You are on page 1of 1

კაზუსი

2020 წლის 15 ნოემბერს, ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელმა


კვარაცხელიამ და მისმა თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე
(რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე
ვადით), დააკავეს 3 არასრულწლოვანი - გიორგი, ნიკოლოზი და დავითი, სამივე 17
წლის.

დაკავება განხორციელდა 19:00 საათზე. სამივე დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი.


ორმა დაკავებულმა - გიორგიმ და ნიკოლოზმა მოითხოვეს დაკავების შესახებ
მშობლებისთვის შეტყობინება. გამომძიებელმა კვარაცხელიამ დააკმაყოფილა
ბრალდებულთა მოთხოვნა ადვოკატის დანიშვნაზე იმ პირობით, რომ ბრალდებულებს
საგამოძიებო დანაყოფში მიყვანისთანავე უნდა წარმოედგინათ ადვოკატის საკუთარი
ხარჯით აყვანის შეუძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. რაც შეეხება
მშობლებისთვის შეტყობინებას, კვარაცხელია, მოთხოვნის შესაბამისად,
დაკავებულების პოლიციის დანაყოფში მიყვანის შემდეგ, დაკავების შესახებ
შეატყობინების მიზნით, შეეცადა კომუნიკაციის დამყარებას მხოლოდ გიორგის და
ნიკოლოზის მშობლებთან. გიორგის მშობელმა მიიღო შეტყობინება, ხოლო ნიკოლოზის
მშობელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის შესახებაც გამომძიებელმა შეატყობინა
ნიკოლოზს და გააგრძელა მის მიმართ საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

საგამოძიებო დანაყოფში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარდა


ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც მონაწილეობა მიიღეს მათმა
ადვოკატებმა, რომლებიც საქმეში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ბრალდებულთა
საგამოძიებო დანაყოფში მიყვანა განხორციელდა.

გამომძიებელი კვარაცხელია ბრალდებულებთან საგამოძიებო მოქმედებების


პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა დანაშაულის მოწმეებთან და
დაზარალებულთან. კერძოდ, 22:30 საათზე კვარაცხელიამ დაიწყო 16 წლის მოწმის -
ნინის გამოკითხვა, რომელიც განყოფილებაში დაიბარა ტელეფონის საშუალებით.
ნინიმ გამოკითხვაზე განაცხადა უარი და მოითხოვა ადვოკატის დასწრება საგამოძიებო
მოქმედებაზე. კვარაცხელიამ უარი განაცხადა ადვოკატის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ
კანონის თანახმად, მოწმე არ ექვემდებარება სავალდებულო დაცვას . პარალელურად
ნინის მიერ გამოკითხვაზე უარის ფაქტის შესახებ შეატყობინა პროკურორს , რომელმაც
სასამართლოს მიმართა შუამდგომლონით ნინის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
დაკითხვაზე.

მას შემდეგ რა შეიკრიბა საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის ,


რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს, პროკურორმა თითოეულ მათგანს
წარუდგინა ბრალდება და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულთა
მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ. შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინა
2022 წლის 17 ნოემბერს, 13:00 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების
წარსადგენად აუცილებელი მტკიცებულებების შეკრება 13:00 საათამდე გაცილებით,
დაახლოებით 4-5 საათით ადრე განხორციელდა, პროკურომა შუამდგომლობა
სასამართლოში შეიტანა 13:00 საათზე, ვინაიდან მიზანშეწონილად მიიჩნია სამივე
ბრალდებულის მიმართ შუამდგომლობის ერთად წარდგენა, რათა სამივე
ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთად მოხვედრილიყო,
როგორც ეს გათვალისიწნებულია რასრულწლოვანთა მართლმსაულების კოდექისთ.

შეაფასეთ პროცესის მონაწილეთა ქმედებები და გადაწყვეტილებები

You might also like