You are on page 1of 25

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო

პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ


ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან


გასაუბრებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი
არსებითი ხასიათის დარღვევებით წარიმართა, რაც გავლენას ახდენს კონკურსის საბოლოო
შედეგებზე და, რომ არა აღნიშნული დარღვევები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე სხვა კანდიდატები იქნებოდნენ წარდგენილი. კერძოდ:

● კანდიდატებთან გასაუბრების სხდომებს წარმართავდა და ამავე პერიოდში საბჭოს მიერ


მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი. აღნიშნული
გარემოება, თავისთავად წარმოადგენს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
ბათილობის საფუძველს.
● გასაუბრების მთელი პროცესის განმავლობაში საბჭოს ცალკეული წევრები ავლენდნენ
კანდიდატების მიმართ არათანაბარ მიდგომებს, რაც მიანიშნებდა კანდიდატების
არაობიექტურ, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების
უგულებელყოფით შეფასებაზე.
● საბჭოს ცალკეული წევრების ობიექტურობას გამორიცხავს რიგ შემთხვევებში
დაფიქსირებული მკაფიო ინეტერსთა კონფლიქტის შემთხვევები, რომლებიც საბჭოს მიერ
არ იქნა თავიდან აცილებული.
● საბჭოს მოსამართლე და რამდენიმე არამოსამართლე წევრი გამუდმებით ავლენდნენ
კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ დაბალ ინტერესს, გამოხატავდნენ აგრესიას
კითხვების დასმის და ორი არამოსამართლე წევრის აქტიურობის მიმართ, რაც ტოვებდა
შთაბეჭდილებას, რომ მათთვის გასაუბრების შედეგებს არ ჰქონდა გადამწყვეტი
მნიშვნელობა კანდიდატების საბოლოო შეფასებისთვის.
● გასაუბრების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა შეუძლებელია
კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით, ვინაიდან
აღნიშნული პროცედურები არ ითვალისწინებს კანდიდატების შეფასების/ნომინირების
დასაბუთებას, ხოლო კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ფარული კენჭისყრით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანდიდატების არაობიექტურად, კომპეტენტურობისა და


კეთილსინდისიერების კონსტიტუციური კრიტერიუმების უგულებელყოფით ნომინირების საქმეში
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული
ხარვეზიანი კონკურსის პროცედურა, რომელიც არასაკმარისად შემზღუდველია და საბჭოს
უტოვებს შესაძლებლობას, კანდიდატები სუბიექტური შეხედულებისამებრ შეარჩიოს. ასეთ
შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსაკუთრებით აძლევს ის გარემოებები, რომ
საბჭოს წევრებს არ უწევთ დაასაბუთონ კანდიდატების ქულებით შეფასება, ხოლო ნომინირების
გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ შეფასების შედეგების მხედველობაში მიღების გარეშე.

შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტული 20


კანდიდატის ნომინირების შესახებ არ დაეფუძნა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების
კონსტიტუციურ კრიტერიუმებს და პარლამენტში ნომინირებული არიან მხოლოდ ის კანდიდატები,

1
რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებული ვიწრო გავლენიანი ჯგუფისთვის არიან მისაღები.
მ​ოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში საჯარო მოსმენის შედეგად იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში დაშვებული დარღვევები და მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები ვერ გამოსწორდება,
რის გამოც პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატები.
შესაბამისად, ერთადერთი კანონიერი და სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება საქართველოს
პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღოს არის - არ აირჩიოს ისინი.
ყველა სხვა გადაწყვეტილება, რამდენად გამჭვირვალე პროცედურითაც არ უნდა იყოს ის
მიღებულია და ვერ უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობას.

დანართი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს


მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენის პროცესის შეფასება

2
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო უშუალოდ დააკვირდა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიზნით კანდიდატების საჯარო მოსმენის
პროცესს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტოს
ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, შეისწავლა საბჭოს მიერ ამავე პერიოდში მიღებული
შესაბამისი გადაწყვეტილებები. ორგანიზაციამ კანდიდატების შესარჩევი კონკურსის
მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის
თვალსაზრისით შეაფასა კონკურსის პროცესი.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რიგი მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც მიანიშნებს


იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირება არ
მომხდარა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კონსტიტუციურ კრიტერიუმებზე
დაყრდნობით, რაც დეტალურად ქვემოთ არის განხილული.  
 
1. საბჭოს სხდომების წარმართვა არაუფლებამოსილი პირის მიერ 
 

კანდიდატებთან  გასაუბრების  პროცესში  საბჭოს  სხდომის  თავმჯდომარის  ფუნქციის  საბჭოს 


წევრის,  დიმიტრი  გვრიტიშვილის  მიერ  განხორციელება  ეწინააღმდეგება  კანონის  მოთხოვნებს. 
კანონის  მოთხოვნების  გათვალისწინებით  და  შექმნილ  ვითარებაში  გიორგი  მიქაუტაძე  უნდა 
გადამდგარიყო  საბჭოს  მდივნის  თანამდებობიდან  (კონკურსში  მონაწილეობის  გამო)  და  საბჭოს 
უნდა  აერჩია  საბჭოს  ახალი  თავმჯდომარე;  ან  საბჭოს  სხდომები  უნდა  წარემართა  საბჭოს 
მდივანს,  გიორგი  მიქაუტაძეს,  რა  შემთხვევაშიც  ის  ვერ  მიიღებდა  კონკურსში  მონაწილეობას 
კანდიდატის სტატუსით.  

1.1. სხდომის მოწვევისა და წარმართვის უფლებამოსილება  

2018  წლის  2  აგვისტოს  თანამდებობიდან  გადადგა  საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  და 


იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარე  ნინო  გვენეტაძე.  აღნიშნული  თარიღის  შემდეგ 
იუსტიციის  უმაღლეს  საბჭოს  თავმჯდომარეობდა  საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე. 2019 წლის 
10  მაისს  გამოცხადებულ  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეების  შესარჩევ  კონკურსში 
კანდიდატის  სტატუსით  მონაწილეობს  საბჭოს  მდივანი  გიორგი  მიქაუტაძე.  ინტერესთა 
კონფლიქტის  გამო  დადგა  კონკურსის  პროცედურებიდან  მისი  აცილების  საკითხი.  გიორგი 
მიქაუტაძის  ინტერესთა  კონფლიქტის  და  აცილების  საკითხი  დეტალურად  არის  განხილული 
ანგარიშის შესაბამის თავში.   

იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივნის  აცილების  შემდეგ  დღის  წესრიგში  დადგა  საკითხი,  თუ  ვის 
უნდა  განეხორციელებინა  საბჭოს  თავმჯდომარის  ფუნქციები.  2018  წლის  2  აგვისტოს  ნინო 
გვენეტაძის  გადადგომის  შემდეგ  საბჭოს  თავმჯდომარის  უფლებამოსილებას  ახორციელებდა 
იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი  გიორგი  მიქაუტაძე,  ორგანული  კანონის  47-ე  მუხლით 
დადგენილი  წესის  გათვალისწინებით.  საქართველოს  კონსტიტუციაში  განხორციელებული 
ცვლილებებით,  რომელიც  2018  წლის  დეკემბერში  ამოქმედდა,  საქართველოს  უზენაესი 
სასამართლოს  თავმჯდომარე  თანამდებობრივად  აღარ  არის  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს 
თავმჯდომარე  და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს მოსამართლე წევრთაგან, 
ორგანული  კანონით  დადგენილი  წესით,  4  წლის  ვადით  ირჩევს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭო. 
კონსტიტუციის  აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ 
კანონში  ცვლილება  იქნა  შეტანილი  2019  წლის  6  დეკემბერს  და  ორგანული  კანონის  47-ე 
მუხლის მე-2​1​ პუნქტით განისაზღვრა საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი.  

3
აღნიშნული  ცვლილების  ამოქმედების  მომენტიდან  საბჭო  არის  უფლებამოსილი  აირჩიოს  საბჭოს 
ახალი  თავმჯდომარე,  თუმცა,  საბჭოს  არ  გამოუყენებია  აღნიშნული  უფლებამოსილება  და საბჭოს 
თავმჯდომარის  მოვალეობის  განხორციელება  გააგრძელა  საბჭოს  მდივანმა  გიორგი მიქაუტაძემ, 
იქამდე, ვიდრე არ დადგა მისი აცილების საკითხი.   

გიორგი  მიქაუტაძის  კონკურსში  მონაწილეობის  გამო  მისი  აცილების  შემდეგ  დადგა  საჭიროება 
საბჭოს  სხდომების  წარმართვის,  რაც  ორგანული  კანონის  თანახმად,  არის  საბჭოს 
თავმჯდომარის,  ხოლო  განსაკუთრებულ  შემთხვევებში,  საბჭოს  მდივნის  უფლებამოსილება. 
გიორგი  მიქაუტაძის  აცილების  შემდეგ  შეიქმნა  ვითარება,  როცა  საბჭოს  არ  ჰყავს  არც 
თავმჯდომარე  და  არც  მდივანი,  რომელიც  უფლებამოსილი  იქნებოდა  მოეწვია  და  წარემართა 
საბჭოს  სხდომები,  შეესრულებინა  საბჭოს  თავმჯდომარის  ფუნქცია.  ორგანული  კანონის 
თანახმად,  თავმჯდომარე  ვალდებულია  საბჭოს  სხდომა  მოიწვიოს  საბჭოს  წევრთა  1/3-ის 
მოთხოვნითაც,  თუმცა  ამ  შემთხვევაშიც  საბჭოს  სხდომას  წარმართავს  თავმჯდომარე  ან  მისი 
არყოფნის  შემთხვევაში  -  მდივანი.  საბჭოს  სხვა  წევრის  მიერ  სხდომის  წარმართვას  და  საბჭოს 
გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას კანონმდებლობა არ უშვებს.  

იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტი,  რომელიც  თავად  საბჭოს  მიერ  დამტკიცებული 


კანონქვემდებარე  აქტია  და  უნდა  გამომდინარეობდეს  კანონიდან,  ითვალისწინებს  საბჭოს 
მდივნის  არყოფნის  შემთხვევაში  მისი  მოვალეობის  შესრულებას  მდივნის  დავალებით,  საბჭოს 
სხვა  წევრის  მიერ.  აღნიშნული  მუხლი  ახდენს  მდივნის  უფლებამოსილების  დროებით  გადაცემას 
საბჭოს  სხვა  წევრისთვის,  თუმცა  ის  არ  ანიჭებს  საბჭოს მდივანს თავმჯდომარის ფუნქციების სხვა 
წევრისთვის  გადაცემის  უფლებამოსილებას.  რეგლამენტში  ასეთი  ჩანაწერის  არსებობის 
შემთხვევაშიც  კი  ის  არ  იქნებოდა  შესაბამისი  ორგანულ  კანონთან,  ვინაიდან  ორგანული  კანონი 
არ  ადგენს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობას საბჭოს სხვა 
წევრის მიერ გარდა საბჭოს მდივნისა.  

გიორგი  მიქაუტაძის  აცილების  შემდეგ,  სავარაუდოდ  2019  წლის  7  ივნისიდან  იუსტიციის 


უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარის  ფუნქციების  განხორციელებას  შეუდგა  საბჭოს  მოსამართლე 
წევრი,  დიმიტრი  გვრიტიშვილი.  ბუნდოვანია  მისთვის  თავმჯდომარის  უფლებამოსილების 
დაკისრების სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: 

● საბჭოს  არ  გამოუქვეყნებია  წერილობითი  გადაწყვეტილება,  რომლითაც  დიმიტრი 


გვრიტიშვილი  არჩეული  იქნებოდა  საბჭოს  4  წლის  ვადით  არჩეულ  თავმჯდომარედ, 
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.   
● სავარაუდოდ  დიმიტრი  გვრიტიშვილი  არ  არის  არჩეული  საბჭოს  თავმჯდომარედ,  რაზეც 
მიუთითებს  2019  წლის  7  ივნისიდან  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  მიღებულ 
რამდენიმე  გადაწყვეტილებაზე  ხელმოწერა.  საბჭოს  იმ  გადაწყვეტილებებს,  რომელიც 
უკავშირდება  ზოგადად  უზენაეს  სასამართლოს  (და  არა  მხოლოდ  უზენაეს 
1
სასამართლოში  კონკურსის  საკითხებს)   ხელს  აწერს  დიმიტრი  გვრიტიშვილი  საბჭოს 
„სხდომის  თავმჯდომარის“  სტატუსით.  ამავე  პერიოდში  მიღებულ  სხვა 

1
გადაწყვეტილება საქართველოს უზენასი სასამართლოს წევრის მ.ვაჩაძისთვის მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. 2019 წელი, 9 ივლისი, ქ.თბილისი, #1/161. დიმიტრი
გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/161-2019.pdf
გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ნ.სხირტლაძისათვის მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. 2019 წელი, 9 ივლისი, ქ.თბილისი, #1/162. დიმიტრი
გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/162-2019.pdf

4
2
გადაწყვეტილებებს,  რომლებიც  არ  შეეხება  უზენაეს  სასამართლოს,   ხელს  აწერს 
გიორგი მიქაუტაძე საბჭოს მდივნის სტატუსით.  
● საბჭოს  მდივანმა,  გიორგი  მიქაუტაძემ  2019  წლის  16  ივლისს  წარმართა  იუსტიციის 
საბჭოს  სხდომის  ის  ნაწილი,  რომელზეც  არ  განიხილებოდა  უზენაესი  სასამართლოს 
მოსამართლეების  შესარჩევ  კონკურსთან  დაკავშირებული  საკითხები.  ამ  დღეს  საბჭოს 
მიერ  მიღებულია  9  სხვადასხვა  გადაწყვეტილება,  რომლებსაც  ხელს  აწერს  გიორგი 
3
მიქაუტაძე.    

