You are on page 1of 11

არასრულწლოვანთა გამოკითხვა - სამართლებრივი ნორმები და პროცესის

დაგეგმვა

2016 წლის ქართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, დაკითხვისა და


გამოკითხვის პროცესი შემდეგნაირად რეგულირდება:

მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა

1. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით


გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
2. არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის
თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის
მონაწილეობაც. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური
ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან
ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული
ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება).
3. 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს,
გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის
პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას,
თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის
და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების
თაობაზე.
4. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად
მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა
გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური
ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად
შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის
აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.
5. არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
6. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით
არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე
საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.
7. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი
კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საჭიროებისამებრ,
უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც.
8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი
წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების
ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი მოწმე გადახდისუუნაროა, მას
უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
9. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი
უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის/არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ
წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე
დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები
მოითხოვს.
10. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი
დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ
არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მოძალადე მშობლის
(მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.

ფსიქოლოგის მონაწილეობას არასრულწლოვანთა გამოკითხვის პროცესში შემდეგი


სამართლებრივი საფუძველი გააჩნია

 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლი 21-ის მიხედვით: არასრულწლოვანთა


მართლმსაჯულების პროცესში კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
სპეციალიზებული ფსიქოლოგი.

 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლი #23- ის მიხედვით -


o მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო
მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი
კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს,
საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება
აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას - მოსამართლის, ხოლო
გამოძიების სტადიაზე - ბრალდების მხარის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო
მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის
საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
(ამკ. მ.23, პ.1.)

 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლი 29 -განმარტავს -


o არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში,
საქმის სასამართლოში განხილვისას - მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე - ბრალდების
მხარე უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში
ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და
საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას (ამკ.მ.23, პ.2.2)

 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის 8-ე ნაწილში მითითებულია, რომ:


o საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი
კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საპროცესო მოქმედების
განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი
აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის
ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი დაზარალებულის
სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი (ამკ. მ.52/პ.8).

 არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი,


არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფსიქოლოგის
მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის
დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას (ამკ. მ.52მ. პ.3).

 საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი


კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს,
საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს,
ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საპროცესო მოქმედების
განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს
არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ
მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმის სურვილის შემთხვევაში, ესწრება
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი (ამკ. მ.52მ./პ.9).
კანონიერი წარმომადგენელის/მეურვის მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედების
პროცესში

