You are on page 1of 2

1.

მედეამ სასამართლოში სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შვილის – აიეტის – მამად იასონის ცნობა 
და მასზედ სარჩო ალიმენტის დაკისრება. იასონმა კატეგორიულად უარყო აიეტის მამობა და
ალიმენტის გადახდაზეც უარი განაცხადა.

სასამართლომ, მოსარჩელის ინიციატივით,  საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანა განჩინება შვ
ილის შესანახი სარჩოს იასონისთვის  გადახდევინების შესახებ.  კანონიერია თუ არა სასამართლოს გა
დაწყვეტილება?     

ამოხსნა:
კაზუსში არსებული ფაქტობრივი ინფორმაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას ზუსტად
დავადგინოთ (იასონი) მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბავშვის
დედასთან ან თუნდაც ბავშვის მშობლების ერთობლივი განცხადება გახდა თუ არა მისი მამობის
საფუძველი. ამ ორი შემთხვევისას სსკ-ის 1217 მუხლის თანახმად-1191,1192-ე მუხლების
თანახმად კანონი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე
გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი სარჩოს გადახდევინების შესახებ, თუმცა სხვა
შემთხვევისას ეს წესი არ მოქმედებს. როცა ხდება ალიმენტის გადახდევინებისადა მამობის
იძულებით დადგენის შესახებ ერთდროულად სარჩელის შეტანა, სასამართლოს უფლება არააქვს
მამობის საკითხის გადაწყვეტამდე მოპასუხეს დააკისროს ალიმენტის გადახდა. სსკ-ის 1190
მულის მესამე ნაწილის მიხედვით სასამართლო ადგენს მამობას ბიოლოგიური ან
ანთროპოლოგირი გამოკვლევის შედეგად.

2.  

მარტოხელა დალის წარმომადგენელმა, შეიტანა განცხადება სასამართლოში და მოითხოვა დალის
მიერ 12 წლის ამირანის შვილად აყვანა. ამირანი იყო ობოლი და მასზე ფაქტობრივ მზრუნველობას
დალი ახორციელებდა.
განცხადებას თან ერთვოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა. სასამართლომ არ და
აკმაყოფილა განცხადება, იმ მოტივით რომ განცხადებას თან არ ერთვოდა დალის ოჯახური
მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით შვილად
აყვანის დაუშვებლობაზე. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?    

ამოხსნა:
კაზუსში არსებული ინფორმაციით დალის სურდა შვილის აყვანა, რომელზედაც
ფაქტობრივ მზრუნველობას ახორციელებდა თუმცა, ამისათვის მან განცხადებას თან
დაურთო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, თუმცა იმისათვის რომ
შვილად აყვანის მოთხოვნა მიიღოს სასამართლობ სსკ-ს 1242-ე მუხლის თანახმად,
აუცილებელია მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინება და ასევე
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, თუმცა დალის ამ ორი
მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა დაკმაყოფილებული რის შედეგადაც
სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა.
3. 

ოფელიას როგორც ქრონიკულ ალკოჰოლიკს, სასამართლოს გადაწყვეტილებით


ჩამოერთვა მშობლის უფლება - შვილის, ივანის მიმართ. ერთი წლის შემდეგ ოფელია
გარდაიცვალა. ოფელიას დარჩა საცხოვრებელი სახლი. ივანი ამ პერიოდისათვის უკვე
შვილად ჰყავდა აყვანილი  ჰამლეტს.

აქვს თუ არა ივანს მემკვიდრეობის უფლება, ოფელიას სამკვიდრო ქონებაზე?           

ამოხსნა:
ივანეს არ აქვს უფლბეა მიიღს ბიოლოგიური დედის გარდაცვალების შემდგომ
საცხოვრებელი სახლი, რადგან სსკ-ის 1260 მუხლში ზუტად არის მითითებული რომ
ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს მისი ბიოლოგიური დედის მიმართ.

ფაცაცია ნინო

You might also like