2
  გადაწყვეტილება  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  მოსამართლე  ი.ზარქუას  სოხუმისა  და 
გაგრა-გუდაუთის  რაიონულ  სასამართლოში  მივლინების  შესახებ.  2019  წელი,  9  ივლისი,  ქ.თბილისი, 
#1/155.  გიორგი  მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/155.pdf   
გადაწყვეტილება  მოსამართლის  ვაკანტურ  თანამდებობებზე  მოსამართლის  კონკურსის  გარეშე  დანიშვნის 
საკითხის  ინიცირების  თაობაზე.  2019  წელი,  9  ივლისი,  ქ.თბილისი,  #1/160.  გიორგი  მიქაუტაძე, 
საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/160.pdf  
3
გადაწყვეტილება ხ.კიკილაშვილის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის
შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის #1/186 გადაწყვეტილების
ძალადაკარგულად გამოცხადების შეახებ. 2019 წელი, 16 ივლისი, ქ.თბილისი, #1/176. გიორგი მიქაუტაძე,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/176.pdf
გადაწყვეტილება  „ზოგიერთი  მოსამართლისათვის  საცხოვრებელი  ბინის  დაქირავებისათვის  თანხის 
გამოყოფის  შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2014  წლის  20  იანვრის  #1/1 
გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი,  #1/175.  გიორგი 
მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/175.pdf  
გადაწყვეტილება  „თბილისის  სააპაელაციო  სასამართლოს  პალატებისა  და  საგამოძიებო  კოლეგიის 
შემადგენლობის  განსაზღვრის  შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2016  წლის  1 
აგვისტოს  #1/218  გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი, 
#1/174.  გიორგი  მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/174.pdf  
გადაწყვეტილება  „თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  კოლეგიების  შემადგენლობის  განსაზღვრის 
შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის #1/234 გადაწყვეტილებაში 
ცვლილებების  შეტანის  თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი,  #1/173  .  გიორგი  მიქაუტაძე, 
საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/173.pdf  
გადაწყვეტილება  „ქუთაისის  სააპელაციო  სასამართლოს  პალატებისა  და  საგამოძიებო  კოლეგიის 
შემადგენლობის  განსაზღვრის  შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2016  წლის  1 
აგვისტოს  #1/224  გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  #1/172. 
გიორგი  მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/172.pdf  
გადაწყვეტილება  „ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოს  კოლეგიების  შემადგენლობის  განსაზღვრის 
შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2016 წლის 1 აგვისტოს #1/223 გადაწყვეტილებაში 
ცვლილების  შეტანის  თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი,  #1/171.  გიორგი  მიქაუტაძე, 
საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/171.pdf  
გადაწყვეტილება  „ბათუმის  საქალაქო  სასამართლოს  კოლეგიების  განსაზღვრის  შესახებ“  საქართველოს 
იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2016  წლის  1  აგვისტოს  #1/220  გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის 
თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი,  #170.  გიორგი  მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის 
უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/170.pdf  
გადაწყვეტილება  „გორის  რაიონული  სასამართლოს  კოლეგიების  განსაზღვრის  შესახებ“  საქართველოს 
იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2017  წლის  27  დეკემბრის  #1/331  გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის 
თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი,  #1/169.  გიორგი  მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის 
უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/169.pdf  

5
● თუ  დიმიტრი  გვრიტიშვილი  არჩეული  იყო  საბჭოს  თავმჯდომარედ,  მაშინ  ის  უნდა 
ყოფილიყო  არჩეული  4  წლის  ვადით და არა ყოველ სხდომაზე თავიდან მომხდარიყო მისი 
არჩევის შესახებ კენჭისყრა, როგორც ეს ხდებოდა ყოველი გასაუბრების დაწყებამდე.   
● იმ  შემთხვევაში,  თუ  დიმიტრი  გვრიტიშვილი  არჩეული  იქნებოდა საბჭოს თავმჯდომარედ, 
მაშინ,  კანონის  თანახმად,  ერთსა  და  იმავე  პერიოდში  საბჭოს  სხვადასხვა 
გადაწყვეტილებებზე  ხელს  არ  უნდა  აწერდნენ  თავმჯდომარე  და  მდივანი, ხოლო, საბჭოს 
სხდომას უნდა წარმართავდეს არჩეული თავმჯდომარე.   
● თუ  ვივარაუდებთ,  რომ  დიმიტრი  გვრიტიშვილი  არ  ყოფილა  არჩეული  საბჭოს 
თავმჯდომარედ,  მაშინ  გაუგებარია  კანონის  რომელ  მუხლზე  დაყრდნობით  არის  ის 
უფლებამოსილი  მოიწვიოს  და  წარმართოს  საბჭოს  სხდომები,  ხელი  მოაწეროს 
გადაწყვეტილებებს.  კანონი  არ  ითვალისწინებს  საბჭოს  სხდომის წარმართვას „სხდომის 
თავმჯდომარის“  მიერ.  ასეთ  უფლებამოსილებას  კანონი  ანიჭებს  მხოლოდ  საბჭოს  4 
წლის ვადით არჩეულ თავმჯდომარეს ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მდივანს.  

იმის  გამო,  რომ  გიორგი  მიქაუტაძე  კონკრეტულ  პერიოდში  ასრულებდა  საბჭოს  თავმჯდომარის 
მოვალეობას,  ხოლო  კანონი  არ  ითვალისწინებს  საბჭოს  სხდომების წარმართვას თავმჯდომარის 
ან  მდივნის  გარეშე,  გიორგი  მიქაუტაძეს  არ  უნდა  მიეღო  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლის 
შესარჩევ  კონკურსში  მონაწილეობა,  ან  უნდა  გადამდგარიყო  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს 
მდივნის  თანამდებობიდან  და  მოსამართლეთა  კონფერენციის  მიერ  უნდა  მომხდარიყო  ახალი 
მდივნის  არჩევა.  კიდევ  ერთი  კანონიერი  გამოსავალი  შექმნილი  ვითარებიდან  იქნებოდა 
იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  კონსტიტუციით  დადგენილი  ახალი  წესით  თავმჯდომარის 
არჩევა  საბჭოს  მოქმედი  მოსამართლე  წევრებიდან,  რაც  ზემოთ  აღწერილიდან  გამომდინარე,  არ 
მომხდარა.  შესაბამისად,  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  სხდომებს  ატარებდა  და 
გადაწყვეტილებებს  ხელს  აწერდა  არაუფლებამოსილი  პირი,  რაც  ამ  სხდომებსა  და 
გადაწყვეტილებებს უკანონოს ხდის.  

ამ  პერიოდში  დიმიტრი  გვრიტიშვილმა  წარმართა  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  სხდომები 


უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეების  შერჩევასთან  დაკავშირებულ  საკითხებზე  და  ხელი 
მოაწერა საბჭოს შემდეგ გადაწყვეტილებებს: 

● საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლის  თანამდებობაზე  ასარჩევად 


საქართველოს  პარლამენტისათვის  წარსადგენ  კანდიდატთა  შერჩევის  პროცედურაში 
4
მონაწილე პირთა კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ.  
● საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლის  თანამდებობაზე  ასარჩევად 
საქართველოს  პარლამენტისათვის  წარსადგენი  კანდიდატების  შერჩევის  შემდგომ 
5
ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ.  

გადაწყვეტილება  „ზოგიერთ  რაიონულ  (საქალაქო)  სასამართლოში  მოსამართლეთა  სპეციალიზაციის 


განსაზღვრის  შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2017  წლის  18  დეკემბრის  #1/325 
გადაწყვეტილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე.  2019  წელი,  16  ივლისი,  ქ.თბილისი,  #1/168.  გიორგი 
მიქაუტაძე,  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი. 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/168.pdf  
4
გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა
კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ. 2019 წელი, 7 ივნისი, ქ. თბილისი, #1/108. დიმიტრი გვრიტიშვილი,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის
თავმჯდომარე. ​http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/108-.pdf
5
გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასული
კანდიდატების შესახებ. 2019 წელი, 20 ივნისი, ქ. თბილისი, #1/136.

6
● საქართველოს  უზენასი  სასამართლოს  წევრის  მ.ვაჩაძისათვის  მოსამართლის 
6
უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.  
● საქართველოს  უზენასი  სასამართლოს  წევრის  ნ.სხირტლაძისათვის  მოსამართლის 
7
უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.  

1.2. სხდომების არაჯეროვანი წარმართვა  

გარდა  იმისა,  რომ  დიმიტრი  გვრიტიშვილი  უკანონოდ  უძღვებოდა  საბჭოს  სხდომებს  და  ხელს 
აწერდა  გადაწყვეტილებებს,  ის  ასევე,  სათანადოდ  ვერ  წარმართავდა  საბჭოს  სხდომებს. 
კანდიდატების  მოსმენის  მთელი  პროცესის  მანძილზე  ადგილი  ჰქონდა  მუდმივ  დაპირისპირებას 
საბჭოს  ცალკეულ  წევრებს  შორის,  რაც  ხშირად  გადაიზრებოდა  ხმამაღალ  საუბარში, 
შეუფერებელი  კომენტარებისა  და  განცხადებების  გაკეთებაში  და  შედეგად  იქმნებოდა 
უწესრიგობა.  მაგალითად,  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  ორი  არამოსამართლე  წევრის  -  ნაზის 
ჯანეზაშვილისა  და  ანა  დოლიძის  მიმართ  თითქმის  ყველა  სხდომაზე  დაფიქსირდა 
არაკოლეგიალური,  არაეთიკური  და  აგრესიული  დამოკიდებულება,  რაზეც  არ  რეაგირებდა 
თავმჯდომარე;  კანდიდატებთან  გასაუბრება  ხშირად მიმდინარეობდა წევრების მიერ გამოწვეული 
ხმაურის  პარალელურად,  რაზეც  თავმჯდომარე  ვერ  ახდენდა  სათანადო  რეაგირებას.  აღნიშნული 
საკითხები დეტალურად განხილული ანგარიშის შესაბამის თავში.  

დიმიტრი  გვრიტიშვილი  არ  ერიდებოდა  წინასწარ  დაეფიქსირებინა  საკუთარი  სიმპათია  ამა  თუ იმ 
კანდიდატის  მიმართ  და  არც  სხვა  წევრებს  მოუწოდებდა  თავი  შეეკავებინათ  დადებითი 
მოსაზრების  წინასწარ,  კანდიდატის  წინაშე  დაფიქსირებისგან.  მაგალითად,  დიმიტრი 
გვრიტიშვილმა  მამუკა  ვასაძის  გასაუბრების  დროს  გამოავლინა  კანდიდატის  მიმართ  თავისი 
დადებითი  პოზიცია  იმ  მხრივ,  რომ  აღნიშნა:  „კანდიდატი  კარგად  გამოდის.“  აგრეთვე  მას 
რეაქცია  არ  ჰქონდა,  როდესაც  არამოსამართლე  წევრმა,  ზაზა  ხარებავამ  კანდიდატი  მერაბ 
გაბინაშვილი,  მისივე  თანდასწრებით,  „საინტერესო  პრეზენტატორად“  მოიხსენია.  დიმიტრი 
გვრიტიშვილს  ზომები  არც  მაშინ  მიუღია,  როდესაც  სერგო  მეთოფიშვილმა  კანდიდატ  როინ 
მიგრიაულს  მიმართა  შემდეგი  სიტყვებით:  „თქვენ  ბრძანეთ,  რომ  ზოგიერთ  მოსამართლეს 
სჭირდება  რაღაცეების  ჩამორეცხვა...  ასე  ზოგადად  ტალახის  სროლას  სასამართლო  სისტემაზე 
დავანებოთ თავი.“   

არც  ერთ  შემთხვევაში  დიმიტრი  გვრიტიშვილს  არ  მიუმართავს  შესაბამისი  ზომებისათვის,  რათა 
მომხდარიყო  სიტუაციის  განმუხტვა  და  პროცესის  ჯანსაღ  გარემოში  ჩატარება.  შესაბამისად, 
დიმიტრი გვრიტიშვილმა ვერ გამოავლინა მენეჯერული უნარ-ჩვევები. 

დიმიტრი გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის


უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/136.pdf
6
გადაწყვეტილება საქართველოს უზენასი სასამართლოს წევრის მ.ვაჩაძისათვის მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. 2019 წელი, 9 ივლისი, ქ. თბილისი, #1/161. დიმიტრი
გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/161-2019.pdf
7
გადაწყვეტილება საქართველოს უზენასი სასამართლოს წევრის ნ.სხირტლაძისათვის მოსამართლის
უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. 2019 წელი, 9 ივლისი, ქ.თბილისი, #1/162. დიმიტრი
გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/162-2019.pdf

7
2. ინტერესთა​ ​კონფლიქტი კანდიდატების შერჩევის პროცესში 
 

2.1. საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები


ინტერესთა  კონფლიქტის  თავიდან  აცილება  მნიშვნელოვანია  საჯარო  დაწესებულების  მიერ 
ობიექტური  გადაწყვეტილების  მიღების  უზრუნველსაყოფად,  ნეპოტიზმისა  და  კორუფციის 
პრევენციისთვის.  კანდიდატების  შერჩევის  ინტერესთა  კონფლიქტის  პირობებში  წარმართვა  ზიანს 
აყენებს:  თავად  უწყებას,  რომლის  რეპუტაციაც  ილახება  ასეთი  მოქმედების  გამო;  ყველა  იმ 
კონკურსანტის  უფლებას  დაიკავოს  საჯარო  თანამდებობა,  ვინც  კონკურენციაშია  ინტერესთა 
კონფლიქტის  მქონე  პირთან;  ზოგადად  საზოგადოებას,  რომელსაც  უყალიბდება  შთაბეჭდილება, 
რომ  საჯარო  თანამდებობის დაკავებისას გადამწყვეტია არა ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა 
ცოდნა და დამსახურება, არამედ სხვა სუბიექტური ფაქტორები.  

ევროპის  მოსამართლეთა  საკონსულტაციო  საბჭოს  თანახმად,  მართლმსაჯულების  საბჭომ  უნდა 


უზრუნველყოს,  რომ  მისი  სხვადასხვა  ფუნქციების  განხორციელებისას  ინტერესთა  კონფლიქტი 
8
თავიდან იქნას აცილებული.   

ეუთოს  მიერ  საქართველოსთვის  გაცემულ  რეკომენდაციაში  აღნიშნულია,  რომ  იუსტიციის 


უმაღლესი  საბჭოს  წევრი,  რომელიც  ამავე  დროს  მოსამართლეთა  შესარჩევ  კონკურსში 
კანდიდატია,  შერჩევის  ყველა  პროცედურიდან  უნდა  იქნას  აცილებული.  უფრო  მეტიც,  აღნიშნული 
რეკომენდაცია  მიუთითებს,  რომ  საბჭოს  წევრი, რომელსაც სურს კონკურსში მონაწილეობა, უნდა 
გადადგეს  საბჭოს  წევრის  თანამდებობიდან  ვიდრე  კონკურში  მიიღებს  მონაწილეობას. 
რეკომენდაცია  სხვა  სახის  ინტერესთა  კონფლიქტის  შემთხვევების  თავიდან  აცილების 
9
საჭიროებაზეც მიუთითებს.  

უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეთა  შერჩევის  საკითხზე  ვენეციის  კომისიის  მიერ 


საქართველოსთვის  გაცემული  რეკომენდაციის  თანახმად,  იმისთვის,  რომ  თავიდან  იქნას 
აცილებული  ინტერესთა  კონფლიქტი,  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  წევრი,  რომელიც  არის 
მოსამართლეობის  კანდიდატი,  გარიცხულ  უნდა  იქნეს  ყველა  იმ  პროცედურიდან,  რომელიც 
10
შეეხება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევას.    

2.2. საქართველოს კანონმდებლობა


ინტერესთა  შეუთავსებლობის  თავიდან  აცილების  საკითხებს  არეგულირებს  როგორც  საერთო 
სასამართლოების  შესახებ  ორგანული  კანონი,  ისე  საჯარო  სამსახურში  ინტერესთა 
შეუთავსებლობისა  და  კორუფციის  შესახებ  საქართველოს  კანონი,  რომლის  მოქმედებაც 
ვრცელდება იუსტიციის საბჭოს წევრებზე.  

