისად
სასამართლოს უარი არის არაკანონიერი და მისი უარის განმარტება სრულად
ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამას ასევე ადასტურებს საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103 -ე მუხლის მე-2 ნაწილი „თუ მხარეებმა ამა თუ
იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში
წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს
მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.“

დასკვნა: 1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი


ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტების მიხედვით სასამართლოს მიერ შოთას, ნანას, დალის და
გივის სარჩელის წარმოებასი მიღებაზე უარის თქმა არის არაკანონიერი ვინაიდან ,
სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ .

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის და 134


მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ ს.ს თელასიდან
მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმა არის არაკანონიერი. ვინაიდან როცა
მოსარჩელე მხარეს არ შეუძლია მეორე მხარისგან მტკიცებულების მიღება, ამ დროს
სასამართლოს აქვს სრული უფლება რომ იშუამდგომლოს და გამოითხოვოს
მტკიცებულებები.

You might also like