საერთაშორისო სამართლის ნორმების (კერძოდ, პეკინის წესების) თანახმად,


მშობლებს ან მეურვეს აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში
და ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მათი დასწრება
არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ხელისუფლების
კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია უარი უთხრას მათ ასეთ მონაწილეობაზე, თუ არის
საფუძველი ვარაუდისა, რომ ეს აუცილებელია არასრულწლოვანის ინტერესებიდან
გამომდინარე. სახელმწიფოთა უმეტესობა არა მხოლოდ უშვებს მშობლების ან
მეურვის დასწრებას, არამედ მოითხოვს, რომ პოლიციის მიერ ბავშვის ნებისმიერი
დაკითხვის ჩატარებას დაესწრონ მშობლები ან სხვა სათანადო უფროსი. პრაქტიკაში,
მშობლის დასწრების უფლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მშობელს ეცნობა
ვითარების შესახებ და ეძლევა საკმარისი დრო, რომ მივიდეს დაკითხვის ადგილზე.
მიზანშეწონილია, რომ მშობლებს მიეცეთ გარკვეული პერიოდი პოლიციაში
მისასვლელად და დაკითხვა არ დაიწყოს მათ მისვლამდე. თუ მშობელი ვერ ახერხებს
გონივრულ ვადაში მისვლას დაკითხვაზე, ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება, უარს
აცხადებს დასწრებაზე, ბრალად ედება იმავე დანაშაულის ჩადენა, ან მშობლის
დასწრება უადგილოა, ბავშვისათვის უნდა მოხდეს ალტერნატიული უფროსის
მოძიება. საუკეთესო შემთხვევაში ეს უნდა იყოს ნათესავი ან ოჯახის ახლო მეგობარი,
თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ზოგიერთ სახელმწიფოში
არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ კვალიფიციური ადამიანების
ბაზის შექმნას, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებულნი ამ ამოცანის
შესასრულებლად, ზოგჯერ მათ იცნობენ, როგორც „სათანადო უფროსს” ან
“პასუხისმგებელ უფროსს”. იმ შემთხვევაში, თუ ამ მიზნით მომზადებული ადამიანები
არ არსებობენ, დასაშვებია მასწავლებლის ან სოციალური მუშაკის დასწრება.
კანონმდებლობა ასევე უნდა შეიცავდეს პირობას, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ
ვინ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო პირად მშობლის არარსებობის შემთხვევაში, და
ყველა ტრენინგს, რომლის გავლაც საჭირო იქნება ასეთი პირებისთვის. ქართულ
სისტემაში, პირს, რომელიც კანონიერ წარმომადგენელს (მშობელს და ახლო ნათესავს)
ანაცვლებს, ეწოდება საპროცესო წარმომადგენელი და ის, როგორც წესი, სოციალური
მუშაკია. მშობლის თანდასწრება ემოციურ მხარდაჭერას გაუწევს ბავშვს და
უზრუნველყოფს, რომ ის მარტო არ დაუპირისპირდეს ისეთ ვითარებას, რომელიც,
სავარაუდოდ, ძალიან სტრესული იქნება მისთვის მარტო ყოფნის შემთხვევაში. ასევე,
მშობლის დასწრების ერთ-ერთი მიზეზი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვმა
გაიგოს ნათქვამი, როგორც შინაარსის, ისე ენის თვალსაზრისით, და რომ მას მიეცეს
საკუთარი მოსაზრებების ნათლად გამოხატვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ
ბავშვებს შეუძლიათ სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა, ისინი, მათი ასაკიდან
გამომდინარე, უფრო მეტად ექვემდებარებიან ოფიციალური პირების მხრიდან
ზეწოლას და, ამგვარად, შეიძლება წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება
იყოს არასაიმედო, დეზინფორმაციულ ან თვითმამხილებელი. იმაში
დასარწმუნებლად, რომ ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება ნებაყოფლობითია და არა
იძულებითი, მშობელი ან სხვა სათანადო უფროსი ყოველთვის უნდა ესწრებოდეს
ბავშვის დაკითხვას დანაშაულთან დაკავშირებით. კანონი უნდა ადგენდეს მშობლის
ან სხვა სათანადო უფროსის როლს. აგრეთე, პოლიციას უნდა დაეკისროს
მშობლისათვის პოლიციაში დაკითხვის მსვლელობისას მისი როლის გაცნობის
ვალდებულება. მშობელი ან სათანადო უფროსი უნდა იყოს ინფორმირებული იმის
თაობაზე, რომ ის არა მარტო უბრალო დამკვირვებელივით უნდა იქცეოდეს, არამედ:

 მისცეს რჩევები ბავშვს, რომელსაც კითხავენ;


 დააკვირდეს, სწორად და სამართლიანად ტარდება თუ არა დაკითხვა;
 ხელი შეუწყოს იმ ბავშვთან კომუნიკაციის დამყარებას, რომლის დაკითხვაც
მიმდინარეობს.