„საჯარო  დაწესებულებაში  ინტერესთა  შეუთავსებლობისა  და  კორუფციის  შესახებ“ 


საქართველოს  კანონი  განსაზღვრავს  ინტერესთა  შეუთავსებლობის  ცნებას.  კერძოდ,  ამ  კანონის 
მე-3  მუხლის  მე-3  პუნქტის  თანახმად  საჯარო  დაწესებულებაში  ინტერესთა  შეუთავსებლობა 
არის  საჯარო  მოსამსახურის  ქონებრივი  ან  სხვა  პირადი  ინტერესის  დაპირისპირება  საჯარო 
დაწესებულების  ინტერესებთან.  შესაბამისად,  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  წევრი  ვალდებულია 

8
CCJE Opinion No. 10, para. D.a)
9
OSCE/ODIHR Opinion on Draft Amendments Relating to the Appointment of the Supreme Court Judges of
Georgia, 2019, para. 63, 64.
10
Venice Commission, Urgent Opinion on the Selection and Appointment of Supreme Court Judges, Georgia,
June 24, 2019, CDL-AD(2019)009, page 14 
https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2019)009-e&fbclid=IwAR0sJf
w2me4T1HEhE3Dcrlz3n3959GQsqJCgFp8_d3e9KVgG_iDIfi0xZlY 

8
სამსახურებრივი  მოვალეობის  განხორციელების  დროს  საჯარო  ინტერესით  მოქმედებდეს  და 
​ ბიექტურობის​ ​პრინციპები. 
დაიცვას მიუკერძოებლობის და​ ო

საერთო  სასამართლოების  შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონის  35​3​-ე  მუხლის  მე-3 


პუნქტის  თანახმად,  „საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  წევრი  მონაწილეობას  ვერ 
მიიღებს  მოსამართლის  ვაკანტური  თანამდებობის  დასაკავებელი  კონკურსის  პროცედურებში 
როგორც  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  წევრი  თუ  იგი  თავად  მონაწილეობს 
მოსამართლის  ამ  ვაკანტური  თანამდებობის  დასაკავებელ  კონკურსში.“  ამავე  მუხლის  მე-4 
პუნქტის  თანახმად,  „საქართველოს  იუსტისიის  უმაღლესი  საბჭოს  წევრის  აცილების  შესახებ 
გადაწყვეტილებას  იღებს  საქართველოს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭო  ხმათა  უმრავლესობაში. 
კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.“  

2.3. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები კანდიდატების შერჩევის პროცესში


უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეობის  კანდიდატების  შერჩევის  პროცესში  დაფიქსირდა 
ინტერესთა კონფლიქტის რამდენიმე შემთხვევა: 

იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მდივანი,  გიორგი  მიქაუტაძე  მონაწილეობდა  უზენაესი 


სასამართლოს  მოსამართლეთა  შესარჩევ  კონკურსში.  გამოიკვეთა,  რომ  გიორგი  მიქაუტაძე 
სრულად  არ  იყო  ჩამოცილებული  მოსამართლეთა  კონკურსთან  დაკავშირებული  ყველა  საკითხის 
გადაწყვეტას.  ამასთან,  მისი  აცილების  შესახებ  საბჭოს  გადაწყვეტილება  არ  მიუღია  დადგენილი 
წესით.  

კანონის  მოთხოვნებიდან  გამომდინარე,  იუსტიციის  უმაღლეს  საბჭოს  უნდა  ემსჯელა  და  მიეღო 
წერილობითი  გადაწყვეტილება  საბჭოს  მდივნის,  გიორგი  მიქაუტაძის  კონკურსის 
11
პროცედურებიდან  აცილების  შესახებ,  რაც  საბჭოს  ვებ-გვერდზე  უნდა  გამოექვეყნებინა.  
უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეთა  შესარჩევი  კონკურსიდან გიორგი მიქაუტაძის აცილების 
შესახებ  საბჭოს  გადაწყვეტილება  საბჭოს  ვებ-გვერდზე  არ  არის  გამოქვეყნებული.  შესაბამისად, 
უცნობია,  აცილების  ზუსტი  თარიღი  და  ფარგლები.  აღსანიშნავია,  რომ  კონკურსი  გამოცხადდა  10 
მაისს.  17  მაისს  საბჭოს  ვებ-გვერდზე  გამოქვეყნებულია  ინფორმაცია  საბჭოს  წევრების 
შეხვედრის  შესახებ  ეუთოს  სადამკვირვებლო  მისიის  წარმომადგენლებთან.  შეხვედრის 
ამსახველი  ფოტომასალა  ადასტურებს,  რომ  კონკურსის საკითხებზე შეხვედრაში საბჭოს მდივანი, 
12
გიორგი  მიქაუტაძეც  მონაწილეობს,   რაც  მოწმობს,  რომ  ამ  დროისთვის  გიორგი  მიქაუტაძე 
კონკურსის  პროცედურებიდან  აცილებული არ იყო. ასევე, საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია 
საბჭოს  2019  წლის  7  ივნისის  და  შემდგომი  პერიოდის  გადაწყვეტილებები,  რომელთაც  ხელს 
13
აწერს დიმიტრი გვრიტიშვილი, საბჭოს სხდომის თავმჯდომარის სტატუსით.   

11
​საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი.  
12

http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesi-sabchos-tsevrebi-eutos-demokratiuli-institutebisa-da-adamianis-ufle
bebis-ofisis-osceodihr-eqspertebs-shekhvdnen/3432  
13
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის
პროცედურაში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, 2019 წელი, 7 ივნისი, ქ.თბილისი,
#1/108. დიმიტრი გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/108-.pdf
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის
შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ, 2019 წელი, 20 ივნისი, ქ.თბილისი, #1/136. დიმიტრი
გვრიტიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/136.pdf

9
გიორგი  მიქაუტაძე  დასაწყისიდან  არ  ყოფილა  აცილებული  კონკურსის  პროცედურებს.  კონკურსი 
გამოცხადდა  2019  წლის  10  მაისს  და  7  ივნისამდე  მისი  აცილების  საკითხი  არ  ყოფილა 
გადაწყვეტილი.  ამასთან,  ის  სრულად  არ  იყო  აცილებული  კონკურსის  პროცედურებს.  ცნობილია, 
რომ  გიორგი  მიქაუტაძე  არ  ესწრებოდა  კანდიდატების  მოსმენის  პროცედურებს, თუმცა, ის დარჩა 
საბჭოს  აპარატის  ხელმძღვანელად,  რომელიც  პასუხისმგებელია  კანდიდატების  შესახებ 
ინფორმაციის მოძიებაზე.  

გადაწყვეტილება  გიორგი  მიქაუტაძის  კონკურსის  პროცედურებიდან  აცილების  შესახებ  არ  არის 


მიღებული  კანონით  დადგენილი  წერილობითი  ფორმით,  არ  ყოფილა  გამოქვეყნებული  საბჭოს 
ვებ-გვერდზე,  კანონის  მოთხოვნის  შესაბამისად,  რის  გამოც  უცნობია  მისი  აცილების  ზუსტი 
ფარგლები.  

გიორგი  მიქაუტაძის  კონკურსში  მონაწილეობის  გამო  ინტერესთა  კონფლიქტი  რამდენიმე 


მიმართულებით იკვეთება: 

● მართალია,  საბჭოს  შესაბამისი  გადაწყვეტილება  არ  ყოფილა  გამოქვეყნებული,  თუმცა, 


საბჭოს  ვებ-გვერდზე  განთავსებული  ინფორმაციიდან  და  სხვადასხვა 
გადაწყვეტილებებიდან  იკვეთება,  რომ  გიორგი  მიქაუტაძემ  2019  წლის  7  ივნისს 
განაცხადა  თვითაცილების  შესახებ.  ამ  დრომდე  ის  მონაწილეობდა  საბჭოს  იმ 
საქმიანობაში,  რაც  კონკურსის  ჩატარებასთან  იყო  დაკავშირებული.  ამავე  პერიოდში 
გიორგი  მიქაუტაძე  არ  იყო  ჩამოცილებული  საბჭოს  აპარატის  მუშაობას  და  მის 
ხელმძღვანელობას,  მათ  შორის  კანდიდატების  შესახებ  ინფორმაციის  მოძიების  ნაწილში. 
აღნიშნული  გიორგი  მიქაუტაძეს  აშკარად  უპირატეს  მდგომარეობაში  აყენებდა  სხვა 
კანდიდატებთან შედარებით.   
● გიორგი  მიქაუტაძის  უპირატეს  მდგომარეობაში მოქცევა კონკურსის სხვა მონაწილეებთან 
შედარებით  დასტურდება  ასევე  მასთან  გასაუბრებისას  საბჭოს  წევრების  დაბალი 
აქტიურობით.  კერძოდ,  საბჭოს  მოსამართლე  წევრთაგან  ოთხმა  გიორგი  მიქაუტაძეს 
არცერთი  კითხვა  არ  დაუსვა,  სხვა  წევრები  უჩვეულოდ  დაბალი  აქტიურობით 
გამოირჩეოდნენ  გიორგი  მიქაუტაძის  მიმართ,  ხოლო  კითხვების  შინაარსი  უმეტესად 
ძალიან  ზოგადი  ხასიათის  იყო.  მაგალითად,  არამოსამართლე  წევრმა,  ლევან 
გზირიშვილმა,  რომელიც  სხვა  კანდიდატებთან  მიმართებით  უფრო  მაღალი  აქტიურობით 
გამოირჩეოდა,  გიორგი  მიზაუტაძეს  მხოლოდ  7  კითხვა  დაუსვა,  აქედან  მხოლოდ  3  იყო 
პროფესიული  შინაარსის,  ხოლო  იმავე  დღეს  ნინო  სანდოძეს  ლევან  გზირიშვილმა  14 
პროფესიული კითხვა დაუსვა.   
● მიუხედავად  იმისა,  რომ  კანდიდატი  იყო,  გიორგი  მიქაუტაძე  მონაწილებდა  კონკურსთან 
დაკავშირებული  საკითხების  განხილვაში  და  ხელს  აწერდა შესაბამის გადაწყვეტილებებს. 
გიორგი  მიქაუტაძის  აცილების  საკითხის  პრობლემურობაზე  მიუთითებს  ის  გარემოება, 
რომ  ერთი  და  იმავე  შინაარსის  გადაწყვეტილებაზე ერთ შემთხვევაში ხელს აწერს საბჭოს 
მდივანი,  ხოლო  მეორე  შემთხვევაში  -  „სხდომის  თავმჯდომარე.“  უზენაესი 
სასამართლოს  მოსამართლეების,  მაია  ვაჩაძის  და  ნუგზარ  სხირძტლაძისთვის 
უფლებამოსილების  ვადის  გაგრძელების  შესახებ  საბჭოს  2019  წლის  9  ივლისის 
გადაწყვეტილებას  ხელს  აწერს  საბჭოს  „სხდომის  თავმჯდომარე“  დიმიტრი 
გვრიტიშვილი,  ხოლო  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლის  პაატა  სილაგაძის 
უფლებამოსილების  ვადის  გაგრძელების  შესახებ  საბჭოს  2019  წლის  31  მაისის 
გადაწყვეტილებას  ხელს  აწერს  გიორგი  მიქაუტაძე.  აქედან,  მაია  ვაჩაძე  და  პაატა 
სილაგაძე  მონაწილეობდნენ  მიმდინარე  კონკურსში.  გაუგებარია,  რომ  ერთ  შემთხვევაში 

10
კონკურსში  მონაწილე  მაია  ვაჩაძესთან  დაკავშირებით  საბჭოს  გადაწყვეტილებას  ხელს 
აწერს  დიმიტრი  გვრიტიშვილი,  მაშინ,  როცა  კონკურსის  სხვა  მონაწილესთან  საბჭოს 
გადაწყვეტილებაზე  გიორგი  მიქაუტაძის  ხელმოწერა  ფიქსირდება.  აღნიშნული  მოწმობს, 
რომ  გიორგი  მიქაუტაძე  კონკურსის  დაწყებისთანავე  არ  ყოფილა  აცილებული  კონკურსის 
პროცედურებს.  

კონკურსის  ფარგლებში  დაფიქსირდა  ინტერესთა  კონფლიქტის  კიდევ  რამდენიმე  შემთხვევა, 


რომლებზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მოახდინა რეაგირება კანონით დადგენილი წესით.  

კანდიდატების  გასაუბრებისა  და  შერჩევის  პროცესში  მონაწილეობას  იღებდნენ  საბჭოს  წევრები, 


რომელთა  ახლო  ნათესავები  მონაწილეობდნენ  კონკურსში  კანდიდატის  სტატუსით.  კანდიდატი 
ლევან  თევზაძე  არის  საბჭოს  მოსამართლე  წევრის,  ირაკლი  შენგელიას  მეუღლის  ძმა;  ასევე, 
არამოსამართლე  წევრის,  ნაზი  ჯანეზაშვილის  განცხადებით,  ლევან  თევზაძის  შვილების  ნათლია 
არის  საბჭოს  მოსამართლე  წევრი,  ირაკლი  ბონდარენკო;  კანდიდატი  ზურაბ  აზნაურაშვილი  არის 
საბჭოს  მოსამართლე  წევრის,  თამარ  ონიანის  ყოფილი  მაზლი.  ინტერესთა  კონფლიქტის  არცერთ 
ამ  განცხადებაზე  იუსტიციის  უმაღლეს  საბჭოს  კანონით  დადგენილი  წესით  არ  უმსჯელია  და  არ 
მიუღია  გადაწყვეტილება  ინტერესთა  კონფლიქტის  არსებობის  ან  არარსებობის  შესახებ. 
მართალია,  საბჭოს  ამ  საკითხებზე  არ  უმსჯელია,  თუმცა,  საბჭოს  მოსამართლე  წევრმა,  თამარ 
ონიანმა  რამოდენიმეჯერ  განმარტა,  რომ  ზურაბ  აზნაურაშვილი  არის  მისი  ყოფილი  მაზლი,  რის 
გამოც მას არ მიაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ამგვარი მიდგომა არ არის კანონთან 
შესაბამისი,  ვინაიდან  ინტერესთა  შეუთავსებლობისა  და  კორუფციის  შესახებ  კანონი  ინტერესთა 
კონფლიქტად  მიიჩნევს  არა  მხოლოდ  ახლო  ნათესაური,  არამედ  ნებისმიერი  პირადი  ინტერესის 
უპირატესობას  საჯარო  ინტერესთან  მიმართებაში.  ამ  სტანდარტით,  ანგარიშში  მოყვანილი 
შესაძლო  ინტერესთა  კონფლიქტის  სხვა  შემთხვევებიც  წარმოადგენდა  საბჭოს  შესაბამისი 
წევრების აცილების საფუძველს.   

3. კანდიდატების მიმართ არასამართლიანი და არათანაბარი მოპყრობა  


უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეობის  კანდიდატებისთვის საბჭოს წევრების მიერ კითხვების 
დასმის  პროცესის  გაანალიზებამ  გამოავლინა  კანდიდატების  მიმართ  არაერთგვაროვანი 
დამოკიდებულების  ნიშნები,  რაც  შესაძლოა  მიუთითებდეს  საბჭოს  ცალკეული  წევრების  მიერ 
კანდიდატების არაობიექტურ შეფასებაზე.  

3.1. საერთაშორისო​ ​სტანდარტები​ ​და​ ​რეკომენდაციები


კეიპ თაუნის პრინციპების თანახმად, მართლმსაჯულების საბჭომ უნდა უზრუნველყოს
გასაუბრებების იმგვარად ჩატარება, რაც იქნება სამართლიანი და მოეპყრობა კანდიდატებს
პატივისცემით. მიკერძოების და დისკრიმინაციის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კანდიდატების
14
მიმართ უნდა იქნას უზრუნველყოფილი თანაბარი მოპყრობა. აღნიშნულის მისაღწევად ეუთო
საქართველოს აძლევს რეკომენდაციას, რომ გასაუბრების პროცესი იქნას სტრუქტურიზებული და
დადგინდეს გასაუბრების სტანდარტიზებული ფორმატი, რათა მოხდეს სუბიექტური მიდგომის
15
რისკის შემცირება.

