Professional Documents
Culture Documents
1999 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ხოლო იმავე
წლის 20 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა 1950 წლის ევროპული
კონვენცია, როგორც მოქმედი კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი.
კოდექსის სტრუქტურა:
ქმედება:
ქმედება ესე იგი პირის მიერ განხორციელებული რაიმე მოქმედება, ანუ ფიზიკური პირის მიერ
სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ან მისთვის
საფრთხის შექმნა. როგორც უკვე ავღნიშნეთ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთე არის
ორი სახის ინდივიდუალური სიკეთე (სიცოცხლე, ჯამრთელობა საკუთრება დ.ა.შ.) და
საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე (სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილება,
საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი დ.ა.შ.)
ბრალეულობა (ბრალი):
მოცემული კანონი ქმედების ჩადენის დროთ მიიჩნევს პირის მიერ კონკრეტული ქმედების
განხორციელების დროს და არა ამ ქმედების საფუძველზე დამდგარ შედეგს. ამდენად,
დანაშაულის ჩადენის დროა ქმედების განხორციელების დრო. შედეგის დადგომის დროს
მნიშვნელობა არ აქვს. მაგ: დანაშაულის მსხვერპლს საწამლავი დაალევინეს 10 მაისს. იგი
საწამლავის შედეგად მოკვდა 15 მაისს, დანაშაულის ჩადენის დროა 10 მაისი.
უმოქმედობის დროს დანაშაულის ჩდენის ადგილია ის, სადაც უნდა ემოქმედა პირს, ასევე
სადაც უმოქმედობის შედეგი დადგა ან პირის წარმოდგენით უნდა დამდგარიყო.
ვთქვათ ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დასჯადობა. მაგ: 2004 წლის 24 ივნისის კანონით,
სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 148-ე მუხლი, (ცილისწამება). იმ
შემთხვევაში თუ პირს ამ კანონის მიღებამდე ჩადენილი ქონდა 148-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული, უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე, იგი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა, ხოლო მიცემული პირის მიმართ შეწყდება დევნა.
თუ ახალი კანონი ამსუბუქებს იმ დანაშაულის სასჯელს, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის,
კანონს მიენიჭება უკუძალა და იგი უნდა შემცირდეს ახალი კანონის სასჯელის ფარგლებში. მაგ:
ძველი კანონი დანაშაულებრივი ქმედებისთვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას
შვიდიდან ათ წლამდე. ახალი კოდექსით იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომა განისაზღვრა
ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს და მას უკუქცევითი ძალა
მიეცემა. ამ შემთხვევაში თუ პირს მისჯილი აქვს ძველი კოდექსით რვა წლით თავისუფლების
აღკვეთა, კანონის უკუძალიდან გამომდინარე პირს სასჯელი უნდა შეუმცირდეს ახალი
კანონის მიერ დაწესებული სასჯელის ფარგლებში.
რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესულ განაჩნს მისი გადასინჟვა შესაძლებელია ახლად
გამოვლენილ გარემოებათა გამო. ასეთ ერთ-ერთ გარემოებას კანონმდებლობა ითვალისწინებს
ახალი კანონის მიღბას, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისამართლებრივ
პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით
მსჯავრი დაედო, მაგ: ძველი კანონი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვილისწინებდა
თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ათ წლამდე, ხოლო ახალი კოდექსით იმავე
ქმედებითვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების მცირე მნიშვნელობა ზოგჯერ თვით ამვე
კოდესის კერძო ნაწილის დისპოზიციაშია ასახული, როგორც ქმედების შემადგენლობის
გამომრიცხველი. მაგალითად: სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება მხოლოდ მაშინ
წარმოადგენს დანაშაულს, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 187-ე მუხლი),
ხოლო რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანის ოდენობას იგი განისაზღვრება შემდეგი პრინციპით -
ნივთის ღირებულება უნდა შეადგენდეს 150 ლარზე მეტს.
დანაშაულის სახეები:
3. შეკვეცილი შემადგენლობა.