ზოგიერთ ქვეყანაში კანონი მოითხოვს, რომ მშობლების ან მეურვეების გარდა, ბავშვის


დაკავების შესახებ მოხდეს სოციალური სამსახურების ინფორმირებაც. ეს იძლევა
ადრეული ჩარევის სამუშაოების განხორციელების საშუალებას და შეიძლება ხელი
შეუწყოს მულტიდისციპლინური მიდგომის დანერგვას ბავშვის დანაშაულებრივ
ქცევასთან დაკავშირებით.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით,


მშობლის ფუნქციას გამოკითხვის პროცესში ასრულებს სოციალური მომსახურების
სააგენტოს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი, რომელსაც აქვს საპროცესო
წარმომადგენლის სტატუსი. საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა ხდება რამდენიმე
გარემოების არსებობის შემთხვევაში:

 ბავშვი იმყოფება სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ;


 მშობელი პროცესში მონაწილე მხარეა (ბრალდებული, მოწმე ან
დაზარალებული);
 მშობელი დაინტერესებული მხარეა ან სხვა თვალსაზრისით არღვევს ბავშვის
საუკეთესო ინტერესს;
 მშობელი უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე.
არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესზე დამსწრე სხვა პირთა საკითხს
განსაზღვრავს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისთვის საუკეთესო
ფსიქოლოგიური ინტერესებს და ამიტომ გამომძებელს უტოვებს გადაწყვეტილების
თავისუფლებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის მაგალითად, ფსიქოლოგის
ჩართულობა და კანონიერი წარმომადგენლის არჩევა. დამსწრე პირებთან
დაკავშირებული უმთავრესი საკითხი მათი რაოდენობაა. საუკეთესო შემთხვევაში,
გამოკითხვას უნდა ესწრებოდეს ადამიანთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობა. დამსწრე
პირთა რაოდენობის გაზრდა, ამცირებს ბავშვის უსაფრთხოებისა და ნდობის განცდას
საგამოძიებო პროცესის მიმართ. აუცილებელია, რომ ყველა დამსწრე პირს ბავშვი
იცნობდეს და ინფორმირებული იყოს მათი იქ ყოფნის საჭიროების შესახებ. დამსწრე
პირთა ჯგუფში წამყვანი კომუნიკატორი უნდა იყოს მაქსიმუმ ორი პიროვნება
(გამომძიებელი ან/და ფსიქოლოგი). განმეორებითი დაკითხვის აუცილებლობის
შემთხვევაში, სასურველია, რომ დამსწრე პირთა შემადგენლობა არ შეიცვალოს, რათა
ბავშვს არ დასჭირდეს უცხო სიტუაციასთან ადაპტაცია, რაც შეაფერხებს ინფორმაციის
მიღების პროცესს. სასურველია, თუ ბავშვს მივცემთ არჩევანის საშუალებას კანონიერი
წარმომადგენელთან დაკავშირებით, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ პირი,
რომელიც ესწრება გამოკითხვას, არ აფერხებს ბავშვს გულწრფელად საუბარში.
შესაძლებელია, ჩვენ ვიფიქროთ, რომ მშობლის ან უახლოესი ნათესავის დასწრება
ბავშვისათვის ყველაზე კომფორტული იქნება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ
უახლოესი ადამიანების თანდასწრებით უჭირთ ბავშვებს მძიმე გამოცდილებაზე
საუბარი. განსაკუთრებით, ეს ეხება სექსუალური ძალადობის შემთხვევებს. ასეთ
დროს, გასათვალისწინებელია დამსწრე პირთა გენდერული შემადგენლობაც.
პრაქტიკული გამოცდილებით, ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ თავისივე სქესის
წარმომადგენელთა დასწრებას.