ვენეციის  კომისიის  მიერ  გაცემული  დასკვნების  კომპილაციის  დოკუმენტი  განმარტავს 


მოსამართლეობის  კანდიდატებთან  გასაუბრების  ეტაპის  მნიშვნელობას.  კერძოდ,  ამ 
უკანასკნელის  თანახმად,  კანდიდატის  ეთიკის,  მედეგობის,  კეთილსინდისიერების,  ღირსების, 

14
Cape Town Principles on the Role of Independent Commissions in the Selection and Appointment of Judges,
2016, Principle 12.
15
OSCE/ODIHR ​Opinion  on  Draft  Amendments  Relating  to the Appointment of Supreme Court 
Judges, April 17, 2019, para. 62.  

11
პატიოსნებისა  და  ა.შ.  განსაზღვრა,  სხვა  ხერხების  გამოყენებასთან  ერთად,  შესაძლებელია 
16
მასთან გასაუბრების საფუძველზე.   

3.2. საქართველოს​ ​კანონმდებლობა 


კანონის  თანახმად,  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭო  კანდიდატის  შეფასებას  ახორციელებს  მის 
შესახებ  მოძიებული  ინფორმაციის  და  კანდიდატის  საჯარო  მოსმენის  შედეგების 
17
გათვალისწინებით.   კანდიდატებთან  გასაუბრება  მიზნად  ისახავს  კანდიდატის  შესაბამისობის 
შეფასებას  კანონით  დადგენილ  კრიტერიუმებთან.  საბჭოს  წევრის  ინტერესთა  შეუთავსებლობის 
თავიდან  აცილება  მიზნად  ისახავს  აღნიშნული  წევრის  ობიექტურობის,  დამოუკიდებლობისა  და 
18
მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას.  

3.3. საბჭოს​ ​წევრების​ ​მიერ​ ​კანდიდატების მოსმენის​ ​პრაქტიკა


პროცესზე უშუალო დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ საბჭოს ყველა წევრი ერთნაირი
აქტიურობით და ყურადღებით არ იყო განწყობილი პროცესის მიმართ, ზოგიერთი მათგანი
საერთოდ არ სვამდა შეკითხვას და ნაკლები ყურადღებით ისმენდა პასუხებს კოლეგების მიერ
დასმულ შეკითხვებზე. საბჭოს რიგი წევრების პასიურობიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ
ისინი მხოლოდ ფორმალურად უყურებენ ამ პროცესს და არ მიიჩნევენ გასაუბრებას, როგორც
კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისათვის მთავარ ფაქტორს. ამ ფონზე განსაკუთრებით
აღსანიშნავია, რომ წევრები, რომლებიც აქტიურები იყვნენ გასაუბრების პროცესში, რამდენჯერმე
გახდნენ მწვავე კრიტიკის და არაეთიკური გამონათქვამების ადრესატები აქტიურობის გამო
მათივე კოლეგების მხრიდან. აღნიშნული პრობლემები აკნინებს როგორც შერჩევის პროცესს, ისე
სასამართლოსა და მოსამართლის მაღალ სტატუსს.

საბჭოს  ცალკეული  მოსამართლე  წევრები  ხშირად,  ზოგჯერ  კი  ხანგრძლივი  დროით  ტოვებდნენ 
სხდომის  დარბაზს  (მაგალითად,  ზურაბ  აზნაურაშვილის  გასაუბრებიდან  სერგო  მეთოფიშვილი 
დაახლოებით  15  წთ  იყო  გასული;  ილონა  თოდუას  გასაუბრების  დროს  ირაკლი  ბონდარეკნო  და 
ირაკლი  შენგელია  გავიდნენ  და  გასაუბრებას  დაახლოებით  30  წთ  არ  ესწრებოდნენ;  მერაბ 
გაბინაშვილის  გასაუბრებიდან  კი  შოთა  ქადაგიძე  დაახლოებით  20  წთ-ის  მანძილზე  იყო 
გასული).  ასევე,  ალექსანდრე  იაშვილთან  გასაუბრების  დროს,  სხდომის  დარბაზიდან 
რამდენჯერმე,  ზოგჯერ  კი  განუსაზღვრელი  დროით  გავიდნენ:  ირაკლი  ბონდარენკო  -  5-ჯერ, 
ვასილ  მშვენიერაძე  -  4-ჯერ,  სერგო  მეთოფიშვილი  -  3-ჯერ,  ზაზა  ხარებავა-3-ჯერ.  ამავე 
კანდიდატთან  გასაუბრებაზე  მოსვლა  დააგვიანეს  ირაკლი  შენგელიამ,  ანა  დოლიძემ,  ნაზი 
ჯანეზაშვილმა  და  ირმა  გელაშვილმა.  ხოლო  თამარ  ონიანმა  გასაუბრება  გარკვეული  დროის 
შემდგომ  დატოვა  სასამართლო  პროცესის  მიზეზით.  ლევან  თევზაძესთან  გასაუბრების  დროს 
სხდომის  დარბაზი  დატოვეს: სერგო მეთოფიშვილმა-7-ჯერ, ირაკლი შენგელიამ-6-ჯერ, თამარ 
ონიანმა-6-ჯერ, ვასილ მშვენიერაძემ-6-ჯერ, ანა დოლიძემ-4-ჯერ და ა.შ. 

დაფიქსირდა ცალკეული წევრების გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებიც (მაგალითად, 
ირმა  გელაშვილი  არ  ესწრებოდა  ქეთევან  ცინცაძის,  თეა  ძიმისტარაშვილის,  ალექსანდრე 
წულაძის,  გოჩა  ჯეირანაშვილისა  და  მადი  ჩანტლაძის  გასაუბრებას;  ანა  დოლიძე  არ  ესწრებოდა 
მორის  შალიკაშვილის,  ლაშა  ქოჩიაშვილის,  ლავრენტი  მაღლაკელიძის,  როინ  მიგრიაულისა  და 
პაატა  შავაძის  გასაუბრებას;  ნაზი  ჯანეზაშვილი  არ  ესწრებოდა  ნინო  ქადაგიძის,  ლევან 
მიქაბერიძისა  და  ლაშა  ქოჩიაშვილის  გასაუბრებას;  ხოლო  ნინო  სანდოძის  გასაუბრებას  არ 
ესწრებიდა  ირაკლი  შენგელია).  საბჭოს  სხდომებზე  არ  გაჟღერებულა  საბჭოს  წევრების 
გასაუბრებებზე  არდასწრების  საპატიო  მიზეზების  შესახებ  ინფორმაცია.  ​ასევე,  საბჭოს  ცალკეული 
წევრები  კანდიდატთან  გასაუბრების  მიმდინარეობის  პარალელურად საუბრობდნენ ტელეფონზე ან 

16
Compilation of Venice Commission Opinions and Reports Concerning Courts and Judges CDL-PI(2015)001,
para. 2.2.1.  
17
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტი.
18
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35​3​-ე მუხლის პირველი პუნქტი.

12
ერთმანეთს  ესაუბრებოდნენ,  ხშირი  იყო  ხმაური  სხდომის  დარბაზში.  ყოველივე  აღნიშნული 
ტოვებდა  შთაბეჭდილებას,  რომ  საბჭოს  ცალკეულ  წევრებს  არ  აინტერესებთან  ან  სათანადო 
მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ კანდიდატების მოსმენას​.

უმეტესწილად  კანდიდატები  გადიოდნენ  მარტო,  თუმცა  დაფიქსირდა  მათი  ერთობლივად  გასვლის 


შემთხვევბიც.  მაგალითად,  ილონა  თოდუას  გასაუბრების  პროცესიდაც  ერთდროულად, 
დაახლოებით  30  წთ-ით  გავიდნენ  ირაკლი  ბონდარენკო  და  ირაკლი  შენგელია,  ხოლო  მამუკა 
ვასაძის  გასაუბრების  დროს  -  თამარ  ონიანი  და  სერგო  მეთოფიშვილი,  ვასილ  მშვენიერაძე  და 
ირაკლი  ბონდარენკო,  თამარ  ზამბახიძის  გასაურების  დროს  -  ირაკლი  შენგელია  და  რევაზ 
ნადარაია. 

თამარ  ბურჯანაძის  გასაუბრების  დროს  ტელეფონზე  საუბრობდა  თამარ  ონიანი;  გოგიტა 


თოთოსაშვილთან  გასაუბრების  დროს  -  ვასილ  მშვენიერაძე,  ხოლო  ილონა  თოდუას 
გასაუბრების  დროს  -  ტელეფონზე  საუბრობდნენ  როგორც  ვასილ  მშვენიერაძე,  ისე  სერგო 
მეთოფიშვილი, ადგილზევე, დარბაზიდან გაუსვლელად. 

მრავალჯერ  დაფიქსირდა  საბჭოს  წევრებს  შორის  საუბარი, ზოგჯერ ხმამაღალიც კი. მაგალითად, 


უჩა  თოდუას  გასაუბრების  დროს,  საბჭოს  წევრებს  დასჭირდათ  ლევან  გზირიშვილის  მითითება, 
რომ მათ მოესმინათ კანდიდატისთვის. 

ლევან  მესხორაძემ,  თავის  გასაუბრების  პროცესში,  სთხოვა  დიმიტრი  გვრიტიშვილს  და  ვასილ 
მშვენიერაძეს  შეეწყვიტათ  ერთმანეთში  საუბარი,  რადგან  მას  ხელი  ეშლებოდა.  აღნიშნულზე 
რეაგირება  არ  მოხდა,  რის  შემდეგაც  კანდიდატმა  ისევ  სცადა  მიენიშნებინა,  რომ  მას  ხელი 
ეშლებოდა.  

საბჭოს  წევრების  აქტიურობა  კითხვების  დასმისას  რადიკალურად  განსხვავებული  იყო.  ნაზი 


ჯანეზაშვილი,  ანა  დოლიძე,  ირმა  გელაშვილი,  ლევან  გზირიშვილი  უფრო  აქტიურები  იყვნენ  და 
თითოეულ  კანდიდატს  უსვამდნენ  დაახლოებით  5-დან  30-მდე  კითხვას.  საბჭოს  სხვა  წევრები, 
როგორც წესი, შემოიფარგლებოდნენ 2 ან 3 კითხვის დასმით.  

საბჭოს  წევრების  მიერ  კანდიდატებისთვის  კითხვების  დასმის  პრაქტიკა  მიუთითებს  იმაზე,  რომ 
საბჭოს  წევრთა  უმეტესობა  შესაძლოა  გასაუბრებას  არ  ანიჭებს  მნიშვნელობას  კანდიდატის 
შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის.  

კიდევ  ერთი  ტენდენცია,  რომელიც  საბჭოს  წევრების  მიერ  კითხვების  დასმაზე  დაკვირვებამ 
გამოავლინა  არის  შემდეგი:  საბჭოს  იმ  წევრებს,  რომლებიც  არ  გამოირჩეოდნენ  აქტიურობით  და 
თითო  კანდიდატს  2  ან  3  კითხვას  უსვამდნენ,  ცალკეულ  შემთხვევებში  ახასიათებდათ 
გააქტიურება,  რაც  შესაძლოა  გამოწვეული  იყოს  მათი  არაერთგვაროვანი  და  შერჩევითი 
მიდგომით კანდიდატების მიმართ.  

მაგალითად,  საბჭოს  მოსამართლე  წევრი,  ვასილ  მშვენიერაძე,  როგორც  წესი  თოთოეულ 


კანდიდატს  2  ან  3  ზოგადი  შინაარსის  კითხვას  უსვამდა,  ხოლო,  თამარ  ლალიაშვილს  დაუსვა  11 
კითხვა  როგორც  ვიწრო  პროფესიული  შინაარსის,  ისე  ზოგადი.  იგივე  ტენდეცია  ახასიათებდათ 
შოთა  ქადაგიძესა  და  რევაზ  ნადარაიას.  მაგალითად,  ქეთევან  ცინცაძეს  შოთა  ქადაგიძემ  დაუსვა 
მხოლოდ  ერთი  სამართლებრივი  კითხვა,  ხოლო  როინ  მიგრიაულს  4  სამართლებრივი კითხვა და 
ლავრენტი  მაღლაკელიძეს  6  სამართლებრივი კითხვა. ლევან ნადარაიამ მამუკა ვასაძეს დაუსვა 4 
სამართლებრივი  კითხვა  და  1  ზოგადი/პირადი ხასიათის კითხვა, ხოლო ნუგზარ სხრიტლაძეს - 8 
სამართლებრივი კითხვა და 1 პირადი/ზოგადი ხასიათის კითხვა.  

კანდიდატებთან  საბჭოს  ცალკელული  წევრების  არაერთგვაროვანი  მიდგომა  გამოიხატებოდა 


დასმული  შეკითხვების  შინაარსშიც.  მაგალითად,  თამარ  ალანიას  ვასილ  მშვენიერაძემ  დაუსვა 
მხოლოდ  ერთი  შეკითხვა,  რომელიც  შეეხებოდა  არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების 

13
კოდექსის  მიმართ  კანდიდატის  პოზიციას,  რაც  რეალურად  მხოლოდ  სამართლებრივ მსჯელობასა 
და შეფასებას მოითხოვდა, ხოლო თამარ ლალიაშვილს ვასილ მშვენიერაძემ დაუსვა დაახლოებით 
11  სამართლებრივი  შეკითხვა,  რომლებიც  შეეხებოდა  გამოხატვის  თავისუფლებას,  სიძულვილის 
ენას,  საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს პლენუმის მოვალეობებსა და უფლებამოსილებას და 
ა.შ. რომლებიც კანდიდატის მხრიდან კანონებისა და ნორმების ზუსტ გახსენებას საჭიროებდა.  

იმავე  სახის  განსხვავებული  ტენდეცია  არსებობდა,  როდესაც  შოთა  ქადაგიძემ  ლევან  თევზაძეს 
ჰკითხა,  თუ  როგორ  აფასებდა  კანდიდატი  თავისუფლების  აღკვეთასა  და  ამასთან  დაკავშირებით 
არსებულ  სტატისტიკას,  ხოლო  ლაშა  ქოჩიაშვილს  დაუსვა  შეკითხვა  აქციებთან  დაკავშირებით 
დავის  წარმოშობის  შემთხვევაში  სასამართლოსთვის  მიმართვის  ხანდაზმულობის  ვადაზე. 
შესაბამისად,  არსებობდა  ტენდეცია  იმისა,  რომ  ზოგიერთ  კანდიდატს  წევრები უსვამდნენ ძალზედ 
მარტივ  სამართლებრივ  შეკითხვებს,  ან ისეთ კითხვებს, რომლებიც მათი პოზიციის დაფიქსირებას 
მოითხოვდა,  ხოლო  ზოგიერთებს  ისეთ  სამართლებრივ  შეკითხვებს,  რომლებიც  კანონებისა  და 
ნორმების ზეპირ ცოდნას საჭიროებდა. აგრეთვე, საბჭოს ცალკეული წევრები ზოგიერთ კანდიდატს 
საერთოდ  არ  უსვამდნენ  შეკითხვებს,  რაც  ისევ  მათ  არათანაბარ  მიდგომაზე  მიანიშნებს. 
მაგალითად,  გიორგი  მიქაუტაძეს  შეკითხვები  არ  დაუსვეს  რევაზ  ნადარაიამ, ირაკლი შენგელიამ, 
ირაკლი ბონდარენკომ და ვასილ მშვენიერაძემ. 

