You are on page 1of 2

მეგი ჭოხონელიძე

კაზუსი

2019 წლის 20 მარტს დავითი მეუღლესთან - ნინოსთან ერთად ქალაქგარეთ


იმყოფებოდა. დილით სეირნობისას დავითმა უგონოდ მყოფი ასაკით დაახლოებით
3-4 წლის გოგონა დაინახა, წაიყვანა სახლში და გონს მოიყვანა. დავითმა იმ დღესვე
განუცხადა მომხდარის შესახებ შესაბამის ორგანოს, რომელმაც დაიწყო ღონისძიებები
ბავშვის მშობლების ვინაობის დასადგენად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ
მოხერხდა ბავშვის დედასთან დაკავშირება, რომელიც ერთადერთი მშობელი იყო, მან
გულგრილობა გამოიჩინა და შეტყობინებიდან მე-5 დღეს როდესაც იგი არ
გამოცხადდა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში,
სასამართლომ ეს გოგონა მიტოვებულად აღიარა. ამასობაში დავითმა და მისმა
მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ სურდათ ეს ბავშვი ეშვილათ, რისთვისაც გაიარეს ყველა
საჭირო პროცედურა და შეიტანეს განცხადება სასამართლოში ამ გოგონას შვილად
აყვანის შესახებ, რაც დაუკმაყოფილეს კიდეც. რამდენიმე თვეში გამოჩნდა ბავშვის
ბიოლოგიური დედა, რომელმაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში შვილად აყვანის
შესახებ გადაწყვეტილების ბათილობისა და მისთვის მშობლის უფლება-
მოვალეობების აღდგენის შესახებ.

როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო?

შესაძლოა დავა გადაწყდეს ბავშვის ბიოლოგიური დედის სასარგებლოდ ‘’შვილად


აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის
ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად.

იმისთვის, რომ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს


საჭიროა შვილად აყვანის პროცედურების დარღვევა გვქონდეს სახეზე, თუმცა
კაზუსის ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ დავითი და ნინო სრულად
აკმაყოფილებენ, როგორც სსკ-ის 1245-ე მუხლით გათვალისწინებულ მშვილებლის
სტატუსს, ასევე არსებობს მათ შორის თანხმობა და მათი მხრიდან ყველა პროცედურა
ჩატარებულია კანონის დაცვით, თუმცა გასარკვევია, იყო თუ არა ნაშვილები შვილად
აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს, რომ
სასამართლომ ბავშვი მიტოვებულად გამოაცხადა მას შემდეგ რაც დედამისი
შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში არ გამოცხადდა მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოში. შესაბამისად სსკ-ს 1254-ე მუხლის გ) ქვეპუნქტის და ‘’შვილად აყვანისა და
მინდობით აღზრდის შესახებ’’ კანონის მეცხრე მუხლის მეორე პუნქტის გ)
ქვეპუნქტის შესაამისად ეს ბავშვი შვილად აყვანას დაექვემდებარა, ვინაიდან იგი
მიტოვებულად იქნა აღიარებული. თუმცა გასათვალისწინებელია ‘’შვილად აყვანისა
და მინდობით აღზრდის შესახებ’’ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტსი ბ)
ქვეპუნქტი, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვის მიტოვებულად აღიარება შეიძლება მას
შემდეგ, რაც მშობლისთვის შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში მშობელი არ
გამოცხადდება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში. ამავე
მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად ამ საფუძვლების არსებობისას ამ ბავშვის
მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში
მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს დადგენილი წესით ენიჭება გასაშვილებელი
ბავშვის სტატუსი. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს, რომ დარღვეულია
აღნიშნული მუხლით გათვაისწინებული ვადა, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვის დედას 7
დღის ვადა ჰქონდა კანონით გათვალიეწინებული შესაბამის ორგანოში
წარმოსადგენად, სასამართლომ დედისთვის შეტყობინებიდან მეხუთე დღესვე
აღიარა ბავშვი მიტოვებულად. შესაბამისად სასამართლოს არ ჰქონდა ბავშვის
მიტოვებულად გამოცხადების უფლება, რაც ავტომატურად გამორიცხავს ბავშვის
შვილად აყვანას დაქვემდებარებულობის ფაქტს და დედისთვის უფლება-
მოვალეობების ჩამორთმევას.

შესაბამისად, დავა გადაწყდება ბავშვის ბიოლოგიური დედის სასარგებლოდ


‘’შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ კანონის მე-14 მუხლის პირველი
პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად.

You might also like