რადგან არასრულწლოვნის გამოკითხვაზე ფსიქოლოგის დასწრების საკითხს


გამომძიებელი წყვეტს, ამისთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა როლი აკისრია
ფსიქოლოგს ამ პროცესში. ფსიქოლოგთან დაკავშირებით ორი გავრცელებული
არასწორი მოლოდინი არსებობს, 1. ფსიქოლოგი სწრაფად და აუცილებლად
მოიპოვებს ბავშვის ნდობას და მიიღებს ინფორმაციას და 2. ფსიქოლოგი გააკეთებს
დასკვნას, სიმართლეს ამბობს თუ არა ბავშვი. ფსიქოლოგიაში, ისევე როგორც სხვა
პროფესიებში მრავალი მიმართულება არსებობს, ამიტომ ნებისმიერი ფსიქოლოგი არ
შეიძლება იყოს სპეციალიზირებული ბავშვის განვითარებისა და მით უფრო,
გამოკითხვის საკითხებში. ყველა სპეციალიზებულ ფსიქოლოგსაც არ შეუძლია ყველა
ბავშვთან დაამყაროს სანდო კომუნიკაცია და მიიღოს ინფორმაცია. ფსიქოლოგი,
როგორც დარგის ექსპერტი, გამომძებელს დაეხმარება სწორი საკომუნიკაციო თემის
შერჩევაში, მარტივი ლექსიკისა და სათანადო გარემოს უზრუნველყოფაში, მაგრამ ეს
ყოველთვის არ არის ინფორმაციის მიღების გარანტია. რაც შეეხება მეორე არასწორ
მოლოდინს, სავარაუდო სიცრუისა და ჭეშმარიტების შესაფასებლად საჭიროა
ხანგრძლივი დაკვირვება, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით. ფსიქოლოგს
შეუძლია გამომძიებელს უთხრას, ასაკობრივი კანონზომიერებებიდან გამომდინარე
რა ტიპის ინფორმაციის, როგორი ფორმით გადმოცემაა ბავშვისაგან მეტად
მოსალოდნელი, მაგრამ ვერ გააკეთებს ერთმნიშვნელოვან დასკვნას სიცრუისა და
ჭეშმარიტების შესახებ. ფსიქოლოგი გამოკითხვის პროცესში მუშაობს როგორც ბავშვის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და ასევე, გამომძიებელის
მხარდასაჭერად.

ფსიქოლოგი ბავშვს ეხმარება :

1. უცხო გარემოსთან ადაპტაციაში,


2. სტრესისა და შფოთვის შემცირებაში,
3. ახდენს მის ინფორმირებას პროცესის მიზნებთან და საჭიროებებთან
დაკავშირებით,
4. განუმარტავს დასმული შეკითხვის მიზანს,
5. ახდენს შეკითხვების ფორმულირებას მისთვის გასაგები ენით.

ფსიქოლოგი გამომძიებელს ეხმარება:

1. მოლოდინების განსაზღვრაში (რა ტიპის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი


განვითარების ამ ეტაპზე მყოფი ბავშვისაგან),
2. ნეიტრალური თემის შერჩევასა და ნდობის მოპოვებაში (ასაკობრივი და
ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით);
3. შეკითხვების სწორად ფორმულირებაში;
4. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, შესვენების, გამოკითხვის შეწყვეტის ან
განმეორებითი გამოკითხვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
გარემო და გამოკითხვის პირობები

არასრულწლოვნის გამოკითხვისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს


მოწყობა ბავშვის განვითარების სპეციფიკურ მახასიათებლების ცოდნა და
გათვალისწინება აუცილებელია ბავშვის გამოკითხვის პროცესის სწორად
წარმართვისათვის. ამ საკითხების განხილვის გარეშე, შეუძლებელია მივაღწიოთ
გამოკითხვის/დაკითხვის ცენტრალური მიზნებს, რომელიც ამომწურავი და ზუსტი
ინფორმაციის მიღებას გულისხმობს. გამოკითხვის პროცესის ადმინისტრირებასა და
მენეჯმენტზე პასუხისმგებელმა პირმა, არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, უნდა
მიიღოს სიტუაციის მართვის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს
როგორც ბავშვის, ასევე გამოძიების საუკეთესო ინტერესებს.