კუმულაციური მიზეზობრიობა:
კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა
ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა ქმედებამ, ანუ ქმედებათა ჯამმა, მაგრამ თითოეული
ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით საკმარისი
იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის მოქმედების შესახებ. მაგ: თ-
მ. და ბ-მ. ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე, საწამლავი ჩაუყარეს დ-ს. რომელიც ამის შედეგად
გარდაიცვალა. თითოეული მათგანის მიერ ჩაყრილი საწამლავი შედეგის დასადგომად
საკმარისი არ იყო, მაგრამ ერთობლიობაში დადგა ეს შედეგი.
ჰიპოთეტური მიზეზობრიობა:
გაწყვეტილი მიზეზობრიობა:
განზრახვა არის:
პირდაპირი განზრახვა:
არაპირდაპირი განზრახვის დროს პირმა იცის რას აკეთებს, არ სურს იმ შედეგის დადგომა რაც
მოყვება მის ქმედებას, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის
დადგომას. მაგ:
ა.-მ დაწვა თვისი მაღაზია, სადაზღვევო თანხის მისაღებად. ზედა სართულზე ცხოვრობს
ლოგინად ჩავარდნილი ლ. ა. ფიქრობს, რომ იგი შეიძლება მეხანძრეებმა გადაარჩინონ. ა.-ს არ
სურს ლ.-ს სიკვდილი, მაგრამ შეგნებულად დაუშვა მისი დადგომის შესაძლებლობა.
ა.-მ გადაწყვიტა შურისძიების ნიადაგზე მოეკლა თავისი მეზობელი თოფით, მაგრამ როცა მას
გაუარა შურისძიების გრძნობამ, იარაღი რომელსაც წმენდდა მისდამი დაუდევარი მოპყრობის
შედეგად გაუვარდა და ეს მეზობელი მოკლა. ამ შემთხვევაში ა. არ დაისჯება განზრახი
მკვლელობისთვის. იგი პასუხს აგებს მხოლოდ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობისთვის, ვინაიდან ა.-ს აღარ ჰქონდა მისი მოკვლის განზრახვა და იგი შემთხვევით
გამოასალმა სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში ა.-ს განზრახვა წინ უსწრებს მის ქმედებას.
ა.-მ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად მოკლა ბ. მას შემდეგ, რაც მან თავისი
მსხვერპლი ნახა, კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი სიკვდილით მემკვიდრეობას ღებულობდა.
იგი ისედაც აპირებდა მეორე დღეს მის მოკვლას. ა. არ დაისჯება განზრახი მკვლელობისთვის,
ვინაიდან ეს განზრახვა ქმედების ჩადენის შემდგომ აღეძრა.
თანაბარი ღირებულების სამართლებრივი სიკეთის დროს, როცა პირს განზრახული აქვს ერთ-
ერთი მათგანის ხელყოფა, ოღონდ სულერთია რომელი მათგანი იქნება ხელყოფილი, ჩადენილი
ქმედება, რასაც ერთ-ერთი მათგანის დაზიანება ან განადგურება მოჰყვა, შეფასდება, როგორც
დამთავრებული განზრახი დანაშაული, სხვა თანაბარი ღირებულების სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფის მცდელობაზე მითითების გარეშე.
შეცდომა შეიძლება იყოს ასევე პიროვნებასა და ობიექტშიც. მაგ: ნ. რომელსაც უნდოდა შური
ეძია მოსამართლეზე, რომელმაც მისი შვილის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი,
შევიდა მოსამართლის ეზოში. მან სიბნელეში ფანჯრის მიღმა მდგომი ადამიანის სილუეტი
დაინახა. ვინაიდან მოსამართლე მარტო ცხოვრობდა, ეგონა, რომ სახლში მარტო იქნებოდა. მან
ესროლა ადამიანის სილუეტს, მისი წარმოდგენით მოსამართლეს, რომელიც სინამდვილეში
მოსამართლის მეგობარი ქალი აღმოჩნდა. მას მოხვდა ტყვია და გარდაიცვალა. მოსამართლე ამ
დროს სახლში არ იმყოფებოდა. მიუხედავად შეცდომისა და არასასურველი პირის მოკვლისა
ჩადენილი ქმედება შეფასდება, როგორც გაზრახ მკვლელობა მსხვერპლის სამსახურებრივ
საქმიანიობასთან დაკავშირებით. (სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით),
ვინაიდან მოსამართლეც და მისი მეგობარიც თანაბარი სიკეთის მატარებელი ობიექტებია.
