You are on page 1of 11

საქმე №ას-810-2019 5 მარტი, 2021 წელი, ქ.

თბილისისამოქალაქო საქმეთა პალატაშემადგენლობა:ეკატერინე


გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ზურაბ
ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქურისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის
გარეშეკასატორი – ე.ბ–ძემოწინააღმდეგე მხარეები – თ.მ–იგასაჩივრებული
განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებაკასატორის მოთხოვნა _
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით
სარჩელის დაკმაყოფილებადავის საგანი _ მორალური ზიანის
ანაზღაურებასაკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო
საჩივრის უარყოფა ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:1. სარჩხერის
რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ბ–
ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი, მორალური
ზიანის სახით, თ.მ–ისათვის (შემდეგში: მოპასუხე) 65 000 ლარის (იხ. სარჩელი-
ს.ფ. 8, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება- ს.ფ. 209, 214;
სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ს.ფ. 375) დაკისრების თაობაზე არ
დაკმაყოფილდა. 2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და,
ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, 3.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2019 წლის 22 მარტის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ
დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. 4.
სააპელაციო სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია
დადგენილად: 4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი
ამონაწერებით, რომლის შინაარსი სასამართლო სხდომაზე დადასტურებული
იქნა მხარეთა მიერ, მოსარჩელესა და მოპასუხეს ,,facebook messenger”-ის
საშუალებით ჰქონდათ პირადი მიმოწერა, რომელიც უცენზურო სიტყვებს
შეიცავს (იხ. ამონაწერები, ს/ფ 22-78; 176-186; 01.03.2019წ. ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:15:17-14:15:40 სთ); 4.2. მხარეთა
ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხე არარეგისტრირებულ
ქორწინებაში იმყოფებოდა ლ.ტ–თან, რომელთანაც ჰყავს შვილი; 4.3.
მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა
ლ.ტ–თან, რის შემდეგაც მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის სექტემბრის
თვიდან დაიწყო ზემოაღნიშნული მიმოწერა (იხ. 01.03.2019წ. ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:13:13-14:14:06; 14:16:20 სთ.);
4.4. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ,,facebook”-ის ამონაწერები,
რომლის შინაარსი სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა მხარეთა
მიერ, შეიცავს რამდენიმე პიროვნების კომენტარს, მათ შორის უცენზურო
სიტყვებს, თუმცა წარდგენილი არც ერთი ამონაწერიდან არ ირკვევა
კონკრეტულად ვის მიმართ არის ისინი გამოთქმული (იხ. ამონაწერები, ს/ფ
137-292); 4.5. მოსარჩელის განმარტებით, მასზე მოპასუხე ავრცელებდა
ინფორმაციას, რომ ის იყო ცუდი ყოფაქცევის (,,ბოზი“), რომელიც ცდილობდა
მისი და ლ.ტ–ის ოჯახის დანგრევას (იხ. 01.03.2019წ. ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს სხდომის ოქმი 14:29:36-14:32:00); 5. განსახილველ
შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მორალური
ზიანის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს პატივისა და ღირსების,
ასევე რეპუტაციის შელახვის გამო, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, იმაში
გამოიხატა, რომ მოპასუხე მასზე მცდარ ფაქტებს ავრცელებდა,
უწოდებდა ,,ბოზს“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; ასევე უგზავნიდა
მუქარის შემცველ შეტყობინებებს, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა,
რომ საჯაროდ შეულახავდა რეპუტაციას და დააკარგვინებდა სამსახურს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის აღნიშნულმა ქმედებებმა მისი
სულიერი ტკივილი, უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა
გამოიწვია, რომელიც განპირობებული იყო ღამის საათებში მისული
შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახება სამსახურში
მისი მუშაობის ხარისხზე. ამასთან, მოპასუხე სისტემატურად უკავშირდებოდა
მოსარჩელის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,
რომლებთანაც შესაძლოა მოსარჩელეს რაიმე კავშირი ჰქონდეს და მასზე
უხამს, არასწორ, პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას
ავრცელებდა. 6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით,
ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო; „სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში:
სპეციალური კანონი) მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-
სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ
მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება
შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ
განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ა”
პუნქტის შესაბამისად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც
განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; მითითებული
ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას
ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა
ვალდებული და არა მოპასუხე ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ
გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება
სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება
ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას; 7.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-18 მუხლის
თანახმად, კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით
დადგენილი წესით, საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების
საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან
დაიცვას; პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვად ჩაითვლება ისეთი
განცხადების ან ფაქტის გავრცელება, რომელიც მე-18 მუხლში ჩამოთვლილი
არაქონებრივი უფლებებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ერთად ხელმყოფია
და რომელიც კანონის ან მორალის, ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის
ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს; სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად,
არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ
იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და
სამართლიანი ანაზღაურების სახით; 8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა,
რომ სპეციალური კანონით საჯარო და კერძო პირის ცილისწამება გამიჯნულია
და სხვადასხვა მუხლებითაა მოწესრიგებული (სპეციალური კანონის მე-13 და
მე-14 მუხლები). აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კერძო-
სამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს
მორალური ტკივილი, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო
პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის
ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს მოითხოვოს
არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება (სსკ-ის 413-ე მუხლი).
