You are on page 1of 3

1.

საპარლამენტო არჩევნები
 პარტიების რეგისტრაციაში გატარება ხდება ცენტრ .საარჩევნო კომისიის
მიერ. იწყება 1 თებერვალს და გრძელდება არა უგვიანეს 1 ივნისისა.
პარტიამ კომისიას უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელი პირის ხელმოწერილი
განცხადება. ამავე განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პარტიის
სახელწოდება, ხელმძღვანელის ვინაობა, კანდიდატთა პირადი მონაცემები
და მათი უფლებამოსილებები.

 პარტიამ კომისიას 15 დღეში უნდა წარუდგინოს სულ ცოტა 5კ ამომრჩევლის


სია. ამის შემდეგ პარტიის მიერ წარდენილი ინფორმაცია მოწმდება
კომისიის მიერ და რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის
თავმჯდომარე, რომელსაც თავის მხრივ აქვს ვალდებულება
გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე აცნობოს პარტიას
გადაწყვეტილების შესახებ. საარჩევნო სუბიექტს /პარტიას ენიჭება რიგითი
ნომერი, წინა საპარლამენტი არჩევნებისას რაც ჰქონდათ, ან აირჩიონ
ახალი, გაუნაწილებელი.

2. საჩივარი
 საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი განცხადეა საჩირის სახით .
იგი ძირითადად შეიძლება ეხებება საარჩევნო კანონის დარღვევას. საჩივრის
მიღება ხდება მისი რეგისტრაციით. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება
საჩივრის მიღების თარიღი. კომისია ვალდებულია განიხილოს ეს საჩივარი და
მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუ იგი ვადის დაცვითაა შეტანილი .
მიღებული გადაწყვეტილება მეორე დღესვე უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

კომისიას ასევე აქვს უფლება არ განიხილოს საჩივარი, დამსწრეთა ორი მესამედის


გადაწყვეტილებით
3. საპრეზიდენტო

 პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო


კოლეგია. ერთი დაიგივე პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.. საქართველოს
პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების
ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. მორიგ არჩევნების თარიღს
ნიშნავს პარლამენტი 60 დღით ადრე. თუ იგი ემთხვევა საომარ ვითარებას,
თარიღის განსაზღვრა ხდება 45 დღის შემდეგ. არჩევნების დანიშვნის შესახებ
ცნობა უნდა გამოქვეყნედეს პარლამენტის და ცესკოს ოფიციალურ გვერდზე ,
არაუგვიანეს მეორე დღისა. ცესკო განკარგულებით ამტკიცებს დაკავშირებულ
ვადებს.

 საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის


სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე , ან
ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. არჩევაზე
დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს და ა.შ .

 თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა,


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის
გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში
საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ
კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით ,
თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე
დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად .

 საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო


არჩევნების დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს
პარლამენტის სასახლეში იმართება.

4. მერის არჩევნები
 მერის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო
ოლქია.აქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისათვის
თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, ერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო
უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც
საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს
30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისად
რეგისტრირებულ პარტიას.

 მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი


საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.8.
მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია :ა )
კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ
განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა
ხელმოწერებით;ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც
დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით;გ) 2 ფოტოსურათი;დ)
კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

 მერის არჩევნების შედეგებს აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო


კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს აჯამებენ
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები და ადგენს ცესკო. რჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

 თუ მერის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა ,


ინიშნება მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2
კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე
მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი
საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა
თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს
კანდიდატი მონაწილეობს.

 მერის არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო პირველი ტურის შედეგების


შეჯამებასთან ერთად. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება მერის
არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.

 არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი,


რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის
ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ
ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა,
გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა
რეგისტრაცია.

 თუ არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს


გაუუქმდა რეგისტრაცია, ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე
ტარდება ხელახალი არჩევნები. არჩევნების თარიღს ნიშნავს ცესკო
ზემოაღნიშნული ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.

You might also like