თვითიმედოვნება:
განვიხილოთ მეორე მაგალითიც: ა-მ ცეცხლი წაუკიდა სახლს, რათა სადაზღვევო კომპანიისგან
მიიღოს თანხა. ამასთან მან იცის რომ სახლში იმყოფება ლოგინად ჩავარდნილი ბ. რომელიც ამ
ხანძრისგან აუცილებლად დაიწვება. მართალია მას შინაგანად არ უნდა ბ-ს. სიკვდილი, მაგრამ
განიხილავს როგორც სხვა მიზნის (თანხის მიღების) მიღწევის საშუალებას. ამ შემთხვევაში,
რადგან ა. დარწმუნებულია სასიკვდილო შედეგის დადგომაში, მან პასუხი უნდა აგოს
პირდაპირი განზრახვით ჩადენილი განზრახი მკველობისთვის. ამავე კაზუსის მიხედვით იმ
შემთხვევაში თუ ა-ს. შედეგის დადგომა მხოლოდ შესაძლებლად მიაჩნია, რადგან იგი ფიქრობს,
რომ ავამდყოფი შეიძლება მეზობელმა ან მეხანძრეებმა გადაარჩინონ, სახეზე გვექნება
არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვა, ხოლო იმ შემთხვევაში, როზა ა. ფიქრობს, რომ ბ-ს.
მეზობლები ან მეხანძრეები გადაარჩენენ, მაგრამ შედეგი მაინც დადგა, ვინაიდან იგი შეცდა,
სახეზეა თვითიმედოვნება. ამდენად ის ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას უშვებს,
მოქმედებს ევენტუალური განზრახვით, ხოლო ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას
გამორიცხავს, მოქმედებს თვითიმედოვნებით.
დაუდევრობა:
ა.-მ სამუშაო ოთახში აანთო სანთელი, შემდეგ დაავიწყდა, წავიდა სახლში, ანთებული სანთელი
დარჩა და გაჩნდა ხანძარი. სახეზე გვაქვს დაუდევრობა. პირი სჩადის გასაკიცხ ქმედებას
ვინაიდან იგი თავისი უყურადღებობით არ ითვალისწინებს ხანძრის გაჩენის შესაძლებლობას,
მაგრამ შეეძლო და უნდა გაეთვალისწინებინა.
დედამ ბინაში მარტო დატოვა მძინარე ბავშვი და წავიდა მშობლებთან. იგი ფიქრობდა, რომ
სანამ ბავშვი გაიღვიძებდა მამა სამსახურიდან დაბრუნდებოდა. იმ საღამოს მამა საერთოდ არ
მივიდა სახლში. ბავშვს გაეღვიძა და ტირილისაგან დაიხრჩო. დედის მხრიდან სახეზეა
გაუფრთხილებლობა სასიკვდილო შედეგისადმი. თუ დედა უშვებდა, რომ მამა შესაძლოა
დროულად არ მისულიყო სახლში და ამით უბედური შემთხვევა შეიძლებოდა მომხდარიყო,
დედის მხრიდან სასიკვდილო შედეგისადმი გვექნება არა გაუფრთხილებელი, არამედ
არაპირდაპირი განზრახვა.
იმავე მაგალითში თუ პირს სურს ხანძის გაჩენა, მაგრამ არ არის შედეგის დადგომის
გარდაუვალობაში დარწმუნებული, ასევე სახეზეა პირდაპირი განზრახვა.
ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1-ებ 137-ე, 141-ე, 143-ე,
144-ე, 1443-ე 149-ე, 151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე, 2852-ე ნუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია,
შვილი, გერი, შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი,
(დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი,
ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო
მეურნეობას.
უმოქმედობის პრიციპები:
ა.-მ გადაწყვიტა ერთი ოფისიდან სამი კომპიუტერის მოპარვა, რაც განახორციელა სხვადასხვა
დღეს. ან მოლარემ სალაროდან ერთიანი განზრახვით, ერთი კვირის განმავლობაში გაიტაცა
1000 ლარი. ეს ორივე დანაშაული ცალ-ცალკე აღებული დაკვალიფიცირდება როგორც ერთი
განგრძობადი დანაშაული.
დაუმთავრებელი დანაშაული:
განზრახი დანაშაულის ჩადენის პროცესმა შეიძლება გაიაროს რამდენიმე ეტაპი. როგორც წესი
თავდაპირველად პირს წარმოეშვება დანაშაულის ჩადენის სურვილი (განზრახვის აღმოცენება)
რომელიც არ არის დასჯადი სტადია. შემდეგი ეტაპია დანაშაულის მომზადება და მცდელობა.