საბჭოს  წევრები  ირმა  გელაშვილი,  ანა  დოლიძე,  ზაზა  ხარებავა,  ნაზი  ჯანეზაშვილი  ყველაზე 
ხშირად  უსვამდნენ  კანდიდატებს  კითხვებს  მათ  მიერ  საბჭოსთვის  წარდგენილი,  მათ  შესახებ 
საბჭოს  მიერ  მოძიებული  და  მედიაში  გავრცელებული  ინფორმაციიდან.  თუმცა,  საბჭოს  წევრების 
უმეტესობას,  კითხვების  დასმის  პროცესში  არ  მოუხდენია  იმის  დემონსტრირება,  რომ  ისინი 
იცნობენ კანდიდატის შესახებ უკვე მოძიებულ ინფორმაციას, რაც შეფასებისას უნდა გამოიყენონ.  

საბჭოს  წევრების  მიერ  კანდიდატებისთვის  დასმული  კითხვების  შინაარსის  ანალიზით  იკვეთება, 


რომ  საბჭოს  წევრთა  უმეტესობა  შერჩევითად/არასამართლიანად  ეპყრობოდა  კანდიდატებს,  რაც 
ტოვებდა კანდიდატების მიმართ არაობიექტური დამოკიდებულების შთაბეჭდილებას.   

4. დისკრიმინაციული გარემო და ბულინგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  


მოსამართლეობის  კანდიდატების  მოსმენის  მთელი  პერიოდის  განმავლობაში  იუსტიციის  საბჭოში 
შექმნილი  იყო  არაკოლეგიალური,  აგრესიული  და  შეუსაბამო  სამუშაო  გარემო,  ხშირად  საბჭოს 
წევრებს  შორის  დისკუსია  იღებდა  არაეთიკურ,  არაკონსტრუქციულ  ხასიათს.  აღნიშნული 
ვითარება  იმდენად  ინტენსიური  იყო,  რომ აშკარაა, იქმნებოდა ხელისშემშლელი სამუშაო გარემო 
საბჭოს  ცალკეული  წევრებისთვის  და  დამკვირვებლებისთვის,  ასევე,  ხელს  უშლიდა  საჯაროობის 
უზრუნველყოფას,  ვინაიდან  ართულებდა  დაინეტერესებული  პირებისთვის  პროცესზე 
დაკვირვებასა და აღქმას.  

დისკრიმინაციის  ყველა  ფორმის  აღმოფხვრის  შესახებ  საქართველოს  კანონი  შევიწროვებას 


განმარტავს,  როგორც  ნებისმიერი  ნიშნით  პირის  დევნას,  იძულებას  ან/და  პირის  მიმართ 
არასასურველ  ქცევად,  რომელიც  მიზნად  ისახავს  ან  იწვევს  პირის  ღირსების  შელახვას  და 
მისთვის  დამაშინებელი,  მტრული,  დამამცირებელი,  ღირსების  შემლახველი  ან  შეურაცხმყოფელი 
19
გარემოს შექმნას.   

შრომის ​საერთაშორისო ​ორგანიზაციის  მიერ  გაზიარებულია  სამუშაო  ადგილზე  შევიწროვების 


(ბულინგის)  განმარტება,  რომელიც  მათ შორის, მოიცავს დამცირებას, შეურაცხყოფას, გარიყვას, 
პირის  მიერ  თავისი  სამუშას  შესრულებაზე  ნეგატიური  გავლენის  მოხდენას,  რომელიც  არის 
განმეორებადი,  სისტემატური  და  რომელიც  დროის  გარკვეული  პერიოდის  განმავლობაში 
გრძელდება.  ბულინგის  შედეგად პირი ხდება სისტემატური, ნეგატიური სოციალური ზემოქმედების 

19
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3​1​ პუნქტი.

14
სამიზნე.  აღნიშნული  დოკუმენტი  პირზე  ბულინგის  ჯგუფურად  განხორციელებას  მოიხსენიებს 
20
სპეციალური ტერმინით m ​ obbing​.  

მოსამართლე  და  არამოსამართლე  წევრების  აზრთა  განსხვავებულობის  გამო,  ორ 


არამოსამართლე  წევრს,  ნაზი  ჯანეზაშვილსა  და  ანა  დოლიძეს,  ზოგჯერ  კი  ერთ-ერთ  მათგანს 
დაპირისპირება  უწევდა  საბჭოს  სხვა  წევრების  შემოტევებისგან  თავდასაცავად,  სადაც უხეშად და 
სისტემატურად  ხაზი  ესმებოდა  აღნიშნული  წევრის  კომპეტენციას.  ჯანსაღი  კამათი  პირთა  შორის 
დაშვებულია  და  მისაღებია  როცა  იგი  კონსტრუქციულ  ხასიათს  ატრებს  და  არა  მაგალითად ისეთი 
ფრაზები,  რომლებიც  ნაზი  ჯანეზაშვილის  და  ანა  დოლიძის  მიმართ  გამოიყენებოდა  საბჭოს 
მოსამართლე  წევრების  მხრიდან.  მაგალითად,  „როდის  უნდა  მორჩეთ  ამ  დაკითხვას,  რაამბავია 
ამდენი  კითხვის  დასმა,  თქვენ  თვითონ  არ  გესმით  რას  ნიშნავს  კეთილსინდისიერება,  უვიცი 
ბრძანდებით  და  ა.შ.“  პიროვნული  შეურაცხყოფა  ვერცერთ  შემთხვევაში  ვერ  იქნება  გაგებული 
როგორც კონსტრუქციული კრიტიკა კონკრეტული საბჭოს წევრის საქციელთან მიმართებით. 

გიორგი ​ტყავაძის ​მოსმენისას, ​როცა ​ნაზი ​ჯანეზაშვილმა ​ინტერესთა ​კონფლიქტის ​თაობაზე


კითხვა ​დაუსვა ​კანდიდატს, ​ამან  საბჭოს  წევრების  გაღიზიანება  გამოიწვია. ​ვასილ ​მშვენიერაძემ
მის ​სიტყვებს ​ჭორაობა ​უწოდა​. ​ხოლო ​ირაკლი ​ბონდარენკომ ​მას ​განუცხადა​: ​„ძალიან 
სამწუხაროა,  რომ ​დღემდე ​ვერ ​მიხვდით ​სად ​მუშაობთ​.“ ​სერგო ​მეთოფიშვილმა  მიმართა  ნაზი 
ჯანეზაშვილს:  „...ბაზრის ​ჭორებზე ​უარეს ​ინფორმაციას ​ავრცელებ​...“ ​ამ ​დროს ​სერგო 
მეთოფიშვილს  ვასილ  მშვენიერაძემაც დაუჭირა მხარი. ​ამ ​ყველაფერს ​მოჰყვა ​წევრების ​მიერ
ცინიკური​ ​დამოკიდებულების გამოვლენა ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ​.

ხმაური ​მოჰყვა ​ლალი ​ფაფიაშვილის ​გასაუბრებასაც​, ​როცა ​ინტერესთა ​კონფლიქტზე ​კვლავ


განმეორდა ​კითხვა​, საბჭოს მოსამართლე წევრების, ​რევაზ ​ნადარაიას,  ვასილ ​მშვენიერაძის ​და
სერგო ​მეთოფიშვილის ​მხრიდან​. ​სერგო  მეთოფიშვილმა ​ნაზი  ჯანეზაშვილს  მიმართა  სიტყვებით: 
„თქვენი ​კითხვებით ​ახდენთ ​მოქმედი ​საბჭოს ​დისკრედიტაციას​.“ ​რევაზ  ნადარაიამ  ნაზი 
ჯანეზაშვილს  უთხრა:  „თქვენ ​ბევრი ​არარაციონალური ​და ​არარელევანტური ​შეკითხვა ​დასვით
და ​არავის ​შეუწყვეტინებია ​თქვენთვის​. ​ნუ ​ცდილობთ ​სხვის ​დისკრედიტაციას​, ​შეკითხვა ​ნუ ​იქნება
შეკითხვა ​სხვისი ​დისკრედიტაციისთვის​.“ ​ნაზი  ჯანეზაშვილმა  აღნიშნა  სხდომის  თავმჯდომარის,
დიმიტრი  გვრიტიშვილის  უმოქმედობა  მის  მიმართ  თავდასხმებზე,  რაზეც  რევაზ  ნადარაია 
გამოეხმაურა  ნაზი ჯანეზაშვილს შემდეგი სიტყვებით: „ბატონი ​დიმიტრი ​მაშინ ​გახსენდებათ ​როცა
გჭირდებათ​.“

მაია ​კოპალეიშვილის ​მოსმენისას სერგო ​მეთოფიშვილმა ​კანდიდატს მიმართა კითხვით, ​„საბჭოს


წევრმა, ​რომელსაც ​არც ​მოსამართლის, ​არც ​პროკურორის ​და ​არც ​ადვოკატის ​გამოცდა ​არ ​აქვს
ჩაბარებული​, ​როგორ ​უნდა ​შეაფასოს ​კანდიდატის  კვალიფიციურობა ​და ​კეთილსინდისიერება​,
თავად​ ​წარმოდგენაც​ ​არააქვს​ ​რა​ ​არის​ ​ეს​, ​მაგალითად,​ ​ინტერესთა​ ​კონფლიქტი​.“

თეა ​ძიმისტარიშვილის ​გასაუბრებისას​, ​სერგო ​მეთოფიშვილმა ​არაერთხელ ​უწოდა ​ანა ​დოლიძეს


თავხედი​: „​თავხედი ​ხარ ​შენ​, ​უვიცი ​და ​თავხედი​“, ​რაზეც ​რეაგირება ​არ ​მოუხდენია ​დიმიტრი
გვრიტიშვილს,  ხოლო ​ანა ​დოლიძეს ​არ ​მისცა ​პასუხის ​გაცემის ​საშუალება და ​გამოაცხადა
შესვენება​.

სერგო მეთოფიშვილმა თავხედად მოიხსენია ნაზი ჯანეზაშვილიც თამარ ზამბახიძის გასაუბრების


დროს. ხოლო უჩა თოდუას გასაუბრების დროს, სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძისა და ნაზი

  „Bullying  at  work  means  harassing,  offending,  socially  excluding  someone  or  negatively 
20

affecting  someone’s  work  tasks.  In  order  for  the  label  bullying  (or  mobbing)  to  be  applied  to  a 
particular activity, interaction or process it has to occur repeatedly and regularly (e.g. weekly) and 
over  a  period  of  time  (e.g.  about  six  months).  Bullying  is  an  escalating  process  in  the  course  of 
which  the  person  confronted  ends  up  in an inferior position and becomes the target of systematic 
negative social acts.“​ ​ ​https://www.ilo.org/public/libdoc/ilo/2006/106B09_110_engl.pdf​ ​page 20.

15
ჯანეზაშვილის მიერ პროტესტის ნიშნად, ღამის საათებში გასაუბრების დატოვებას
„ორკესტრირებული და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ მიღებული დავალების შესრულება“
უწოდა. მამუკა ვასაძის მოსმენის დროს, 23 ივლისს, ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ ნაზი
ჯანეზაშვილს „სურს პროცესის ჩაშლა, მოქმედებს დაკვეთისა და მითითებების ქვეშ და რომ მას
„ნაბრძანები აქვს შოუების მოწყობა“. ხოლო ირაკლი ბონდარენკომ ნაზი ჯანეზაშვილს „ჭკუის
მოხმობისკენ“ მოუწოდა. საბჭოს წევრების ა​ მგვარი ​კომენტარები ​დაახლოებით 30 ​წუთს
გაგრძელდა​, ​რამაც​, ​თავის​ ​მხრივ​, ​მთლიანი​ ​გასაუბრების​ ​გაჭიანურებაც​ ​გამოიწვია. 

საბჭოს მიერ კანდიდატების მოსმენის პირველი 8 დღის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, 
როცა  სამუშაო  პროცესი  დილის  დაახლოებით  10  საათიდან  ღამის  10  საათამდე  გრძელდებოდა, 
ხშირად,  შესვენების  და  წინასწარ  შეთანხმებული  დღის  წესრიგის  გარეშე,  განსაკუთრებით 
არასახარბიელო  მდგომარეობაში  საბჭოს  ქალი  წევრები  და  ქალი  დამკვირვებლები  ჩააყენა. 
არამოსამართლე  წევრებმა  ნაზი  ჯანეზაშვილმა  და  ანა  დოლიძემ  რამოდენიმეჯერ  პროტესტის 
ნიშნად  დატოვეს  გასაუბრების  პროცესი. არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა დააფიქსირა 
თავისი  პოზიცია,  რომ  არასამუშაო  საათებში  გასაუბრების  ჩატარება  რთულ  მდგომარეობაში 
აყენებდა  კანდიდატებს.  აღსანიშნავია,  რომ  საბჭოს  მოსამართლე  წევრთა  უმრავლესობა,  გარდა 
ერთი  წევრისა,  მამაკაცია  და  გასაუბრების  არასამუშაო  საათებში  ჩატარების  შესახებ 
გადაწყვეტილებაც  სწორედ  მათ  მიერ  იყო  მიღებული.  კანონმდებლობით ​აკრძალულია ​ირიბი
დისკრიმინაცია​, ​ე​.​ი​. ​ფორმით ​ნეიტრალური ​და ​არსით ​დისკრიმინაციული ​პრაქტიკა​, ​რომელიც
ადამიანების ​ჯგუფს ​არახელსაყრელ ​მდგომარეობაში ​აყენებს ​ანალოგიურ ​პირობებში ​მყოფ ​სხვა
პირებთან ​შედარებით ​ან ​თანაბარ ​მდგომარეობაში ​აყენებს ​არსებითად ​უთანასწორო ​პირობებში
21
მყოფ ​პირებს​.   საბჭოში  არსებულ  ამ  დისკრიმინაციულ  პრაქტიკას  განცხადებით  გამოეხმაურა 
22
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაც.  

გასაუბრების ​პროცესზე ​დაკვირვებამ ​ცხადყო​, ​რომ ​საბჭოს ​რიგ  მოსამართლე  წევრებს ​არ ​აქვთ
კოლეგიალური ​დამოკიდებულება ​ანა ​დოლიძისა ​და ​ნაზი ​ჯანეზაშვილის ​მიმართ,  ვერ  მალავენ 
აგრესიას  მათ  მიერ  კანდიდატებისთვის  დასმული  კითხვების  და  მედიასთან  გაკეთებული 
განცხადებების  გამო​.  საბჭოს  წევრების  ამგვარი  დამოკიდებულება  და  გამოხატვა კითხვებს აჩენს 
იმასთან  დაკავშირებით,  თუ  რამდენად  შესწევთ  მათ  უნარი  სწორად  და  ობიექტურად  შეაფასონ 
კანდიდატების გაწონასწორებულობის, ემოციების მართვის, ეთიკის წესების დაცვის უნარები.  

5. კანდიდატების შერჩევის პროცესის საჯაროობა

კანონმდებლობით  და  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  მიღებული  ცალკეული 


გადაწყვეტილებებით  უზრუნველყოფილი  იქნა  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეების 
შერჩევის  პროცესის  საჯაროობა,  თუმცა,  უნდა  აღინიშნოს,  რომ  სხვა  კონკურსებთან  შედარებით 
უფრო  მაღალი  ხარისხის  საჯაროობის  მიღწევა  და  მთელი  პროცესის  განმავლობაში  შენარჩუნება 
იყო  წინააღმდეგობრივი  პროცესი,  რაც  საბჭოს  წევრებს  შორის  დაპირისპირების  ფონზე 
წარიმართა.  ასევე,  კანონი  არ  ითვალისწინებს  კანდიდატების  შეფასების შედეგად დასაბუთებული 
გადაწყვეტილების მიღებას, რაც აკნინებს საჯაროობის ხარისხს.  

