You are on page 1of 2

25.11.

2022 მარამ გაბაიძე

კაზუსის ამოხსნა

მოცემული კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგის, ნიკოლოზისა და დავითის


სამართალწარმოებაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის
ნორმები გავრცელდება, რადგან თითოეული მათგანი კანონთან კონფლიქტში
მყოფი არასრულწლოვანია.
არასრულწლოვანა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლი განმარტავს, რომ
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილნი არიან უფასო იურიდიული
დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი
ადვოკატი. შესაბამისად, ადვოკატთან დაკავშირებული ულტიმატუმის წამოყენების
ნაწილში დარღვევა ფიქსირდება გამომძიებლის მხრიდან, ვინაიდან
არასრულწლოვანი უპირობოდ სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარებით.
დარღვევა ფიქსირდება ასევე გამომძიებლის მიერ დაკავებულთა მშობლების
ინფორმირებსას, რადგანაც 49-ე მუხლი განმარტავს, რომ არასრულწლოვნის
დამკავებელმა პირმა, გამომძიებელმა, არასრულწლოვნის სამართალდამცავ
ორგანოში მიყვანისთანავე მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა აცნობოს
არასრულწლოვნის დაკავების შესახებ და განუმარტოს დაკავების მიზეზი. გარდა
ამისა, ნიკოლოზის მშობელთან ვერ დაკავშირების შემდეგ, კვარაცხელია
ვალდებული იყო ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოსთვის.
საინტერესოა ისიც, დაცულია თუ არა არასრულწლოვანი მოწმის ღონისძიებები.
52-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელ კვარაცხელის არ ჰქონდა უფლება 22:30
საათზე ეწარმოებინა 16 წლის არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვა, რადგანაც
52-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი არ შეიძლება
გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე. აქვე, უსაფუძვლოა
კვარაცხელიას უარი აღნიშნულ არასრულწლოვნის მიერ ადვოკატის მოთხოვნაზე .
ხაზგასასმელია, რომ საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი
გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი უნდა
ესწრებოდეს. ასევე, არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს უფლება აქვს,
საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი.
კაზუსში იკვეთება ისიც, რომ პროკურორის მიერ, პირველ რიგში, არ არის
განხილული განრიდება. 38-ე მუხლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში,
განიხილება განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა
25.11.2022 მარამ გაბაიძე

განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი


დანაშაულის თავიდან აცილებას.
რაც შეეხება პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენას,
არასრულწლოვანთა დაკავება 15 ნოემებერს ხორციელდება, პროკურორი კი
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს 17 ნოემბერს წარუდგენს. დაცულია 53-ე მუხლით
გათვალისწინებული ვადა, არაუგვიანეს 48 საათის შესახებ, თუმცა მას
შეძლებისადგვარად მალე, ესე იგი, 4-5 საათით ადრე უნდა განეხორციელებინა
აღნიშნული ქმედება.

You might also like