You are on page 1of 4

როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში არსებობს დანაშაული , და შესაბამისად

დანაშაულის შედეგად დაზარალებულიც.დაზარალებულის ცნებას საქართველოს სსსკ -ის


მე-3 მუხლის 22-ე პუნქტი განსაზღვრავს: „დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა
უშუალოდ დანაშაულის შედეგად“.
სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით
მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მატერიალური და ფორმალური
წინაპირობების არსებობა. მატერიალურ წინაპირობას წარმოადგენს ის , რომ პირს
უშუალოდ დანაშაულის შედეგად უნდა მიადგეს მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი
ზიანი. ფორმალური წინაპირობა კი მდგომარეობს დანაშაულის მსხვერპლის
დაზარალებულად ან მისი რომელიმე ახლო ნათესავის დაზარალებულის
უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ პროკურორის მიერ დადგენილების გამოტანაში .
პირის დაზარალებულად ცნობა ხდება გამოძიების სტადიაზე. გამოძიების დაწყებისთანავე
თუ პროკურორისთვის ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ქმედებით პირისათვის ზიანის
მიყენების ფაქტი, მან იგი დადგენილებით უნდა ცნოს დაზარალებულად . პირის
დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული დანაშაულის მსხვერპლის ნება -
სურვილზე და არც მის ასაკსა და ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე. პრროკურორი
ვალდებულია, მას შემდეგ, რაც დაადგენს პირის დაზარალებულად ცნობის მატერიალურ
წინაპირობებს, მიანიჭოს მას დადგენილებით დაზარალებულის პროცესუალური სტატუსი .
პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება შეუძლებელია მაშინ, როცა საქმე უკვე
არსებითად განიხილება სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ პირის დაზარალებულად
ცნობა შეიძლება შეიძლება განხორციელდეს ასევე თუ პირი განცხადებით მიმართავს
პროკურორს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ .
დაზარალებულ პირს უფლება აქვს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების
გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ
პროკურორთან ერთჯერადად. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და
არ საჩივრდება გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. თუ ამ
შემთხვევაში ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, პირს უფლება აქვს
პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში. თუ დაზარალებული პირი გარდაიცვალა, მისი უფლებები და
მოვალეობები ენიჭება მის რომელიმე ახლო ნათესავს, რომელიც ხდება
„დაზარალებულის უფლებამონაცვლე“. გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს
უფლება აქვთ უარი უთხრან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაზარალებულისთვის
მინიჭებული რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. რაც შეეხება დაზარალებულის
უფლებებს,მას კანონმდებლობის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები : ა ) დაზარალებულად
ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვის უფლება. . დაზარალებულად ან მის
უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველი შესაძლებელია გახდეს პროკურორისთვის პირის
განცხადებით მიმართვა დაზარალებულად ცნობის შესახებ. აღსანიშნავია , განცხადებით
მიმართვის გარეშეც პროკურორი ზოგადად ვალდებულია, საამისო საფუძვლის
არსებობისას, პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ . ასევე
დაზარალებულს უფლება აქვს გაასაჩივროს პროკურორის ცალკეული
გადაწყვეტილებები. თუ პროკურორი გააუქმებს პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ
დადგენილებას, დაზარალებულს კანონმდებელი ანიჭებს ასეთი გადაწყვეტილების
ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების უფლებას.კანონმდებელი დაზარალებულს
ანიჭებს უფლებას მიიღოს ინფორმაცია პროცესის მსვლელობისა და საქმის მასალების
თაობაზე. აღნიშნული უფლება მას ხელს უწყობს კანონით მინიჭებული სხვა უფლებებით
ჯეროვნად სარგებლობაში და ასევე ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებაში .
დაზარალებულს ასევე უფლება აქვს უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის
ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების, განაჩენის , სხვა შემაჯამებელი
სასამართლო გადაწყვეტილების ასლი (სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის `დ~
ქვეპუნქტით. მას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ
და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება
გამოძიების ინტერესებს (სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის `თ~ ქვეპუნქტი ). ამრიგად ,
დაზარალებულს სისხლის სამართლის პროცესის ადრეულ ეტაპზევე შეუძლია სრული
მოცულობით გაეცნოს საქმის მასალებსა და ყველა იმ მტკიცებულებას, რასაც ბრალდების
მხარე წარადგენს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. დაზარალებულის
ინფორმირებულობის გარანტიას წარმოადგენს სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-5.1 ნაწილისა და
57-ე მუხლის პირველი ნაწილის `მ~ ქვეპუნქტის დათქმა, რომლის თანახმად
დაზარალებული უფლებამოსილია მიიღოს განმარტება თავისი უფლება -მოვალეობების
შესახებ. დაზარალებულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას მიეკუთვნება
დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე სასამართლოში ჩვენების მიცემის
უფლება, კერძოდ კი, სსსკ-ის 57-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზარალებულს
კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას, მისცეს ჩვენება მიყენებულ ზიანთან
დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების
შესახებ სასამართლო სხდომაზე. ასევე ხელახალი (მეორადი) ვიქტიმიზაციისაგან დაცვის
უფლება. ვინაიდან სისხლის სამართალწარმოების დროს შესაძლებელია
დაზარალებულმა განიცადოს ხელახალი (მეორადი) ვიქტიმიზაცია და მიადგეს მას
ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ან ქონებრივი ზიანი, კანონმდებელმა
დაზარალებულის, ასევე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრების დასაცავად შეიმუშავა
ცალკეული სამართლებრივი მექანიზმები. დაზარალებულის დაცვის ერთ-ერთ ასეთ
მექანიზმს წარმოადგენს ამ უკანასკნელის, მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის
მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება. დაზარალებულის მეორადი
ვიქტიმიზაციისაგან დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მისი მრავალჯერადი
დაკითხვა საქმის გარემოებების ირგვლივ. დაზარალებულის დაცვის ინტერესებს
ემსახურება აგრეთვე ამ უკანასკნელის უფლება, მიმართოს ბრალდების მხარეს
სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის
დაყენების მოთხოვნით (სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის `ლ~ ქვეპუნქტი.
დაზარალებულს სხვა უფლებებთან ერთად აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროცესში
მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება , ასევე დაიბრუნოს გამოძიებისა
და სასამართლო განხილვის დროს საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული ,
მისი კუთვნილი ქონება (სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის `ე~ და გ`ვ~ ქვეპუნქტები).
დაზარალებულის უფლებათა შორის საყურადღებოა დანაშაულის შეტყობინების შესახებ
წერილობითი ცნობის მიღების უფლება. დაზარალებულის მოვალეობები კანონმდებელის
მიერ არ არის ცალკე სპეციალური ნორმით განსაზღვრული. ვინაიდან დაზარალებული ,
ამავე დროს, არის მოწმეც, დაზარალებულს სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად ეკისრება
მოწმის ვალდებულებები. დაზარალებული, ისევე როგორც ნებისმიერი მოწმ,
ვალდებულია: - გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით; - უპასუხოს დასმულ
შეკითხვებს; - არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები ,
თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; - დაიცვას წესრიგი საქმის
სასამართლო განხილვის დროს; - სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ
დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების
მიხედვით დაზარალებულები სარგებლობენ გარკვეული უფლებებით სისხლის
სამართალწარმოების პროცესში, რაც გულისხმობს მათ მიმართ თანაგრძნობით
მოპყრობის უფლებას, მათ შორის, ღირსების პატივისცემასა და გამოძიების
მიმდინარეობის პროცესში ჩართულობას იმ დოზით, რაც აუცილებელია მათი კანონიერი
ინტერესების დასაცავად.აგრეთვე, დანაშაულის მსხვერპლებს უფლება აქვთ , ხელი
მიუწვდებოდეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც სამართალწარმოების ვადებსა და პროცესის
მიმდინარეობას ეხება. ევროპის კავშირის 2012 წლის დირექტივით, „დაზარალებულთა
უფლებების მინიმალური სტანდარტების, მათი დახმარებისა და დაცვის შესახებ ,“
განსაზღვრულია ის უფლებები, რომლითაც დაზარალებული უნდა სარგებლობდეს
სისხლის სამართლის პროცესში.აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირის ძირითად
უფლებათა ქარტიის 47-ე მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს
უფლება. აღნიშნული მუხლი ერთმანეთისგან არ ასხვავებს ბრალდებულისა და
დაზარალებულის უფლებას სამართლიან სასამართლოზე და ეფექტურ სამართლებრივ
დაცვაზე. აღნიშნული მუხლი მოიცავს დაზარალებულის უფლებას სამართლიან და საჯარო
განხილვაზე გონივრულ ვადაში, უფლებას წარმომადგენლობაზე, სამართლებრივ
დახმარებაზე და ა.შ. ყურადსაღებია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1985 წლის 28
ივნისის რეკომენდაცია „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის
ფარგლებში დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ.“ აღნიშნულ რეკომენდაციაში
განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული დაზარალებულის ინფორმირების
მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც გამოძიების, ისე
სასამართლო განხილვის სტადიაზე.
ახლა კი ვისაუბრებ ერთ-ერთ საქმეზე, 2015 წლის 3 აგვისტოს მოქალაქე გ.თ. დააკავეს
ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე39
და 173-ე40 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ადმინისტრაციული
დაკავების ოქმი შედგენილია 2015 წლის 3 აგვისტოს, ღამით, პირველის ხუთ წუთზე, სადაც
აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს მარჯვენა და მარცხენა
თვალზე აღენიშნება “ჩაწითლებები”, აგრეთვე, ორივე კიდურზე ნაიარევი. გ.თ. დროებითი
მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს ორის ცხრა წუთზე. დაკავებულის გარეგანი
დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ გ.თ-ს ზურგზე ჰქონდა ნაკაწრები, მარჯვენა
თვალის არეში აღენიშნება ჩალურჯება და შეწითლება, ტუჩზე გააჩნდა მცირე
დაბეჟილობა. აგრეთვე, საქმეში არსებობს სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად , 2015
წლის 4 აგვისტოს, 14:20 საათზე, გ.თ-მ მიმართა რეფერალური ჰოსპიტლის
ამბულატორიას, რა დროსაც აღენიშნებოდა ლავიწის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა ,
შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა მარცხენა მხარის სახსრის არეში. სამედიცინო ცნობაში
აღნიშნულია, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა არის მწვავე და , პაციენტის
განმარტებით, დაზიანება მიიღო მესამე პირისგან. გ.თ-ს მტკიცებით , მან ეს დაზიანებები
მიიღო ადმინისტრაციული წესით დაკავებისას და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან
ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, რის გამოც , გამოძიება დაიწყო
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც
წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს და გულისხმობს სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით . გ .თ -ს საქმეზე
პირველი ინსტანციის სასამართლოში ორჯერ შეწყდა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე, ვინაიდან არ დადასტურდა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. თუმცა, საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს მიერ ის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250
ლარის ოდენობით. საიას მიერ სასამართლოდან გამოთხოვნილი სასამართლო სხდომის
ოქმებით დგინდება, რომ გ.თ-ს საქმეზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები
ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია.
2015 წლის 4 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გ .თ-ს დაკავებისას
სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე , საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. პროკურატურის
განმარტებით, საქმეზე ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები , მათ შორის ,
მოწმის სახით დაიკითხა გ.თ. ასევე, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ,
თუმცა, არაერთი მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, გ.თ. დღემდე არ არის ცნობილი
დაზარალებულად.

You might also like