5.1. საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები 


მოსამართლეთა  შერჩევის  პროცესის  საჯაროობა  და  გამჭვირვალობა  განსაზღვრავს  აღნიშნული 
პროცესის  მიმართ  საზოგადოების  ნდობას  და  უზრუნველყოფს  შერჩევაზე  პასუხისმგებელი 

21
„​დისკრიმინაციის​ ​ყველა​ ​ფორმის​ ​აღმოფხვრის​ ​შესახებ​“ ​საქართველოს​ ​კანონის​ მ​ ე​-2 ​მუხლის​ ​მე​-3 ​პუნქტი​.
22
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, განცხადება იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მხრიდან გენდერული უთანასწორობის და არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრაქტიკის თაობაზე, 24
ივლისი, 2019. ​http://coalition.ge/index.php?article_id=214&clang=0 

16
პირების  ანგარიშვალდებულებას  კანონის  წინაშე.  ამიტომაც,  საერთაშორისო  საზოგადოება 
23
შეთანხმებულია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.    

აღიარებული  საერთაშორისო  სტანდარტები  მოსამართლეთა  დანიშვნის  პროცესის  საჯაროობის 


უზრუნველსაყოფად  რამდენიმე  მოთხოვნის  დაკმაყოფილებას  ითვალისწინებს:  კონკურსის 
საჯაროდ  გამოცხადება,  ვაკანსიების  შესახებ  ინფორმაციის  გამოქვეყნება,  კრიტერიუმების  და 
24
პროცედურის  დეტალურად  რეგულირება  და  გამოქვეყნება,  გასაუბრების  ჩატარება  და  სხვა.  
მოსამართლეთა  შესარჩევი  კონკურსის  ცალკეული  ეტაპების  საჯაროობის  ხარისხის 
განსაზღვრისას  მხედველობაში  უნდა  იქნას  მიღებული  კონკრეტულ  ქვეყანაში  აღნიშნული 
25
პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.  

ევროპის  მოსამართლეთა  საკონსულტაციო  საბჭოს  რეკომენდაცია  მოსამართლეთა  შერჩევის 


26
პირობების სრულ გამჭვირვალობას ითვალისწინებს.  

ამასთან,  დადგენილია,  რომ  საჯაროობის  პრინციპი  ვერ  იქნება  სრულყოფილად მიღწეული თუ არ 


იქნება  უზრუნველყოფილი  მოსამართლის  დანიშვნის  შესახებ  გადაწყვეტილების  ამა  თუ  იმ 
ხარისხით დასაბუთება. კერძოდ: 

გადაწყვეტილების  ღია  კენჭისყრით  მიღებისა  და  დასაბუთების  სტანდარტს  არაერთი 


საერთაშორისო  დოკუმენტი  ითვალისწინებს.  ზოგადი  რეკომენდაციებიდან  აღსანიშნავია 
მართლმსაჯულების  საბჭოების  ევროპული  ქსელის  დოკუმენტი,  რომელიც  მოსამართლეთა 
შერჩევის  შესახებ  გადაწყვეტილების  დასაბუთების  საჭიროებას  მართლმსაჯულების  საბჭოების 
მიერ  კანდიდატების  შერჩევის  შესახებ  გადაწყვეტილების  დამოუკიდებლად,  ყოველგვარი 
27
ზეგავლენის გარეშე მიღების მოთხოვნის კონტექსტში განიხილავს.   

ვენეციის  კომისიის  რეკომენდაციის  თანახმად,  გამჭირვალობისა  და  პასუხისმგებლობის 


უზრუნველყოფის  მიზნით  ფარული  კენჭისყრა უნდა იქნეს გაუქმებული და, აგრეთვე, კანდიდატების 
28
კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.  

კიევის  რეკომენდაციების  თანახმად,  საჯაროობის  სხვა  კომპონენტებთან  ერთად  (კონკურსის 


შესახებ  ინფორმაციის  საჯაროდ  გამოცხადება,  შერჩევის  დეტალური  კრიტერიუმების 
გამოქვეყნება,  დეტალური  პროცედურის  მიღება,  გასაუბრების  ჩატარება  და  სხვა)  საჯაროობის 
ნაწილად  განიხილავს  გადაწყვეტილების  დასაბუთებასაც.  კერძოდ,  მართლმსაჯულების  საბჭოს 
გადაწყვეტილება,  რომლითაც  კანდიდატს  უარი  ეთქვა  მოსამართლის  თანამდებობაზე  დანიშვნაზე 
29
მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა იყოს დასაბუთებული.    

კეიპ  თაუნის  პრინციპები  აწესებს  სტანდარტს,  სადაც  კანდიდატის  შესახებ  მსჯელობა 


მართლმსაჯულების  საბჭოს  წევრებს  შორის  შესაძლოა  იყოს  დახურული,  თუმცა,  საბოლოო 
30
გადაწყვეტილება კანდიდატის დანიშვნის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.  

23
The Istanbul Declaration on Transparency in the Judicial Process, Principle 13
24
Kyiv Recommendations, 2010; Cape Town Principles.
25
OSCE/ODIHR Opinion on Draft Amendments Related to the Appointment of Supreme Court Judges of
Georgia, 2019, para. 55.
26
​CCJE  დასკვნა  N10  (2007)  მართლმსაჯულების  საბჭოს  როლის  შესახებ  საზოგადოების  სამსახურში, 
პარა. 50.
27
​ENCJ, Development of Minimal Judicial Standards II, 2011-2012, para. 3.4, page 18.  
28
Venice Commission, Urgent Opinion on the Selection and Appointment of Supreme Court Judges, Georgia,
April 16, 2019, CDL-PI(2019)002, page 13, para. 67.
29
OSCE/ODIHR ​Kyiv  Recommendations  on  Judicial  Independence  in  Eastern  Europe,  South 
Caucasus and Central Asia, 2010, para. 21, 22, 23.  
30
​Cape  Town  Principles  on  the  Role  of  Independent  Commissions  in  the  Selection  and 
Appointment of Judges, 2016, para. 13.  

17
GRECO  ს  რეკომენდაცია  მოსამართლეთა  შერჩევის  პროცესში  საბჭოს  გადაწყვეტილების 
დასაბუთების  შემოღების  რეკომენდაციას  იძლევა  აღნიშნული  გადაწყვეტილებების  მიღების 
31
პროცესში კორუფციის პრევენციის ჭრილში.  

5.2. საქართველოს კანონმდებლობა   


უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეობის  კანდიდატების  შერჩევის  პროცესის  საჯაროობის 
უზრუნველყოფას კანონის რამდენიმე მუხლი შეეხება: კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს 
32
მოსამართლეობის  კანდიდატების  მოსმენა  საჯაროდ  ტარდება.   იგივე  კანონი  ითვალისწინებს 
კონკურსის  მონაწილეთა  ვინაობისა  და  ბიოგრაფიული  მონაცემების,  მოსამართლეობის 
33
კანდიდატების სიის გამოქვეყნებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე.   

აღნიშნულის  საპირისპიროდ, კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს კანდიდატის შესახებ იუსტიციის 
უმაღლესი  საბჭოს  მიერ  მოძიებული  ინფორმაციის  საჯაროობას,  თუმცა,  მიუთითებს,  რომ 
კანდიდატის  შესახებ  მოძიებული  ინფორმაცია  ერთი  წლის  განმავლობაში  დალუქული  სახით 
34
ინახება.   გარდა  ამისა,  კანონი  ადგენს  კანდიდატებთან  დაკავშირებით  გადაწყვეტილებების 
35
მიღებას  ფარული  კენჭისყრით,   აქედან  გამომდინარე,  კანონი  არ  ავალდებულებს  საბჭოს 
წევრებს დაასაბუთონ კანდიდატის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.  

5.3. კონკურსის საჯაროობა პრაქტიკაში  


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ვებ-გვერდზე კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ იქნა ინფორმაცია: უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური ადგილების შესახებ, კონკურსში მონაწილეთა სია და
კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები.

ამასთან,  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2019  წლის  12  ივლისის  სხდომის  შედეგად  უზენაესი 
სასამართლოს  მოსამართლეობის  კანდიდატის  განცხადება  და  თანდართული  დოკუმენტები, 
გარდა  ჯანმრთელობის  ცნობისა,  ხელმისაწვდომი  გახდა  ნებისმიერი  დაინტერესებული 
36
პირისთვის.   აღსანიშნავია,  რომ  საბჭოს  აღნიშნულ  გადაწყვეტილებას  წინ  უძღოდა 
დაინტერესებული  პირებისათვის  კანდიდატების  შესახებ  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  საბჭოს 
2019  წლის  13  ივნისის  უარი,  რომელიც  ეფუძნებოდა  კანდიდატების  პერსონალური  მონაცემების 
დაცვას.  აღნიშნულ  საკითხს  გამოეხმაურა  საზოგადოებრივ  ორგანიზაციათა კოალიცია, რომელიც 
თავის  საჯარო  განცხადებაში  მიუთითებდა,  რომ  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭო  კანონის 
მოთხოვნათა  დარღვევით  აცხადებდა  უარს  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  და  რომელიც 
მოითხოვდა  კანდიდატების  შესახებ  საბჭოში  წარდგენილი  და  საბჭოს  მიერ  მოძიებული 
37
ინფორმაციის გასაჯაროვებას.   

31
​GRECO  Fourth  Evaluation  Round,  Evaluation  Report  –  Georgia  (2017),  para.  94  “​GRECO
recommends reforming the recruitment and promotion of judges, including by ensuring that any decisions in
those procedures by the High Council of Judges a) are made on the basis of clear and objective, preestablished
criteria – notably merit, in a transparent manner and with written indication of reasons, and b) can be
appealed to a court.”  
32
​საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34​1​-ე მუხლის მე-8 პუნქტი.  
33
​საერთო  სასამართლოების  შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონის  34​1​-ე  მუხლის  მე-4  და  მე-7 
პუნქტები.  
34
​საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34​2​-ე მუხლის მე-10 პუნქტი.  
35
 ​საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის​ 3 ​ 4​1​-ე მუხლის მე-13 პუნქტი. 
36
​იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2019  წლის  12  ივლისის  განცხადება 
http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesi-sabchos-gadatskvetileba/3475?fbclid=IwAR3PfRfF6gdMhnpdYrOshJ
V4o1d6KC1m7S4l2mzt-PGVDhgVoUEc0Pv692A 
37
​კოალიცია  დამოუკიდებელი  და  გამჭვირვალე  მართლმსაჯულებისთვის  2019  წლის  19  ივნისის  საჯარო 
განცხადება 

18
იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2019  წლის  13  ივნისის უარს აგრეთვე გამოეხმაურა საქართველოს 
სახალხო  დამცველის  აპარატი,  რომელმაც  იუსტიციის  საბჭოს  მიმართა  რეკომენდაციით 
მომხდარიყო  კონკურსის  ფარგლებში  საბჭოში  შესული  ყველა  განცხადებისა  და  კონკურსში 
38
მონაწიეთა  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტების  ასლების  გასაჯაროება.   2019  წლის 12 ივლისს 
გაიმართა  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  სხდომა,  სადაც  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით 
საკუთარი  პოზიციები  დააფიქსირეს  არასამთავრობო  ორგანიზაციების,  სახალხო  დამცველისა  და 
39
სახელმწიფო  ინსპექტორის  სამსახურის  წარმომადგენლებმა .  საბოლოოდ,  12  ივლისის 
სხდომაზე  იუსტიციის  უმაღლესმა  საბჭომ  გაითვალისწინა  საქართველოს  სახალხო  დამცველის 
აპარატის  რეკომენდაცია.  შედეგად  დაინტერესებული  პირებისათვის  137  კანდიდატის  მიერ 
წარმოდგენილი  განცხადებისა  და  თანდართული  დოკუმენტების  ასლები  მხოლოდ  ერთი  თვის 
შემდეგ  გახდა  ხელმისაწვდომი.  ამ  მხრივ  საჯაროობა  სრულად  არ  იქნა  უზრუნველყოფილი, 
გამომდინარე  იქიდან,  რომ  იუსტიციის  უმაღლესმა  საბჭომ  ხელმისაწვდომი  გახადა  მხოლოდ 
კანდიდატების  მიერ  წარმოდგენილი  და  არა  საბჭოს  მიერ  კანდიდატების  შესახებ  მოძიებული 
ინფორმაცია.  ამასთან,  კანდიდატების  შესახებ  მოძიებული  ინფორმაციის  კონფიდენციალურად 
დატოვება  გამორიცხავს  შესაძლებლობას  შეფასდეს  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  იმ 
დეპარტამენტის  მუშაობა,  რომელიც  პასუხისმგებელია  კანდიდატების  შესახებ  ინფორმაციის 
მოძიებაზე.  აღნიშნული  დეპარტამენტის  მუშაობის  შეფასება  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი  იყო 
არსებულ  ვითარებაში,  როცა  საბჭოს  მდივანი,  რომელიც  ინტერესთა  კონფლიქტის  გამო  არ 
მონაწილეობდა  კანდიდატების  საჯარო  მოსმენის  პროცედურაში,  რჩებოდა  ზემოაღნიშნული 
დეპარტამენტის მუშაობაზე პასუხისმგებელ პირად.  

კანდიდატების  მოსმენის  პროცესის  საჯაროობა  უზრუნველყოფილ  იქნა  მოსმენების  მთელი 


პროცესის  პირდაპირი  სატელევიზიო  ტრანსლირებით.  კანდიდატების  საჯარო  მოსმენის 
დაწყებამდე  ერთი  დღით  ადრე,  16  ივლისს,  იუსტიციის  საბჭომ  მიიღო  გადაწყვეტილება 
საზოგადოებრივი  მაუწყებლის  ეთერის  მეშვეობით  კანდიდატების  მოსმენის  პირდაპირი  უწყვეტი 
სატელევიზიო ტრანსლაციის შესახებ.  

აღნიშნულ  საკითხზე  კონსესუსის  მიღწევამდე,  საბჭოს  რამდენიმე  წევრმა  დააფიქსირა 


განსხვავებული  მოსაზრება.  კერძოდ,  ირაკლი  შენგელია  არ  დაეთანხმა  პირდაპირი  ეთერით 
ტრანსლირების  საჭიროებას,  რაც  კანდიდატების  არათანაბარ  პირობებში  ჩაყენების  პრევენციის 
საჭიროებით  განმარტა.  მისი  განმარტებით,  პირდაპირი  სატელევიზიო  ტრანსლირების 
შემთხვევაში  პირველ  5  კანდიდატთან  შედარებით,  დანარჩენი  45  კანდიდატი  უფრო  ხელსაყრელ 
მდგომარეობაში  აღმოჩნდებოდა,  გამომდინარე  იქიდან,  რომ  მათ  ეცოდინებოდათ  როგორ 
წარიმართა  გასაუბრების  პროცესი  და  რა  სახის  კითხვები  იყო  დასმული.  უნდა  აღინიშნოს,  რომ 
ირაკლი  შენგელიას  პოზიციას  დაუპირისპირდნენ  დანარჩენი  წევრები,  განსაკუთრებით  კი 
არამოსამართლე  წევრი,  ირმა  გელაშვილი,  რომელმაც  აღნიშნა,  რომ  კანდიდატების  მოსმენის 
პროცესის  მიმართ  არსებობდა  საზოგადოების  დიდი  ინტერესი  და  მისი  დახურვა  გამოიწვევდა 
სკანდალს.  