განსახილველი სამართლებრივი დანაწესის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ
ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა
სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი უზრუნველყოფილი იქნეს.
ასევე, სპეციალური კანონის მე-13 მუხლი, რომელიც კერძო პირის
ცილისწამებისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს, საჯარო პირის ცილისწამებისგან განსხვავებით,
შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელების ფაქტის დადგენას
სავალდებულოდ არ მიიჩნევს, შესაბამისად, კერძო პირის შემთხვევაში, მას
უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თავისი პატივისა და ღირსების
დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ცილისწამების გავრცელება არ მომხდარა,
თუმცა, ასეთ დროს, მან უფრო მაღალი ლეგიტიმაციის არგუმენტებით უნდა
დაადასტუროს პატივისა და ღირსების შელახვის ვარაუდი. აღნიშნული
განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, შეურაცხმყოფელი ფაქტების ფართო
მასებში გავრცელება პირის პატივსა და ღირსებას საზოგადოების თვალში
აკნინებს, შესაბამისად, მას უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე პირად სივრცეში,
თუნდაც, იმავე სახის შეურაცხყოფის მიყენება. 9. სააპელაციო სასამართლომ
განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,
აუცილებელია, მოთხოვნა დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციით
გათვალისწინებულ ყველა კუმულატიურ ელემენტს აკმაყოფილებდეს.
შესაბამისად, სპეციალური კანონის მე-13 მუხლის ასამოქმედებლად
აუცილებელია, დადგინდეს, რომ მოპასუხის განცხადება უშუალოდ
მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს და ამ განცხადებით
მოსარჩელეს ზიანი მიადგა; დასახელებული სპეციალური სამართლებრივი
მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის
გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს, თუ არა, ცილისმწამებლურ
განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ
„არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის განსხვავების დადგენის
აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“
მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და
ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და, სხვა უფლებებისაგან
განსხვავებით, არ შეიძლება ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან
სანქციებს დაექვემდებაროს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და
აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის
საწინააღმდეგოდ კი „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან
არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება
მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი რელატიურ (შეფარდებით)
უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება. 10. სააპელაციო სასამართლომ
აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამგვარი კატეგორიის
დავების გადაწყვეტისას განმარტა: სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას
განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას გულისხმობს, რომლის სისწორე
თუ მცდარობა მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ
დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. ფაქტები კი, ჩვეულებრივ,
მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან
გამომდინარეობს, ფაქტის შემოწმება შესაძლებელია და იმის დადგენა, ის
რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და
მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ
შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და
მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე
ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ
ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე
- ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს,
ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან
უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც
შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს,
შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების
იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც
ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი
აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის
გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად
აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და,
შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ
სფეროში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის
გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1278-1298-2011). 11. სპეციალური კანონის
პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი
მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც
რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი
ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც
მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-179-
172-2012, 01.10.2014წ.). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აზრში
იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამები, რომელიც შედგება
განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის
მართებულობა პირად შეფასებაზეა დამოკიდებული. აზრი არ ექვემდებარება
სისწორისა და მცდარობის მტკიცებას. სპეციალური კანონიდან გამომდინარე,
აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით თუ მისი გასაჯაროების
შემთხვევაში არ შეილახება სხვათა უფლებები. შესაბამისად, კომენტარის,
შეფასებითი მსჯელობის, თვალსაზრისისა და სხვა შეხედულების გამოხატვა,
რომელიც პოზიციის დაფიქსირებას, პიროვნების, საგნის ან მოვლენის მიმართ
დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს, სამართლებრივ ფარგლებში
დაცულ ძირითად უფლებათა გამოვლინებად მიიჩნევა და იგი არ ჩაითვლება
ცილისწამებად. ხშირ შემთხვევაში აზრი ეყრდნობა ფაქტს, ხოლო ფაქტი
წარმოადგენს აზრის საფუძველს, რომლითაც ადასტურებს ან უარყოფს მას. 12.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ
გამხდარი გამონათქვამი შესაძლოა მორალურად დასაძრახი ქმედება იყოს,
თუმცა, იგი მოსარჩელის ლ.ტ–თან ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის
მოსარჩელისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებას, მის შეფასებას ასახავს.
გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის
გათვალისწინებით, მოპასუხის გამონათქვამი მისი აზრის გამოხატულებად
უნდა ჩაითვალოს, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად. სასამართლოს
შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის სუბიექტური შეფასების
გამომხატველი სადავო გამონათქვამები, უარყოფითი ემოციისა და
გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია მოსარჩელისათვის, წინამდებარე
განჩინებაში განვითარებული მოტივაციით, ცილისწამების გამო, სამოქალაქო-
სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრების
ფაქტობრივ-სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავს. მნიშვნელოვანია
ის, რომ სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიზანი, უპირველესად
გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დარღვეული პირადი არაქონებრივი
უფლებების დაცვაა. ამ მიზნით შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დაყენების
უფლება გააჩნია პირს, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. პირადი
არაქონებრივი უფლებების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე
ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცულ ერთ ან
რამდენიმე სიკეთის (პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან სხვ.)
ხელყოფას. ამდენად, არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურიდიული
კვალიფიკაციისათვის საკმარისია ამ ნორმით დაცული ერთ-ერთი სიკეთის
ხელყოფაც, რომელიც კანონის ან მორალის ნორმების დარღვევას, უღირსი
საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს. არაქონებრივ უფლებათა
დაცვის ფორმებია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი
მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (უარყოფა) და ასევე -
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თითოეულის არსებობისათვის საჭიროა
ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე სიკეთე მაინც შეილახოს. 13. სააპელაციო
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის
მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი
არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ)
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი,
რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ
გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა
ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით შეიძლება. საქმის
გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული
სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის
მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ
მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს თავიანთი მოთხოვნების
დასადასტურებლად შეუძლიათ გამოიყენონ. ჩამოთვლილ
მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული
მნიშვნელობა. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი
რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას,
შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის105-ე მუხლი). 14.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში,
მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ
სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული,
ამტკიცოს: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ)
სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების
შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ
იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ)
სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა ან/და
საქმიან რეპუტაციას. 15. მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება
სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა,
რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური
ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის
მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ამასთან,
მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი იმ შემთხვევაში დგება, როცა ზიანი
სამართლებრივად მნიშვნელოვანია და, ამდენად, ანგარიშგასაწევი.
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის
სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით
(უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით
გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი
ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ
როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე - მისგან დამოუკიდებლად;
16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში,
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ამონაწერებით და
მხარეთა ახსნა-განმარტებებით მხოლოდ ის გარემოება დგინდება, რომ
მოსარჩელესა და მოპასუხეს ,,facebook messenger”-ის საშუალებით ჰქონდათ
პირადი მიმოწერა, რომელიც, მართალია, უცენზურო სიტყვებს შეიცავს, თუმცა,
საქმეში წარდგენილი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ის
გარემოება, რომ მოპასუხე რაიმე ფორმით საჯაროდ ავრცელებდა
მოსარჩელის მიმართ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის
შემლახავ განცხადებებს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად
მოსარჩელეს (აპელანტს), გარდა ახსნა-განმარტებისა, არანაირი სარწმუნო
მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო
სამართალში მოქმედ მტკიცების სტანდარტს. აპელანტს ასევე არ წარუდგენია
იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხის აღნიშნულმა
ქმედებებმა გამოიწვია მოსარჩელის (აპელანტის) სულიერი ტკივილი,
უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა, რომელიც გამოწვეული
იყო ღამის საათებში მისული შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით, რაც,
საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება სამსახურში მის სამუშაო ხარისხზე.
17. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო
სასამართლოში წარდგენილი ,,facebook”-ის ამონაწერები, რომელიც შეიცავს
რამდენიმე პიროვნების უცენზურო კომენტარს, რადგან არც ერთი
ამონაწერიდან არ ირკვევა, კონკრეტულად ვის მიმართ არის იგი მიმართული,
რაც ამონაწერის მტკიცებულების სახით გაზიარების შესაძლებლობას
გამორიცხავს. 18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტმა
(მოსარჩელემ) მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება
ვერ შეძლო და მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ
დაადასტურა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად
მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი
საფუძვლები არ არსებობს, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული
გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების
შესაძლებლობას.19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი19.1 მოსარჩელემ
საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი
გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
მოითხოვა. 19.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე
„არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“ და
მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ
ი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების,
მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო
საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის
შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია
და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით: 20. სსსკ-ის 404-ე
მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას
ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის
პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ
ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა
და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული
ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული
ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს
მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა
საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და
დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით
კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს
სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს
გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა
საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61,
Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v
France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო
სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის
არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია. 22.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად
განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის
407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო
სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების
საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი). 23. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, მხარეთა
შორის მტკიცების ტვირთი სავსებით მართებულად არის განსაზღვრული, რაც
სსკ-ის მე-18, 413-ე მუხლებით და სპეციალური კანონის მოწესრიგების
საფუძველზე სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რასაც საკასაციო
სასამართლო ეთანხმება. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული
ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის
მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და
გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის
განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები.
სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა
შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით
შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან:
სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია
მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი),
ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები,
რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის
„ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს
მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი
გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების
კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-
635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების
მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო
ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც
იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების
შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ
შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები
ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე
მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის
ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე
თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული
გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა.
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული
შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4
ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა
შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის
გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ
გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული
ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად
ითვლება“. 24. საკასაციო სასამართლო არაერთ
გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული
სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია
გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა
განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა
შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული
ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი,
როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს
მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და
მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი
გადაწყვეტილების მიღება. 25. ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული
სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად
დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული,
მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე
მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი
განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც
მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია
მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს
თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი
წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების
ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. 26. სსსკ-ის მე-
3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ
კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების
შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ
გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს
შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია
უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-
4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის
საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და
შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან
გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები
თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი
ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი
მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 27. მტკიცების
ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის
მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი,
რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია
სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი
შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო
სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი
ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის
შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი
თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის
მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა
მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება
საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების
არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის
არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა
მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს
ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის
არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის
შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს
მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან
(მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების
მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები
სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ
ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და
გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა
მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.
ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს,
რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის
ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები
კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის
გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ
წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს
იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ,
როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს
მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა
გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო
საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად.
სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-
2019, 07.02.2020წ. 28. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ
აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, გარდა მხარის
მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ქვემდგომი
ინსტანციის სასამართლოში მიცემული განმარტებისა, არ არის გამყარებული
სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით,
რომელთა შესწავლისა და შეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდოდა
დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. მოსარჩელესა და
მოპასუხეს შორის ,,facebook messenger”-ის მეშვეობით განხორციელებულია
პირადი მიმოწერა, რომელიც შეიცავს უცენზურო, შეურაცხმყოფელ, მიუღებელ
გამონათქვამებს და, ცხადია, არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ შესაძლოა
მტკივნეულად აღქმადიც იყოს ადრესატისათვის, თუმცა, სამართლებრივად არ
ადგენს ისეთ შემთხვევას, რაც განაპიროებებს სსკ-ის მე-18 მუხლისა და 413-ე
მუხლების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებას და, მორალური ზიანის
სახით, მოპასუხისათვის ფულადი თანხის დაკისრებას. 29. სსკ-ის მე-18 მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით: „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით,
კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი
ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია
შელახვისაგან“, მესამე ნაწილით “თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი
რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები
გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი
უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს
ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და
ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს”, ხოლო 413-ე მუხლის
პირველი ნაწილი თანახმად კი “არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი
ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად
განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების
სახით”. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ გამოხატვის
თავისუფლების კონტექსტში, „საჯაროდ გავრცელება“ არ გულისხმობს
ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ
პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი
სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში.
ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი
წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება, საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა
შეფასდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური
ქსელის არსსა და დანიშნულებაზე. სოციალური ქსელი არის პლატფორმა,
გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისაგან,
რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან
რეალური, ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური, ნათესაური, სამსახურებრივი
და ა.შ). თითოეული სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის
წარმომადგენლობისაგან (ე.წ „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი
სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური
ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით
მომხმარებელს აერთიანებს. „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ
გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული
პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის
შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია
ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა
განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ
ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების
გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ
კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა
შეფასდეს“ (იხ. სუსგ N ას-1559-1462-2012, 09.01.2014წ.). 30. არაქონებრივი
უფლებების დაცვა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში აბსოლუტური
ხასიათის მატარებელია და კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, ამასთან,
არაქონებრივი უფლებების დაცვა შესაძლებელია როგორც სამართლებრივი,
ისე - მორალური ნორმების დარღვევისას. სსკ-ის მე-18 მუხლის მიზანია
სწორედ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დარღვეული პირადი
არაქონებრივი უფლებების დაცვა, რა დროსაც სასარჩელო მოთხოვნის
აღმძვრელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლის შესახებაც
გავრცელდა ინფორმაცია და არა ის პირი, რომელიც ვარაუდობს, რომ მის
მიმართ გავრცელდა ინფორმაცია ან გავრცელებულ ინფორმაციაში სწორედ
ის იგულისხმებოდა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი,
წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 18, ველი 1, 7, 35). შესაბამისად,
უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, თუ ვინ აღძრა სარჩელი, ვის მიმართ
და რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. 31. განსახილველ
შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ
დადგენილია წინამდებარე განჩინების 4.1-4.5 ქვეპუნქტებში ასახული
ფაქტობრივი გარემოებები, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია, რადგან
მოსარჩელისა და მოპასუხის პირადი მიმოწერის ფარგლებში დარჩა უცენზურო
სიტყვები, გამონათქვამები და არ გავრცელებულა სოციალურ ქსელში, რაც
საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციად შეფასდებოდა. საკასაციო
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის
განხორციელებული სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით
გათვალისწინებული წინაპირობები, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სსკ-ის
413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანის სახით, მოპასუხისათვის
ფულადი ანაზღაურების დაკისრებას. „თითოეულ შეთხვევაში ინფორმაციის
გავრცელების ფარგლები სწორედ მისი განთავსების თავისებურებიდან უნდა
შეფასდეს, რაც პირის ძირითადი უფლებების რეალიზაციის საფუძველი
გახდება“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I,
ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 18, ველი 1, 7, 18). 32. საკასაციო სასამართლო
კასატორის პრეტენზიების პასუხად იმასაც განმარტავს, რომ თუკი
დადგინდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ინფორმაციის
გავრცელების/გასაჯაროების ფაქტობრივი გარემოება, აღნიშნულიც არ
გამოიწვევდა სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილებას, რადგან ასეთ
შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა
გავრცელებული/გასაჯაროებული ინფორმაციის შინაარსი, მისი კონტექსტი,
თითოეული გამონათქვამის შემადგენელი ელემენტები, კერძოდ, აზრად უნდა
მიჩნეულიყო თუ ფაქტად, რის თაობაზეც, სპეციალური კანონის მოწესრიგებისა
და საკასაციო სასამართლოს შესატყვისი პრაქტიკის საფუძველზე ვრცლად და
მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რაც სრულად არის
გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. 33. განსახილველ შემთხვევაში
საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარში
წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ განაპირობებს მისთვის სასარგებლო
სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითი
განხილვის შედეგადაც კი არ გამოვლინდა საკასაციო საჩივრის
დაკმაყოფილების წინაპირობა, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების
უცვლელად დატოვების საფუძველია. 34. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის პირველი
წინადადების თანახმად ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა
კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო
ბიუჯეტში.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :საკასაციო სასამართლომ
იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე
მუხლით დად ა ა დ გ ი ნ ა :1. ე.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ
დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის
განჩინება; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ
საჩივრდება.თავმჯდომარე ე.
გასიტაშვილიმოსამართლეები: ზ.
ძლიერიშვილინ. ბაქაქური

You might also like