არასრულწლოვნის გამოკითვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა იწყება


ფიზიკური გარემოს მოწყობით. არსებული მდგომარეობით, პოლიციის ყველა
განყოფილება არ არის აღჭურვილი არასრულწლოვნის გამოკითხვისთვის საჭირო
სივრცით, თუმცა გამომძიებლები მაინც უზრუნველყოფენ იზოლირებულ სივრცეს.
უპირველესი რეკომენდაცია ეხება ბავშვის გამოკითხვისთვის ცალკე ოთახის
უზრუნველყოფას. ხალხმრავალ გარემოში არასრულწლოვნის გამოკითხვა ხელს
გვიშლის ბავშვის ნდობისა და შესაბამისად, ინფორმაციის მოპოვებაში, რადგან ის
გრძნობს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა
დარღვეულია. გარდა ამისა, ხალხმრავალი გარემო, ხელს უშლის ყურადღების
კონცენტრაციას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ინფორმაციის აღდგენა. გაეროს
ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის
სივრცე რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:

 მნიშვნელოვანია, რომ ოთახს ქონდეს მხოლოდ ერთი შესასვლელი და იყოს დღის შუქით
განათებული;
 სასურველია თუ ოთახს ექნება ფანჯარა. ფანჯარა ოთახის იმ მხარეს უნდა იყოს
განთავსებული, საითაც ნაკლები ხმაურია;
 ოთახი უნდა იყოს ნათელ ფერებში, მაგრამ არც ძალიან მრავალფოვანი/ჭრელი;
 მნიშვნელოვანია, რომ ოთახი არ იყოს გადატვირთული ავეჯით, სურათებით, სათამაშოებით
და სხვა დეკორაციით;
 ოთახში არსებული ვიდეო თვალი არ უნდა იყოს განთავსებული ძალიან თვალშისაცემ
ადგილზე;
 კომპიუტერი, ტელევიზორი, ვიდეოთამაშები და სხვა მაღალ-სტიმულირებადი მატერიალები
იწვევს ყურადღების გაფანტვას, ამიტომ სასურველია არ განათავსოთ ისინი ოთახში;
 ოთახი, პირობითად, იყოფა ორ ნაწილად: ინტერვიუს სივრცე და განსატვირთი სივრცე.
ინტერვიუს სივრცეში განლაგებულია მაგიდა და სკამები, ხოლო განსატვირთ სივრცეში -
რბილი დასაჯდომები, ხალიჩა, სათამაშოები, წიგნების თარო და ა.შ.
 მნიშვნელოვანია, რომ სივრცე იყოს ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე
ბავშვებისთვის.
 ოთახის ავეჯით მოწყობისას გასათვალისწინებელია, რომ არ შეიქმნას ფორმალური სივრცე,
თუმცა ინტერვიუირების ოთახი არ უნდა ტოვებდეს მეტად არაფორმალური და გასართობი
გარემოს შთაბეჭდილებას;
 ავეჯი უნდა იყოს ბავშვის ზომის შესაბამისი;
 სასურველია, ოთახში განვათავსოთ რბილი ავეჯი, როგორც ბავშვის, ასევე გამომკითხველისა
და დამსწრე პირებისათვის. ასევე, მრგვალი და არა ოთხკუთხედი მაგიდა (ბავშვი და
გამომძიებელი ერთმანეთის გვერდით, დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხით განთავსდებიან
და არა მაგიდის ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს);
 წიგნების კარადა, სათამაშოები, ხალიჩა უნდა განთავსდეს ოთახის მეორე ნახევარში, მაგიდისა
და სკამებისაგან მოშორებით.
 რამდენიმე რბილი სათამაშო (ცხოველები ან მულტიპლიკაციური გმირები), რომლებიც
განთავსებულია ოთახის მეორე ნაწილში და გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში;
 რამდენიმე წიგნი სხვადასხვა ასაკის ბავშვის განვითარების დონის შესაბამისად;
 სასურველია, მაგიდასთან ახლოს ხელმისაწვდომი იყოს სახატავი ფურცლები, ფერადი
ფურცლები, ფანქრები, ფერადი ჩხირები, ფერადი „სტიკერები“ და სხვა მსგავსი მატერიალები

ამერიკული მოდელი - ბავშვთა ადვოკატირების ცენტრები (Children Advocacy Centers)