უზენაესი ​სასამართლოს ​მოსამართლეობის ​კანდიდატების ​გასაუბრების ​პროცესის


გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ​აგრეთვე​, ​იუსტიციის ​უმაღლესი ​საბჭოს ​ორი
არამოსამართლე ​წევრის,  ანა ​დოლიძისა ​და ​ნაზი ​ჯანეზაშვილის ​მიერ  მოსამართლეობის 
კანდიდატებთან  გასაუბრების  სრულიად  ახალი  სტანდარტის  შემოღებამ​.  საბჭოს  მიერ  აქამდე 

http://coalition.ge/index.php?article_id=210&clang=0&fbclid=IwAR3U8j0OA5izIgdNTVvU2Eaz-T8uULVi0WKAC
y71F79EfZ8mgMU0RYIJX_U 
38
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 ივნისი.
http://www.ombudsman.ge/res/docs/2019062811535019099.pdf
39
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 12 ივლისის განცხადება
http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesi-sabchos-gadatskvetileba/3475

19
დამკვიდრებული  პრაქტიკით,  პირველი  და  სააპელაციო  ინსტანციის  სასამართლოების 
40
მოსამართლეობის  კანდიდატებთან  გასაუბრებას  დაახლოებით  20  წუთი  ეთმობოდა,   კითხვების 
შინაარსი  და  სირთულე  სხვადასხვა  კანდიდატის  შემთხვევაში სრულიად განსხვავებული იყო, რაც 
ტოვებდა  არაერთგვაროვანი  მიდგომის  შთაბეჭდილებას  და  არ  იძლეოდა  კანდიდატის 
41
ობიექტურად  შეფასების  შესაძლებლობას.   უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეების  შერჩევის 
პროცედურის  შემთხვევაში,  თითო  კანდიდატთან  გასაუბრება  დაახლოებით  2-3  საათს  ან  მეტ 
ხანს  გრძელდებოდა,  რამაც  მაქსიმალური  შესაძლებლობა  მისცა  კანდიდატებს  გამოევლინათ 
საკუთარი  უნარები  და  მოეხდინათ  საკუთარი  მსოფლმხედველობის  დემონსტრირება არამხოლოდ 
იუსტიციის  საბჭოს,  არამედ  ფართო  საზოგადოების  წინაშე.  კანდიდატებთან  ხანგრძლივი 
გასაუბრებების  პროცესმა  რეალური  შინაარსი  შესძინა  გასაუბრებების  საჯაროობას,  რის 
გარეშეც ეს უკანასკნელი იქნებოდა მხოლოდ ფორმალობა.

მართალია​, ​ნაზი ​ჯანეზაშვილი ​და ​ანა ​დოლიძე ​კითხვების  დასმის  კანონით  მინიჭებული 
უფლებამოსილებით ​სარგებლობდნენ​, ​თუმცა ​მათ ​მიერ ​ამ  უფლებამოსილების  შესრულებას, 
საჯარო  მოსმენების ​მთლიანი ​პროცესის ​მანძილზე ​თან ​სდევდა ​საბჭოს ​დანარჩენი ​წევრების ​და
ზოგჯერ ​თავად ​კანდიდატების ​გაღიზიანება ​და ​აგრესია​. ​საბჭოს ​წევრთა ​გაღიზიანების ​მიზეზს
წარმოადგენდა ​როგორც ​კითხვების ​შინაარსი​, ​აგრეთვე ​მათი ​რაოდენობა​. ​მიუხედავად ​იმისა​,
რომ ​კანონი  ამ  მხრივ ​საბჭოს ​წევრებს  არ  ზღუდავს​,  საბჭოს  ცალკეულ  მოსამართლე  წევრებს 
ჰქონდათ  მრავალი  მცდელობა  შეეზღუდათ  დასასმელი  კითხვების  რაოდენობა,  თემატიკა  და 
42
შინაარსი.   აღნიშნული  შეიძლება  შეფასდეს  პროცესის  საჯაროობისათვის  ხელის  შეშლის 
მცდელობად.  ამასთან,  დაკვირვებით  გამოიკვეთა,  რომ  საბჭოს  მოსამართლე  წევრები  ამგვარ 
არაეთიკურ  მიდგომებს  ავლენდნენ განსაკუთრებით იმ კანდიდატებისთვის ბევრი და კონკრეტული 
შინაარსის  კითხვების დასმის შემთხვევაში, ვის მიმართაც საბჭოს მოსამართლე წევრები აშკარად 
სიმპატიით იყვნენ განწყობილი. 

5.4. კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება


საჯაროობის  სათანადოდ  უზრუნველყოფას  ხელს  უშლის  ის  გარემოება,  რომ  კანდიდატების 
შეფასების  შედეგად  იუსტიციის  უმაღლესმა  საბჭომ  გადაწყვეტილება  უნდა  მიიღოს  ფარული 
კენჭისყრით  და  დასაბუთების  გარეშე.  როცა  ყველა  სხვა  ასპექტი  შერჩევის  პროცედურის  არის 
ღია,  აზრს  მოკლებულია  და  არ  არსებობს  ლეგიტიმური  საფუძველი  საიმისოდ,  რომ  კანდიდატის 
ნომინირების  შესახებ  საბჭოს  გადაწყვეტილება  ფარული  კენჭისყრით  მიიღება,  რაც  თავის  მხრივ 
აღნიშნული  გადაწყვეტილების  დასაბუთების  შესაძლებლობას  გამორიცხავს.  ამასთან, 
მოსამართლის  შერჩევის  შესახებ  გადაწყვეტილების  დაუსაბუთებლობა  არ  შეესაბამება  ამ 
საკითხზე  მიღებულ  საერთაშორისო  სტანდარტებს  და  საქართველოსთვის  გაცემულ 
რეკომენდაციებს.  ასეთ  ვითარებაში,  ფარული  კენჭისყრა  და  დასაბუთების  არარსებობა შეიძლება 
მხოლოდ  დამაზიანებელი  იყოს  პროცესისთვის,  ვინაიდან  შესაძლებლობას  აძლევს  საბჭოს 

40
​„მოსამართლეობის  კანდიდატების  შერჩევის  წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  იუსტიციის 
უმაღლესი  საბჭოს  2009  წლის  9  ოქტომბრის  №1/308  გადაწყვეტილება 
http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/gadawyvetilebebi%202009/308-2009.pdf მე-12, მე-13 და
მე-14 მუხლები. 
41
საია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ​ანგარიშები 
42
​მაგალითად,  2019  წლის  19  ივლისს  მირანდა  ერემაძის  საჯარო  მოსმენაზე  გვრიტიშვილმა  ნაზი 
ჯანეზაშვილის  კითხვებს  უწოდა  „სულელურ“ი;  24  ივლისს  ილონა  თოდუას  საჯარო  მოსმენისას  სერგო 
მეთოფიშვილმა  ნაზი  ჯანეზაშვილის  კითხვებს  უწოდა  „იაფფასიანი  კროსვორდიდან  აღებული  კითხვები,“ 
ხოლო,  რევაზ  ნადარაიამ  -  „მარაზმი  და  უსინდისობა;“  8  აგვისტოს  გიორგი  ტყავაძის  მოსმენისას  ვასილ 
მშვენიერაძემ  აღნიშნა,  რომ  ნაზი  ჯანეზაშვილს  ვიღაც  უწერს  კითხვებს;  25  ივლისს  კანდიდატმა ვლადიმერ 
კაკაბაძემ  ნაზის  მიმართა: „ეს ჩაკითხვის ჩეკისტური სტილი არ არის სათანადო ფორმა, ეს არის დაკითხვა, 
ეს არ არის გასაუბრება.“   

20
წევრებს  შეფასების  შედეგების  გაუთვალისწინებლად  მიიღონ  გადაწყვეტილება  კანდიდატების 
43
შერჩევის შესახებ.  

ეუთოს  მიერ  საქართველოსთვის  გაცემული  რეკომენდაციის  მიხედვით,  მოსამართლეების 


შერჩევის  პროცედურა  უნდა  ითვალისწინებდეს  კანდიდატისთვის  ქულის  მინიჭების  და 
44
ნომინირების გარკვეულ დასაბუთებას დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებაში.

6. ​კანდიდატების მოსმენის პროცესის არაორგანიზებულობა


საერთო  სასამართლოების  შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონი  შეიცავს  ნორმებს, 
რომლებიც  მიუთითებს  გასაუბრების  სავალდებულო  ეტაპზე  უზენაესი  სასამართლოს 
მოსამართლეობის  კანდიდატების  შერჩევის  პროცესში,  თუმცა,  ორგანული  კანონი  არ  ადგენს 
გასაუბრების  ჩატარების  საკმარისად  დეტალურ  პროცედურას.  აღნიშნულის  გათვალისწინებით, 
იუსტიციის  უმაღლეს  საბჭოს,  როგორც  შერჩევის  პროცესის  ჩატარებაზე  პასუხისმგებელ 
ორგანოს,  წინასწარ  უნდა  განესაზღვრა  თუ  რა  პროცედურით  ჩაატარებდა  კანდიდატებთან 
გასაუბრებებს.  აღნიშნული  საჭირო  იყო  კანდიდატების  საჯარო  მოსმენის  პროცესის 
გამჭვირვალობის სათანადოდ უზრუნველყოფისთვის.  

6.1. საერთაშორისო​ ​სტანდარტები და რეკომენდაციები  


რამდენიმე  საერთაშორისო  რეკომენდაციით  აღიარებულია  კანდიდატების  შერჩევის  ორეტაპიანი 
შეფასების  სისტემა  და  აღნიშნულია,  რომ  მოსამართლეობის  კანდიდატების  შეფასების  პროცესში 
45
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გასაუბრების პროცესს.   

კანდიდატების  შერჩევის  საკითხთან  დაკავშირებით  ევროპელ  მოსამართლეთა  საკონსულტაციო 


საბჭოს მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაცია აწესებს სრული გამჭვირვალობის სტანდარტს, 
პროცედურას,  რომელიც  გარეშე  დამკვირვებელს  დაარწმუნებს,  რომ  შერჩევა  დამსახურების 
46
პრინციპის დაცვით მოხდა.   

ეუთოს/დემოკრატიული  ინსტიტუტებისა  და  ადამიანის  უფლებების  ოფისის  მიერ 


საქართველოსთვის  გაცემულ  რეკომენდაციაში  აღნიშნულია,  რომ  გასაუბრება  წარმოადგენს 
კანდიდატების  შერჩევის  მნიშვნელოვან  და  ღირებულ  ნაწილს.  დასკვნაში  რეკომენდაციის  სახით 
მითითებულია,  რომ  კანდიდატების  მოსმენის  დეტალური  პროცედურა,  გასაუბრების  მიზანი, 

43
Consultative Council of European Judges (CCJE) Opinion No.10, para 50: “there must be total transparency in
the conditions for the selection of candidates, so that judges and society itself are able to ascertain that an
appointment is made exclusively on a candidate’s merit and based on his/her qualifications, abilities, integrity,
sense of independence, impartiality and efficiency” ეს პრინციპი გაზიარებული აქვს ვენეციის კომისიას თავის
2019 წლის რეკომენდაციაში, სადაც იგი გვთავაზობს ფარული კენჭისყრის გაუქმებას გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მისაღწევად. Venice Commission, Urgent Opinion on the Selection
and Appointment of Sureme Court Judges, Georgia CDL-PI(2019)002, para. 36.
44
OSCE/ODIHR Opinion on Draft Amendments Related to the Appointment of Supreme Court Judges of
Georgia, 2019, para. 57.
45
​Cape  Town  Principles  on  the  Role  of  Independent  Commissions  in  the  Selection  and 
Appointment  of  Judges, 2016, para. 11, 12; Kyiv Recommendations on Judicial Independence 
in Eastern Europe, South Caucasus and Central Asia, 2010, para. 21. 
46
​ევროპის  მოსამართლეთა  საკონსულტაციო  საბჭოს  დასკვნა  N10  (2007)  „მართლმსაჯულების  საბჭო 
საზოგადოების  სამსახურში,“  პარა.  50  „...უნდა  არსებობდეს  კანდიდატების  შერჩევის  პირობათა  სრული 
გამჭვირვალობა, ისე, რომ მოსამართლეებს და თავად საზოგადოებას მიეცეთ შესაძლებლობა დარწმუნდნენ 
იმაში,  რომ  დანიშვნა  ექსკლუზიურად  გამომდინარეობდა  კანდიდატის  დამსახურებიდან  და  დაეფუძნა  მის 
კვალიფიკაციას,  უნარებს,  პატიოსნებას,  დამოუკიდებლობის  განცდას,  მიუკერძოებლობასა  და 
ეფექტურობას.“   

21
ფარგლები  და  ფორმატი  განისაზღვროს  კანონით  ან  კანონქვემდებარე  აქტით,  იმისათვის,  რომ 
47
უზრუნველყოფილი იქნეს უფრო მეტად სტრუქტურიზებული მიდგომა.  

6.2. საქართველოს კანონმდებლობა   


უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეობის  კანდიდატებთან  გასაუბრების  ნაწილში  ორგანული 
კანონი  შემდეგ  მოთხოვნებს  აწესებს:  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  კანდიდატების  საჯარო 
მოსმენა  შერჩევის  პროცესის  სავალდებულო  ნაწილია,  რომელიც  კანდიდატების  შერჩევის 
პირველი  ეტაპის  -  ფარული  კენჭისყრით  კონკურსში  მონაწილე  კანდიდატების  გამოვლენა და მათ 
48
შესახებ  ინფორმაციის  მოძიება  -  შემდეგ  კონკურსის  სავალდებულო  ნაწილია.   კანდიდატების 
შეფასება  უნდა  მოხდეს  მოძიებული  ინფორმაციის  და  კანდიდატის  მოსმენის  შედეგების 
49
გათვალისწინებით მინიჭებული ქულების შესაბამისად.   

საერთო  სასამართლოების  შესახებ  ორგანული  კანონის  თანახმად,  მოსმენაზე  კანდიდატები 


ინდივიდუალურად  წარსდგებიან.  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  წევრებს  უფლება  აქვთ  კითხვა 
50
დაუსვან  თითოეულ  კანდიდატს.   ორგანული  კანონი  ადგენს  კანდიდატების  საჯარო  მოსმენის 
დაწყების  ვადებს,  ხოლო  არ  განსაზღვრავს  ისეთ  საკითხებს,  როგორიცაა  საჯარო  მოსმენის 
დასრულების  ვადა,  თითოეული  კანდიდატის  მოსმენის  ხანგრძლივობა,  დასასმელი  კითხვების 
51
რაოდენობა, საჯაროობის უზრუნველყოფის ფორმა და სხვა პროცედურული საკითხები.  

6.3. კანდიდატების​ ​საჯარო​ ​მოსმენის​ ​ორგანიზება​ ​პრაქტიკაში


უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეობის  კანდიდატების  შერჩევის  წესი  საერთო 
სასამართლოების  შესახებ  ორგანული  კანონით  შემოღებულ  იქნა  2019  წლის  1  მაისს.  კანონით 
განისაზღვრა,  რომ  კანდიდატების  მოსმენა  უნდა  ჩატარდეს  კანდიდატთა  სიის  გამოქვეყნებიდან 
არაუადრეს  10  და  არაუგვიანეს  20  სამუშაო  დღისა.  2019  წლის  9  ივლისს საბჭომ კანდიდატების 
52
მოსმენის  დაწყების  თარიღად  განსაზღვრა  17  ივლისი.   აგრეთვე,  2019  წლის  9  ივლისის  და  16 
ივლისის  სხდომებზე  საბჭოს  წევრებს  შორის  გაიმართა  მსჯელობა  და  კამათი  კანდიდატების 
53
მოსმენის რიგ საორგანიზაციო საკითხებზე.    

