You are on page 1of 1

კაზუსი

2022 წლის 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, პოლიციამ დააკავა 17 წლის გიორგი კაკავა.
დაკავება განახორციელა გამომძიებელმა კაკალაშვილმა შემთხვევის ადგილზე,
კაკავას მიერ დანაშაულის (ქურდობის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას
ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას) ჩადენისთანავე.

დაკავებულთან პირველივე კომუნიკაციისას გაირკვა, რომ ბრალდებული სათანადოდ


არ ფლობდა ქართულ ენას. კაკავამ მოითხოვა ადვოკატი და მისი დაკავების შესახებ
შეტყობინება ოჯახისთვის. გამომძიებელმა კაკალაშვილმა კაკავას განუმარტა, რომ მას
არ ჰქონდა გავლილი არასწრულოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია და
ადვოკატით და კანონიერი წარმომადგენლით უზრუნველყოფდა კაკავას საგამოძიებო
ორგანოში მიყვანისთანავე.

საგამოძიებო ორგანოში კაკავას მიყვანისთანავე, მისი საქმე გადაეცა გამომძიებელ


ნასყიდაშვილს, რომელსაც გავლილი ჰქონდა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში. კაკალაშვილი და ნასყიდაშვილი შეთანხმდნენ, რომ
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აღნიშულ საქმეზე ერთობლივად
გააგრძელებდნენ. შეთანხმების შესაბამისად, ნასყიდაშვილმა დაიწყო კაკავას
გამოკითხვა, ხოლო კაკალაშვილმა ამოცნობის ჩატარება დაზარალებულის - 16 წლის
ნიკოლოზის მონაწილეობით.

კაკავამ კვლავ მოითხოვა გამოკითხვისას ადვოკატით და კანონიერი


წარმომადგენლით უზრუნველყოფა. მისი მოთხოვნა ამჯერად დაკმაყოფილდა, თუმცა,
მხოლოდ ადვოკატის ნაწილში. კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირებით
ნასყიდაშვილმა ბრალდებულს განუცხადა, რომ მისი მონაწილეობა აღარ იყო
აუცილებელი, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ადვოკატი.

კაკავას გამოკითხვის პარალელურად, მიმდინარეობდა ამოცნობის პროცესი.


დაზარალებულის მოთხოვნით ამოცნობაში მონაწილეობას იღებდა მისი მშობელი -
დედა, რომელიც საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ
ჩაერთო ამოცნობის პროცესში. მიუხედავად ნიკოლოზის მოთხოვნისა, კაკალაშილმა
ამოცნობაში მონაწილეობა არ მიაღებინა ნიკოლოზის ადვოკატს იმ მოტივით, რომ არ
იყო სავალდებულო კანონით.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაკავებული კაკავა მოათავსეს


დროებითი მოთავსების იზოლატორში ამავე საქმეზე დაკავებულ სრულწლოვან - 20
წლის იაკობთან ერთად. კაკავას ადვოკატმა გამომძიებელთან დააყენა
შუამდგომლობა მისი ცალკე ოთახში გადაყვანის შესახებ, თუმცა, გამომძიებელმა
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ კაკავა მოთავსებული იყო არა
სხვა, არამედ იმავე საქმეში ბრალდებულთან ერთად, რასაც კანონი არ კრძალავს.

დაკავებიდან 30-ე საათზე, პროკურორმა (რომელსაც გავლილი ჰქონდა


სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში), შუამდგომლობით
მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

შეაფასეთ პროცესის მონაწილეთა ქმედებები/გადაწყვეტილებები

You might also like