ევროპული მოდელი - ბავშვზე მორგებული გარემო
ისლანდიური ბავშვთა სახლი (Barnahus)

რაც შეეხება, ბავშვის ჩვენების ჩაწერას, ამ მხრივ პრაქტიკაში მნიშვნელოვან


პრობლემებს ვაწყდებით. როგორც წესი, ბავშვი ჯერ ყვება ინფორმაციას და
დამსწრეები ისმენენ, შემდეგ კი გამომძიებელი იწყებს ჩვენების ჩაწერას, რის გამოც,
პრაქტიკულად, განმეორებით უწევს ბავშვის გამოკითხვა. პარალელურადაც რომ
მოხდეს ნაამბობის ჩაწერა, გამომძიებლისათვის ძალიან რთულია, ერთდროულად
მოისმინოს, დამახსოვროს, მომდევნო შეკითხვაზე იფიქროს და ჩაიწეროს. ამის გამო,
ხშირად, გამომძიებელი ბავშვის ნაამბობს საკუთარი სიტყვებით ინტერპრეტაციას
უკეთებს და ამ სახით შეაქვს ოქმში. გამოკითხვის დუბლირება და სახეშეცვლილი
ინფორმაციის დაფიქსირება თავიდან რომ ავირიდოთ, საჭიროა, უზრუნველვყოთ
დამხმარე პირის არსებობა, რომელიც ბავშვისა და გამომძიებლის საუბრის
პარალელურად ჩაიწერს ბავშვის ნაამბობს, პირველადი ფორმის შენარჩუნებით.
მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო შემთხვევებში, აღნიშნული პრობლემა
დარეგულირებულია ვიდეოჩანაწერის არსებობით.

დაკითხვის/გამოკითხვის დროის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს


ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე. დრო ისე უნდა
შეირჩეს, რომ მინიმალურად შეიცვალოს ბავშვის დღის რეჟიმი (ჭამის დრო, ძილის
დრო და ა.შ). ასევე, სასურველია, რომ არ გახდეს საჭირო ბავშვის გამოყვანა სკოლიდან
ან სხვა ყოველდღიური აქტივობებიდან მისი გამოთიშვა, რადგან მათი არყოფნა
შესამჩნევი იქნება და დაეჭვებას გამოიწვევს.

დაკითხვის ხანგრძლივობა ასევე მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა


საქმეებთან დაკავშირებით. ეს საკითხი პროცესუალურად რეგულირებულია, თუმცა
ფსიქოლოგების რეკომენდაციით, დაკითხვის/გამოკითხვის ხანგრძლივობა უნდა
განისაზღვრებოდეს ბავშვის ასაკიდან გამომდინარე. მცირეწლოვანი ბავშვების
ყურადღების კონცენტრაციის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა და განისაზღვრება
რამდენიმე წუთით, ამიტომ მათი დაკითხვის/გამოკითხვის პროცესში აუცილებელია
ხშირი შესვენებების გამოყენება. მოზარდების შემთხვევაში შესაძლებელია
დაკითხვის/გამოკითხვის დროის უფრო გახანგრძლივება და შესვენებების
რაოდენობის შემცირებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, დაკითხვა/გამოკითხვა არ უნდა
გაჭიანურდეს, როცა უკვე ბავშვი დაღლისა და სტრესის ნიშნებს ავლენს. ეს ნიშნები,
ძირითადად, ყურადღების გაფანტვის, პასუხების შემოკლების ან შემცირების,
მოძრაობის გახშირების ან პირიქით მოდუნების სახით ვლინდება. კარგი იქნება, თუ
ბავშვსაც და დამკითხველსაც/ გამომკითხველსაც ექნებათ მიახლოებითი წარმოდგენა
გამოკითხვის ხანგრძლივობაზე. ბავშვისთვის სასარგებლოა იმის ცოდნაც, თუ
დაახლოებით როდის ექნება შესვენება.

You might also like