47
OSCE/ODIHR ​Opinion  on  Draft  Amendments  Relating  to the Appointment of Supreme Court 
Judges of Georgia, P ​ ara. 58, 62. ​https://www.osce.org/odihr/417599?download=true 
48
​საერთო  სასამართლოების  შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონის  34​1​-ე  მუხლის  მე-8  პუნქტის 
თანახმად,  ​ამ  ​მუხლის  ​მე​-7  ​პუნქტით  ​გათვალისწინებული  ​შერჩევის  ​შემდგომ  ​ეტაპზე  ​გადასულ 
კანდიდატთა  ​სიის  ​საქართველოს  ​იუსტიციის  ​უმაღლესი  ​საბჭოს  ​ვებგვერდზე  ​გამოქვეყნებიდან 
არაუადრეს  10  ​და ​არაუგვიანეს 20 ​სამუშაო ​დღისა ​იწყება ​კანდიდატების ​მოსმენა​. ​კანდიდატების 
მოსმენა​ ​საჯაროდ​ ​ტარდება​.  
49
​საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34​1​-ე მუხლის მე-11 პუნქტი.  
50
​საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34​1​-ე მუხლის მე-10 პუნქტი 
51
​გასაუბრების  პროცესის  ამგვარი  ზოგადი  საკანონმდებლო  რეგულირება  უარყოფითად  არის შეფასებული 
ეუთოს/დემოკრატიული  ინსტიტუტებისა  და  ადამიანის  უფლებათა  ოფისის  მიერ  დასკვნაში,  რომელიც 
საქართველოში  უზენაესი  სასამართლოს  მოსამართლეების  შერჩევის  საკანონმდებლო  ცვლილებების 
შეფასებების  შედეგად  გაიცა:  OSCE/ODIHR  Opinion  on  Draft  Amendments  Relating  to  the 
Appointment of Supreme Court Judges of Georgia, 17 April, 2019, para. 58.  
52
​იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2019  წლის  9  ივლისის  სხდომის  დღის  წესრიგი  გამოქვეყნებული  საბჭოს 
ვებ-გვერდზე. 
http://hcoj.gov.ge/files/news/dgis%20cesrigi/2019/21%20%E1%83%93%E1%83%A6%E1
%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0.9.07.2019
.pdf  
53
​იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  2019  წლის  9  ივლისის  და  16  ივლისის  სხდომების  დღის  წესრიგები 
გამოქვეყნებული  საბჭოს  ვებ-გვერდზე. 
http://hcoj.gov.ge/files/news/dgis%20cesrigi/2019/21%20%E1%83%93%E1%83%A6%E1
%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0.9.07.2019
.pdf 
http://hcoj.gov.ge/files/news/dgis%20cesrigi/2019/23_%E1%83%93%E1%83%A6%E1%8

22
16  ივლისის  სხდომაზე  იუსტიციის  უმაღლესმა  საბჭომ  თითოეული  კანდიდატის  მოსმენისთვის 
განსაზღვრა  1  საათი  და  ყოველ  დღე  5  ან  მეტი  კანდიდატის  მოსმენა.  ასევე,  საბჭომ  განსაზღვრა, 
რომ  წევრები  დასასმელი  კითხვების  რაოდენაბოში  არ  იქნებოდნენ  შეზღუდულნი, 
უზრუნველყოფილი  იქნებოდა  პროცესის  პირდაპირი  სატელევიზიო  ტრანსლირება,  კითხვები 
იქნებოდა  თანაბრი  სირთულისა და შინაარსის. მიუხედავად ორ სხდომაზე მსჯელობისა, ცალკეულ 
საორგანიზაციო  საკითხებზე  საბჭოს  წევრებს  შორის  მოხდა  მხოლოდ  ზეპირი  შეთანხება  და 
საბჭოს  გადაწყვეტილება  წერილობითი  ფორმით  პროცედურულ  საკითხებთან  დაკავშირებით 
მიღებული  არ  ყოფილა.  გასათვალისწინებელია,  რომ  იუსტიციის  უმაღლესი  საბჭოს  რეგლამენტის 
მე-17  მუხლი  ადგენს  საბჭოს  გადაწყვეტილების  რეკვიზიტებს,  რაც  მიუთითებს  საბჭოს 
გადაწყვეტილების  წერილობით  ფორმაზე.  ორგანული  კანონის  49-ე  მუხლის  მე-4  პუნქტის 
თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება საბჭოს ვებ-გვერდზე.   

კანდიდატების  საჯარო  მოსმენის  დაწყების  პირველივე  დღიდან  ცხადი  გახდა,  რომ  იქამდე 
კანდიდატების  მოსმენის  პროცედურებზე  შეთანხმება  სინამდვილეში  არ  იყო  მიღწეული  და 
პროცედურული  საკითხები  დამატებით  მსჯელობასა  და  შეთანხმებას  საჭიროებდა.  დემოკრატიის 
ინდექსი  -  საქათველოს  23  ივლისის  განცხადებაში  აღნიშნულია  საბჭოს  სხდომების 
ორგანიზაციული  ნაწილის შესახებ, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ აღნიშნული პრობლემების 
ქვეშ  გაგრძელებულმა  პროცესმა  შესაძლოა  შერჩევის  წესისა  და  მისი  ეფექტიანობითვის  ხელი 
შეშლა  გამოიწვიოს:  „არ  არის  უზრუნველყოფილი  სათანადო  სამუშაო  გარემო  პროცესში 
ჩართული  ყველა  სუბიექტისთვის.  საბჭოს  სხდომები  არანორმირებული გრაფიკით მიმდინარეობს. 
ყოველდღე  როგორც  საბჭოს  წევრებს,  ისე  საბჭოს  აპარატის  თანამშრომლებს,  ასევე  პროცესზე 
დამკვირვებლებს  მუშაობა  უწევთ  ადრე  დილიდან  ღამის  საათებამდე,  მხოლოდ  მცირე 
შესვენებებით.  აღნიშნული  გაუმართლებლად  ამცირებს  მათ  შრომისუნარიანობას  და 
ეფექტიანობას,  ასევე  ართმევს  კანდიდატებს  ნორმალურ  და  ხელშემწყობ  სამუშაო  გარემოს  (მათ 
ხშირად  დილიდან  გაურკვეველი  დროის  განმავლობაში  უწევთ  ლოდინი,  როდის  მოვა  მათი 
54
ინტერვიუს ჯერი).“  

პირველი  8  დღის  განმავლობაში  კანდიდატების  მოსმენის  პროცესი  დილის 9-10 საათიდან ღამის 


55
10  საათამდე გრძელდებოდა, ფაქტობრივად შესვენების გარეშე.  ამგვარი ვითარება გაუსაძლისი 
იყო  არა  მხოლოდ  მოსამართლეობის  კანდიდატებისთვის,  არამედ  თავად  საბჭოს  წევრებისთვის 
და დამკვირვებლებისთვისაც.  

დასასმელი  კითხვების  რაოდენობა,  შინაარსი  და  გასაუბრების  ხანგრძლივობა  2019  წლის  17 
ივლისიდან  27  ივლისამდე  (8  სამუშაო  დღე)  თითქმის  ყოველი  კანდიდატის  მოსმენის  დროს 
ხდებოდა  მსჯელობისა  და  კამათის  საფუძველი  საბჭოს  წევრებს  შორის.  მაგალითად, 
არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ კანდიდატისთვის 30 და მეტი კითხვის დასმას, 
ცალკეული  კითხვების  შინაარსს,  ამა  თუ  იმ  ფორმითა  და  სიხშირით  ეწინააღმდეგებოდა  საბჭოს 
ყველა მოსამართლე წევრი.  

აღსანიშნავია,  რომ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა, 2019 წლის 16 ივლისის 
სხდომაზე,  სადაც  საორგანიზაციო  საკითხები  განიხილებოდა,  დააყენა  წინადადება,  რომ  საბჭოს 
წევრები  არ  ჩარეულიყვნენ  ერთმანეთის  მიერ  დასმული  კითხვების  შინაარსში  და 
კანდიდატებისთვის  მიეცათ  შესაძლებლობა,  თავად  გაეპროტესტებინათ  შეუფერებელი  ან 
არასათანადო  კითხვა.  თუმცა,  ამ  საკითხზეც  საბჭოს  წევრებს  შორის  ვერ  მოხდა  შეთანხმება  და 

3%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%98
%E1%83%92%E1%83%98%2016.07.2019%20%282%29.pdf  
54
განცხადება ხელმისაწვდომია: ​https://netgazeti.ge/news/382550/
55
მითითებულ პერიოდში კანდიდატებთან გასაუბრებებს შორის, ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებულ იქნა
შესვენება 10 წუთის ხანგრძლივობით.

23
საწინააღმდეგო  პოზიცია  დააფიქსირებს  მოსამართლე წევრებმა, სერგო მეთოფიშვილმა და რევაზ 
ნადარაიამ.  

17 ივლისის სხდომაზე ასევე კამათი მოჰყვა დიმიტრი გვრიტიშვილის თავმჯდომარეობის საკითხს. 
არამოსამართლე  წევრმა,  ნაზი  ჯანეზაშვილმა  დააყენა  საკითხი  იმის  თაობაზე,  რომ  საბჭოს 
მდივნის  გიორგი  მიქაუტაძის  აცილების  შედეგად  საბჭოს  თავმჯდომარის  უფლებამოსილების 
დიმიტრი გვრიტიშვილისათვის გადაცემა კანონშეუსაბამო იყო.  

იმის  გათვალისწინებით,  რომ  საბჭოს  2  არამოსამართლე  წევრს  ბევრი  კითხვები  ჰქონდა 


კანდიდატებთან,  საჯარო  მოსმენის  პროცესი  16  ივლისს  განსაზღვრული  გეგმის  მიხედვით  ვერ 
წარიმართა.  თავდაპირველად  საბჭომ  სცადა  წინასწარ  განსაზღვრული  გეგმა  -  დღეში  5 
კანდიდატის  მოსმენა  -  შეესრულებინა  არასამუშაო  საათებში  კანდიდატების  მოსმენის  ხარჯზე, 
რამაც  უარყოფითად  იმოქმედა  პროცესის  ხარისხსა  და  გამჭვირვალობაზე,  ისე  საბჭოს  ცალეკულ 
წევრებს ხელი შეუშალა მუშაობის პროცესში.  

ღამის  საათებში კანდიდატების მოსმენის პრაქტიკა 27 ივლისამდე გაგრძელდა, რაც ყოველ ჯერზე 
საბჭოს  წევრებს  შორის  უთანხმოებისა  და  კამათის  გამომწვევი  მიზეზი  ხდებოდა.  ამ  საკითხთან 
დაკავშირებით, მუდმივად აქტიურობდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები- ანა დოლიძე და ნაზი 
ჯანეზაშვილი.  ისინი  განუმარტავდნენ  საბჭოს  სხვა  წევრებს,  რომ  კანდიდატებთან  გასაუბრების 
წარმართვა  არასამუშაო  საათებში  წარმოადგენდა  კანონის  დარღვევას  და  იყო  დაუშვებელი. 
მოგვიანებით,  19  ივლისს  (მირანდა  ერემაძის  მოსმენა),  22  ივლისს  (თამარ  ზამბახიძის 
მოსმენა),  26  ივლისს  (შოთა  ლაითაძის  მოსმენა),  ანა  დოლიძემ  და  ნაზი  ჯანეზაშვილმა 
პროტესტის ნიშნად დატოვეს კანდიდატების მოსმენის სხდომები.   

საბჭოს  წევრებს  შორის საორგანოზაციო საკითხებზე მსჯელობას და კამათს თითქმის ყოველ დღე 


ჰქონდა  ადგილი  და  დაახლოებით  20-30  წუთს  გრძელდებოდა.  საორგანიზაციო  საკითხებზე 
მსჯელობა  ზოგჯერ  კანდიდატთან  გასაუბრების  დაწყებამდე  ან  კანდიდატის  თანდასწრებით 
მიმდინარეობდა.  

27 ივლისიდან საბჭომ შეცვალა პროცედურა და დღეში 2 კანდიდატის მოსმენა გააგრძელა. 

საჯრო  მოსმენის  პროცესის  არასათანადო  მომზადებასა  და  კანდიდატებზე  მის  უარყოფით 


გავლენაზე  მეტყველებდა  შემდეგი  გარემოებაც:  გასაუბრებების  ზუსტი  თარიღი 
კანდიდატებისათვის  წინასწარ  არ  იყო  ცნობილი  (კანდიდატების  სია  გამოქვეყნდა  გასაუბრების 
თარიღების  მითითების  გარეშე).  ასევე  კანდიდატებს,  რომლებსაც  კონკრეტულ  დღეს  ჩაენიშნათ 
გასაუბრება,  ხშირად  საათების  განმავლობაში  უწევდათ  ლოდინი.  მაგალითად,  როდესაც 
იუსტიციის  საბჭომ  მოქმედ  მოსამართლეს,  დიანა  ბერეკაშვილს,  რომლის  გასაურება  დაიწყო 
საღამოს  8  საათზე  და  თითქმის  მთელი  დღე  ელოდებოდა  გასაუბრების  დაწყებას,  შესთავაზა 
გასაუბრების  სხვა  დღისთვის  გადადება,  მან  განაცხადა,  რომ  მან  მიმდინარე  დღეს  ჩანიშნული 
სასამართლო  პროცესები  გადადო  გასაუბრების  გამო  და  არ  სურდა,  რომ  მომდევნო  დღესაც 
გადაედო  პროცესები.  მან  ასევე  მიუთითა  საბჭოს  წევრებს,  რომ  თითოეული  კანდიდატის 
მოსმენითვის გამოყოფილი დრო წინასწარ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული.  

ყოველივე  ზემოაღნიშნულმა  დაადასტურა,  რომ  საბჭომ  კანდიდატების  საჯარო  მოსმენის 


პროცედურის  ჩატარება  დაიწყო  ისე,  რომ  საბჭოს  წევრებს  შორის  არ  იყო  მიღწეული  შეთანხმება 
და/ან  გადაწყვეტილება  მოსმენის  მთელ  რიგ  პროცედურებთან  დაკავშირებით.  საბჭოს თავიდანვე 
უნდა  უზრუნველეყო  იმგვარ  პროცედურაზე  შეთანხმება,  რომელიც  კანდიდატების  მოსმენის 
პროცესში  საბჭოს  თითოეული  წევრის  მოთხოვნებსა  და  მიდგომებს  გაითვალისწინებდა. 
კანდიდატების  მოსმენის  პროცედურისთვის  არასათანადო  წინასწარი  მომზადება  ქმნიდა 
არასათანადო  სამუშაო  გარემოს  როგორც  თავად  საბჭოს  წევრებისთვის,  ისე კანდიდატებისთვის 

24
და  დამკვირვებლებისთვის,  არახელსაყრელ  პირობებს  უქმნიდა  პროცესზე  პირდაპირი  ეთერით 
დაკვირვების მსურველ საზოგადოების წევრებსაც.   

 
 

25

You might also like