შედეგიანი დანაშაულის ბოლო ეტაპია შედეგის დადგომა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის
დამთავრებას. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დანაშაულის ფორმალიური სამართლებრივი
დამთავრება და მისი საბოლოო რეალური დასრულება. ზოგჯერ ისინი ერთმანეთს ემთხვევა,
მაგრამ მათ შორის დროში იყოს განსხვავება. მაგ: მკვლელობა დამთავრებულია და
იმავდროულად დასრულებულიც როცა დანაშაულის მსხვერპლი დანასაულის ადგილზე იქნება
მოკლული. ყაჩაღობის დროს კი დანაშაული დამთავრებულია სიცოცხლის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით თავდასხმის
მომენტიდან, მაგრამ დასრულებულია მას შემდეგ, რაც მოხდება სხვისი მოძრავი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
ანალოგიურად უნდა შევაფასოთ შემდეგი კაზუისი, ა-მ. მეზობლის 13 წლის ბიჭი გამოიყენა
დანაშაულის იარაღად, კერძოდ: წააქეზა იგი მკვლელობის ჩასადენად. ამასთან წამქეზებელს
ეგონა, რომ ბიჭი 14 წლის ასაკს გადაცილებული იყო. სინამდვილეში წამქეზებელმა შეცდომა
დაუშვა და მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაადენინა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ შეურაცხად პირს. აქაც წამქეზებელმა შეცდომა დაუშვა.
მიუხედავად ამისა იგი პასუხს აგებს არა მისი სუბიექტური წარმოდგენიდან გამომდინარე,
როგორც დანაშაულის წამქეზებელი, არამედ ობიექტური თეორიის მიხედვით, როგორც
შუალობითი ამსრულებელი, ხოლო ბიჭის მოქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ა. თავს დაესხა ც.-ს. ც.-მ მოიგერია, ხოლო შემდეგ შურისძიებით მოკლა ა. ამ შემთხვევაში
სახეზე გვაქვს არა აუცილებელი მოგერიება, არამედ განზრახ მკვლელობა ჩადენილი
შურისძიების მოტივით. მოცემულ მაგალითში ც.-მ მოკლა ა. მოკლა მას შემდეგ, როდესაც ა.
თავს აღარ ეხმოდა. აუცილებელ მოგერიებად არ ჩაითვლება ასევე ის შემთხვევა, როდესაც პირი
წინასწარ კლავს იმას, ვისგანაც შესაძლოა განხორციელდეს თავდასხმა.
ა. გადაძვრა ბ.-ს ბაღში ვაშლის მოსაპარად. ბ.-მ მოკლა ა. ამ შემთხვევაში ა.-ს მოქმედება (ვაშლის
მოპარვა) წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას მაგრამ არ იყო რეველანტური,
ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთე, ამდენად ბ. დაისჯება განზრახ
მკვლელობისთვის.
ა. თავს ესხმის ც.-ს გაუპატიურების მიზნით. ა.-ს კლავს ც., ან მის დასახმარებლად მისული ბ. ამ
შემთხვევაში ც.-ს და ბ.-ს მოქმედებები მართლზომიერია, ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა
თავდასხმისას არ გვაქვს.
ა.-მ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ც.-ს. ც. აღმოჩნდა მძიმე პირობებში და თავის დახსნის
მიზნით მოკლა ა.. მოქმედება აქაც მართლზომიერია, მაგრამ თუ პირი ოთახში ჩაკეტეს მცირე
ხნით, სადაც აუტანელი პირობები არ არის, ამ შემთხვევაში მოკვლა არ იქნება მართლზომიერი.
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შევაფასოთ ჰქონდა თუ არა ადილი თავდაცვის აშკარა
შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
პირმა სუპერმარკეტიდან მოიპარა ორი ცალი ვაშლი და შეეცადა გაქცევას. იქვე მყოფმა
მოქალაქემ მისი შეჩერების მიზნით დანა ამოიღო და ფეხში დაარტყა ქურდს. ამ შემთხვევაში
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე აშკარად არ შეესაბამება დამკავებლის მიერ განხორციელებულ
ქმედებას და იგი დანაშაულის შეპყრობის ნორმას ეწინააღმდეგება.
უკიდურესი აუცილებლობა: (მუხლი 30)
ა.-ს თავს დაესხა მეზობლის ხარი და უპირებს რქებზე წამოგებას. ა.-მ ხარი მოკლა. ამისათვის ა.
სამოქალაქო წესით პასუხს არ აგებს.
ქარხნის აფეთქება გარდაუვალია. არის ორი ღილაკი. ერთზე დაჭერისას იგი გადარჩება,
მეორეზე დაჭერისას აფეთქდება. ა.-მ გასწია რისკი და ერთ-ერთ ღილაკს დააჭირა ხელი შენობა
აფეთქდა. მიუხედავად შენობის აფეთქებისა, რისკი იქნება გამართლებული, ვინაიდან სხვა
გამოსავალი არ არსებობდა. ამ შემთხვევაში ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია.
დაზარალებულის თანხმობა:
ა-მ. გადაწყვიტა ცხვირის ოპრეციის გაკეთება. ოპერაციის შემდგომ მას თავისი გარეგნობა არ
მოეწონა და ექიმ ბ-ს. უჩივლა სასამართლოში. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ბ-ს. მოქმედებაში
ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა (ა-ს სახის განზრახ დამახინჯება). თუ
სასამართლომ გამოარკვია, რომ ბ-მ. ოპერაცია სწორად გააკეთა ანუ სამედიცინო წესების
სრული დაცვით და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია დაემახინჯებინა ა-ს. სახე, იგი პასუხს
არ აგებს მართლწინააღმდეგობის გამო, იმის მიუხედავა, რომ ა-ს. არ მოეწონა თავისი
გარეგნობა ოპერაციის შემდეგ (დაზარალებულის თანხმობა)
სავარაუდო თანხმობა:
მოვალეობათა კოლიზია:
ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ
ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. ანუ ბრალი არის გაკიცხვა და არა პირის
ფსიქიკური დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ე. ი. ბრალი მხოლოდ მაშინ
არსებობს, როცა მოსამართლე დაადგენს პირის ბრალეულობას. გამოძიებაში პირისათვის
ბრალდების წაყენება არის მხოლოდ ვარაუდი, რომ ბრალდებულს მოსამართლე
სამართლებრივად გაკიცხავს.
იმისათვის, რომ დადგინდეს პირს ფსიქიკური დაავადების დროს აქვს ჩადენილი თუ არა
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, აუცილებელია დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
სასამართლოს შეუძლია შეურაცხის მიმართ გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი
ღონისძიება.
ნავზე იმყოფება ორი პირი. ორივეს გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება. ასეთ ვითარებაში, თუ
ერთი გადაირჩენს თავს მეორის წყალში გადაგდებით გვექნება ბრალის გამომრიცხველი
გარემოება, რადგან ორივე დასაღუპად იყო განწირული.
სასჯელის სახებია:
ა) ჯარიმა
დ) გამასწორებელი სამუშაო.
ვ )თავისუფლების შეზღუდვა.
ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
ი) ქონების ჩამორთმევა.
ჯარიმა არის ფულადი გადასახადი. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. ჯარიმის
მინიმალურ ოდენობასთან მიმართებაში არსებობს გამონაკლისიც - იმ შემთხვევაში, თუ ამ
კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ
წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
(53-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლი) დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული ეთნიკური ან
სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ანუ
სიძულვილის, მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით
გათალისწინებულუი ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
პირმა 2002 წლის 10 ივნისს ჩაიდინა ქურდობა (177-ე მუხლის პირველი ნაწილი) ამ მუხლის
პირველი ნაწილის მაქსიმალური სასჯელია 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ
დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. იმ შემთხვევაში თუ ეს პირი 2008 წლის
10 ივნისამდე არ მიეცემა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში, შემდეგ პერიოდში ამავე
დანაშაულისთვის მას ბრალი ვეღარ წაეყენება.
სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება (მუხლი 72)
ამინისტია: (მუხლი77)
შეწყალება(მუხლი 78)
ნასამართლობა გაქარწყლდება:
o ჯარიმა
o შინაპატიმრობა
o საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
o საზოგადოებითვის სასარგებლო შრომა
o თავისუფლების შეზღუდვა
o ვადიანი თავისუფლების აღკვეთა